-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

Microsoft- 8,5 მილიარდი =Skype


დიახ, 8,5 მილიარდი ის ციფრია, რომელიც მაიკროსოფტმა გადაიხადა სკაიპის შეძენაში.

ეს თანხა მაიკროსოფტის ყველა ადრინდელ გარიგებას აღემატება, რაც კი ამ კომპანიას ტავისი არსებობის 36 წლის მანძილზე უკეთებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით ანალოგიურ გარიგებაში მაიკროსოფტის კონკურენტები (სისკო, ფესიბუკი, გუგლი) მზად იყვნენ 4 მლრდ $ გადაეხადათ.

რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაირ მომხმარებელში, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც სარგებლობენ სკაიპით. სერვისს მოუწევს Xbox სათამაშო კონსოლთან დამეგობრება (Kinect სენსორით), საფოსტო პროგრამასთან Outlook, სმარტფონებთან Windows Phone 7 პლატფორმაზე. ყველა ამ პლატფორმას აქვს ვებ-ტელეფონიის მხარდაჭერა, უბრალოდ 170 მილიონიანი არმია მას უფრო სასარგებლოს გახდის. “Skype – ეს ზმნაა" – გადაჭრით თქვა მაიკროსოფტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა პრეს-კონფერენციაზე, რითაც ყველა კითხვას გასცა პასუხი.

ახალი განყოფილების ხელმძღვანელად სკაიპის ამჟამინდელი ბოსი ტონი ბეიტსი დარჩება, რომელსაც უკვე ბალმერისთვის მოუწევს ანგარიშების ჩაბარება :-).

გარიგების თანახმად სერვისის გააგრძელებს ყველა დანარჩენი პლატფორმის მხარდაჭერას, შედეგად კი არ შეწყდება ლინუქსის და მაკ ვერსიების დეველოპმენტი.

გასულ წელს სკაიპის ის მომხმარებლებმა (სულ არის 663 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი) ისაუბრეს 207 მილიარდი წუთი (როგორც აუდიო ასევე ვიდეო). სკაიპით ჩაიწერა თოქ-შოუების უმრავლესობა – ეს ხომ უფასო კავშირია ორ კომპიუტერს შორის. საშუალოდ 8,8 მლნ მომხმარებელი 5%-ზე ცოტა მეტი კლიენტებიდან იხდის გადასახადს სკაიპის საშუალებით ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელში დარეკვისათვის. უმეტესად ეს არის ევროპის მოსახლეობაა სადაც სხვა ქვეყანაში დარეკვა საშინლად ძვირი ღირს.

ზუსტად იმან რამაც გახადა სკაიპი ასე ძალიან პოპულაური განაპირობა ის, რომ მისმა შემქმნელებმა (ნიკლას ზენსტრემმა და იანუს ფრისმა) თავის დროზე გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. რითი უნდა იშოვო ფული? ვებ-ტელეფონიასთან ორ წლიანი თამაშის შემდეგ მათ სერვისი კომპანია eBay-ს მიყიდეს $2,6 მლრდ. დოლარად. შემდეგშიც კი მისი კომერციალიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ 2010 წლის ბოლოსკენ 7 მილიონიანი წაგება მოიტანა, როცა ამონაგები $860 მილიონის შეადგენდა.

შეძლებს თუ არა მაიკროსოფტი უკეთ მართოს ახალშეძენილი აქტივი? ჯერ-ჯერობით კორპორაციის არც ერთი ინტერნეტ ბიზნესი არ შეიძლება დასახელდეს წარმატებულად, თუნდაც გუგლთან შედარებით. გასულ წელს რედმონდელებს ისე გაუჭირდათ, რომ თანახმა იყვნენ გადაეხადათ 47,5 მილიარდი იაჰუში. დღეს იაჰუ ორჯერ უფრო იაფი ღირს.


P.S. იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ბლოგერებმა ახალი პროდუქტი ხუმრობით სკაინეტ-ად (სკაინეტი - ხელოვნური ინტელექტი ტერმინატორზე შექმნილ ფილმებში) მონათლეს. საკმაოდ სიმბოლურია.

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით