-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ბლოგერის თემები



დღეს ბლოგერობა ძალიან მოდური გახდა, ასე ჩვენი F'ეშენ ცხოვრების ნაწილი. რა ადვილია არაბლოგერებს გაეპრანჭო, ოოოოხ, მე იციი რა ბლოგი მაქვსსსს! თან ცოტა შესაბამისად თვალებსაც თუ მოწკურავ, ჯაან ისეთი ტიპი იქნები. მეც მინდა ერთი საიდუმო გაგიმხილოთ, თუ როგორ შეიძლება ძალიან დამთრგუნველი დიზაინის 7 ფორმას ავცდეთ და რაღაც ისეთი, გამორჩეული დიზაინის ფორმა რომ გვქონდეს, აი ისეთი, მკითხველმა სწორედაც რომ დიზაინის ფორმით დაიმახსოვროს თქვენი ბლოგი და ერთი კვირა ამ დიზაინზე აბოდებდეს.... დამიჯერეთ, ესეც ადვილია...


ბლოგის სხვადასხვა თემები შეგიძლიათ აიღოთ აქედან. იმედია ამ ტემას დავუბრუნდები და დეტალურად აღვწერ, როგორ შეიძლება თქვენს ბლოგზე შეცვალოთ დიზაინი, გაუკეთოთ ლამაზი მენიუ, დააჯგუფოთ სხვადასხვა ტემები და ა.შ.  ვნახოთ ამ მორიგი შეპირებიდან რა გამოვა. ამ წუთას კი მხოლოდ საიტებს შემოგთავაზებთ

ყველაზე უკეთ ეს საიტი მომეწონა  http://btemplates.com/. საინტერესო პოსტებიც არის. ერთი ლამაზი ტემაც, თუმცა ხელის შევლება ნამდვილად უნდა....



აი სხვებიც

http://www.thuthuatblogger.org/

https://www.pinterest.com/explore/blogger-templates/

http://www.simplewpthemes.com/

http://www.blogspottheme.com/2014/download-bleach-blogger-template.html

http://www.premiumbloggertemplates.com/


ეს კიდევ ყველამ უნდა იცოდეს, აქ ხომ ყველაფერია....

http://www.templatemonster.com/



შაბლონების რედაქტირებისთვის დაგჭირდებათ HTML ტეგების ცოდნა, მოსინჯეთ შემდეგი გვერდები

http://www.w3schools.com/tags/default.asp

და ჩემი საკალელი

http://www.html-5-tutorial.com/



ეს კი პოსტერია



და ბოლოს, იქნებ თქვენც იცით რაიმე საინტერესო შაბლონების გვერდი, გთხოვთ კომენტარებში გაგვიზაიაროთ, ასევე საინტერესო იქნებოდა თქვენი კომენტარები და შეფასებები, დასვით კითხვებიც, აუცილებლად ვუპასუხებ...


უფასო Office 365 სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის




Microsoft ის ინფორმაციით, Office 365 უფასო იქნება სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათშორის ქართველებისთვისაც smile emoticon )! იმისთვის, რომ მიიღოთ უფასო ვერსია ამისთვის საჭიროა მხოლოდ საგანმანათლებლო ტიპის (.edu) ელ-ფოსტის მისამართით რეგისტრაცია.

რეგისტრირებული მომხმარებელი მიიღებს :

Ms WordMs ExcelMs PowerpointMs oneNoteMs OutlookMS Access და MS publisher აპლიკაციებს და 1TB სივრცეს OneDrive-ზე.

სტუდენტებმა რეგისტრაცია გაიარეთ ამ მისამართზე -

http://products.office.com/en-us/student?tab=students

უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებლებმა კი ამ მისამართზე -

http://products.office.com/en-us/student?tab=teachers


დ.მ. შენიშვნა:  საჯარო სკოლებმა კი ჯერჯერობით თავიანთი სკოლების .edu.ge მისმარტებს უნდა გაუკეთონ რეგისტრაცია

#IcompGe #Microsoft #Office #Free


ტექსტი აღებულია ფეისბუკიდან
ეს კი კომენტარი


უნივერსტეტები რომლის მეილებიც მუშაობს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ესენია: @ug.edu.ge - საქართელოს უნივერსიტეტი @atsu.edu.ge - ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის @gtu.edu.ge - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი @cu.edu.ge - კავკასიის უნივერსიტეტი პ.ს დავტესტეთ თითქმის ყველა უნივერსიტეტის გვერდის მეილი საქართველოს მაშტაბით და მხოლოდ ეს 4 უნივერსტეტი იძლევა რეგისტრაციის საშუალებას რა პრობლემაა ჯერ ჯერობით ვერ გეტყვით სამწუხაროდ ... ვიმედოვნებ მალე გავარკვევთ და შეგატყობინებთ მანამდე თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გაიარეთ კონსულტაცია

ბიოლოგია საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


                                             ჩონჩხი
ადმიანის ჩონჩხი შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან და მათი შეერთებებისგან. ისინი ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციას. ჩონჩხს რეფლექსურად ამოძრავებს მასზე მიმაგრებულიუ კუნთები და უზრუნველყოფს მათ მამოძრავებელ ფუნქციას. ძვლები მონაწილეობენ მინერალურ ცვლაში, ძვლის წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს, ძვლის ყვითელი ტვინი-სამარაგო ნივთიერებას.

                                                ძვლის აგებულება
ძვლების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ქსოვილების რამდენიმე სახე. მის შემადგენლობაში შედის ორგანული ნივთიერებები (ცილები-ოსეინი და ოსეომუკოიდი) და არაორგანული ნივთიერებები (ზირითადად კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის მარილები). ორგანული ნივთიერებები ძვალს ანიჭებენ ელასტიურობას და მოქნილობას, მინერალური-სიმაგრეს. ასაკთან ერთად არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა ძვლებში იზრდება).
მორფოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი წარმოდგენილია ძვლოვანი უჯრედებით (ოსტეოკლასტები) მრავალი მორჩითდა უჯრედშორისი ნივთიერებით, რომლის შემადგენლობაში შედის კოლაგენის ბოჭკოები და მინერალიზებული ამორფული ნივთიერება. ახალდაბადებულებს გააჩნია უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილი (მსხვილი, უხეში კოლაგენის ბოჭკოები მიდიან სხვადასხვა მიმართულებით უჯრედშორის სივრცეში.)ორგანიზმის ზრდასთან ერთად უხეშბოჭკოვანი ქსოვილი იცვლება ფირფიტოვანით, რომელიც შედგება ფირფიტებისგან (თხელი, პარალელურად განლაგებული კოლაგენის ბოჭკოები, უჯრედები და უჯერშორისი ნივთიერება).
            ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურული ერთეულია ოსტეონი (ძვლოვანი ფირფიტების სისტემა, რომლებივ კონცენტრირებულია სისხლძარღვების და ნერვების შემცველი ძვლოვანი არხის გარშემო). ოსტეონებს შორის სივრცე შევსებულია ჩართული ფირფიტებით. ოსტეონების და ჩართული ფირფიტებისგანაა წარმოქმნილი ხარიხები. თუ ხარიხები ახლო-ახლოა ერთმანეთთან განლაგებული, წარმოიქმნება ძვლის კომპაქტური ნივთიერება, თუ მათ შორის სივრცეა- ღრუბლისებური ნივთიერება.
                                          ძვალი-როგორც ორგანო. ძვლების სახეები
            განვიხილოთ ძვლის აგებულება გრძელი ძვლის მაგალითზე. იგი შედგება შუა ნაწილის-ძვლის სხეულისგან ანუ დიაფიზისგან და ორი გაფართოებული ბოლოსგან-ეპიფიზისგან. დიაფიზის ცენტრში არის ძვლის ყვითელი ტვინით  ამოვსებული არხი. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის არის ხრტილოვანი შრე, მისი უჯრედები იყოფა და ძვალი სიგრძეში იზრდება.
            დიაფიზი წარმოქმნილია კომპაქტური ნივთიერებით და გარედან დაფარულია ძვლისსაზრდელათი-შემაერთებელქსოვილოვანი შრით, რომელშიც გადის მრავალრიცხოვანი სისხლძარღვები და ნერვები. მისი შიდა შრე შედგება ოსტეობლასტებისგან, რომლებიც იყოფა და წარმოქმნიან ძვლოვან ნივთიერებას, რითაც განაპირობებენ ძვლების სისქეში ზრდას, აგრეთვე მოტეხილობებისას ძვლების შეზრდას. ეპიფიზები შედგება ღრუბლისებრი ნივთიერებისგან, ზემოდან დაფარულია სასახსრე ხრტილით. ღრუბლისებრი ნივთიერება ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით. ძვლებს ზედაპირზე გააჩნია გამონაზარდები, ბორცვაკები, რომლებზეც ემაგრება კუნთები და იოგები.

                                                 ძვლების შეერთების ტიპები
            განასხვავებენ ძვლების მოძრავ, უძრავ და ნახევრადმოძრავ შეერთებას.                                 მოძრავი შეერთება (სახსარი) შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილით და ფორმით შეესაბამება ერთმანეთს, ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება. სახსარი გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი სასახსრე ჩანთით, რომელიც ემაგრება სასახსრე ზედაპირს და წარმოქმნის ჰემეტულად ჩაკეტილ სასახსრე ღრუს, რომელიც ამოვსებულია სინოვიალური სითხით. იგი ასველებს სასახსრე ზედაპირებს,უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და  ამცირებს ხახუნს. მოძრავი შეერთების მაგალითებია: მხრის, მუხლის, კისრის, სასმენი ძვლების, იდაყვის, ქვედა ყბის  სახსრები. მოძრავადაა შეერთებული აგრეთვე ნეკნები გულმკერდის მალებთან, ხოლო გულმკერდის ძვალს ისინი ხრტილების საშუალებით ნახევრადმოძრავად უერთდებიან. ნახევრადმოძრავია ხერხემლის მალების შეერთება ხრტილოვანი დისკების საშუალებით. თუმცა ხერხემალში ვხვდებით უძრავ შეერთებასაც (გავის მალები). უძრავადაა ერთმანეთთან შეერთებული თავის ქალას ძვლები, გარდა ქვედა ყბისა, მენჯის შეერთება გავასთან.



საჭმლის მონელების პროცესი


საჭმლის მომნელებელი სისტემა
საჭმლის მომნელებელი სისტემა
პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი  და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.

საჭმლის მომნელებელ ორგანოთა აგებულება
საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება,  თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს - მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მთელ სიგრძეზე სამმაგი გარსი აკრავს გარს: შიგნითა - ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი და გარეთა, რომელიც სეროზული ან შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. ლორწოვანი გარსი, გარდა ნაწლავის ამომფენი საფარისა, შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნების (ნაწლავის უბნის შესაბამისად) მრავალ ჯირკვალს, რომელთა წვენი საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მილის მთელ სიგრძეზე, პირის ნაპრალიდან ანალურ ხვრელამდე, ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური უჯრედები. ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნებია ნაწლავის ნაოჭები და ხაოები. მათი საშუალებით იზრდება საკვებთან შეხების ზედაპირი და რეგულირდება ნაწლავში ქიმუსის (საკვები ნარევის) გადაადგილების ტემპი. ლორწოვანი გარსის მთელ სიგრძეზე, სისქეში, უხვადაა გაფანტული ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს. კუნთოვანი გარსი ნაწლავის კედლის ძირითად მასას ქმნის და მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევას ემსახურება. ნაწლავში ხშირად ვითარდება მაღალი წნევა. ეს მისი სტატიკური ფუნქციაა. დინამიკური ფუნქცია კი გულისხმობს ნაწლავის კედლის პერისტალტიკურ და ქანქარასებრ მოძრაობას, რომელიც საჭმლის მონელების პროცესის უმნიშვნელოვანესი რგოლია. კუნთოვანი შრის ირიბი ბოჭკოები კუჭის - საჭმლის მომნელებელი მილის ყველაზე დიდი და ტევადი ორგანოს - კედლის სიმტკიცეს და კუჭში საკვების გადაადგილებას განაპირობებს. სეროზული გარსი, რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუ და დაფარულია ორგანოთა კედლები, მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი ქმნის ბარიერს, ერთი მხრივ, მუცლის ღრუსა და ამა თუ იმ ორგანოს და, მეორე მხრივ, მეზობელ ორგანოებს შორის. სეროზული გარსის უჯრედების მიერ გამოყოფილი წვენი სისტემატურად ასველებს ორგანოს, რაც საგრძნობლად ამცირებს ხახუნს როგორც თვით ორგანოებს, ასევე ამა თუ იმ ორგანოსა და ღრუს კედელს შორის.

საკვების გადაადგილების ხანგრძლივობაპირის ღრუდან კუჭამდე მაგარი საკვების გადაადგილება საშუალოდ 8-9 წამს მოითხოვს. თხიერი საკვები ამ მანძილს უფრო სწრაფად - 1-2 წამში გაივლის. ყლაპვითი მოძრაობების გარეშე კუჭის შესასვლელი დაკეტილია. როცა საკვები გაივლის საყლაპავს და გააფართოებს მას, რეფლექსურად იღება კუჭის შესასვლელიც. ამ პროცესს კარდიული მუსკულატურის, კუჭის, მუცლისა და დიაფრაგმის კუნთების ძლიერი შეკუმშვები განაპირობებს.

საკვების გადაადგილება ნაწლავებშიადამიანის ნაწლავები საკმაოდ კარგად განვითარებული კუნთოვანი აპარატით არის აღჭურვილი, რაც შესაბამის ნერვებთან ტანდემში ნაწლავის ორი სახის მოძრაობას უზრუნველყოფს: ქანაქარასებრს და ტალღისებრს. ეს უკანასკნელი ნაწლავის კედლის ტალღისებრი, რიტმული შეკუმშვითა და მოდუნებით გამოიხატება. საჭმლის მომნელებელ მილში საკვები მასები სწორედ ამ ორი სახის მოძრაობის წყალობით გადაადგილდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორისკენ. საკვების გადაყლაპვის შემდეგ მოუნელებელი, უვარგისი და განავლოვან მასად ჩამოყალიბებული ნარჩენები ადამიანის ორგანიზმიდან საშუალოდ 18-22 საათში გამოიდევნება. ეს დრო დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სიჯანსაღესა და საკვების ხასიათზე, ასევე - რამდენიმე სხვა ფაქტორზე, მათ შორის:
  • საკვების კონსისტენციაზე - თხევადი და ნახევრად თხევადი საკვები გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.
  • საკვების ბუნებაზე - ნახშირწყლებით მდიდარი საკვები გაცილებით სწრაფად ევაკუირებს, ვიდრე ცილოვანი, ყველაზე მეტხანს კი (8-10 საათს) ნაწლავებში ცხიმებით მდიდარი გუნდა რჩება.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავსების ხარისხზე - რაც მეტად არის ავსებული კუჭი, მით სწრაფად გადადის საკვები ნაწლავებში.
  • ნაწლავების მიკროფლორაზე - სასარგებლო ბაქტერიათა ფერმენტები საკვები ნარჩენების საბოლოო დაშლას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საჭმლის მონელების ხარისხსა და სიჩქარეს.
დიარეის დროს, უპირველეს ყოვლისა, იცვლება განავლოვანი მასების გადაადგილების სიჩქარე და მისი ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოდევნის დრო - 18-22 საათის ნაცვლად საკვები ნაწლავებში 15-20 წუთს ყოვნდება და ამიტომ მიღებიდან საშუალოდ 2-4 საათში თხიერი განავლის სახით გამოიყოფა. დიარეის დროს განავალი თხიერი იმიტომ არის, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, რომლის შეწოვაც ნაწლავებმა სწრაფი მოქმედების გამო ვერ მოასწრო.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
საჭმლის მომნელებელი სისტემა
საკვებ ნივთიერებათ შეწოვასაჭმლის მომნელებელი არხის სხვადასხვა უბანში საკვები სხვადასხვანაირად შეიწოვება. პირის ღრუში შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა მისი ლორწოვანი გარსი მაინც შეღწევადია ნატრიუმის, კალიუმის, ალკოჰოლისა და ზოგიერთი პრეპარატისთვის. არც კუჭშია შეწოვა ინტენსიური, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ კუჭია საკვები ნივთიერებების ყველაზე მძლავრი შემწოვი. აქ შეიწოვება მხოლოდ წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები, ალკოჰოლი, გლუკოზა და ამინმჟავები. გაცილებით ინტენსიური შემწოვია თორმეტგოჯა ნაწლავი, რომელიც კუჭის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ მთავარი შემწოვი ინსტანცია მაინც წვრილი ნაწლავებია. სწორედ იქ ხდება საკვების ძირითადი მონელება და სისხლსა და ლიმფაში მისი გადასვლა. მსხვილ ნაწლავში უმთავრესად წყალი და ელექტროლიტები შეიწოვება და მცენარეული უჯრედისის მონელება ხდება. საჭმლის მონელების მთელ პროცესს, მიღებული საკვების შედგენილობის  გათვალისწინებით, საშუალოდ 10-12 საათი სჭირდება.

საჭმლის მონელების დამხმარე ელემენტებისაკვების მეშვეობით მიღებული სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში ორგანიზმს ფერმენტები ეხმარება, რომლებიც ხელს უწყობს საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნის მათი ქიმიური დაშლისთვის ოპტიმალურ გარემოს, შეიცავს წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. მთელი ეს პროცესი სამი სახის ფერმენტების მონაწილეობით ხორციელდება. ესენია:
1. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები. ამილაზები მოქმედებს ნახშირწყლებზე, მათ გლუკოზამდე და სხვა მონოსაქარიდებამდე შლის, პროტეაზები მოქმედებს ცილებზე და შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინმჟავებად, რომლებიც პირდაპირ სისხლში ხვდება. ლიპაზები ცხიმებზე მოქმედებს, ნუკლეაზები - ნუკლეინის მჟავებზე.
2. აუტოლიზის ფერმენტები. მათ თავად ცოცხალი საკვები შეიცავს - როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობისა.
3. ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები. სასარგებლო ბაქტერიათა შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში, ასევე ასინთეზებენ  B და K  ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში.

საჭმლის მონელების რეგულაციასაჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობა: მოტორიკა, სეკრეცია და შეწოვა - ამ პროცესის მარეგულირებელი საკმაოდ რთული სამი: ცენტრალური რეფლექტორული, ჰუმორული და ლოკალური - მექანიზმით ხორციელდება. ცენტრალური რეფლექტორული მექანიზმი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ, მოგრძო ტვინში მდებარე საჭმლის მომნელებელი ცენტრი და უამრავი ნერვული უჯრედი ახორციელებს. ჰუმორული მექანიზმი: საჭმლის მონელებისას სისხლში პერიოდულად გადადის კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ენდოკრინული უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის მონელებასა და ათვისებას საჭირო გეზს აძლევს. ადგილობრივი (ლოკალური) მექანიზმი: ნაწლავებში გადასული საკვები უშუალოდ მოქმედებს თავის ადგილსამყოფელზე, ააქტიურებს ნაწლავის სეკრეციასა და მოტორიკას, რითაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

ღვიძლი და ნაღვლის ბუშტინაღვლის ბუშტი რეზერვუარია. აქ გროვდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი, მერე კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება, საკვების მონელებაში მონაწილეობს და ნაწლავთა მოძრაობას, პერისტალტიკას განაპირობებს. ნაღვლის ბუშტი რომ დაიცალოს, საჭიროა მოდუნდეს ბილიარული სისტემის სფინქტერები. როდესაც მათი სინქრონული მოქმედება ირღვევა, ნაღველი არანორმალურად გადაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ ეს იწვევს დისკინეზიად წოდებული პათოლოგიის განვითარებას.

წყარო: http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/3732-satcmlis-momnelebeli-sistema.html?start=1




საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის ღრუსგან, ხახასგან, საყლაპავი მილისგან, კუჭისგან, წვრილი (თორმეტგოჯა ნაწლავი წვრილი ნაწლავის დასაწყისია), მსხვილი და სწორი ნაწლავებისგან.
საჭმლის მომნელებელი სისტემა სამშრიანია: გარეთა - მკვრივი შემერთებელქსოვილიანი, შუა - გლუვკუნთოვანი და შიგნითა - ეპითელურქსოვილიანი ლორწოვანი შრე. ლორწოვანი შრე ნაოჭიანია და მრავალ პატარა ჯირკვალს შეიცავს.
პირის ღრუში მრავალი ჯირკვალია, აღსანიშნავია ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლები - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. კბილები და ენა საჭმლის დანაწევრებაში მონაწილეობენ. მოზრდილ ადამიანს 32 კბილი აქვს: ზედა და ქვედა ყბაზე წინა მხარეს ოთხ-ოთხი ბრტყელი საჭრელი კბილი, შემდეგ წამახვილებული ეშვი, შემდეგ ორივე მხრიდან ორ-ორი მცირე და სამ-სამი დიდი ძირითადი კბილი. ბოლო წყვილი სიბრძნის კბილებია, რომლებიც ადამიანს 20-22 წლის ასაკში ამოსდის. ენა კუნთოვანი ორგანოა და მრავალ რეცეპტორს შეიცავს, იგი გემოს აღიქვამს. 
ენაზე არსებული რეცეპტორები საჭმლის გუნდის გადაყლაპვამდე ცენტრალურ ნერვულს სისტემაში ცენტრისკენული ნეირონით გადასცემენ აღგზნებას, და ცენტრალური ნერვული სისტემა ბრძანებას ცენრიდანული ნეირონი გადასცემს ხრტილ ხორხსარქველს, რომელიც ბრძანების მიღებისთანავე ეფარება სასულეს (ტრაქეას) და საჭმელს მხოლოდ საყლაპავ მილში ატარებს.
ნეწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფა რეფლექსურად ხდება.



ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელება



ნახშირწყლების მონელება
პირში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია, აქედან 3 ყველაზე დიდია, პირში ხდებათერმულად დამუშავებული ნახშირწყლის დაშლა. პტიალინი სახამებელს გარდაქმნის მალტოზად, მალტაზა მალტოზას - გლუკოზად. შემდეგ საჩმლის გუნდა საყლაპავი მილით კუჭში გადადის. კუჭში ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები არ გამოიყოფა. მაგრამ ნერწყვით გაჟღენთილი ნახშირწყლების დაშლა შეიძლება გაგრძლდეს, სანამ კუჭის მჟავათი არ გაიჟღინთება. თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის სადინარები. პანკრეასში, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალში, ანუ კუჭუკანა ჯირკვალში ყველაფრის დამშლელი ფერმენტები გამომუშავდება. წვრილ ნაწლავში გლუკოზამდე დაშლილი ნახშირწყალი კედლისმიერი მონელების გზით, ხაოებში გაიწოვება და სისხლს მიაქვს უჯრედებამდე. თუ სისხლში 0,12%-ზე მეტია გლუკოზის კონცენტრაცია, პანკრეასში გამომუშავებული ინსულინი გარდაქმნის გლიკოგენად, თუ ნაკლებია - თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ადრენალინი გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად, ასეთივე ფუნქციას ასრულებს გლუკაგონიც (პანკრეასში გამომუშავდება). მსხვილ ნაწლავში ხდება ცელულოზას დაშლა, ბაქტერიული დუღილი, K ვიტამინის წარმოქმნა და წყლის გაწოვა. უჯრედში ნახშირწყლები იშლებიან ნახშირორჟაგამდე დაწყლამდე.




ლიპიდების მონელება.
პირში ლიპიდების მონელება არ ხდება. კუჭში არის ცხიმის დამშლელი ფერმენტილიპაზა, რომელიც მხოლოდ ჩვილ ბავშვებშია აქტიური, და ცხიმის ემულგირებას: ცხიმოვან წვეთებად დაშლას ახდენს. თორმეტგოჯა ნაწლავში ღვიძლში გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტიდან გამოყოფილი ნაღველი ააქტიურებს პანკრეასიდან გამოყოფილ ლიპაზას. გააქტიურებული ლიპაზა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად შლის. წვრილი ნაწლავის ხაოებზე ხდება უჯრედის სტრუქტურის შესაბამისი ცხიმის კვლავსინთეზი, შემდეგ კი გაიწოვება. გაწოვილ ცხიმს ლიმფა წაიღებს უჯრედებამდე, უჯრედში საბოლოოდ იშლება ნახშირორჟანგად და წყლად. მსხვილ ნალწავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა.




ცილების მონელება
ცილების მონელება პირში არ ხდება. კუჭში მრავალი ჯირკვალია, რომელთა ნაწილი0,5%იან მარილმჟავას გამოყოფს, ნაწილი კი - პეპსინოგენს. 0,5%იანი HCl უერთდება პეპსინოგენს და წარმოიქმნება პეპსინი, რომელიც ცილას მაღალმოლეკულურიდან დაბალმოლეკულურამდე შლის. კუჭშია, ასევე, ფერმენტი ქიმოზინი, რომელიც კაზეინოგენს გარდაქმნის კაზეინად. გახაჭოვნებული ცილები გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, წვრილ ნაწლავში დაბალმოლეკულური ცილები ამინომჟავებად იშლება, გაწოვილ ცილებს სისხლი უჯრედებისკენ წაიღებს. უჯრედებში ცილები საბოლოოდ იშლებიან წყლად, ნახშირორჟანგად და ამიაკად. ამიაკი ტოქსიკური ნივთიერებაა, ამიტომ ღვიძლში ხდება მისი გარდაქმნა შარდოვანად. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა. ცილის დამშლელ ფერმენტებსპროტეაზები ეწოდებათ.





ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია საჭმლის მომნელებელ სისტემაში. 1,5 კგ-ია, შედგება ორი არათანაბარი წილისგან, მოთავსებულია მუცლის ღრუში, მარჯვნივ, დიაფრაგმის ქვეშ. დაფარულია სეროზული (ეპითელური) გარსით, რომლის ქვეშ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა. ღვიძლის შესაყარში (კარში) შედის ძარღვები, ნერვები და ნაღვლის ბუშტის სადინარი. ვენური სისხლი ნაწლავიდან, კუჭიდან, ელენთიდან, კუჭქვეშა ჯირკვლიდან კარის ვენის საშუალებით შედის სისხლში და თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. ღვიძლის ძირითად მასას ქმნის ეპითელური და ჯირკვლოვანი უჯრედები, რომლებიც ნაღველს გამოიმუშავებენ. ნაღველი ნაღვლის ბუშტში ჩაედინება,, მისი ფერი მოყვითალო-მომწვანოა, ეს განპირობებულია პიგმენტი ბილირუბინით, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლისას. ნაღველი მწარეა, შეიცავს 90% წყალს, 10% ორგანულ ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს. გარდა ეპითელური უჯრედებისა ღვიძლი შეიცავს ვარსკვლავის ფორმის უჯრედებსაც, რომლებსაც ფაგოციტური თვისება აქვთ. მონაწილეობს გლიკოგენის შენახვაში (გლიკოგენი ცხოველური სახამებელია, რომელიც სისხლში გლუკოზამდე ვერ იშლება). ღვიძლში ხდება ფენოლის, იდოლის, სკატოლის გაუნებელყოფა, ამიაკის შარდოვანად გარდაქმნა, ეს არის მისი ბარიერული თვისება.

ღვიძლის ფუნქციები:
  
  1. სისხლში გლუკოზის დონის რეგულაცია (გლიკოგენის შენახვა);
  2. ლიპიდების დონის რეგულაცია;
  3. ამინომჟავების დონის რეგულაცია;
  4. სითბოს წარმოქმნა;
  5. ნაღვლის წარმოქმნა;
  6. ქოლესტეროლის წარმოქმნა;
  7. ტოქსინების გამოდევნა ან დაშლა;
  8. ამიაკის გარდაქმნა შარდოვანად;
  9. ჰორმომნების გამოდევნა ან დაშლა;
  10. ერითროციტების წარმოქმნა ჩანასახში;
  11. ჰეპარინის წარმომქნა;
  12. ჰემოგლობინის დაშლა;
  13. ლეიკოციტების დაშლა;
  14. სისხლის შენახვა;
  15. ლაზმის ცილების წარმოქმნა (ფიბრინოგენი, პროთრომბინი)
  16. ვიტამინების შენახვა (A, D, B12)
  17. სისხლის გაწმენდა ბაქტერიებისგან და სხვა მიკრობებისგან;
  18. რკინის, სპილენძის შენახვა;
  19. ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნა. (ანგიოტენზინი, ინსულინის მსგავსი ზრდის ცილა ფაქტორი -1).





პანკრეასი
კუჭქვეშა ჯირკვალში არჩევენ თავს, სხეულს და კუდს. კუდი ეკვრის მარცხენა თირკმელსა და ელენთას. ჯირკვლოვანი უჯრედები გამოიმუშავებენ წვენს, რომელსაც აქვს ტუტე რეაქცია და შეიცავს ფერმენტებს: ტრიფსინი (ცილებს შლის), ლიპაზა (ცხიმებს შლის), ამილაზა (ნახშირწყლებს შლის). ტრიფსინი არააქტიური ფორმით გამოიყოფა. იგი აქტიურდება ნაწლავის წვენში არსებული ფერმენტი ენტეროკინაზით. წვენის გამოყოფა რეგულირდება ნერვული (ცთომილი ნერვით) და ჰუმორული (მარილმჟავა) რეგულაციით


წყარო biologiabitur.blogspot.com




ბიოლოგია გულ-სისხლძარღვთა სისტემა





გულ-სისხლძარღვთა სისტემა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომელიც ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. გული, როგორც ტუმბო, ამოძრავებს სისხლს, რომელიც ერთის მხრივ, ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ყველა საჭირო ნივთიერებას - საკვებს, ჟანგბადს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ჰორმონები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტისხეულები და სხვ.), ენდოგენურ (ფაგოციტური და იმუნური უჯრედები) და ეგზოგენურ (სამკურნალო საშუალებები) დამცველ ფაქტორებს, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ ანთავისუფლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის მავნე პროდუქტებისაგან და ნახშირორჟანგისაგან, რომელთა ნაწილობრივი გაუვნებელყოფა ხდება ღვიძლში, ხოლო გამოყოფა გარემოში - ფილტვების, თირკმელების, საოფლე ჯირკვლებისა და სხვ. გზით. გარდა სატრანსპორტო ფუნქციისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა მონაწილეობს ორგანიზმის თვითრეგულაციაში, წყლისა და იონების ცვლაში (მათი ბალანსის რეგულირებაში) და სხვ.
სისხლის მიმოქცევაში მონაწილე ორგანოებია: გული, არტერიები, ვენები და კაპილარული ქსელი, ანუ ე. წ. მიკროცირკულაციის კალაპოტი.
გული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა. ეს არის ოთხ საკნად გაყოფილი კუნთოვანი ორგანო, რომელიც მასთან დაკავშირებული სისხლძარღვებით ღებულობსა და გასცემს ორგანიზმში მუდმივად მოცირკულირე სისხლს. გულის რეგულარულ მუშაობაზეა დამოკიდებული არა მარტო ორგანიზმის განუწყვეტელი სისხლმომარაგება, არამედ მომარაგების დონეც. გული მდებარეობს გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილში, შუა ხაზის მიმართ ასიმეტრიულად - მისი 1/3 შუა ხაზის მარჯვნივაა, ხოლო 2/3 - შუა ხაზის მარცხნივ.
გული ადამიანის მუჭის ზომისაა. გულის ზომები დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, სხეულის მასასა და სიმაღლეზე, შრომისა და ცხოვრების პირობებზე. სხეულის ერთნაირი სიმაღლისა და მასის პირობებში მამაკაცის გული მასით და ზომებით სჭარბობს ქალისას, რაც აიხსნება მამაკაცის ორგანიზმში კუნთოვანი სისტემის უკეთ განვითარებით.ьსისტემატური ფიზიკური დატვირთვით არის განპირობებული გულის შედარებით დიდი ზომები სპორტსმენებში.
გული მუდმივმოქმედი კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ავტომატურად, 60-80 - ჯერ იკუმშება წუთში და რომლისთვისაც არ არის დამახასიათებელი ე.წ. «კუნთოვანი დაღლა», განსხვავებით ორგანიზმის სხვა კუნთებისაგან. ფიზიკური დატვირთვის დროს გულის მიერ გატარებული სისხლის რაოდენობა, რომელიც ჩვეულებრივ 4,5-5,0 ლიტრს შეადგენს წუთში, შეიძლება გაიზარდოს ორჯერ გულის შეკუმშვათა გახშირების ხარჯზე ისე, რომ გულმა არ განიცადოს გადატვირთვა. გულს თავისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან და ორგანიზმის სხვა სისტემებთან მჭიდრო ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, შეუძლია შეეგუოსьორგანიზმის მკვეთრად ცვალებად მოთხოვნილებებს. მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე საკმაოდ მაღალია, რომლის დასაკმაყოფილებლად მას ესაჭიროება გულში გატარებული სისხლის დაახლოებით 7%.ьь
სისხლძარღვებს, რომლებსაც სისხლი გულიდან ორგანოებისაკენ მიაქვთ, არტერიები ეწოდება, ხოლო სისხლძარღვებს რომლებსაც სისხლი ორგანოებიდან
გულისაკენ მიაქვთ - ვენები. ყველაზე წვრილი სისხლძარღვებია კაპილარები, რომელთა ურთიერთკავშირით იქმნება რთული კაპილარული ბადე. მსხვილი სისხლძარღვები ემსახურება მხოლოდ სისხლის ტრანსპორტირებას, ხოლო კაპილარები ამასთანავე ასრულებენ ქსოვილებსა და სისხლს შორის ნივთიერებათა ცვლის ფუნქციას.
სისხლის უწყვეტ მოძრაობას სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა ანუ ცირკულაცია ეწოდება. მას ადამიანის ორგანიზმში უზრუნველყოფს ფუნქციურად სრულიად განსხვავებული სისხლის მიმოქცევის დიდი წრე და მცირე წრე. სისხლის მიმოქცევის დიდი წრე მოიცავს მთელ ორგანიზმს. მისი ელემენტების საშუალებით სისხლი საკვებ პროდუქტებსა და ჟანგბადს აწვდის ორგანიზმის ყველა უჯრედს და ანთავისუფლებს მას ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებისა და ნახშიროჟანგისაგან.
სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს სრულიად განცალკევებული აუზი აქვს და ფუნქციურად ემსახურება მხოლოდ ფილტვებში სისხლის გატარებას, დიდი წრის ჟანგბადით გამდიდრებასა და მის ნახშიროჟანგისაგან განთავისუფლებას.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ
  • გულს სინამდვილეში როდი აქვს "გულის "ფორმა, მას უფრო მუჭის ფორმა აქვს და ზომითაც მამაკაცის მუჭის ტოლია;
  • ახალშობილის გულის წონა მისი სხეულის წონის 0,8 - 0,9 %-ს შეადგენს, ხოლო მოზრდილი ადამიანისა - შეესაბამება მთლიანი წონის 0,45 - 0,5 %-ს და დაახლოებით 350 გრამია.
  • თქვენი გული იკუმშება 30 მილიონჯერ წლის განმავლობაში.
  • თუ ადამიანის სხეულის ყველა სისხლძარღვს ერთმანეთის მოყოლებით დავალაგებთ, ისინი 2,5-ჯერ შემოერტყმებიან გარშემო დედამიწას;



რესურსები ბიოლოგიაში სოკოები

ამ ვიდეოში საუბარია სოკოებისა და ბაქტერიების შესახებ

სოკოები (ლათ. Mycetes ანუ Fungi) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვიღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოებიაბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.
სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomycetes), მიცელიუმი ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — ოომიცეტები (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — ზიგომიცეტები (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — მწერების პარაზიტი. IV კლასი — ჩანთიანი სოკოები (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — ბაზიდიომიცეტები(Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — უსრულო სოკოები ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.

წყარო: ვიკიპედია




რესურსები ბიოლოგიაში უჯრედი, მიტოზი


ამ გვერდზე თავი მოვუყარე მიტოზის შესახებ რამდენიმე ვიდეოგაკვეთილს. იმედია დაგაინტერესებთ, გთხოვთ კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი. იქნებ უკეთესი რესურსები გვირჩიოთ....
















რესურსები ბიოლოგიაში მცენარეთა განვითარება



ნახეთ აგრეთვე გვერდი http://class-ii.weebly.com/4305432343164308430543124321-430643094308432043074312.html


















ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნები



ინგლისურის პედაგოგებს გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ დოკუმენტის რედაქტირებაში. ეს არის განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნები. დააჭირეთ აქ და დაარედაქტირეთ

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით