-->

გუგლის ახალი ლოგო v.2




როგორ მოხდა რომ გუგლის ახალი ლოგო მხოლოდ 305 ბაიტია ძველი  14 000 ბაიტის ნაცვლად



ძველ ლოგოტიპში გამოყენებული იყო ე.წ. წვერებიანი შრიფტი (ტიპოგრაფიული ტერმინი არ მახსენდება, ალბათ სერიფი, და არც ვიცი ვის შეიძლება ვკითხო), რომელიც ბეზეს წირებითაა (მხებებით)  აღწერილი. (ეს ტექნოლოგია მეოცე საუკუნის 60იან წლებში შეიმუშავეს რენოსა და სიტროენის კომპანიებში).  ასეთნაირად აღწერილ ლოგოს ტექსტში 100მდე საწყისი წერტილია, რის შედეგადაც მიიღება 6კბ (6 380 ბაიტი) ზომის ფაილი. მისი შეკუმშვით ფაილის ზომა მცირდება 2 კილობაიტამდე (2 145 ბაიტი).

ახალი ლოგოს გამარტივებული ვერსია თითქმის მთლიანად შეიძლება აიგოს წრეწირების და მართკუთხედების გამოყენებით. (ნუსხური „g“-ს გარდა.)



ამ სურათზეც კი ჩანს რომ მთელი ლოგო შეიძლება გამოისახოს:

  • 10 წრეწირისაგან ( ორ-ორი ცალი თითო მთავრული G და ნუსხური g-სთვის, ორ-ორი ცალი თითო o-სთვის და ორ ცალი  e-სთვის)

  • 5 მართკუთხედისაგან ( 2 ცალი მთავრული G-სთვის, 1 ცალი ნუსხური l-თვის და 2 ცალი e-სთვის)

  • 1 ფორმისგან, რომელიც აგებულია 7 საყრდენი წერტილისგან (ნუსხური g-ს ფეხისთვის)



მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არ გამოჩენილა ლოგოს 305 ბაიტიანი ოპტიმიზირებული ვერსია, მე მჯერ, რომ ის არსებობს, როგორც ამას გუგლის წარმომადგენლები აცხადებენ.

 ამაში რომ დავრწმუნებულვიყავი, მე SVG ფორმატში ვეცადე (ავტ:  Ilia Yakubovich - QUORA) შემექმნა  G სიმბოლო. შედეგად მივიღე 302 ბაიტიანი შეუკუმშავი ფაილი და 192 ბაიტიანი შეკუმშული ფაილის ვერსია.

აქ არის მთლიანი შეუკუმშავი გრაფიკა, რომელიც შეიცავს ორ წრეწირს და ორ ოთხკუთხედს
კოდი:

რაც აგენერირებს შემდეგ გამოსახულებას:




პატარა ზომის ლოგოს მისაღებად კიდევ არსებობს მეორე გზა ფერის ჩასხმის მაგივრად კონტურის რეტუში (Strokes არის ასეტი ეფექტი PhotoShopშიც კი). ეს ხერხიც ერთ-ერტია პატარა ზომის ფაილის მისაღებად, მაგრამ მისი გამოყენება ვერ ხერხდებოდა ძველ ლოგოზე. 

მთელი ლოგოს კოდი გამოქვეყნებული აქვს ვინმე  Jaume Sanchez Elias ტვიტერზე  და მხოლოდ 290 ბაიტია. ლოგოს სანახავად დააჭირეთ აქ. (ლოგოს ვერ ჩამოტვირთავთ, ნახეთ Source)

აი კოდიც:




ამ მეთოდით მთელი ლოგოტიპი შესაძლებელია აღიწეროს 2 წრეწირის (2 ცალი o) და 4 წირი (Paths) G, g, l და e სიმბოლოებისთვის.




ამ სურათზე ნაჩვენებია ლოგოს 2 პიქსელიანი (ზევით) და 16 პიქსელიანი (ქვევით) რეტუში.




იქნებ დაგაინტერესოთ 10 საინტერესო ფაქტი გუგლის ახალი ლოგოს შესახებ   (ინგლ. ენაზე) ვეცდები ვთარგმნო...

ამავე თემაზე ჩემს ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ პოსტი გუგლის ახალი ლოგო










0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით