-->

დოტ კომის 26 წლისთავი

”ეს მნიშვნელოვანი წლისთავია, ვინაიდან ზონა .com - კარგი და ძალიან პოპულარული ადგილია ინტერნეტ მისამართებისთვის - აღნიშნა კომპანია Verisign-ის, მმართველმა დირექტორმა მარკ მაკლაფლინმა. 26 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ინტერნეტი დღეს. ეს ნამდვილი გარღვევაა".

ინტერნეტ სახელების გავრცელებაში გადამწყვეტი გახდა კომპანია Netscape-ის ინტერნეტ ბროუზერი Mosaic, რომელმაც ინტერნეტი მასიური გახადა.

რეგისტრაციების სწარფი ზრდა აღინიშნება 1997 წლიდან. როდესაც ყოველწლიურად ჩნდებოდა 20-25 მლნ ახალი ინტერნეტ-სახელი. ამ პერიოდიდან დომენების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

.com ზონაში რეგისტრაციების ბუმი აღინიშნა 2007 წელს. ზუსტად ამ წელს თავისუფალი ოთხსიმბოლოიანი დომენი პრაქტიკულად ამოიწურა.

დღეისთვის .com ზონაში ყოველდღიურად ათასობით დომენი ჩნდება. სულ მსოფლიოში, კვლევითი ორგანიზაცია Netcraft-ის მონაცემებით, არსებობს 206მლნ საიტზე მეტი. ნეტავ ქართული რამდენია? ან მერამდენე ადგილზე ვართ რეგისტრირებული დომენების რაოდენობით?

ინტერნეტ ექსპერტები დიდი ხნის წინ აცხადებდნენ, რომ თავისუფალი მისამართები ნაციონალურ დოემენზეც იწურებოდა, და სიტუაციიდან გამოსავალს IDN (Internationalized Domain Name) მრავალენოვან დომენზე გადასვლა გამოასწორებდა.

ამ სახის დომენების იდეა 1996 წელს იქნა შემოთავაზებული, ხოლო 2 წლის შემდეგ დაიწყო მისი ცხოვრებაში გატარება.

2007 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო IDN სისტემის ტესტირება 11 ნაციონალურ ენაზე. მაშინ ღიად ხელმისაწვდომი გახდა საიტი IDNwiki, რომელიც განთავსდა http://idn.icann.org მისამართზე. ამ საიტის ინტერფეისი ყველა ენაზე იყო დამზადებული.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით