-->

ქართული თუ ინგლისური ოფისი?

ცოტა დიდი პოსტი გამოვიდა , მაგრამ ნუ დაიზარებთ წაიკითხოთ, ვთვლი რომ მნიშვნელოვანია.

ეხლა ვათვალიერებ პირველი დონის სახელმძღვანელოს, ხალხნო იქნებ არ დავიზაროთ და ქართული მენიუ აღვწეროთ. თუნდაც იმიტომ რომ ქართული მენიუს პოპულარიზაცია მოხდეს, დაიხვეწოს ტერმინები და ამ სახის სამუშაოს რამე აზრი ჰქონდეს. თქვენ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღეთ და მზად ვარ მთელი სკრინშოტები მე მოვამზადო.
არგუმენტი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოსთვის არის ის, რომ სხვაგან რომ წავლენ იქ არ დახვდებათ ქართული მენიუ

პასუხები: 1
ა) ხო, მაგრამ შეიძლება არც ინგლისური არ იყოს (მართლაც უმეტესობა სამსახურებში და სკოლებშიც რუსულია
ბ) სხვაგან რომ წავლენ იქ შეიძლება მაკინტოშიც იყოს, ან ჩვენი ლინუქსი და არც კი გამოადგეთ. და სხვაგან რომ მიდიან მაგისთვის ვამზადებთ თუ სკოლაში სამუშაოდ?
გ) და საერთოდ ენა რა შუაშია? ხომ პიქტოგრამების საშუალებით ვაჩვევთ მუშაობას
დ) უემტესობამ არ იცის ინგლისური და ამ ხალხს ორი პრობლემის გადაწრა უწევს ენის ბარიერი და კომპიუტერის შესწავლა, ყველა მეთანხმებით რომ ეს არ არის პედაგოგიური მიდგომა. ზუსტად ამ პრობლემის გამო მეც თავის დროზე დიდად შევფერხდი.
ე) გამქართულებელი პროგრამის დაყენება ძალიან ადვილია. დეტალურ ინსტრუქციას მე თვითონ დავწერ, და პროგრამასაც სადმე დავდებ ინტერნეტზე. ამას გარდა სასურველია ეს პროგრამა და ინსტრუქცია ჩაწერილი იყოს თანდართულ დისკზეც
თუ ვინმე ფიქრობს რომ ამას პედაგოგები ვერ შეძლებენ, ეს მათ ვერც უნდა შეძლონ იდეაში, (ეს ხომ IT საქმეა.) მაგრამ იგივენაირად არ ვფიქრობთ VUE-ს ჩამოტვირთვა და დაინსტალირების დროს. :)

იქნებ კლავიატურის განლაგებაზეც ვისაუბროთ. ვფიქრობ დომხალია

+ აცადუსხთან დაკავშირებული ავთოს პრობლემა. ჩვენ სწავლებაზე გვაქვს პრეტენზია, და შეცდომით ვასწავლოთ?
აქ შევწყვეტ წერას რომ არ დაგღალოთ

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით