-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

კომპიუტერის და ინგლისურის გამოცდის ტესტები და რჩევები

:) :) ;-)    იკვე არაა საჭირო


ვითვალისწინებ, რა ჩემი მსმენელების აქტიურობას ამ გამოცდებთან დაკავშირებით, გტავაზობთ რამდენიმე რჩევას


მაშ, ასე დათოს რჩევები:


გახსენით Internet Explorer







სამისამართო ზოლში შეიყვანეთ საგამოცდო ცენტრის ვებ გვერდის მისამართი

http://catreg.naec.ge/Integrated


ვინაიდან, ზოგიერტ მსმენელს გაუკვირდა http://  თავსართი, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ და მხოლოდ  catreg.naec.ge/Integrated  აკრიფოთ. მიაქციეტ ყურადღება, რომ ვებ გვერდის მისამართში წერტილის  შემდეგ ადგილის დატოვება არაა საჭირო., ხოლო ხაზი მარჯვნივ არის დახრილი .





შემდეგ ფანჯარაში  აირჩიეთ save და არა open ან cancel. ფაილი შეინახეთ დესკტოპზე. პიადი მო











ამის შემდეგ Desktop-იდან გახსენით დავალებათა ფაილი.  

რაიმე გაუგებრობის გამოსარიცხად, გირჩევთ შეინახოთ ეს ფაილი. ცოტა მოგვიანებით, როცა  თქვენ ჩასვამთ პრეზენტაციის სლაიდს, დამახსოვრების მცდელობისას მიიღებთ უცნაურ შეკითხვას



თქვენთვისაც და სხვისთვის სამადლოდ, ჰქენით სიკეთე და გამორთეთ (1) ღილაკი. შემდეგ შენახვებზე ეს "არამკითხე მოამბე" არ შეგაწუხებთ. 
დააჭირეთ Continue. (2)
არ დააჭიროთ  Сancel-ს!!!

2. ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენეთ Ctrl+F


3. ტექსტში სხვადასხვა სიტყვების მოსანიშნად გამოიყენეთ Ctrl


4. პირველ დავალებაში მოითხოვება რომ პასუხები აკრეფილი იყოს ტაიმსით, ბოლდით და მუქად 
ამისთვის Ctrl კლავიშით შესაძლებელია ტექსტის ნაწილების კომბინირებული მონიშვნა, შემდეგ კი ერთდროულად გაამუქებთ, შრიფტს შეცვლით და 11 ზომსაც აირჩევთ ერთი მოქმედებით

5. პატარა რჩევა ინფორმაციის საიმედოობაზე:  ხდება ხოლმე რომ ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე სხვადასხვანაირადაა მოცემული. მაგალითად თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვანაირა შეიძლეა იყოს.ამიტომ სანამ რაიმე კონკრეტულ პასუხს დაწერდეთ, 3 სხვადასხვა საიტზე გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია.

6. ინსტრუმენტების ლენტი თუ გაქრა, მენიუს ზოლში დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფად


7. პრეზენტაციის კეთებისას რომ არ იწვალოთ ვორდიდან პოვერპოინტში პროწიალით, დაამატეთ ერთი სლაიდი. ამ სლაიდში ჩასვით მესამე დავალების ასლი და იქვე იმუშავებთ


8. ექსელში ყურადღება მიაქციეთ რომ ათობითი (მათემატიკური)  მძიმე, სასვენი ნიშანი მძიმე და წერტილი სხვადასხვა სიმბოლოებია და სხადასხვანაირად გამოიყენება. ათობითი მძიმე ადვილად იკრიფება კლავიატურის ციფრობრივი ნაწილიდან. ციფრობრივი ნაწილის ჩასართავად გამოიყენეთ კლავიშა Num Lock.  როცა ციფრობრივი ნაწილი ჩართულია, ამ ღილაკის ზევით განთავსებული ნათურა ანთია. თუ ეს ნათურა ანტებულია, არ დააჭიროთ Num Lock ღილაკს.





9. რაც მონაცემებიც იყო გრაფიკების ასაგებად, გირჩევთ გამოიყენოთ ბუბლიკის ფორმა (თურმე ასე ეძახიან)  

10.  წრიულ დიაგრამაზე დაიტანეთ რიცხვითი მნიშვნელობები პროცენტული მაჩვენებლებით,
პრეზენტაციაში სურათის ჩასმა არ არის აუცილებელი ( შეფასების რუბრიკაში არ არის მითითებული)

11. დოკუმენტი შეინახეთ ხშირად. მუშაობის დამთავრების შემდეგ მითუმეტეს. გაითვალისწინეთ, რომ ფაილი გაგზავნის წინ თუ არ არის შენახული, გაიგზავნება, მხოლოდ დამახსოვრებული ნაწილი). F12 კლავიში აგრეთვე არის შენახვა

12. დარწმუნდით რომ ფაილი ნამდვილად მიაბით. (მეც ძალიან ხშარდ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ მე 
გამოსწორების საშუალება მაქვს თქვენგან განსხვავებით :) 

13. ფაილის მიბმა ადვილად შეგიძლიათ, თუ დესკტოპზე მოთავსებულ ფაილს გადაათრევთ ოუთლუკის ფანჯარაში 

14. წერილი უნდა გააგზავნოთ მისამართზე main@naec.ge. თუ დაგავიწყდათ ეს მისამართი, წერია კედელზე. 



15. მიაქციეთ ყურადღება, გაგზავნისას წერილი გადადის Outbox-ში, წარმატებით გაგზავნის შემდეგ კი გადაინაცვლებს Sent Mail-ში.


16. სანამ დაასრულებდეთ ტესტირებას, შეამოწმეთ, წერილი ხომ არ ჩარჩა Outbox-ში




დამატებით, გამოიყენეთ სპელჩეკერი. იგივე ფუნქცია აქვს კლავიშა F7 -ს
კლავიატურის გადამრთველი თუ დაიკარგა, გადაამოწმეთ, ზედა მარჯვენა კუთხეში ხომ არ არის?




ზოგიერტი აბნეულობის დაზუსტება

1) გამოცდა ჩატარდება 28 და 29 აპრილს 2012 :) (შაბათ კვირას) ტექნიკურ უნივერსიტეტში
2)    პლასტიკურები დაგირიგდებათ ხვალ (25–ში)
3) გამოცდა 2 საათიანია
4) ოპერაციული სისტემა არის Microsoft Windows 7
5) საოფისე პროგრამა არის Microsoft Office 2007  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
6) წერილი უნდა გააგზავნოთ Microsoft Outlook 2007–ით ( და არა Outlook Express. მიაქციეთ ყურადღება)
7) კომპიუტერები ნოუთბუკები არ არის, ჩვეულებრივი დესკტოპებია.  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
8) კომპიუტერები იქნება ჩართული
9) იქნება მაუსები
10) რუსული translate.ru არ იყო დაბლოკილი. მაგრამ მაინც გირჩევთ გამოიყენოთ translate.google.com.
11) ბრაუზერი იქნება Intrenet Explorer
12)



აი კიდევ სასარგებლო ბმულები 





წარმატებებს და 1000 ლარიან ხელფასს გისურვებთ.  იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები და კომენტარებს არ დაიშურებთ. კითხვებზე პასუხისგანაც არ დაგზარდებით


მეგრული შეპირება: ვეცდები დავდო ვიდეორჩევებიც, და ტექსტსაც ჩავასწორებ ( დავდე უკვე)  







ვიდეოები: (გაითვალისწინეთ, 2010 ვერსიებია




დავალება 1
დავალება 2
დავალება 3


გადაგზავნა (Outlook) 


ვიდეოები იყო და წავშალე მიზების და გაამო


როცა რაგჭირდებათ, ფოსტაზე შემეხმიანეთ....      




დღეს პირველი ტესტი მენდელეევზე ყოფილა :) ,  ხოლო მეორე ტესტი ადვილად გადაითარგმნაო

უღმესი მადლობა კოლეგებს და თანამშრომლებს. ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვართ. ერთი გუნდი კი არ ფუტკრის ერთი მოფუსფუსე ოჯახი, რომელიც სითბო-სიტკბოთია გაჯერებული. ხელი მექავება სახელები რომ დავწერო, მაგრამ დაიმორცხვეს  :)

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით