-->

მეორე დონის ტრენინგები ტექნოლოგიებში წალენჯიხის სკოლებისთვის

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ, და ახალ ფანჯარაში მიღებული ცხრილის შესაბამის უჯრებში ჩაწერეთ თქვენი მონაცემები



18 ნოემბერს (ორშაბათს) 13:00საათზე  წალენჯიხის  N2 საჯარო სკოლაში დაიწყება მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".  მიაქციეთ ყურადღება რომ ტრენინგზე არ გამოაგზავნოთ შემდეგი
პედაგოგები
  • ტექპერსონალი;
  • პედაგოგი, რომელმაც უკვე გაიარა მეორე დონის ტრენინგი;
  • პედაგოგი, რომელიც დადის ბუკების ტრენინგზე.



(კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გადაამოწმოთ ზემოთაღნიშნული სამივე კატეგორია)
ტრენინგების მეორე დონის კურსი  39 საათიანი. თითო ტრენინგი გრძელდება 3
საათი. სულ ჩატარდება  13 შეხვედრა. ტრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფად.
დილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდე. მეორე ჯგუფი კი 15:00–დან
18:00–მდე. შეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათ–კვირის ჩათვლით.
ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამთავრდება დეკემბერში.

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • ტექსტების აკრეფა და გაფორმება,
  • ცხრილების (შეფასების რუბრიკების) შექმნა,
  • სურათის ჩასმა.
  • ელექტრონული ცხრილები.
  • ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვა.
  • გაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმა.
  • ინტერნეტში დოკუმენტების განთავსება.
  • www.lemill.net  და ბლოგი www.blogger.com 
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
  • ტესტირების ელექტრონული საშუალებები

                      მსმენელებს დაურგდებათ სახელმძღავნელო და დისკი
                      ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატს, რომელსაც
                      გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულება. 
                      ტრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
                      ტრენინგები უფასოა
                      დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com




                      ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ და ახალ ფანჯარაშ მიღებულ ცხრილში დაამატეთ თქვენი მონაცემები


                      -- 
                      სქან გოლუაფირო
                      დათო მალანია
                      მპგეც ტრენერი.
                      მობ: 597 91-83-85
                      კორპ: 577 14 47 85
                      ბლოგ(ებ)ი: datomalania.blogspot.com
                      v-klasi.blogspot.com
                      არ ვსვამ მშვიდობის სადღეგრძელოს!!!.
                      მე, ნაგლი პასაჟირი...

                      0 კომენტარი :

                      გააკეთეთ კომენტარი

                      იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით