-->

საიდუმლოებებით სავსე საქაღალდე

ალბათ ხშირად შეგქმნიათ დისკომფორტი, როდესაც თქვენი ოჯახის წევრებს ან სულაც მეგობრებს უსარგებლიათ თქვენი კომპიუტერით და შესულან ფოლდერში, სადაც ინახავდით პირადულ ფაილებს და შეგქმნიათ უხერხული მდგომარეობა. გასწავლით როგორ დაიცვათ კომპიუტერი ყოველგვარი პროგრამებისა და თავის მტვრევის გარეშე.
შევქმნათ ფოლდერი და პირობითად დავარქვათ OnlyMe. შევიდეთ ამ ფოლდერში და შევქმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი. თუ არ იცით როგორ შექმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი მიყევით ინსტრუქციას:
ფოლდერის დალუქვა
დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს ნებისმიერ ადგილას (ფოლდერში) >> აირჩიეთ New >> ჩამონათვალში იპოვეთ Text Document
ტექსტური დოკუმენტი
ამის შემდეგ გახსენით უკვე შექმნილი დოკუმენტი და შიგნით ჩააკოპირეთ შემდეგი ტექსტი:



ან ეს ტექსტი
cls
@ECHO OFF
title Folder Private 
if EXIST "HTG Locker" goto UNLOCK 
if NOT EXIST Private goto MDLOCKER 
:CONFIRM 
echo Are you sure you want to lock the folder(Y/N) 
set/p "cho=>" 
if %cho%==Y goto LOCK 
if %cho%==y goto LOCK 
if %cho%==n goto END 
if %cho%==N goto END 
echo Invalid choice. 
goto CONFIRM 
:LOCK 
ren Private "HTG Locker" 
attrib +h +s "HTG Locker" 
echo Folder locked 
goto End 
:UNLOCK 
echo Enter password to unlock folder 
set/p "pass=>" 
if NOT %pass%== SheniParoli goto FAIL 
attrib -h -s "HTG Locker" 
ren "HTG Locker" Private 
echo Folder Unlocked successfully 
goto End 
:FAIL 
echo Invalid password 
goto end 
:MDLOCKER 
md Private 
echo Private created successfully 
goto End 
:End
შემდეგ ამ დაკოპირებულ ტექსტში იპოვეთ სიტყვა SheniParoli, რომელიც სპეციალურად მუქად გამოვყავი რათა უკეთ დაგენახათ, წაშალეთ და დაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი (!!!გაფრთხილება !!! ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, რომელიც არ დაგავიწყდებათ და რომელიც არ იქნება მარტივად ხელმისაწვდომი თქვენი მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის).
მაშ ასე, საქმის 90 % უკვე შესრულებულია. ახლა მოვახდინოთ ამ ტექსტ დოკუმენტის დასეივება შემდეგნაირად:
სულ ზემოთ მარცხნივ იპოვეთ File >> შემდეგ Save As… >> File Name-ში მიუთითეთ locker.bat ხოლო Save as type-ში All Files.
ფოლდერის დალუქვა

არ დაგავიწყდეთ ამ უნაკასნკელი მოქმედების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ფაილის ჩვენთვის სასურველ ფორმატში დასეივება !!!
როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი ფაილი locker სხვაგვარი ხატულა (icon)-ით.  შეგიძლიათ New Text Document  წაშალოთ და სავალდებულოცაა რომ წაშალოთ, რადგან შიგნით შეიძლება ცნობისმოყვარე ადამიანმა თვქენი პაროლი აღმოაჩინოს.
დააწკაპეთ ორჯერ locker-ს. ინგლისურად გეკითხებათ: “გინდათ, რომ ფოლდერს პაროლი დავადო?”
შენახვა
ჩაწერეთ Y და დააჭირეთ კლავიატურაზე Enter-ს. თქვენი ფოლდერი უკვე დაცულია. ახლა ისღა დაგრჩენიათ ისევ დააჭიროთ locker-ს და ჩაწეროთ თქვენი პაროლი, რომელიც მიუთითეთ და აღმოაჩენთ, რომ გამოჩნდება ფოლდერი სახელით Private. ეს ის ფოლდერია სადაც თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ შეინახოთ ის პირადი ფაილები, რომელსაც ვერავინ მიაგნებს თქვენს გარდა.
P.S. დაიმახსოვრეთ აუცილებლად, ამ ფოლდერში მუშაობის და ფაილების შენახვა/წაშლის თუ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, კვლავ დააჭიროთ locker ფაილს > ჩაწერეთ Y და დააჭიროთ Enter-ს რათა კვლავ მოხდეს ფოლდერის დალუქვა. ეს თუ დაგავიწყდათ, იგივეა რაც თქვენს ოფისში სეიფი გააღოთ, ფული შეინახოთ და დახურვა დაგავიწყდეთ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უსაფრთხო ცხოვრებას.
წყარო:

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით