-->

მობილურის აბრევიატურები (არაა დასრულებული)


2G - GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/900/1800/1900 მეგაჰერცი (MHz)

Dual Band - ორსიხშირიანი მობილური ტელეფონები

Tri Band - სამსიხშირიანი მობილური ტელეფონები

Quad Band - ოთხსიხშირიანი მობილური ტელეფონები

GPRS - General Packet Radio Service - მეორე თაობის ქსელში, SIM ბარათის საშუალებით მობილური მოწყობილობებში გამოყენებული ინტერნეტი, ჩამოტვირთვის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ. GPRS ითვლება  მე-2 თაობის ტექნოლოგიად.

EGPRS/EDGE - Enhanced Data rules for Global Evvolution - GPRS ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი, ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ჩამოტვირთვის სიჩქარე იყოს 473.6 კბ/წმ-მდე

HSDPA/HSUPA - მესამე თაობის ქსელში, SIM ბარათის საშუალებით მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული ინტერნეტი

3G - HSPA - მესამე თაობის ქსელი, მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები (სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე). მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, როგორებიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. (ასევე მესამე თაობის ქსელს წარმოადგენს WCDMA, CDMA)

3.5 ....

4G - LTE - მეოთხე თაობის ქსელი, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავდება მონაცემთა გადაცემის (მობილური ინტერნეტი და სხვა აბონენტ(ებ)თან ხარვეზების გარეშე კავშირი ანუ მობილურ ტელეფონზე საუბარი) მაღალი სიჩქარით 100 მბ/წ-მდე, არსებობს LTE კავშირის რამდენიმე Band-ი ესენია: 1, 2, 3, 7, 28, 38, 40

UI - User Interface - სამომხმარებლო ინტერფეისი (იგივე, მოწყობილობის შიდა მენიუ)

IMEI - International Mobile Equipment Identity - მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციის აკრეფვით

HTML(5) - პროგრამირების ენა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია გამოისახება ეკრანზე (ტელეფონზე, კომპიუტრეში, ტელევიზორში ან ა.შ.). ამჟამად უახლესი ვერსია არის 5.

WAP - Wireless Application Protocol - ინფორმაციის გადაცემის პროტოკოლიებიდან ერტი პროტოკოლია. ის საშუალებას ინძლეავ ინტერნეტ რესურსებიდან მობილირი ტელეფონის საშუალებით მივიღოთ ინფორმაცია. ეს პროტოკოლი მორგებულია და ადაპტირებულია ინფორმაცის ტელეფონის ეკრანზე მისაღებად. ინფორმაცია გადაიცემა დაბალი ხარისხით

Li-Ion - ლითიუმ იონი, ელემენტის  ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით (მისი წინამორბედებისგან)

Li-Po - ელემენტის ერთ-ერთი სახეობა Li-Ion-ისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის,  ასევე 2 ჯერ მეტი სამუშაო რესურსი აქვს ვიდრე Li-Ion-ზე დამზადებულ ელემენტებს და მაღალ/დაბალ ტემპერატურაზე არ ექმენა პრობლემა ელემენტის რესურსის ეფექტურ გახარჯვაზე

mAh - მილიამპერი საათში, ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული

ლაპარაკის რეჟიმი - ეს არის ელემენტის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული მაჩვენებელია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს

ლოდინის რეჟიმი - ეს არის ელემენტის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში

OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მისი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები

AMOLED - Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე, არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის.

STN - Super Twisted Nematic  - LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს, მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება.

TFD - Thin Film Diode - ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად

TFT - Thin Film Transistor - LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია

Monochrome - სიტყვასიტყვით "ერთი ფერი". ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი

სისტემური ჩიპი - მობილური მოწყობილობების ძირითადი ნაწილი, რომელიც ითავსებს მიკროპროცესორს,  გრაფიკულ მიკროპროცესორს, ასევე ჩიპსეტები ამუშავებენ/ითავსებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, როგორებიცაა:  802.11 ac, GPS, აუდიო სისტემები, Bluetooth და ა.შ. ცნობილია შემდეგი სისტემური ჩიპები: Snapdragon, Exynos, Apple, Nvidia, MediaTek

Adreno, Mali, PowerVR - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული გრაფიკული მიკროპროცესორები

Krait, Cortex, Scorpion - ცენტრალური მიკროპროცესორები მობილურ მოწყობილობებში

LPDDR - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების ტიპი დღეისათვის ცნობილია LPDDR, LPDDR2, LPDDR3, LPDDR4

FPS - Frame Per Second - კადრების რაოდენობა ერთ წამში, რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი მით უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი

Dropbox - უფასო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ ტელეფონებში გქონდეთ თქვენი სივრცე, ატვირთოთ, გააზიაროთ, დაარედაქტიროთ დოკუმენტები და ა.შ.

Dual Shot - მობილურ ტელეფონებში ფოტო-კამერით გადაღების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავუღოთ საკუთარ თავსა და კონკრეტულ ობიექტს ერთდროულად (მუშაობს ორივე კამერა)

ინჩი - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლითაც იზომება ეკრანები (1 დიუმი = 2.54 სმ)

65K, 256K, 16M - ფერების რაოდენობა ეკრანში (K = 1000; M = 1 000 000)

Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით

Accelerometer  - სენსორი, რომელიც ეკრანის გამოსახულებას ატრიალებს ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურისკენ

Gyro - სენსორი, რომელიც საშუალებას აძლევს აქსელერომეტრს დაასრულოს თავისი სამუშაო სამ განზომილებაში ბრუნვის დროს

Proximity - სენსორი, რომელიც თიშავს ეკრანს როდესაც ზარს ვიღებთ/ვახორციელებთ, აღნიშნული აღიქვამს ზედაპირთან მიახლოებას (ყურმილის ყურზე მიდება)

Compass - ციფრული კომპასი მობილურ ტელეფონებში, რომელიც იყენებს სენსორს სახელად Magnetometer, ორიენტირად იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს

Barometer - სენსორი, რომელიც განსაზღვრავს ზღვის დონიდან სიმაღლეს

Humidity - სენსორი, რომელიც ითვლის ტემპერატურისა და ტენინობის მაჩვენებელს

Gesture - სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონები ვმართოთ ხელის შეხების გარეშე, ჟესტებით

Light Sensor - სენსორი, რომელიც ითვლის სინათლის სიმძლავრეს

Heart Rate Sensor - სენსორი, რომელიც ითვლის გულის ცემის სიხშირეს

UV Sensor -  სენსორი, რომელიც ითვლის ულტრაიისფერი სხივების მაჩვენებელს, შესაძლებელია აღნიშნულით განვსაზღვროთ თუ რამდენად უსაფრთხოა მზის აბაზანების მიღება

Gravity Sensor -  სენსორი, რომელიც სამ განზომილებაში მუშაობის/თამაშის საშუალებას გვაძლევს

MP - Mega Pixel - 1 მილიონი პიქსელი

TV out - ეს არის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით

FM Transmitter - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენს 10 მეტრს

A2DP - Advanced Audio Distribution Profile - ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით.

GPS - Global Positiong System - დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა. ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის ადგილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით

A-GPS - Assisted GPS - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას (Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ.)

Geo-tagging - არის GPS-ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები)

Gorila Glass - მობილურ ტელეფონების (და არა მარტო) ეკრანებზე გამოყენებული მასალა, რომელიც იცავს მოწყობილობის ეკრანს დაკაწვრისგან, დახაზვისგან. ამ დროისთვის გამოსულია ასევე Gorila Glass 2 და Gorila Glass 3-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები

Mini-SIM - Sim ბარათი, რომელიც თავსება მობილურ ტელეფონში, მისი საშუალებით შესაძლებელია კონტაქტების შენახვა, ზარის განხორცილება/მიღება ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა/მიღება და ა.შ.

Micro-SIM - მობილურ ტელეფონებში, Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი, Mini-Sim-სგან განსხვავებით Micro-Sim შედარებით პატარა ზომის არის

Nano-SIM - მობილურ ტელეფონებში (ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა კომპანია Apple), Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი, Micro-Sim-სგან განსხვავებით რჩება მხოლოდ სპილენძის გამტარები (გადაჭრის შემდეგ)

Capacitive Touchscreen - მოცულობითი სენსორი, რომელიც ბრძანებას აღიქვამს მსუბუქი შეხებითაც, ტექნოლოგია მუშაობს ელექტრონული იმპულსებითა და სითბური სენსორით

Resistive Touchscreen - რეზისტიური სენსორი, რომელიც ბრძანებებს აღიქვამს ეკრანზე დაწოლის დროს გამოყენებული წნევის მიხედვით

Handwriting Recognition - სენსორი, რომელიც აღიქვამს ე.წ. „კალმებს" და ბრძანებების შესრულებისთვის იყენებს მათ (SAMSUNG Galaxy Note 3, 4)

PPI - Pixel Per Inch - პიქსელების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ ინჩზე (2.54 სმ-ზე)

Multi Touch - სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს 1 თითზე მეტს (შექმნილია სენსორები, რომლებიც 10 თითს და მეტს აღიქვამენ)

Wi-Fi-Direct - ორი მოწყობილობის უკაბელოდ დაკავშირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს

Hi-Fi - გაუბჯობესებული Stereo ჟღერადობა

MHL - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი დავაკავშიროთ ტელევიზორს და მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაცია გამოვიტანოთ ტელევიზორის ეკრანზე , რის შემდეგაც შევძლებთ აღნიშნულის მართვას ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტით, ასევე MHL ტექნოლოგიის მქონე მობილური ტელეფონი ტელევიზორთან დაკავშირების შემდეგ იწყებს ელემენტის რესურსის შევსებას

Wi-Fi Hotspot - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი გამოვიყენოთ როგორც უკაბელო როუტერი

HDR - შესაძლებლობა სურათის გადაღების დროს, რომელიც ირჩევს ყველაზე განათებულიდან  ყველაზე ჩაბნელებულამდე გადაღებული სურათების ხაზში ოპტიმალურ ვარიანტს

Android OS - არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია Android-ის მიერ, არსებობს Android-ის შემდეგი ვერსიები : CupCake, Donut, Éclair, Froyo, GingerBread, HoneyComb, Ice Cream Sandwich, Jelly Bean(4.1-4.3), Kit-Kat (4.4), Lollipop (5.0)

S Voice - ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi) გამოყენებულია SAMSUNG-ის მობილურ ტელეფონებში

iOS - კომპანია Apple-ის ოპერაციული სისტემა

Siri - ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi)

iCloud - აპლიკაცია, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შეძლებთ სერვერზე შეინახოთ აუდიო, ვიდეო ფაილები, ასევე გადაღებული ან/და გადატანილი სურათები, შექმნილი დოკუმენტები, აპლიკაციები, რომლებსაც ავტომატურად უკაბელოდ გადაიტანს ყველა სხვა მოწყობილობაზე (Apple-ის პროდუქცია), ასევე, გათიშული და დროებით მიტოვებული სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა ბოლოს შესრულებული დავალებიდან (ნებისმიერი მოწყობილობის დახმარებით)

iTunes - ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ასევე აკონტროლოთ და მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს აუდიო, ვიდეო ფაილებს (დაამატოთ და შეიძინოთ ახალი ფაილები iTunes Store-ზე)

Finger Print Sensor - კომპანია Apple-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას მობილური ტელეფონებისთვის. მუშაობის პრინციპი მარტივია, მომხმარებელი იყენებს თითის ანაბეჭდს კოდირებისთვის იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ინფორმაცია მესამე პირის წვდომისგან

Retina Display - კომპანია Apple-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ერთ ინჩზე პიქსელების მაღალ სიმჭიდროვეს

BlackBerry Balance - ფუნქცია, რომლის საშუალებითაც BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში შესაძლებელია გამოვყოთ ერთმანეთისგან პირადი სამუშოა დაფა (Private) და სამსახურის სამუშაო დაფა (Work)

NFC - უკაბელოდ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა, Bluetooth-ისგან განსხვავებით, მოიხმარს ცოტა ელექტროენერგიას და არ საჭიროებს კავშირის დროს აბონენტების მისამართებს

Trusted Security - უსაფრთხოება BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში, შესაძლებელია ID-სა და password-ის საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი მოწყობილობა მანძილზე (გავაგზავნოთ სიგნალი, გავაგზავნოთ შეტყობინება, ვნახოთ რუკაზე, დავბლოკოთ მოწყობილობა)

BBM - BlackBerry Messanger - უფასო კომუნიკატორი BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში

Switch Device - ძველი მობილური ტელეფონიდან (BlackBerry) ახალ მობილურში ინფორმაციის უსაფრთხოდ გადატანის ფუნქცია

BlackBerry ScreenShare - ვიდეო ზარის განხორციელების შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს გავაზიაროთ ჩვენს ეკრ
ანზე არსებული ინფორმაციაც (სურათები, ვიდეოები, დოკუმენტები, ვაჩვენოთ მოსაუბრეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ისე რომ არ გავთიშოთ ვიდეო ზარი)

BlackBerry Time Shift - სურათის გადაღების შემდეგ 3 წამიანი „ვიდეო რგოლი" იწერება, რის მერეც შესაძლებელია ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მომენტი და შესაბამისად დავტოვოთ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი

Ultra Pixel - კომპანია HTC-ის მიერ მობილური ტელეფონების კამერებში გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე CMOS სენსორი, ISP და ოპტიკური ლინზებით არის აღჭურვილი. ასევე აღნიშნული საშუალებას იძლევა კარგი ხარისხის სურათები გადავიღოთ (ისევე ეფექტურად როგორც ნათელ გარემოში) იქაც, სადაც სინათლის შუქი ნაკლებია

LCD2(5)  - ე.წ. Super LCD ეკრანები, რომლებიც იყენებენ ნაკლებ ელექტო ენერგიას, ასევე გაუმჯობესებულია ხედვის შესაძლებლობა სახლის გარეთ, მზის სინათლეზე.  ახალი ტექნოლოგიის საშუალებით შემცირებულია მანძილი კორპუსსა და LCD ეკრანს შორის, რის გამოც მობილური ტელეფონები შედარებით თხელია

HTC Sense UI -სამომხმარებლო ინტერფეისი HTC-ის მობილურ ტელეფონებში, აქ ერთიანდება ყველაფერი რაც მობილური ტელეფონის მოხმარებისას ე.წ. „მენიუს" ეხება

Fingerprint scanner - ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება თითის ანაბეჭდის მიხედვით მობილური ტელეფონის ბლოკის მოხსნა (შესაძლებელია დავარეგისტრიროთ 3 სხვადასხვა თითის ანაბეჭდი)

Ambient light sensor - სენსორი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება მობილური ტელეფონის განათება, ეს ხელს უწყობს მობილური ტელეფონის ხედვის ოპტიმიზაციას იმის პარალელურად რომ ზოგავს ენერგო მოხმარებას

Guest Zone - ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რამდენიმე სამუშაო მაგიდა, მობილური ტელეფონის გამოყენება შეეძლება რამდენიმე ადამიანს

Rear Key - კომპანია LG-ის მობილურ ტელეფონებში სპეციალური ღილაკი (დაბლოკვა, ხმის მაჩვენებლის მომატება/დაკლება) გადატანილია კორპუსის უკან

OIS - Optical Image Stabilizer - გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, კომპანია LG-ის (და არა მარტო) მობილურ ტელეფონებში კამერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა მოძრაობის შემთხვევაშიც გადავიღოთ კარგი სურათი ან/და ვიდეო

KnockOn - ეკრანზე თითის ორჯერ დაჭერით მობილური ტელეფონის გააქტიურების ფუნქცია

QuickRemote - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ აღნიშნულით ყველა სხვა მოწყობილობა (შეათავსოს უნივერსალური პულტის ფუნქცია)

Audio Zoom - ფუნცია, რომლის გამოყენებითაც ჩვენს შევძლებთ ჩავიწეროთ კონკრეტული სუბიექტების (სხვა, ყველა, ირგვლივ არსებულ ხმაურს ახშობს) საუბარი გარკვეულ მანძილზე

Wireless Charging - მობილური ტელეფონის უკაბელოდ დატენვის შესაძლებლობა

City Lens - ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა viewfinder-ით (რომელიც აქვს მობილური ტელეფონის კამერას) ვნახოთ ქალაქში რომელი შენობა რას წარმოადგენს და რა ტიპის დაწესებულებაა

MixRadio - შესაძლებელია მოვუსმინოთ ულიმიტოდ მუსიკალურ ფაილებს

PureMotion HD+ - მაღალი მგრძნობელობის ეკრანი, რომელიც აღიქვამს შეხებას იმ დროსაც კი როდესაც ხელი დაფარულია სხვა ნივთით (ხელთათმანი , პარკი და ა.შ.)

ChatOn - უფასო კომუნიკატორი SAMSUNG-ის მობილურ ტელეფონებში

WatchOn - სხვადასხვა მოწყობილობის უნივერსალური მართვის აპლიკაცია

Group Play - აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გააქტიუროთ რამდენიმე მობილური ტელეფონი ერთი აუდიო ფაილის დაკვრისთვის

Screen Mirroring - მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაციის პირდაპირი (სარკისებური) გადატანა ტელევიზორის ეკრანზე

SAMSUNG Kies - აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება SAMSUNG-ის მობილური ტელეფონები,Windows-ის, Mac-ის ოპერაციულ სისტემებთან საკომუნიკაციოდ (დაკავშირება ხდება უკაბელოდ Wi-Fi-ის საშუალებით, თითქოს დაკავშირება მომხდარიყო USB პორტის საშუალებით)

TouchWiz - სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), რომელსაც იყენებს კომპანია SAMSUNG თავის მობილურ ტელეფონებში

SkyDrive - აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ატვირთოს ნებისმიერი ტიპის ფაილი და შეინახოს ის სპეციალურ სერვერზე, აღნიშნული მომსახურება საშუალებას იძლევა გააზიაროთ და სინქრონიზაცია გააკეთოთ არსებული ფაილების (ფაილის ზომა, რომლის ატვირთვაც შესაძლებელია არ უნდა აღემატებოდეს 300 MB-ს, ხოლო პერსონალური კომპიუტერით ატვირთვის შემთხვევაში 2 GB-ს, მაქსიმალური ტევადობა 7 GB, თავისუფალი ადგილი სერვერზე)

Google Maps - კომპანია Google-ის მიერ შემუშავებული რუკების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებში (წარმოდგენილია 200-ზე მეტი ქვეყანა, 800-ზე მეტ ქალაქში მისასვლელი გზა,ხმოვანი გიდი GPS-ის ნავიგაციისას, 100 მილიონზე მეტი სხვადასხვა ადგილი, უამრავი სხვადასხვა დაწესებულება ) სამწუხაროდ, Google Maps-ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი სრულყოფილად არ მუშაობს ყველა ქვეყანაში

Triluminos - კომპანია SONY-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც ზრდის ფერთა სიღრმეს. „ფერები, რომლებიც ცოცხლდება", ამ სიტყვებით წარმოადგინა კომპანია SONY-მ მის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია

Dust/Water Proof - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული სპეციალური კორპუსი, რომელიც არის წყალგაუმტარი და მტვერგაუმტარი, არსებობს შემდეგი სტანდარტები: IPX0, IPX1, IPX2, IPX3, IPX4, IPX5, IPX6, IPX7, IPX8 - X სიმბოლოს ნაცვლად შეიძლება იყოს 1-დან 9-მდე სხვადასხვა რიცხვი, ისინი აღნიშნავენ შემდეგს: IPX0 - სპეციალური დაცვის გარეშე, IPX1 - წვიმის წვეთებისგან დაცვა 10 წუთის განმავლობაში, IPX2 - წვიმის წვეთებისგან დაცვა 15 გრადუსიანი დახრილობის შემთხვევაში, IPX3 - წყლის ჭავლისგან დაცვა, დაბალი წნევის შემთხვევაში, IPX4 - წყლის ჭავლისგან დაცვა ყველა კუთხიდან, IPX5 - წყლის ჭავლისგან დაცვა ყველა კუთხიდან 3 წუთის განმავლობაში 3 მეტრის მანძილზე მაღალი წნევის პირობებში, IPX6 - ზღვის წყალში მოხვედრის შემთხვევაში, მაღალი წნევის პირობებში 3 წუთის განმავლობაში, IPX7 - 30 წუთის განმავლობაში 1 მეტრის სიღრმეზე, IPX8 - „დაივინგის" შემთხვევაში წყლის შეღწევისგან კორპუსის დაცვა (მომწოდებლის მიერ განსაზღვრული მოხმარების წესების დაცვის მიხედვით)

Microsoft Windows Phone 8.1 - არის ოპერაციული სისტემა მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებულია Microsoft-ის მიერ (უკვე გამოსულია მისი ახალი ვერსია - Windows 10)

BlackBerry OS (RIM) - არის ერთ-ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება კომპანია BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში (უახლეს ვერსიას წარმოადგენს 10.2)

Java - არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystems მიერ

ROM - Read-only memory - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას

Dual SIM Dual Stand By - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი მოლოდინის რეჟიმში მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ საუბრობთ ერთ ბარათზე, მეორე ბარათზე შემოსული ზარზე ოპერატორი აცნობებს ზარის განმხორციელებელს რომ თქვენ დაკავებული ხართ

Dual SIM Shift - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი პასიურია, რაც გულისხმბოს იმას, რომ ორივე ბარათის გამოყენებისათვის საჭიროა გადავრთოთ ერთიდან მეორეზე და ასე შემდეგ

Dual SIM Dual Active - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი აქტიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე ბარათზე შემოდის ზარი და შესაძლებელია ერთ ბარათზე საუბრის შემთხევევაში დროებით შევაჩეროთ საუბარი და ვუპასუხოთ მეორე ბარათზე შემოსულ ზარს

AirPlane Mode - მობილური მოწყობილობებში გამოყენებული რეჟიმი, რომელიც თიშავს ყველა სახის ინტერნეტ ან საკომუნიკაცო კავშირს, მაგრამ მობილური ტელეფონი განაგრძობს ფუნქციონირებას

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით