-->

გამოცდები ჩინეთში

დღეს 10 მილიონი ჩინელი მოსწავლე აბარებდა ერთიან სახელმწიფო გამოცდებს... და იცით რა ტემები იყო შეთავაზებული?

აი ისინიც:  (მე ძალიან მომეწონა)

1. მას შემდეგ რაც მამიკომ უარი განაცხადა საჭესთან მობილურ ტელეფონზე შეეწყვიტა საუბარი, გოგონა რეკავს პოლიციაში. წერილი მისწერეთ გოგონას, მამიკოს, პოლიციელს......

2. ვინ უფრო იწვევს თქვენს აღფრთოვანებას, ბიოტექნოლოგიების მკვლევარი, შრომისმოყვარე მუშა თუ ფოტოგრაფი, რომელიც ესწრაფვის საკუთარი ოცნების რეალიზებას....

3. თქვნ ერთი დღე გაატარეთ თქვენს კუმირთან (გმირთან). მოგვიყევით, როგორ ჩაიარა დღემ.....

4. ხე მოგზაურობაზე ოცნებობს. ფრინველები და ცხოველები დასცინიან მას. მაგრამ ამ ხის თესლები ძალიან შორს მოგზაურობენ, სწორედ მაშინ, როცა მის ნაყოფს ეს ფრინველები და ცხოველები მიირთმევენ. რას ფიქრობთ ამ ზღაპარზე?  



ვფიქრობ საინტერესო თემებია და კარგი წერილებიც გამოვიდოდა. ნეტა როგორ უპასუხეს ჩინელმა ბავშვებმა?

თქვენ რომელ თემას აირჩევდით?
 

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით