-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

Inbox გუგულის ახალი კვერცხი


კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი.

საძიებო კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი,

უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო.

შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში.

სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის შინაარსის მიხედვით., მაგალითად თუ წერილში საუბარია აეროპორტიდან გამოფრენაზე, Google მოგაწვდით ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციას ამ რეისის შესახებ.



Inbox  ჩასართავად Gmail-დან უნდა გააგზავნოთ წერილი მისამართზე inbox@google.com. მე მოუთმენლად ველოდები წერილის დადასტურებას დანგარიშ გააქტიურების კოდს. შემოგვიერთდით თქვენც. დამერწმუნეთ, გუგლი ტრადიციულად, გაამართლებს თქვენს ნდობას. ქართული ენის მხარდაჭერა ჯერჯერობით არაა, მაგრამ მერე რა.... მალე იქნება  






  

სიმულაციები საბუნებისმეტყველო საგნებში PET


მეორე დონის ტრენინგებზე საკმაოდ საინტერესო თემაა ელექტრონული სიმულაციები,  ეს არის თემა, სადაც პარადიგმა „წიგნი თუ კომპიუტერი“ ცალსახად კომპიუტერის სასარგებლოდ წყდება ნებისმიერი სკეპტიკოსი პედაგოგისთვის თუ არაპედაგოგისთვის. ამ თემამ რომ არ დაგვაბნიოს, გთხოვთ ისევ სიმულაციებს დავუბრუნდეთ და „წიგნი vs კომპიუტერი“ სხვა უფრო თავისუფალი დროისთვის გადავიტანოთ.

ამ პოსტში კი კონკრეტულად კოლორადოს უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სიმულაციების შესახებ მოგითხრობთ.

მისამართზე phet.colorado.edu/ka განთავსებულია  სადაც 50 (SIC!) მილიონზე მეტი ინტერაქტიული სიმულაციაა განთავსებული საბუნებისმეტყვლო საგნებში.

ნახეთ ვიდეო



21-ე საუკუნის სწავლება (ვიდეო ინგ.)


გაინტერესებთ რას ნიშნავს სწავლება 21-ე საუკუნეში? საიდან იღებენ ინფორმაციას თქვენი მოსწავლეები? რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? სად არის ადგილი ბლუმის ტაქსონომიაში ისეთი უნარებისთვის, როგორიცაა, პასუხისმგებლობა, საიმედოობა, ინტეგრაცია? დღეს თქვენ, პედაგოგი, რას სთავაზობთ თქვენს ლეპტოპიან, მობილურიან, პლანშტეტიან მოსწავლეებს?  ნახეთ ვიდეო....


     


ინტელის ტრენინგები ხობში



აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე: "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". მონაწილეები გადანაწილდნენ 2 ჯგუფში. ტრენინგები ტარდებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში. 


მადლობა მინდა მოვუხადო ტრენიგის თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის და სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგების ნორმალურ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის


გთავაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს ჯგუფების მიხედვით.

პირველი ჯგუფი


მეორე ჯგუფი





გთხოვთ გაეცნოთ ბლოგებზე წარმოდგენილი პროექტებს და კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი, შთაბეჭდილებები. რეკომენდაციები

ინტელის ტრენინგები ფოთში



2014 წლის 26  აგვისტოდან 5 ოქტომბრამდე ფოთში ჩატარდა ტრენინგები "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 45 პედაგოგმა, მათმა უმეტესობამ ტრენინგი წარმატებით გაიარა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს საკმაოდ რთულ პირობებში გაწეული დიდი შრომისთვის და ვულოცავ სერტიფიკატების მიღებას!

გთვაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს


პირველი ჯგუფი



მეორე ჯგუფი




მესამე ჯგუფი




მეოთხე ჯგუფი

მაია ჭოჭუა 



გთხოვთ გაეცნოთ ბლოგებზე წარმოდგენილი პროექტებს და კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი, შთაბეჭდილებები. რეკომენდაციები

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


2014 წლის 21, 22 და 23 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცის. კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის. 
 კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
  • პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
  • ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
  • ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
  • სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
  • სწავლა და და სწავლება ციფრულ ეპოქაში
  • მენეჯმენტი და ლიდერობა
  • პროფესიული განვითარება
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
შედეგები:
  • მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
  • სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
  • ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
  • უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
  • მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
  • დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს, დისკუსიაში ჩაერთვებიან, გამოცდილებას გაცვლიან და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.















კონფერენციის ვებ-გვერდი: http://getc.ge/ge
კონფერენციაზე რეგისტრაცია: http://getc.ge/ge/register

კითხვები და კომენტარები შეგიძლიათ დატოვოთ ამ ბლოგზეც

წყარო: http://getc.ge/   



იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით