7. გრაფიკული რედაქტორი (ისტ გამოცდა 2016 იანვ)




გთხოვთ კონსულტაციის დაწყებამდე:

1. დაასრულეთ წინა პოსტის დავალებები

2. წაიკითხეთ კონსულტაციის დღის თემატიკა, ასევე მნიშვნელოვანია სრულად გაეცნოთ ბმულებზე არსებულ მასალას. გთხოვთ კომენტარებში აღნიშნოთ, კონსულტაცისას რომელ თემაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, ან რაიმე დეტალის დაზუსტება.

3. ჩამოტვირთეთ ამ თემაში გამოსაყენებელი ფაილები (დავალებები ჯერ არ არის)


თემა:  გრაფიკული რედაქტორი


1. სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტების (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების) კომბინირებით; 

2. ფერის ცნება, ფერის პარამეტრები, ფერისციფრული გენერაცია: სხვადასხვა ფერის მიღება ფერის პარამეტრების მოდიფიკაციით; 



3. მოქმედებები გრაფიკულ ობიექტებზე გრაფიკული რედაქტორის ხელსაწყოების გამოყენებით; 

4. განსხვავება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატს შორის; 

5. სახატავი არის კოორდინატთა სისტემა; 

6. სურათის ზომები და გარჩევადობა, მათი შეცვლა; 

7. განსხვავება წერტილოვან და ვექტორულ გრაფიკას შორის; 

8. გეომეტრიული გარდაქმნები სურათის შემადგენელ გრაფიკულ ელემენტებზე (მაგალითად: მობრუნება, სიმეტრია, გაჭიმვა); 

9. ტექსტის ჩასმა სურათში სასურველ ადგილას; 

10. ფერის ფილტრი და მისი გამოყენება; 

11. გრაფიკული ეფექტები და მათი გამოყენება სურათის (Image-ის) შემადგენელი გრაფიკული ელემენტების მიმართ; 

12. გრაფიკული ელემენტების იმპორტირება და მათი განთავსება სურათში (Image-ში); 

13. სხვადასხვა გრაფიკული ფორმატები და სურათის ექსპორტირება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატში; 

14. ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა



გამოგვეხმაურეთ კომენტარების დახმარებით, შეგვეკითხეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, დაუსვით კითხვები თქვენს კოლეგებს.



კონსულტაციის დასრულებისას

1. გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი ამავე პოსტზე

2. გაეცანით შემდეგი დღის თემატიკას და კონსულტაციის დაწყებამდე მოისმინეთ ვიდეომასალები, წაიკითხეთ ტექსტური მასალა, გაეცანით პრეზენტაციებს

3. კომენტარებში აღნიშნეთ თქვენთვის საინტერესო მასალა



გისურვებთ წარმატებას!












შეაფასეთ:

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი