-->

ცხელი კლავიშები Windows OS-თვის


კლავიატურის კომბინაციები ვინდოუს ოპერაციულ სისტემაში, სერიიდან "ჩემთვის და თქვენთვისაც"



Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტი შეიძლება იყოს, დისკი ფაილი, საქაღალდე).


Alt + F4 — ხურავს აქტიურ ფანჯარას. თუ აქტიური ფანჯრები არ არის მაშინ იძახებს Windows-ის დახურვის მენიუს ფანჯარას.

Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა

Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.

Alt + Tab — აქტიურ პროგრამებს შორის გადართვა.

Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).

Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.

Ctrl + A — ყველაფრის მონიშვნა.

Ctrl + C — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის კოპირება.

Ctrl + V — დამახსოვრებულის ჩასმა.

Ctrl + X — მონიშნულის ამოჭრა და გაცვლის ბუფერში დამახსოვრება.

Ctrl + Z — ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.

Delete — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის წაშლა.

Ctrl + Esc, ან Win — მენიუ Start-ის გამოძახება.

Ctrl + Esc, ან Esc — თუ უკვე გამოძახებული გაქვთ მენიუ Start და დააჭერთ ამ კომბინაციას, მაშინ მენიუ დაიხურება, მაგრამ ღილაკი Start დარჩება აქტიური.

Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).

F1, Win + F1 — დახმარების გამოძახება.

F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.

F2 — მონიშნული ობიექტის სახელის გადარქმევა.

F3 — ძიება.

F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.

F5 — განახლება.

F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.

Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.

Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.

Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).

Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.

Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.

Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.

Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.

Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.

Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.

Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.


0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით