-->

ინტელის ტრენინგები 2014


დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“   (ნახეთ ვიდეოინსტრუქცია)


ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე 


"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 


მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა;
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი 

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა: ეს მასალები აგრეთვე გამოქვეყნებულია ამავე ბლოგზე 
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)

აბაშაში ტრენინგი დაიწყება 2014 წლის 11 ივნისს 14:00 საათზე აბაშის N1 საჯარო სკოლაში ჯეოსელის კლასში
ტრენინგის სავარაუდო გრაფიკი აბაშის  ჯგუფებისთვის   დაზუსტდება მოგვიანებით 



სენაკში შერჩეული პედაგოგებისთვის 2014 წლის 31  მაისს 14:00  საათზე სენაკის  N1 საჯარო სკოლაში
(გთხოვთ გააგებინოთ თქვენს კოლეგებს და ჯგუფის წევრებს)

კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის სავარაუდო გრაფიკი სენაკის ჯგუფებისთვის 31 მაისი, 2, 7, 17, 23, 26, (30, 5) 
ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 

 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 

ამ ბმულზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ​​​


სენაკის დამატებითი ჯგუფი

აბაშის 4 ჯგუფი





(დააჭირეთ აქ და იხილეთ ცხრილის შევსების ვიდეოინსტრუქცია (მაგალითად მოტანილია რესურცენტრებითვის გაგზავნილი ინფორმაცია)


შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუტები:
  • სასწავლო პროექტი;
  • მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;.
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა,  ინდივიდუალური.
 პროგრამული უზრუნველყოფა
MS-Office 2010, Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox.



გისურვებთ წარმატებებს!

35 კომენტარი :

ინტელის ტრენინგისგან ველი სიახლეებს, რომელიც დამეხმარება პროფესიულ ზრდაში.

ძალიან საინტერესოა ინტელის ტრენინგი, რომელოც დამეხმარება პროფესიულ ზრდასჰი და იმედია წარმატებიტ გავივლი ამ ტრენინგს.

ატრენინგი დაგვეხმარება პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესში სიახლეების შეტანასა და დანერგვაში,ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში.მნიშვნელოვანია, დღეს ყველა პედაგოგს გააჩნდეს უნარი ი.ს.ტ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებისა.


დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის,გისურვებთ წარმატებებს!

საინტერესო სიახლეა ჩემთვის,რთულიც. თუმცა სასწავლო პროექტების ნიმუშებიც ვიხილეთ, ვფიქრობ მე გამიჭირდება მისი შესრულება.
მაინტერესებს, სასწავლო პროცესში რეალური პროექტის თემას ყოველთვის მასწავლებელი განსაზღვრავს? შეიძლება თუ არა მისი ინიცირება მოსწავლისგან?

დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდებათ :) რამდენიმე ხანში თქვნ ტვითონ დარწმუნდებით თქვენი შიშების უსაფუძვლობაში.... პროექტის თემა შეიძლება მასწავლებელმა შეარჩიოს, შეიძლება მოსავლებმა მოიფიქრონ, შეიძლება სახელმძრვანელოში ეწეროს, ან უბრალოდ, ინტერნეტში წააწყდეთ, ტელევიზიით ნახოთ და ა.შ. ყველა შემთხვევაში ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს

მე-3 დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, განსაკუთრებით მომეწონა ფილმი სასწავლო დანიშნულებით

გმადლობთ, დათო. ვეცდები გავამართლო იმედები. თემის შერჩევის შესაძლებლობები ასეც წარმომედგინა და მოხარია ეს მრავალფეროვნება. არჩევანი ხომ უმეტესად ამსუბუქებს დავალების სირთულეს.

დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო,. ბლოგზე მუშაობა ვცადე რამოდენიმე ხნის უკან და იმდენად რთული მომეჩვენა რომ გადმოცემაც კი მიჭირს.დღეს დავრწმუნდი რომ ამაზე ადვილი არაფერი ყოფილა...უღრმესი მადლობა .......მჯერა რომ მომდევნო ტრენინგებზეც ბევრ სიახლეს აღმოვაჩენ.....

ბატონო დავით ძალიან მეინტერესა ეს პროექტ-ტრენინგი, მხოლოდ არის ერთი მაგრამ...ძალიან გვიან ამთვისებელი ვარ. ბოდიშს გიხდით ამისთვის .

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო,მომავალ ტრენინგებზე ველოდებნი უფრო საინტერესო საკითხების განხილვას

იმედი მაქვს,მომდევნო მეცადინეობებზე უფრო აქტიური ვიქნები.ვფიქრობ,რომ ერთი კრედიტ ქულა ცოტაა.

ინტელის ტრენინგი მეხმარება გავიხსენო წინა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და იმედი მაქვს ბევრს ახალსაც შევისწავლი და გამოვიყენებ გაკვეთილებზე.

საინტერესოა ბლოგზე მუშაობა, მაგრამ ცოტა მიჭირს,იმედია გავიწაფები ტრენერის დახმარებით

ძალიან საინტერესო პოსტია.იმედი მაქვს ჩვენი მუსაობა ნაყოფიერი იქნება.

გმადლობ , დათო. დღეს ვისწავლე ბლოგის გახსნა.ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

ვეცდები შევისწავლო და არ დავიმსახურო საყვედური

ბატონო დავით ეს ტრენინგი რთული და საინტერესო მეჩვენება, იმედია დავძლევ ამ სირთულეს და გავაკეთებ ამის შესაბამისად პროექტებს.

დიდი მადლობა, დათო. ძალიან ვცდილობ, მაგრამ ვშიშობ რომ გამიჭირდება. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან მუშაობა.

ვაიმეე.ძალიან დავიღალე.მაგრამ ძალიან მაინტერესებს

ბატონო დავით ,ინტელის ტრენინგებიდან ველოდები საინტერესო სიახლეებს, რაც იმედია დამეხმარება პროფესიულ ზრდაში.

ძალიან საინტერესო პოსტია.იმედი მაქვს,ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება

ინტელის ტრენინგი მეხმარება წინა ტრენინგებზე ნასწავლი მასალის გახსენებში და იმედი მაქვს ბევრს ახალსაც შევისწავლი და გამოვიყენებ გაკვეთილებზე.

საინტერესოა ბლოგზე მუშაობა,მაგრამცოტა მიჭირს

გმადლობ,დათო. დღეს ვისწავლე ბლოგის გახსნა. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

მეორე მოდულიც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო

ყველა ტრენინგი,თუნდაც მესამე მოდული, არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, მომავალშიც ანალოგიურს ველოდები

იტელის ტრენინგი მეხმარება პროფესიულ ზრდაში.ყოველ დღე საინტერესო სიახლეებს ვგებულობ და ვსწავლობ.
მადლობა დათო ამ ტრენინგისთვის

მართლაც საინტერესო ტრენინგია სიახლებით სავსე

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით