-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

24.09.2014 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ის კონრადის ფონდთან და აშშ-ის მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში.  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა გუნდს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან, კერძო სექტორთან, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში. 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/MCAinnovations
მილენიუმის ვებგვერდი: http://www.mcageorgia.ge/
 
განაცხადის ფორმა: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განაცხადის ფორმა
შევსებული განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge 17 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ანა ბერძენაძე, პროგრამის კოორინატორი, მობილური: 557 57 56 88

წყარო: http://mes.gov.ge/content.php?id=5335&lang=geo

ვირტუალური ტური თეთრ სახლში

ინტერნეტში არსებობს ინტერაქტიული რუკების უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც ანალოგიურ მომსახურებას გთავაზობთ. ზოგიერთ მუზეუმს ფასიანი ტურებიც კი აქვთ შემოღებული. თვითონ გუგლის  ოფისის შესახებ კი აქამდეც გიყვებოდით...

ინტერაქტიური ტური, რომელზეც მინდა მოგითხროთ, არის გუგლის ერთი დიდი პროექტის ნაწილი, რომელსაც კულტურული ინსტიტუტები ჰქვია, (The Cultural Institute). ამ გვერდზე (ავტორთა მიერ შექმნილ) კოლეცქციაში თავმოყრილია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმების კოლექციები. სულ 589 რესურსი.

შესაძლებელია საკუთარი გალერიის შექმნა. ასეთნაირად ამავე გვერდზე განთავსებულია მომხმარებლების მიერ შექმნილი 37 ათასზე მეტი გალერეა.

საიტს აქვს უამრავი ენის მხარდაჭერა,  ნაწარმოების, შენახვის, გაზიარების, შედარების ფუნქციბი, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი კოლექცია, შემდეგ კი კოლექციის ნაწილი გაუზიაროთ როგორც მთელ საზოგადოებას, ასევე თქვენს მეგობრებს. მოკლედ უამრავი კარგი ფუნქცია და საყვარლობები აქვს.


გამოადგება ხელოვნების, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.  განყოფლებაში განათლება  თავმოყრილია სხვადასხვა თემატიკის სურათები, პრეზენტაციები, გაკვეთილის გეგმები, პრექტები და უბრალოდ საინტერესო რესურსები, აღნიშნული საგნის პედაგოგებისთვის და არამარტო... ფანტაზიებს რა გამოლევს...

ახლა კი გეპატიჟებით თეთრი სახლში.  სანამ ყავას მოგვართმევენ, ერთად გავიხედოთ ფანჯარაში


ერთი პერიოდი მპგეც ჰქონდა ასეთი ტური, მაგრამ დღეს ვერ შევედი, მოსინჯეთ, იქნებ თქვენთან გაიხსნას

ინგლისურის მასწავლებელი გუგლისგან

გუგულმა კიდევ ახალი კვერცხი შემოგვთავაზა: Spell Up არის ქრომის ექსპერიმენტი, რომელიც გეხმარებათ გაიღრმავოთ ინგლისურის ცოდნა ქრომის ბრაუზერთან ლაპარაკით :)  (ასე აღწერენ ავტორები). ეს არის ღია ვებ ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ვებში ლაპარაკის API-ს. ეს ტექნოლოგია ბრაუზერს საშუალებას აძლევს გაიგოს თქვენი ნათქვამი რაიმე დამატებითი პლაგინის გარეშე.

გამოყენებული ტექნოლოგია:
Web Speech and Text To Speech APIs, CSS3D, SVG, Web Audio, WebGL, and App Engine.
სანიშნები:
ვებ გვერდი:
https://spellup.withgoogle.com/




ნახეთ ვიდეო

 

ვფიქრობ ბავშვებს მოეწონებათ და ადვილად აუღებენ ალღოს. გხოვთ გაგვიზაიაროთ თქვენი შედეგები კომენტარებში...

EMT — პედაგოგთა კლუბი


EMT პედაგოგთ კლუბი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კიდევ ერთი კლუბში აცხადებს  მიღებას:  - პედაგოგთა კლუბი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ისევ აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. 


სიახლე გახლავთ ის, რომ სერვისი გახდა 2 საფეხურიანი. კერძოდ, კვირაში 1 დღე (სამშაბათი) დაეთმობა კურსს, რომელშიც ჩაეწერებიან დაწყებითი კლასების მასწავლებლები, ხოლო კვირის 1 დღე (ხუთშაბათი) დაეთმობა 13-17 წლის მოსწავლეების პედაგოგების ტრენინგს.

გთავაზობთ ამ კლუბის დაწყებითი საფეხურისა და II საფეხურის (13-17 წლიანები)  განაცხადის ფორმებს.

წყარო: http://ltdemt.blogspot.com/2014/09/emt_22.html?spref=fb

ჩემი პრეზენტაცია

ეს პაწუკა ვიდეო-გიფი ადვილად გაახსენებს პრეზენტაციის დრაივში ატვირთვის და ბლოგზე გამოქვეყნების ნიუანსებს ინტელის ტრენინგის ახალ მონაწილეებს, ხოლო ძველებს ახალ ნიუანსებს დაანახებს. დააჭირეთ სურათს, გადიდდება და უფრო მკაფიოდ დაინახავთ






ეს ფოთელი კოღო კი, როგორც ჩანს თქვენს მონიტორში შეძვრა, ჩაქუჩი მაინც არ ჩაარტყათ, ფრჩხილებით ამოწიწკნეთ....

learningapps.org საგანმაანათლებლო ვებ გვერდი



http://learningapps.org ამ მისამართზე შეგიძლიათ ნახოთ საგანმანათლებლო ხასიათის აპლიკაციები, რომლებიც აგებულია თამაშით სწავლების პრინციპზე. საიტი ქართულენოვანია. უნდა აღინიშნოს რომ ქართულ ენაზე შექმნილი აპლიკაციებიც ბევრია

რეგისტრაციას ადვილად გაართმევთ თავს, ხოლო საკლასო სივრცეში ამ აპლიკაციების გამოყენება თქვენს გაკვეთილებს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის. ასევე შესაძლებელია თქვენ თვითონ გააკეთოთ ანალოგიური აპლიკაციები თქვენი სურვილის შესაბამისად.  

ინტელის ტრენინგების პროგრამა










კურსის მიმოხილვა

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

ძირითადი აქტივობები:
·                     პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·                     სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·                     თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·                     საპროექტო იდეების გენერირება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე
ორიენტირებული შეფასება

ძირითადი აქტივობები:
·                     სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
·                     სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
·                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
·                     შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
·                     დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
·                     შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
·                     პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე

 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
·                     იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
·                     საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
·                     ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
·                     ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
·                     ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე

 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

ძირითადი აქტივობები:
·                     სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
·                     მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
·                     სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
·                     მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე

 მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
 თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
·                     შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
·                     თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·                     შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·                     თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
·                     შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე


 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე

ძირითადი აქტივობები:
·                     დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
·                     მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
·                     მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების  გათვალისწინებით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული  საკლასო გარემო

 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი

ძირითადი აქტივობები:
·                     კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
·                     დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     განხორციელების სტრატეგიების განხილვა
·                     დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
·                     საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე

 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება

ძირითადი აქტივობები:
·                     შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
·                     პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     ინტელის ძირითადი კურსის შეფასება



ტრენინგის გავლა ფასდება 2 კრედიტქულით, ხოლო სოციალური ან სასწავლო პროექტის განხორციელბა – 0,5 კრედიტქულით


ნახეთ ვიდეო






იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით