-->

ვიკიპედიას შავი დღე



თუ თქვენ ხვალ ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსია დაგჭირდებათ, ჯობია დღეს დააზუსტოთ საჭირო დეტალები. თორემ თბილისის დროით დილის 9 საათიდან ზუსტად ერთი დღით ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსია ამერიკის კონგრესზე განსახილველად შემოტანილი ანტიპირატული კანონის SOPA (Stop Online Piracy Act) პროტესტის ნიშნად დაიხურება.   

Wikimedia Foundation-სი განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის თავისუფალ და ღია ინტერნეტს და  კითვის ჯიშნის ქვეშ აყენებს, თვით ვიკიპედიის არსებობას. ორგანიზაციაში ეს კანონი საკმაოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. საიტის 24 საატით გათიშვით ვიკიპედიის ავტორებს სურთ ამერიკელ კანონმდებლებს და  SOPA-ს ლობისტებს დაანახონ თუ რას დაკარგავენ ამ კანონის მიღებით. აღსანიშნავია რომ გადაწყვეტილება კოლეგიალურად, რედაქტორთა კენჭისყრის საფუძველზე გადაწყდა.
ხვალ ამერიკის კონგრესში გაიმართება კანონის განხილვა. ამიტომ 18 იანვარი შემტხვევით არ ყოფილა შერჩეული. ვიკიპედია ერტადერთი საიტი არააა, რომელიც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან ისეთი გრანდები, როგორიცაა  Google, Facebook, Twitter, eBay დაYahoo. საბოლოო ჯამში კი ბარაკ ობამაც იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ამ კანონის წინააღმდეგია.
18 იანვარს მართალია 18 საათით, მაგრამ თავის საიტს Reddit-იც დაბლოკავს. ამას გარდა, ამ საიტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი (Alexis Ohanian),  სენატში, სადაც შეაძლებელია მიიღონ კანონი PIPA (Protect IP Act), დებატებზე გამოვა. ექსპერტთა აზრით, ამ კანონს მეტი შანსი აქვს არ იქნეს მიღებული, ვიდრე  SOPA-ს.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით