-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ინტერნეტის განვითარება

evolutionofweb.appspot.com ვებ გვერდზე განთავსებულია ინტერნეტის  ძალიან დეტალიზებული თაიმლაინი სხვადასხვა ბრაუზერების სახით. ძალიან საინტერესო და კრეატიული გადაწყვეტილებაა, მე ყოველშემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ერთი ისაა, ძალიან მეწყინა, როცა ვნახე, რომ მხოლოდ 2012 წლამდე იყო. თანაც ქართული ენა არაა ჩამონათვალში. სიამოვნებით დავამატებდი... იმედია ჩემს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და შეავსებენ


გეგმა ნიმუში

იუთუბი იუბილარია



სწორედ 10 წლის წინ 2005 წლის 23 აპრილს 8:27 წუთზე YouTube-ს თანადამფუძნებელმა Jawed Karim-მა პირველი ვიდეო ატვირთა სახელწოდებით  „Me at the zoo“ „მე ზოოპარკში“.  ეს 19 წამიანი ვიდეოს 20 მილიონჯერაა ნანახი. . უნდა აღინიშნოს, რომ იუტუბი რამდენიმე ხანია ქართულ ენაზეც ითარგმნა


ჩემი იუთუბის არხი


არდუინოს სარგებელი

ალბათ ყველამ გაიგეთ ორ ახალციხელი მოსწავლის ნასაში მიწვევის შესახებ. რობოტიკა სულ უფრო მეტი თინეიჯერის საყვარელი გასართობი ხდება.  მათ უამრავი არჩევანი აქვთ, მაგრამ პოპულარობას სულ მეტად იკრებს მოწყობილობა რომლესაც უცნაური სახელი არდუინო (www.arduino.cc) ჰქვია.

მე დღეს 2 ქართულენოვან საიტს შემოგთავაზებთ ერთი, მჟავას ბლოგი. აქ უამრავი ქართულენოვანი პოსტია არდუინიოს (და არამარტო) შესახებ. ესეც სურათი ამ ბლოგიდან


ეს კი რობოტიკის ბლოგია, საკმაოდ საინტერესო და პოსტებით სავსე. სამწუხაროა, რომ 2013 წლის შემდეგ პოსტები არაა...  აქვე არწერიალია პროექტების გაკვეთილები (როგორც მიღებულია)


თუ აღნიშნული ტრემებით დაინტერესდებით ქართულ ნეტშიც არ გაგიჭირდებათ მასალის მოპოვება. 

ყველას გირჩევთ,  საკმაოდ საინტერესო და პერპექტიული საქმეა...



ინგლისური ენის გაკვეთილები


ეს არის ინგლისური ენის (და არამარტო) გაკვეთილები რონისგან. იდეაში მე და რონი ერთ იდეაზე ვართ, რომ ტუ გინდა ბავშვებს ენა ასწავლო, გრამიატიკის წესებით არ უნდა გამოტენო მოსწავლე, მაგრამ ეს რონი ჩემზე წინ გაიქცა.....   მოკლედ რომ გითხრათ, იდეას მიაწექთით და მარიხუანას შეეშვით (ჯერჯერობით მაინც)  

ინტერნეტ რესურსები ტრენინგისთვის



რომ მეც არ დამეკარგოს, ამ პოსტში გამოვაქვეყნე ჩვენი მშვენიერი უკრაინელი ქალბატონების მიერ თელავის მასტერკლასზე წარმოდგენილი რესურსები. მადლობა მათ ასეთი საინტერესო მასალების მოწოდებითვის. მე კი ვეცდები თითოეულ მათგანს ცოტა მეტი განმარტება გავუკეთო



დოკუმენტებთან მუშაობა

პრეზენტაციებთან მუშაობა

ვირტუალური დაფები

მონაცემთა ვიზუალიზაცია


ტესტირების ონლაინ რედაქტორები
http://www.surveymonkey.com/

სასწავლო რესურსების შექმნა

რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე ფოთში


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ.  ტრენინგი დაიწყება  

ფოთის N 3  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე.  

ხობის N 2  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 29 აპრილს 14:00 საათზე.  

ტრენინგებზე რეგისტრაციის ამ ეტაპზე მოწვეულნი არიან ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს.

ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახეხებელია, ვიდრე ხობში.    (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი  და მესტია, დასრულებულია ტრენინგები ჩხოროწყუში)



"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე.

სიის პირველი 12  პედაგოგისთვის ტრენინგი დაიწყება  

ფოთის N 3  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე.  

ხობის N2  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 29 აპრილს 14:00 საათზე.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 





 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე). შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ვიდეონსტრუქციები



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)


გისურვებთ წარმატებებს!

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით