6. ზოგადი ტექნიკური საკითხები (ისტ გამოცდა 2016 იანვ)




გთხოვთ კონსულტაციის დაწყებამდე:

1. დაასრულეთ წინა პოსტის დავალებები

2. წაიკითხეთ კონსულტაციის დღის თემატიკა, ასევე მნიშვნელოვანია სრულად გაეცნოთ ბმულებზე არსებულ მასალას. გთხოვთ კომენტარებში აღნიშნოთ, კონსულტაცისას რომელ თემაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, ან რაიმე დეტალის დაზუსტება.

3. ჩამოტვირთეთ ამ თემაში გამოსაყენებელი ფაილები (დავალებები ჯერ არ არის)


თემა: ზოგადი ტექნიკური საკითხები


1. რესურსების (მაგალითად: ფაილის, საქაღალდის) დაცვა და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრა. რესურსების წვდომის განსაზღვრა (მაგალითად: გაზიარება, წვდომის შეზღუდვა); 

2. რესურსის (მაგალითად: ფაილის საქაღალდის) დამალვა/გამოჩენა; 

3. მონაცემების (მაგალითად: ფაილის, ფაილების ერთობლიობის, საქაღალდის, საქაღალდეების ერთობლიობის) დაარქივება. დაარქივებისას შეკუმშვის ხარისხის განსაზღვრა;

4. სიმბოლოთა ASCII (მეორე ბმული, მესამე ბმული, საინტერესო ბმული სურათებით) და Unicode კოდირება, (ვიკი ბმული) მათ შორის განსხვავება და მსგავსება. „უხილავი“ სიმბოლოები და მათი დანიშნულება;

5. განსხვავება პროცესორის სიხშირესა და სწრაფქმედებას შორის. პროცესორის რეგისტრები და მათი ზომა. პროცესორის შიდა მეხსიერება და მისი დანიშნულება
ინტელის პროცესორები, ინტელის პროცესორები, AMD პოცესორები


 6. სისტემური ფაილების ცნება. ზოგიერთი სისტემური ფაილი და მათი დანიშნულება;

7. პროცესის ცნება და პროცესის პრიორიტეტი. მიმდინარე პროცესები, მათი დათვალიერება. პროცესის იძულებითი დასრულება;

8. სისტემის ადმინისტრირების ელემენტები (მაგალითად: მომხმარებლის რეგისტრაცია, მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა, მოწყობილობების პარამეტრების დათვალიერება და ცვლილება, ზოგიერთი სისტემური პროცედურის ავტომატიზაცია).


რესურსების გაზიარება




ოპერაციული სისტემის სტრუქტურა, კონფიგურაციისა და რესურსების მართვის საშუალებები. სტნდარტული პროგრამები, მომხმარებლები, ფაილები დ მათი გაზიარება, აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია. (1:07:24) ავტ ზაზა გიორგაძე. ©tpdc.ge


გამოგვეხმაურეთ კომენტარების დახმარებით, შეგვეკითხეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, დაუსვით კითხვები თქვენს კოლეგებს.



კონსულტაციის დასრულებისას

1. გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი ამავე პოსტზე

2. გაეცანით შემდეგი დღის თემატიკას და კონსულტაციის დაწყებამდე მოისმინეთ ვიდეომასალები, წაიკითხეთ ტექსტური მასალა, გაეცანით პრეზენტაციებს

3. კომენტარებში აღნიშნეთ თქვენთვის საინტერესო მასალა



გისურვებთ წარმატებას!












შეაფასეთ:

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი