-->

ფიზიკის სასწავლო ვებ გვერდი (ქართ)



ამ ვებგვერდზე თავმოყრილია საკმაოდ საინტერესო მასალა ფიზიკის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლე მასწავლებლებისთვის. აქ არის სახელმძღვანელო, თეორიული მასალა, კონსპექტები, ტერმინების განმარტება, სხვადასხვა საინტერესო მალაკა ფიზიკაზე და მასთან დაახლოებულ საკითხებზე, ინფორმაცია ფიზიკოსებზე და ა.შ.

ბმულზე საიტის შესახებ, ვკითხულობთ
„საიტი მოწოდებულია მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს ფიზიკის საკითხები ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.
საიტის ძირითადი მოცულობა ეთმობა ფიზიკის თეორიის სახელმძღვანელოს, სადაც დეტალურად და ამავე დროს მარტივად აღსაქმელად არის ჩამოყალიბებული სასკოლო ფიზიკის სრული კურსი.
აქვე წარმოდგენილია ფიზიკის კურსი კონსპექტის სახით (დასრულებული არ არის, მიმდინარეობს მუშაობა), რაც მოხერხებულია ათვისებული მასალის თვალის გადასავლებლად ან უბრალოდ რაიმის გასახსენებლად.
თეორიულ ნაწილში მოწოდებულ მასალაში მოცემულია ბმულები ყველა მოხსენებული მეცნიერის შესახებ, რომლებიც ასევე გამოყოფილია ცალკე განყოფილებაში ფიზიკოსები. 
განყოფილებაში ზოგადი ფიზიკა მოცემულია ზოგადი ფიზიკის კურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
განყოფილება კითხვა-პასუხი საშუალებას გაძლევთ დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და ჩვენი სპეციალისტები შეძლებისდაგვარად დროულად გაგცემენ პასუხებს.
განყოფილებაში საინტერესო შემოგთავაზებთ ინფორმაციებს საინტერესო მოვლენებზე ფიზიკაში და ზოგადად მეცნიერებაში.

იმედი გვაქვს თქვენი შეკითხვებითა და შენიშვნებით მონაწილეობას მიიღებთ საიტის სრულყოფაში“


საიტზე (ბლოგი არ არის) შეიძლება კითხვები დასვათ და იმედია გიპასუხებენ. ოღონდ მანამდე უნდა დარეგისტრირდეთ. რეგისტრირებამ არამგონია ჯერჯერობით კითხვის  დასმის შესაძლებლობიოს გარდა სხვა რაიმე უპირატესობა მოგცეთ ჩვეულებრივ მოკვდავ უზერებთან შედარებით, მაგრამ იმედი მაქვს ეს გამოსწორდება და თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ.... რავი აბა, რისი შესაძლებლობა გინდათ გქონდეთ ფიზიკის სასწავლო ვებ გვერდზე?  :)

ერთად ვიფიქროთ,  მეც მაინტერესებს....  აგრეთვე მაინტერესებს რატომ ქვია გვერდს skoool? მომწერეთ კომენტარებში,

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით