ისტ გამოცდის პროგრამა v.3

ჩასწორება 20.01.2016:  ნახეთ ამ პოსტის ახალი ვერსია



ამ პოსტით გთავაზობთ ისტ-ის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას სრულად.  (.docx, ან  .pdf ვერსიები). ქვევით კი იგივე ტექსტია მოცემული. უმეტესი საკითხებისთვის ბმული მაქვს გაკეთებული, რომლითაც შეგიძლიათ საკითხის შესაბამისი ვიდეოგაკვეთილის ან რესურსის ნახვა. თითოეულ თემაზე კიდევ ცალცაკლე გავხსნი თემას, სადაც ამათუიმ საკითხზე შეგიძლიათ:


  • დისკუსია გამართოთ,
  • დასვათ კითხვები
  • გამოთქვათ თქვენი აზრი,
  • შემოგვთავაზოთ თქვენი ვერსია


ერთად ყველა წინააღმდეგობას დავძლევთ, ხშირად შემოიხედეთ, რა იცით რა ხდება




ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების პედაგოგთა
სასერტიფიკაციო გამოცდა




(საგამოცდო პროგრამის პროექტი)



2015 წელი


შესავალი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) პედაგოგთა
სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტი ეყრდნობა „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს“. აღნიშნულ სტანდარტში დეტალურადაა აღწერილი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები, რომლებსაც საკვანძო როლი ეკისრება წარმატებული სწავლების პროცესში.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთა სასერტიფიკაციო ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, მოსწავლის კომპეტენციების განვითარება და ისტ-ის ინტეგრირება სასწავლო აქტივობებში.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთა სასერტიფიკაციო ტესტი ამოწმებს ისტ-ის პედაგოგის როგორც საგნობრივ კომპეტენციას, ანუ საგნობრივ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს, ასევე ისტ-ის სწავლების მეთოდების ცოდნას. გარდა ამისა, ტესტი ამოწმებს პროფესიული ცოდნის გამოყენების უნარს, რა დონეზე შეუძლია პედაგოგს გამოიყენოს, მაგალითად, გრაფიკული ან ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილები და სხვ.

შესაბამისად, ტესტირების პროცესი გაყოფილია ორ ნაწილად: პირველი ნაწილის ფარგლებში პედაგოგები უპასუხებენ დასმულ ღია და დახურული სახის შეკითხვებს, რომლებიც ამოწმებს მათ საგნობრივ ცოდნასა და უნარებს, აგრეთვე სწავლების მეთოდიკას, ხოლო ტესტირების მეორე - პრაქტიკულ ნაწილში, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ჩატარდება, შემოწმდება პედაგოგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

წინამდებარე ტექსტს თან ერთვის „დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“ და საგამოცდო პროგრამის პროექტი. ტესტური დავალებების ნიმუშები, ტესტირების პროცესის დეტალური აღწერილობა და შესაბამისი რეკომენდაციები გამოქვეყნდება მოგვიანებით.



პროგრამის პროექტი


1. პროფესიული უნარ-ჩვევები
  • მონაცემთა შენახვის საშუალებების ადეკვატურად შერჩევა (მაგალითად: დაარქივების მიზნით, გადატანის მიზნით).
  • სისტემის კონფიგურაციის განსაზღვრა და რესურსების მართვა (მაგალითად: ახალი პროგრამის ინსტალაცია და დეინსტალაცია, მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, ეკრანის პარამეტრების განსაზღვრა);
  • ფაილის შექმნა ამა თუ იმ სამომხმარებლო პროგრამის გამოყენებით;
  • შენახული მასალის (ფაილების) წაკითხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: Open, Import).
  • ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება (მაგალითად: მომხმარებლის რეგისტრაცია, მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა, მოწყობილობების პარამეტრების დათვალიერება და ცვლილება, ზოგიერთი სისტემური პროცედურის ავტომატიზაცია).
  • მარტივი კომპიუტერული ქსელების გამართვა, გამოყენება. ისტ მოწყობილობების ადეკვატური შერჩევა და გამოყენება სასწავლო ამოცანის გადასაჭრელად.
  • გრაფიკული რედაქტორის გამოყენება
  • ტექსტური რედაქტორის გამოყენება
  • ელექტრონული ცხრილის გამოყენება
  • ინტერნეტის გამოყენება
  • შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემები
2. პროფესიული ცოდნა














3. სწავლების მეთოდები


1.სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებას;

ისტ-ის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა; განსახორციელებელი აქტივობებისადმი ისტ. ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა/მისადაგება; გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა;
კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;
შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების შერჩევა სასწავლო პროცესისთვის;

ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ფლობა და
გამოყენება სასწავლო პროცესში: შერეული სწავლება (Blended learning); სწავლის მართვის სისტემები (LMS, VLE), სწავლების პროცესის აგება/წარმართვა ვირტუალური საშუალებით (ვებ 2.0.-ს, თავისუფალი საგანმანათლებლო რესურსების, სწავლის მართვის სისტემების საშუალებით). 1-1-ზე კომპიუტერული სწავლების მეთოდების ფლობა და გამოყენება.

1-1-ზე ელექტრონული სწავლების თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში; კლასის მართვა და დავალებების განაწილება 1-1-ზე სწავლებისას; ციფრული მასალების შექმნა, შენახვა და შეფასება ზოგადი და/ან სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით; ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები, თანამშრომლობითი და თანასწორებისგან (peer-to-peer) სწავლების მეთოდები; დამოუკიდებლად სწავლების მოტივირება.

ისტ-ის სწავლების სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისათვის, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების საშუალებით, ხელმისაწვდომი ციფრული რესურსებითა და ხელსაწყოებით;

ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც მთლიანად კლასის, ასევე მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივობებისთვის და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

სასწავლო ხასიათის ან/და შინაარსის ციფრული თამაშების მოძიება /შერჩევა / შექმნა გამოყენება; ელექტრონული თამაშების კლასიფიკაცია; სასწავლო შინაარსისადმი მოტივაციის გაზრდა თამაშების ელემენტების გამოყენებით.

კლასის ეფექტიანი მომზადება და დებრიფინგი;

ისტ-ზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა/ გამოყენება; მოსწავლეებისათვის სრულყოფილი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;

მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის შემდგომი უკუკავშირი ისტ-ის გამოყენებით მიღებულ ცოდნა/გამოცდილებაზე რეფლექსირების უზრუნველსაყოფად;

მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება; მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ხერხების გამოყენება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, არსებული ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვ.;

ისტ-ის დახმარებით ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვ.;

ისტ-ის სწავლებისას გამოყენებითი ასპექტის აქცენტირება და დემონსტრირება,
რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან (მაგ.: ძირითადი სამთავრობო/სახელმწიფო ელექტრონული სერვისების დემონსტრირება, ელექტრონული ბანკინგის, ელექტრონული მაღაზიის, ფინანსური კალკულაციების ჩვენება, სხვ.).

ციფრული კომუნიკაციის საშუალებების, მარტივი სატესტო დავალებებისა და ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება შეფასებისა და უკუკავშირისთვის;
შეფასება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნების 4 დონის მიხედვით.

ისტ-ის სწავლების შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა; 



როგორ მოვემზადოთ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებისათვის   (ამ დოკუმენტში მოცემულია გამოცდის მსვლელობის აღწერა და მოტანილია საგამოცდო ბილეთის ნიმუში. (!SIC)

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები -- ისტის სახელმძღვანელო I, V და VI კლასის პედაგოგებისათვის . გამომცემელი ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი
















შეაფასეთ:

5 კომენტარი :

gamarjoba batono daTo,
Tqvens mier atvirtuli sagamocdo programebi sainformacio teqnologiebshi dzalian momewona da vfiqrob damexmareba gamocdis warmatebit chabarebashi ristvisac winaswar gixdit madlobas.
pativiscemit evgeni mamuladze

დიდი მადლობა ბატონო დათო.თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალები და ჩატარებული ტრენინგი ძალიან კარგია და იმედია გამოგვადგება როგორც სასწავლო პროცესში ასევე გამოცდების ჩაბარებიასა

დიდი მადლობა რომ არსებობთ და ეხმარებით ადამიანებს ასეთი ვიდეოგაკვეთილებით,მე ნამდვილად ბევრს მეხმარება თქვენი ვიდეოები,იმედია წარმატებით ჩავაბარებგამოცდას.იქნებ ექსელის ამოცანებზე დადოთ ვიდეოები, დადაც განხილული იქნება პროცენტები,საშუალო არითმეტიკულები და აშ,ამოცანები ექსელის ცხრილებზე ვფიქრობ ბევრს დაჭირდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა თქვენნაირი ადამიანები უმრავლოს საქართველოს ...

ზიზი, ეტყობა ბმული არასწორადაა. გავსწორე თქვენი წყალობით

რაც შეეხება ექსელს, ეს არის ახალი მასალების შესახებ პოსტის ბმული
http://datomalania.blogspot.com/2015/12/9.html

ეს კი ამ პოსტის ახალი ვერსია
http://datomalania.blogspot.com/2015/12/2016_23.html

გააკეთეთ კომენტარი