ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ისტ საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის.


ისტ საბაზო კურსი პედაგოგებისთვის

კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგირებას ესგ მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.

კურსის ხანგრძლივობა
კურსის სრული ხანგრძლივობაა 8 სამსაათიანი ტრენინგი. სულ 24 საათი

მეთოდები
აქტიური ლექცია, DP-P-IP  -- დემონსტრირება-მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფური მუშაობა.

პროგრამული უზრუნველყოფა
MS Windows XP-7-8, MS-Office 2010 (2013, 2007), OpenOffice, Google Chrome, VUE, gmail.com,  ინსტრუმენტები (საძიებო სისტემა, ელ-ფოსტა).

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.
სერტიფიცირების პირობები: მინიმუმ 6 ტრენინგ დღეზე დასწრება;

ტრენინგის პროგრამა


დღე I. შესავალი. 3 სთ

  • კურისი მონაწილეთა გაცნობა, კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები. 
  • აქტიური ლექცია, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები (10 წთ.) 
  • მინი-დისკუსია რისთვის გვჭირდება კომპიუტერი (10 წთ.) 
  • აქტიური ლექცია პრეზენტაციის გამოყენებით რა არის კომპიუტერი. (10 წთ.) 
  • კომპიუტერი მოწყობილობების მიმოხილვა (15 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა: თაგვის ტრენაჟორი --(20წთ.) 
  • თაგვის პრაქტიკული გამოყენება (20 წთ.) 
  • კლავიატურის მიმოხილვა (20 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა კლავიატურასთან (45 წთ.) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.) 


დღე II. ტექსტური რედაქტორი. 3 სთ


  • ტრენინგ დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგდღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.) 
  • ტექსტური რედაქტორის (Word/Writer) ზოგადი მიმოხილვა. 
  • აქტიური ლექცია ტექსტური რედაქტორის არსის და შესაძლებლობების შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით (10 წთ.) 
  • (D-GP-IP): ტექსტურ რედაქტორში მუშაობა. ტექსტის შეტანა, მონიშვნა, ტექსტისა და აბზაცების დაფორმატება (60 წთ.) 
  • პრაქტიკული სავარჯიშო, სახელმძღვანელოში მითითებული განცხადების ნიმუშის შეტანა/რედაქტირება (45 წთ.) 
  • აქტიური ლექცია - სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა, ტესტის შედგენის ძირითადი საფეხურები PP პრეზენატიის გამოყენებით (15 წთ.) 
  • ტრენინგდღის დახურვა. 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.) 


დღე III. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა (გაგრძელება) ფაილები და საქაღალდეები . 3 სთ


  • ტრენინგ დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგდღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ). 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ). 
  • ტექსტური რედაქტორი Word- , (D-GP-IP) ტექსტის ფორმატირების საშუალებები, ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა და კოპირება, ტექსტის შენახვა, შენახული დოკუმენტის გახსნა, ახალი დოკუმენტის შექმნა (40 წთ) 
  • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება სახელმძღვანელოს მიხედვით (25 წთ) 
  • აქტიური ლექცია ფაილების და საქაღალდეების შესახებ. 
  • (D-GP-IP) მოქმედებები ფაილებზე და საქაღალადეებზე (მონიშვნა, გადატანა, სახელის გადარქმევა, წაშლა, აღდგენა) (20წთ.) 
  • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება სახელმძღვანელოს მიხედვით (20 წთ.)
  • აქტიური ლექცია ფაილის ტიპები (docx, doc, odt, pdf) 
  • პრაქტიკული მუშაობა (20 წთ.) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა. 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.) 


დღე IV. ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის


  • ტრენინგ-დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10წთ.) 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.) 
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (10წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5წთ.) 
  • ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის. 
  • მინი-დისკუსია რისთვის გვჭირდება ინტერნეტი (5 წთ.) 
  • აქტიური ლექცია პრეზენტაციის გამოყენებით რა არის ინტერნეტი (10 წთ). 
  • D-GP-IP ინტერნეტ-ბრაუზერები, ვებ-გვერდის სტრუქტურა, ნავიგაცია, სამისამართო სისტემა (20 წუთი) 
  • საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში 
  • პრაქტიკული მუშაობა (40 წთ) 
  • საძიებო სერვისი 
  • ძიება სიტყვის, სიტყვათა ერთობლიობის, ენის მიხედვით (10 წუთი) 
  • D-GP-IP-ინტერნეტიდან ტექსტური და მედია-ელემენტების გადმოწერა კომპიუტერში (10 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა (25 წთ) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.) 


დღე V. ელექტრონული ფოსტა


  • ტრენინგ დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა(10წთ.) 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.) 
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (10წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5წთ.) 
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (გაგრძელება). 
  • D-GP-IP სასწავლო/მეთოდური მასალების ძიება LEMILL-ში (15 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა (15წთ.) 
  • D-GP-IP - PDF ფაილებთან მუშაობა (10 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა (10წთ.) 
  • ელექტრონული ფოსტის გაცნობა. 
  • რა არის ელ. ფოსტა; როგორ გავიაროთ რეგისტრაცია (20 წთ.) 
  • წერილების გაგზავნა/მიღება; წერილზე დოკუმენტის მიმაგრება (15 წთ.) 
  • პრაქტიკული სამუშაო.(35 წთ.) 
  • შემაჯამებელი დისკუსია როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს პროფესიული მიზნებისთვის (10 წთ.) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ) 


დღე VI. ტექსტური რედაქტორი (გაგრძელება)


  • ტრენინგ დღის გახსნა 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგდღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) 
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ). 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.) 
  • D-GP-IP დოკუმენტში გრაფიკული ობიექტების ჩასმა (60წთ.) 
  •  
  • ცხრილებთან მუშაობა 
  • აქტიური ლექცია-ცხრილები (5 წთ.) 
  • D-GP-IP დოკუმენტში ცხრილის ჩასმა, მისი რედაქტირება, წაშლა. (60წთ.) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.) 


დღე VII. ელექტრონული ცხრილები


მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში. მონაცემების რედაქტირება 
  • ტრენინგ დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგდღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) 
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ). 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ) 
  • D-GP-IP ბეჭდვის პარამეტრები: ბეჭდვის წინასწარი დათვალიერება, მინდვრის დაყენება, ფურცლის ორიენტაცია, გვერდების გადანომვრა (35 წთ). 
  • აქტიური ლექცია - ელექტრონული ცხრილები 
  • D-GP-IP პროგრამის გაშვება, მისამართის ცნება, მონაცემების შეტანა, რედაქტირება. (90 წთ.) 
  • ტრენინგ-დღის დახურვა. 
  • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ) 
  • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ) 


დღე VIII. ციფრული მეხსიერება


  • ტრენინგ დღის გახსნა. 
  • მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგდღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) 
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ.) 
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.) 
  • სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.) 
  • აქტიური ლექცია - ინფორმაციის მატარებლები (10 წთ.) 
  • D-GP-IP ინფორმაციის მატარებლებზე (დისკები, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა (20 წთ.) 
  • პრაქტიკული მუშაობა (60 წთ) 
  • შეჯამება რა ვისწავლეთ? რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები? 
  • დისკუსია როგორ გავიღრმავოთ ეს კომპეტენციები მომავალში (15 წთ.) 
  • მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში (15 წთ.) 
  • კურსის შეფასების კითხვარების შევსება (5 წთ.) 
  • ტრენინგის დახურვა (5 წთ.) 
გისურვებთ წარმატებებს!


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით