-->

სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებული გენიალური გადაწყვეტილებები

მსოფლიოში უამრავი გენიალური იდეა არსებობს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშია გატარებული. გთავაზობთ ყველაზე გენიალური იდეების ჩამონათვალს:

1. 50%-იანი შეღავათები საახალწლო სეზონზე
ბევრ ჩვენგანს ახალი წელი მთელი ქონება უჯდება. თუმცა, ნორვეგიის მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის დანახარჯების შემსუბუქების მიზნით, გადაწყვიტა, ნოემბერში არსებული გადასახადები ორჯერ შეემცირებინა, რათა მოსახლეობამ ნოემბერში დაზოგილი ფულის დახარჯვა, საახალწლოდ შეძლოს.

2. უფასო Maternity Box
ყოველ ჯერზე, როდესაც ფინელი ქალი ბავშვს აჩენს, მთავრობა მას ე.წ. ”დედობრივი ყუთით” უზრუნველყოფს. მოცემულ ”ყუთში” შედის: ლეიბი, საძილე ტომარა, რამდენიმე კომბინიზონი, წინდები, პამპერსი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ახალშობილ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს. მოცემული ყუთის გამოყენება საბავშვო ლოგინის ნაცვლადაც შეიძლება. ზემოთ ნახსენებმა ნაბიჯმა, ფინეთის მთავრობას საშუალება მისცა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონოდა.

3. ”შავი დღისთვის” გადანახული ფული, ნავთობის ფონდიდან

ნორვეგიაში, ნავთობსა და ბენზინზე დაწესებული მთელი გადასახადები, მსოფლიოში ყველაზე დიდ სუვერენულ (დაგროვებით) კეთილდღეობის ფონდში ირიცხება. 2014 წლის მონაცემებით, ნორვეგიის ე.წ. ყულაბაში ამჟამად, 5,110 ტრილიონი კრონი, ანუ, 828 მილიარდი დოლარია. ფონდში არსებული თანხა, ”შავი დღისთვის” ინახება, იმ შემთხვევაში, თუკი მომავალ თაობებს დასჭირდებათ.

4. შემოსავლებზე დამოკიდებული ჯარიმის ოდენობა

ფინეთსა და შვეიცარიაში არსებობს ასეთი ტერმინი Dagsböter, რომელიც ”ყოველდღიურ ჯარიმას” ნიშნავს. თუკი 30 30 dagsböter დაგიგროვდებათ, ვალდებულები იქნებით, მომავალი 30 დღის განმავლობაში გადაიხადოთ ჯარიმა, რომლის ოდენობაც თქვენი შემოსავლის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სისტემის წყალობით, ფინეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომლის შემოსავალიც წელიწადში 11 მილიონი დოლარია, სიჩქარის გადაჭარბების გამო, 200 000 დოლარით დააჯარიმეს.

5. სასჯელის ვადის შემცირება, მათთვის ვინც წიგნებს კითხულობს

ბრაზილიელ მსჯავრდებულებს, საკუთარი სასჯელის ვადის შემცირება წიგნების კითხვით შეუძლიათ. ანუ, თუკი ადამიანი ციხეში წიგნს წაიკითხავს, მასზე ე.წ. ”ანგარიში” უნდა დაწეროს, ყოველ ასეთ ”ანგარიშზე” იგი თავისუფლების ოთხ დღეს იღებს, რომელიც საერთო სასჯელს აკლდება. ამგვარად, ბრაზილიელ პატიმრებს საკუთარი სასჯელის ვადის შემცირება წელიწადში 48 დღით შეუძლიათ. იდეის არსი იმაშია, რომ შეუწყოს ადამიანებს ხელი, ციხიდან უფრო მეტად განათლებულები, დამშვიდებულები და გაწონასწორებულები გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს, რადგან მასში მონაწილე პირებს შორის კრიმინალი და რეციდივი 30%-ით შემცირდა.

6. გაკვეთილებზე დასწრების გამო მიღებული თანხა
შვედეთი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ლექციების დასწრების სანაცვლოდ, თვეში 187$-ს უხდის. პროგრამა საშუალებას იძლევა, სტუდენტმა შეიძინოს საჭირო ნივთები, გარდა ამისა, იგი სტუდენტებს ლექციების გაცდენის სურვილს უქრობს.

7. სახელმწიფო აფინანსებს შშმპ-თან სექსს
ჰოლანდიის შშმ მოქალაქეები, წელიწადში 12-ჯერ, სახელმწიფოსგან სექსუალური მომსახურებისთვის თანხას იღებენ. სახელმწიფოს ეს ნაბიჯი მკვეთრად ამცირებს შშმ პირებს შორის დეპრესიას, რადგან ბევრ მათგანს არასდროს ჰქონია საშუალება, საკუთარი სექსუალური სურვილები დაეკმაყოფილებინა.

წყარო: http://www.bpn.ge

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით