ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

Microsoft Edge ახალი ბრაუზერი


Microsoft Edge ვებ-ბრაუზერია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft. მისი პირველი საცდელი საჯარო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 30 მარტს და ის საბოლოოდ შეცვლის IE-ს. 

ზოგადი მახასიათებლები ვიკიპედიადან:
Microsoft Edge დაყენებული იქნება ძირითადი ბრაუზერის სახით Windows 10-ის როგორც desktop, ასევე mobile ვერსიაზე, შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს Internet Explorer 11-სა და Internet Explorer Mobile-ს. Edge-ი იყენებს ახალ layout engine-ს, ასევე ცნობილია EdgeHTML-ის სახელით, რომელიც Trident-ის განშტოებას წარმოადგენს. Trident-ი "შექმნილია თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრული თავსებადობით". ახალი "Edge" ძრავი (engine) გამოყენებული იქნება ძირითად (default) ძრავად Windows 10-ში, და გვერდების ჩვენება (render) შესაძლებელი იქნება ძველი (legacy) MSHTML ძრავით ძველ პროგრამებთან და ვებსაიტებთან თავსებადობის მიზნით.

Edge-ს არ აქვს მხარდაჭერა მოძველებული (legacy) ტექნოლოგიებისა, როგორებიცაა ActiveX და Browser Helper Object-ები, და მათ მაგივრად გამოიყენებს გაფართოების (extension) სისტემას. Internet Explorer 11 კვლავ დარჩება Edge-ის გვერდზე Windows 10-ში თავსებადობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო; ის თითქმის უცვლელი დარჩება, როგორიც არის Windows 8.1-ში და არ გამოიყენებს Edge-ის ძრავს როგორც ზემოთ მოგახსენეთ.

Edge-ი ერთიანდება Microsoft-ის online პლათფორმებთან: ის ერთიანდება Cortana-სთან, ციფრულ ასისტენტთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხმით ვაკონტროლოთ სისტემა, მოვძებნოთ სხვადასხვა ფუნქციები, და მივიღოთ ძებნის დინამიური, დეტალური და პერსონალიზირებული ინფორმაცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ გვერდებზე გააკეთონ ჩანიშვნები (annotations), რაც ავტომატურად დამახსოვრდება და გაზიარდება OneDrive-ზე, სურვილის შემთხვევაში. ის ასევე მოიცავს "საკითხავი სიის" ("Reading List") ფუნქციებს და შეუძლია მოახდინოს კონტენტის (content) სინქრონიზაცია (sync) მოწყობილობებს შორის, ასევე აქვს "კითხვის რეჟიმი" ("Reading Mode"), რაც აქრობს გვერდების ყველა არასაჭირო ფორმატირებას რომ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდეს ტექსტი.

EdgeHTML ძრავის ადრეულმა ტესტირებებმა (benchmark) - (რომლებშიც ასევე მონაწილეობდა Edge-ის პირველი beta ვერსია Windows 10 Build 10049-დან) - აჩვენა java[ertad]script-ის საგრძნობლად გაუმჯობესებული სისწრაფე Internet Explorer 11-ის Trident 7-თან შედარებით, და აღმოჩნდა რომ Microsoft-ის ეს ახალი ბრაუზერი ისეთივე სწრაფია, როგორც Google Chrome 41 და Mozilla Firefox 37. SunSpider-ის მიერ გატესტვამ (benchmark) აჩვენა, რომ Edge-ი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა ბრაუზერები, თუმცა ყველა სხვა ტესტირების შედეგების მიხედვით, ის უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე Google Chrome, Mozilla Firefox და Opera, ხოლო ზოგ სიტუაციაში კიდევ უფრო ნელა.

მოგვიანების კიდევ ჩატარდა ტესტირება Windows 10 Build 10122-ის ვერსიაზე, რამაც აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიჩქარე IE11-თან და 10049-ის ვერსიასთან შედარებით. Microsoft-ის თქმით, Edge-ი უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე Chrome-ი და Firefox-ი როგორც Google-ის Octane 2.0-ის, ასევე Apple-ის Jetstream-ის ტესტირებების მიხედვით.

სრულად: https://ka.wikipedia.org/wiki/Microsoft_Edge


ბიბლიოგრაფიის და ციტირების ვიდეო

ბიბლიოგრაფიის და ციტირების  ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან გამოყენებული ციტატების APA, ISO ან MLA სტანდარტებით ბიბლიოგრაფიის ჩასმას. განვმარტავ ცალ-ცალკე თუ რა იგულისხმება „სხვადასხვა ტიპის წყაროებში“. Word 2013-ში შესაძლებელია ციტატების აღწერა სხვადასხვა წყაროებიდან. დააკვირდით ეკრანს: თანამედროვე ციფრული დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ციტატებს: წიგნიდან, ჟურნალიდან ან პერიოდული გამოცემიდან, კონფერენციიდან, ანგარიშიდან, ვებ გვერდიდან, ელექტრონული წყაროდან, ნახატიდან, ხმოვანი ჩანაწერიდან, პერფომანსიდან, ფილმიდან, ინტერვიუდან, პატენტიდან. ამ წყაროებიდან დოკუმენტების აღწერა უნდა შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე სტანდარტს (აღწერის სტილს). ცნობილია ბიბლიოგრაფიის აღწერის რამოდენიმე სტილი, რომელთაგან ყველაზე ხშირად APA, ISO 690 ან MLA სტილებს იყენებენ, არსებობს აგრეთვე ინგლისური და საბჭოთა სტანდარტები. მე სპეციალურად თქვენთვის გავაკეთე ცხრილი, იმისთვის რომ ნათლად დაგენახათ განსხვავება APA, ISO ან MLA სტილებს შორის 



ბროწეულას ტელეფონი მაგარია




სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბროწეულის ტელეფონი, რომელსაც გასაოცარი შესაძლებლობები აქვს. ვისაც ბროწეულის ტელეფონი აქვს, ჯიბეში უდევს საკუთარი კინოთეატრი და ყავის სახარში, იმავე ჯიბეში უზის დალაქი და საკუთარი თარჯიმანი, რომელიც 50 ენაზე თარგმის.

აღნიშნული მობილური კანადის ერთ-ერთი პროვინციის დაკვეთით შეიქმნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა სახელწოდებით „ნოვასკოდია“ მსოფლიოს მიპყრობას ბროწეულის ტელეფონით ცდილობს. თუმცა ეს სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლა, ინფორმაციას ბროწეულის ტელეფონის შესახებ ვებგვერდზე დღეში 150.000 ვიზიტორი ნახულობს.











პირველმა ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი კლავს ტყვე ჯარისკაცს და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი


მეორე ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი წყალს ასმევს ტყვე ჯარისკაცს და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი



მოძებნეთ პროპაგანდა  (New Tech Shows Why You Can't Trust Anything You See on the News)

 




თემა: ინფორმაციის საიმედოობა

ახალი რეკორდი 4 284 მნახევლი

დღეს უპრეცედენტოი შემოსევა იყო ბლოგზე, ყველას აინტერესებდა ბლოგზე პორტფოლიოს ატვირთვა. ახალი რეკორდია 4 284 მნახველი დღის განმავლობაში. აქედან დაახლოებით ალბათ (ძველი დაკვირვების მიხედვით) ტრენინგის გავლენაა....


აი სტატისტიკა


ინტელის ტრენინგის სერტიფიკატები

როგორც იტყვიან, კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაქვს: კარგით დავიწყოთ


მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ რომ ინტელის სერტიფიკატები დაიბეჭდა და ამწუთას ჩემთან არის. რუკაზე ონლაინ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას სერტიფიკატების გადადგილების შესახებ  :)  თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ სად არის თქვენი სერთიფიკატი მოცემულ მომენტში





ცუდი:
ეს სერტიფიაკატები ვერ მოგსიწრებთ 11 სექტემბრამდე, რადაგანაც მე ისინი უნდა შევავსო და ისევ თბილისში უნდა გავაგზავნო რომ ბეჭდით დამოწმდეს. ამის შემდეგ ისევ მე გამომიგზავნიან და მე დავაგზავნი რესურცენტრებში, ხოლო რესურცენტრებიდან თქვენ მოგეწოდებათ:)

სავარაუდო გრაფიკი

14:09.2015 სერტიფიკატები იქნება თბილისში.
15.09.2015 სერტიფიკატები გამოიგზავნება
17.09.2015 სერტიფიკატები გაიგზავნება რესურსცენტრებში
18.09.2015 სერტიფიკატები იქნება თვენს რესურცენტრში
18-23.09.2015   სერტიფიკატები გექნებათ თქვენ


რეალური გრაფიკი


1. 2015 წლის აგვისტო -დაიბეჭდა სერტიფიკატები
2. 6.09.2015 ლევანი (ჩვენი კოლეგა-ტრენერი) წავიდა თბილისში ჩამოსატანად
3. 7-8.09.2015 შევასვე 2014 წლის სერტიფიკატები
4.  10.09.2015 ლევანმა ისევ წაიღო 2014 სერტიფიკატები თბილისში
5.  11.09.2015  14:00 2014 წლის სერტიფიკატები თბილისშია
6.   11.09.2015   17:45 სოფომ მასწავლებელთა სახლიდან წამოიღო 2015 წლის სერტიფიკატები
7.    12.09.2015 2015 წლის სერტიფიკატები არის ჩემტან კირცხში
8.   13.09.2015  შევავსე 2015 წლის სერტიფიკატები
9.   14.09.2015 09:30  სერტიფიკატები გავაგზავნე თბილისში
10.  14.09.2015  სერტიფიკატები არის მასწავლებელთა სახლში
11. 18.09.2015 სერტიფიკატები გამომიგზავნეს
12.   19.09.2015  სერტიფიკატები არის ჩემთან
13.   22.09.2015 სერტიფიკატები მივიტანე მასწავლებელთა სახლში და ბეჭდით დავამოწმეთ
14.   23.09.2015  სერტიფიკატებს ვაგზავნი რესურცენტრებში
15.   24.09.2015 აბაშის ზოგიერთ სკოლას და რესურსცენტრს დავუგზავნე სეწრტიფიკატები

16. სერტიფიაკეტები ხვალ (25.09.2015) ექნება ზუგდიდს და ხობს
17. სერტიფიკატები ფოთშია 29.09.2015
18 სერტიფიკატები გავაგზავნე 30.09.2015 წალენჯიხაში და ჩხოროწყუში. დღესვე იქნება რესურცენტრებში



ჯერჯერობით ეს არის





მიუხედავად ამისა, მათ ვისაც სურვილი გაქვთ სქემაში ჩართვისას მიუთითოთ ინტელის ტრენინგები,  დაზუსტებული ინფორმაციით,. თქვენ არ გჭირდებათ სერტიფიკატი ხელში გეჭიროთ. თქვენი მონაცემები რეგისტრირებულია ბაზაში, საიდანაც მე თქვენი მეილები ამოვკრიბე. 

ასე რომ თამამად მიუთითეთ რომ გავლილი გავქთ ინტელის ტრენინგები.

ვისაც სჭირდება ტრენინგის რეფლექსიები, ისინიც მითითებულია ტრენინგის ყველა მოდულის ბოლოს. თანაც ტრენინგზეც ამას ვაკეთებდით ხოლმე.



მგონი ახალა მაინც  გასაგები უნდა იყოს თუ რატომ გთხოვდით რეფლესიის გაკეთებას ყოველი ტრენინგის ბოლოს  :)

ასევე გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, გჭირდებათ თუ არა კონკრეტულად ამ ტრენინგის ტრენინგის რეფლექსია

შემდეგი საკითხი:


რეგისტრაციის დროს თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია

ტრენინგის დასახელება: ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება

ტრენიგის ხანგრძლივობა  36 საათი:

რაც შეეხება სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ამ თქვენს ფოსტაზე გამოგზავნილია წერილი, რომელზეც დართულია ექსელის ფაილი, სადაც თითოეული თქვენთაგანისთვის გაცემული სერტიფიკატის თარიღია მოცემული, ასვე ინფორმაცია, თუ რამდენ ტრენინგს დაესწარით. 

გთხოვთ ეს ინფორმაცია ასევე გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს


ისრა დამრჩენია გითხრათ, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შევეცდები მოგაწოდოთ სერტიფიკატები, მათთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს კი ამ პოსტში მოიგაწვდით. ამიტომ ისევ დაუბრუნდით ამ პოსტს.

ამავე თემაზე თქვენთვის საინტერესოს შეიძლება იყოს პოსტი პორთფოლიოს ატვირთვის შესახებ


შეგვეკითხეთ- გიპასუხებთ:)

მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება

ვინაიდან დიდი ინტერესია გამოიწვია მასწავლებლის პორტფოლიოს ინტერნეტში ატვირთვამ და გამოქვეყნებამ, გადავწყვიტე ეს თემა ცალკე თემად გამომეყო. ამწუთას დრაივზე არის ქართული ენის პრობლემა. ქართულენოვანი დრაივი არ აზიარებს ფაილებს. გადაწყვეტილება ამ პოსტშია . ენა უნდა გადაიყვანოთ ინგლისურზე.

აქ კი დავდებ დრაივში ფაილის, ან საქაღალდის ატვირთვის  ვიდეოინსტრუქციას,






ხოლო ამ ვიდეოინსტრუქციაში საუბარია პრეზენტაციის 480 პიქსელით გამოქვეყნებაზე. ვიდეო ინტელის ტრენინგის რესურსების ფარგლებშია შესრულებული





თუ თქვენ გუგლში არ ხართ რეგისტრირებული, დაგჭირდებათ გუგლში ელფოსტის რეგისტრაცია,



ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე მუშაობის ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილია ბლოგის რეგისტრაცია, პოსტის გამოქვეყნება, სურათების გამოქვეყნება და ა.შ.







გთხოვთ ნუ დაიზარებთ კომენტარებს, გაზიარებას და ჩამჭრელ კითხვებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს და სურვილს, უფრო უკეთესი და სასარგებლო გავხადო ბლოგი.


ზოგიერთი რეკომენდაცია:
(იყო რამდენიმე შეკითვა და შესაძლოა თქვენთვისაც საინტერესო იყოს)

1. ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ PowerPoint პრეზენტაციები კარგავენ ანიმაციის ეფექტებს, ტრიგერებს,  ასეთი სიტუაციებისთვის პრეზენტაციის ფაილი ატვირთეთ დრაივზე და ბლოგზე ბმულის სახით ატვირთეთ. შესაბამისი ინსტრუქციები არის ბლოგის ვიდეოგაკვეთილში.

თუ მაინცდამაინც აუცილებელია ბლოგზე გაშლილი სახით ჩაშენდეს  (Embed) პრეზენტაცია, მაშინ გამოიყენეთ OneDrive. (უნდა დარეგისტრირდეთ www.live.com-ზე, და <embed> ფუნქციით ჩასვათ ბლოგზე)


2. სხვა კომპიუტერზე შრიფტი არ იკითხება... თავიდანვე გთხოვთ პრეზენტაციებში არ გამოიყენოთ მხატვრული შრიფტები. (AcadNusx, იგივე ცადუსხ). გამოიყენეთ Sylfaen.ttf და გარანტირებულად პრობლემაც არ იქნება.

თუ აუცილებელია პრეზენტაციაში სპეციფიური შრიფტების გამოყენება, მაშინ პრეზენტაცია შრიფტებთან ერთად შეინახეთ.




3. არ ჩანს ვიდეო, არ ისმის მუსიკა და ა.შ.  პირველ რიგში გაარკვიეთ, პრეზენტაციას რომელ ვერსიაში აკეთებთ: 2007  და სხვა ვერსიებში არ ხდება ვიდეოს ინტეგრირება პრეზენტაციაში. ამიტომ პრეზენტაცია და ვიდეო ერთიდაიგივე საქაღალდეში უნდა განათავსოთ და შემდეგ ჩასვათ სლაიდზე.

თუ ასეთ პრეზენტაციას ინტერნეტზე (ბლოგში განათავსებთ), ხმაც და ვიდეოც არ დაუკრავს. შესაძლებელია დრაივში ატვირთოთ პრეზენტაციაც და ხმაც, შემდეგ ინტერნეტიდან ჩასვათ მუსიკის ან ვიდეოს ინტერნეტბმული. და ასე შეინახოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზენტაციის საჩვენებლად საჭირო იქნება ინტერნეტი,

პრობლემის უფრო მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია PowerPoint 2013 ვერსიაშია. მაგრამ ასეთ პრეზენტაციას დრაივიდან ბლოგზე კვლავ ვერ გააზიარებთ. გადაწყვეტილებაზე პირველ პუნქტში წერია უკვე,



ზოგადად კი ვთვლი, რომ პრეზენტაციაში ვიდეოს ჩართვა უმეტეს სიტუაციაში ტვირთავს პრეზენტაციას და დიდია იმის საშიშროება, რომ მაყურებელს გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. ამას პრეზენტატორის უდიდეს ძალისხმევა დასჭირდება :)

ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ გადაწყვეტილება ინფორმაციის წარმოდგენის ერთ-ერთი   ფორმატის სასარგებლოდ: ან თავიდან ბოლომდე პრეზენტაცია, ან თავიდან ბოლომდე ვიდეო






წარმატებებს გისურვებთ!
გახსოვდეთ, მე მუდამ თქვენი გულშემატკივარი ვარ


რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება. შემოდგომა 2015


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისთვის.

ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხობში.



"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ დასვენების პერიოდში შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე. საღამოს ჯგუფები 14:00-დან, 18:00-მდე 

პირველი შეხვედრები გაიმართება 29.08.2015-დან. ამ თარიღამდე  ტრენინგზე რეგისტრირებულ პედაგოგებს ფოსტაზე მიუვათ შეტყობინება ზუსტი თარიღის შესახებ.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება და შეთანხმდება ჯგუფებთან ერთად.  

 კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ პირად კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე). შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ვიდეონსტრუქციები



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღვანელო)

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინეტელის ტრენინგის რესურესებს  

გისურვებთ წარმატებებს!

დრაივის ენის შეცვლა ქართულად და ინგლისურად

რამდენიმე დღეა დრაივზე ქართული ინტერფეისი შემთხვევაში არ მუშაობს გაზიარების ფუნქცია.  შემდეგი ფანჯარა გამოდის: (გასწორდა 26.11.2016 ბოლოში ნახეთ მინაწერი)


წამალი კი ინგლისურ ინტერფეისზე გადართვაა. თუ აქამდე დაჟინებით გთხოვდით ქართულ ინტერფეისზე გადასვლას, ახლა, თუ ფაილის გაზიარების ფუნქცია გჭირდებათ, ინგლისურ ინტერფესიზე უნდა დარჩეთ. როცა ბაგი (შეცდომა) გამოსწორდება, ისევ ბლოგზე შეგეხმიანებით. ყოველი შემთხვევისთვის, მე .GIFF ფორმატში დავდევი ინგლისური ინტერფეისის ქართულად და ქარტული ინტერფეისის ინგლისურად გადაყვანის ინსტრუქცია.

ამრიგად, გუგლს ქართველების სამი ვალი აქვს:

  • პირველი, აანთოს ქართული ფოსტიდან სხვა აპლიკაციებზე გადასვლის არააქტიური ღილაკები..
  • მეორე: დრაივში გაასწოროს გაზიარების ფუნქცია
  • მესამე: ქართულად თარგმნოს ბლოგი



და ამის შემდეგ ჩვენს ტრენინგებს მაიკროსოფტიც ვერ დაჰყეფს... ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ, Feedback (Settings->Help->Send Feedback)

ახლა კი შეპირებული  გიფები


ამ ..GIF-ებით ნაჩვენების Google Drive პროგრამის ინტერფეისის ენის შეცვლა ქართულად და ინგლისურად


ინგლისურ ენაზე გადაყვანა






ქართულ ენაზე გადაყვანა





მინაწერი 25.11,2015. დღეს ისე ჩამოაგდეს თურქებმა, რუსული ბომბდამშენი, რომ დრაივში გაზიარება კვლავ აღდგა ქართული ინტერფეისით. ალახუ აკბარ







ეროვნული სასწავლო გეგმები 2016-2021 ისტ

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 2016-21 წლების ისტ ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა. ჯერჯერობით ის პროეტის სახითაა წარმოდგენილი და გარკვეულწილად გაშალაშინებას მოითხოვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა და კონტრიბუცია.

მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან ცვლილებებს: პირველ კლასში ამოღებულია ისტ სწავლება როგორც ცალკე საგანი

ისტ ცალკე საგნად დამატებულია 2 კლასში -- მე-7 და მე-8ში. მაგრამ ოთხივე კლასში ერთად საათების რაოდენობა იგივე რაც ადრე იყო. ანუ მომავალი სასწავლო წლიდან იქნება თითო საათი მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში. მომავალის წლის მე-6 კლასი გააგრძელებს ძველი პროგრამით კვირაში 2 საათი.

სხვა მხრივ ზოგადი უნარების და საგნის  სტანდარტში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეტანილი არ არის.

პროექტის მიხედვით ცვლილებები აისახება გამჭოლ კომეტენციებში და იქ ისტ-ის როლი მეტად გაძლიერდება. (მე ეჭვები მღღრნის მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცოტა ქვემოთ)


ახლა კი გთხოვთ ყურადRებით გაეცნოთ სტანდარტის პროექტს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ეჭვი, კრიტიკა, ქება, კომპლიმენტი, ლანძღვა (ზომიერების ფარგლებში) და კომენტარები წერილობით, ფოსტით ნებისმიერი, თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით...

ნახეთ ბმულები  (შესაძლოა ბმულებმა არ იმუშაოს, რადგანაც პირდაპირი ბმულებია და ჩემდა დაუკითხავად ცვლიან)თუ ბმული არ იმუშავებს, მომწერეთ კომენტარებში და გავასწორებ..

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
 
ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტი (08.07.2015) 


 ისტ-ის საგნობრივი სტანდარტი (30.07.2015)

მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ ცალკე ციფრული წიგნიერების სტანდარტი (ეს არის ის რაც კონკრეტულად ისტ-ს ეხება გამჭოლი კომპეტენციებიდან)



______________________________________________________

ამ აბზაციდან კი ამ ტემასთან დაკავშირებით ჩემს აზრს გამოვთქვამ



აქ მხოლოდ პირველ კლასში ისტ-ის სწავლება/ არ სწავლებაზე მექნება საუბარი

აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ის უნარები, რაც სჭირდება მოსწავლეს 1-4 კლასში, 
ისტი-მნიშვნელობის ასამაღლებლად გამჭოლ კომპეტენციებში მეტი დოზით უნდა ჩაიდოს ციფრული წიგნიერების ელემენტები, მაგრამ ძალიან ხშირად ჭირს ძირითადი სტანდარტების მიღწევა და ამ პირობებში ამ საგნის მხოლოდ გამჭოლ კომპეტენციაში გადატანა ამ საგნის მნიშვნელობას და როლს შეამცირებს.

პედაგოგს ხ ასოს შესასწავლად შეუძლია უამრავი რესურსის გამოყენება:
დაფაზე დაწერა, სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა, კომპიუტერში უჩვენა და აქ სტოოოოპ. როგორც კი კომპიუტერზე ჩვენება გადაწყვიტა აღმოჩნდა რომ 
ერთ მოსწავლეს კომპიუტერი არ აქვს
მეორეს დატენილი არ აქვს,
მეოთხემ ჩართვა არ იცის
მეხუთეს გაეჭედა
იქ ქსელი არ არის
ამდენი მასწმაც არ იცის  და გადავიდა გეგმა ბეზე- დაფაზე დაწერა, , სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა....

აბა რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი და ბავშვებიც რატომ აწვალოს?
მერე რა რომ რაღაც გამჭოლ კომპეტენციებს ვერ მიაღწია? მერე რა რომ ციფრული უნარჩვევევბის განვითარება ვერ შეძლო (არც ისეა საქმე, ზოგთან შეძლო, 20-25%თან)

 რამდენადაც პირველივე სემესტრიდან სჭირდებათ ბუკები, პირველივე სემესტრში უნდა ისწავლებოდეს ყველა ის უნარი, რაც დასჭირდება მოსწავლეს 1-4კლასში, თუ ეს ნახევარი სემესტრი საკმარისი არ არის, ანუ ვთქვათ მესამე კლასში ვებ გვერდზე შესვლა სჭირდებათ და პირველ კლასში არ უსწავლიათ, მაშინ მსგავსი რაღაცები კიდევ რომელიმე კლასში უნდა დაემატოს 

პირველ კლასში თუ მენეჯმენტის (კლასი მართვის) პრობლემაა, მაშინ  ის ასოების სწავლაც ამოვიღოთ?

ახლა პრობლემა, ვინ ასწავლოს.
აუცილებლად დაწყებითის პედაგოგმა. აუცილებლად. (იგივე პრობლემა შეექმნა უცხო ენის სწავლებასაც) და მაშინ არ იქნება დაჯექი, ნუ ხმაურობ, ვაი რა ვქნა პრობლემები. ისტის პედაგოგისთვის მენეჯმენტი ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა იქნება, ისტის პედაგოგები ყოველთვის არგუმეტად მოიტანენ რომ ეს ბავშვები ადგილზე ვერ ისვენებენ, მაგრამ დაწყებითის პედაგოგმა იცის მათი ყურადღების კონცენტრირების წამლები....  და ვიანიდან მათ გავლილი აქვთ ისტ ტრენინგები, ადვილად გაართმევენ თავს პრობლემას -- ბავშვებს ელემენტარული ოპერაციები ასწავლონ.

რაც შეეხება ელემენტარულ ოპერაციებს, ნუ გამოვალთ იმ მითიდან, რომ ესენი ბავშვებმა ისედაც იციან, და ბავშვებმა მასწებზე უკეთ იციან. მათ არ იციან ელემენტარული საქაღალდის შექმნა, ან კომპიუტერი როგორ უნდა გამოირთოს. მართალია, რომ ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ ეს იციან. მაღალ კლასებშიც კი მოსწავლეთა ალბათ 90% თავისუფლად შედიან ფეისბუკზე, მაგრამ იგივე 90% მეხუთეკლასელი სიტყვას ვერ გაამუქებს.....  

ამასგარდა  თბილისიგან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციააა რეგიონებში. ჩემი მოკრძალებული გამოკითხვით, (ახლობელ პედაგოგებში გაკითხვით) უკეთეს სიტუაციაში მხოლოდ მოსწავლეთა 30% აქვს ბუკამდე კომპიუტერთან შეხება. შესამისად როგორ ფიქრობთ, ქართულის მასწავლებელი, რომლემაც დღეს ასო ხ უნდა ასწავლოს და რომლის მოსწავლეთა გინდა 50%-მა კომპიუტერის ჩართვა არ იცის, რატომ მიიღებს გადაწყვეტილებას, მოდით ბავშვებო კომპიუტერზე ვნახოთ.... თუნდაც 4 მოსწავლე ყავდეს კლასში, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ჩართავს და ვერ მიყვება ინსტრუქციას, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ასო ხ-ს შესწავლას, სანამ ამათ კომპს გაუმართავს, მანამდე სხვები თამაშებს ჩართავენ და ა.შ.......

(ამწუთას მომწერეს 1-1 სკოლაში წლევანდელ (2015) 16 პირველკლასელიდან მხოლოდ 2 ჰქონდა კომპი სკოლამდე. ვინც წელს მოვა 18 დან 4 აქვს)
მოკლედ პირველ კლასშივე უნდა ისწავლებოდეს თუნდაც ეგ კლასის მართვა....


შემდეგი სიტუაცია
თუ ეს საგანი ამოღებული იქნება,. პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება რომ ბუკებით სწავლება არაა მნიშვნელოვანი. ბევრიც ნიშნისმოგებით დაიწყებს, აი ხომ ვამბობდი, არაა ბუკი საჭირო, ვიღაცა მიხვდა ეტყობა და ამოიღესო....

შედეგად ბუკების ჯგუფის მთელი შრომა წყალში ჩაიყრება და გამოვა რომ ამდენმა ხალხმა ტყუილად იშრომა. მანდ ისედაც მძიმე სიტუაციაა, და არამგონია ისტის გაუქმებამ პირველ კლასში სასრგებლოდ იმოქმედოს ამ სიტუაციაზე

და ბოლოს, მე არ მინდა განათლებას შემოვრჩე იმ ტრენერად, ვინც მხარი დაუჭირა ისტ-ის ამოღებას. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებააა და ყველანაირად წამგებიანი


რომ შევაჯამო ჩემი მოსაზრება: ყველაზე ოპტიმალური და  გამართლებული იქნება 

1. გამჭოლ კომპეტენციებშიც დაემატოს, ძირითადი საგნების სტანდარტებშიც (ცალკე მათემატიკაში, ქართულში, ბუნებაში) და ცალკე საგნადაც ისწავლებოდეს. ვფიქრობ ერთი მეორეს არ უშლის ხელს 
   

მეორე უარესი
დარჩეს ცალკე საგნად


მესამე კიდევ უფრო უარესი

დაემეატოს გამჭოლ კომპეტენციად


ცალკე გავაგრძელებ მაღალ კლასებში სწავლებაზე და კიდევ ცალკე პროგრამირება ალგორითმიზაციაზე



2015 წელს გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები (პირველი დღე) მეორე ნაწილი

ნახეთ ჩემი ვარიანტები (ესენი მხოლოდ ჩემი ვარიანტებია და მოსაზრებები. ნუ მიიღებთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, უბრალოდ მე ვეცდები ცემი აზრი დავიცვა, თუმცა აბსოლუტურად ღია ვარ საპირისპირო მოსაზრების განსახილველად და შესაძლოა მისაღებადაც....  გთხოვთ კომენტარებში გამოხატოთ თქვენი პოზიციები

აქ არის 12-21 კითხვების პასუხები და კომენტარები. დანარჩენი  ნახეთ აქ . აგრეთვე ნახეთ თესტები და სწორი პასუხები შეფასების სქემასთან ერთად

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი I ვარიანტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი II ვარიანტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - შეფასების სქემა

კითხვა  12


პირველ ელექტრონულ კომპიუტერს ერქვა:

(ა) Macintosh
(ბ) IBM
(გ) BESM
(დ) ENIAC  

ენიაკზე მუშაობა 1945 წელს დაამთავრეს ამერიკელებმა. ის რამდენიმე ოთახში განლაგებული ვეებერთელა და უამრავი კაბელისგან თუ ნათურისგან შემდგარი მოწყობილობა იყო...  მაკი 84 წელს შეიქმნა და გრაფიკული ინტერფეისი ჰქონდა --საკმაოდ მძლავრი შესაძლებლობები პირველი კომპიუტერისთვის... IBM ფირმაა, რომელმაც 1981 წელს IBM PC კომპიუტერი გამოუშვა. ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი. PC სწორედაც პერსონალურობას აღნიშნავს...  BESM ახლა გავიგე პირველად რუსული რაღაც ყოფილა. 2009 წლის სურათი რომ დევს სტენკა მეგონა

სწორი პასუხია (დ)





კითხვა  13

ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაშია დალაგებული საოფისე კომპიუტერის მეხსიერების ტიპები მოცულობის კლების მიხედვით?
(ა) CPU Cache > HDD > RAM > VIDEO RAM
(ბ) HDD > RAM > CPU Cache > VIDEO RAM
(გ) RAM > HDD >VIDEO RAM > CPU Cache
(დ) HDD > RAM > VIDEO RAM > CPU Cache

იმიტომ რომ  აი ეს არის სულ რაღაც OEM პარტნიორთან 400$ იანი პროცესორი. თუ გინდათ, ჩემი უღიმღამო ცხოვრება, გააფერადოთ, მაჩუქეთ და საქართველოში პირველს მე მექნება ეგეთი პროცესორი.

ხოდა ოფიციალურ სპეციფიკაციაში მე-4 ხაზზე ამ პროცესორს უწერია რომ შაჭკალი 6მბ აქვს.

რაც შეეხება ჩემს ვიდეოკარტას (თამად შემიძია გავიმარიაჟო)

ყუთზეც აწერია 2გბ გრაფიკული DDR5 ტიპის მახსოვრობა აქვს


კითხვა  14

რატომ ჩქარდება კომპიუტერის მყარი დისკი დეფრაგმენტაციის შედეგად? დეფრაგმენტაციის დროს: (ა) დისკზე ჩაწერილი ფაილები ერთ, უწყვეტ თანმიმდერობაში ლაგდება, რაც ამცირებს დისკწამკითხავის მაგნიტური თავაკის გადაადგილებათა რაოდენობას და ფაილის ჩაწერა/წაკითხვისთვის საჭირო დროს.
(ბ) დისკი თავისუფლდება არასასურველი/დაზიანებული ფაილებისაგან, რაც ამცირებს ოპერაციული სისტემის დატვირთვას და აჩქარებს დისკწამკითხავის მაგნიტური თავაკის მოძრაობის სიჩქარეს.
(გ) დისკზე არსებული ინფორმაცია იკუმშება და ნაკლებ მოცულობას საჭიროებს, გამოთავისუფლებული მოცულობის ხარჯზე კი შესაძლებელი ხდება დისკწამკითხავის თავისუფლად/დაუბრკოლებლად მუშაობა.
(დ) ფიქსირდება და იბლოკება დისკზე არსებული ხარვეზები, რაც ავიწროვებს დისკწამკითხავის მაგნიტური თავაკის გადაადგილებათა არეალს და დაბრკოლებების დაძლევაზე სისტემა დროს აღარ კარგავს.

თვითონ კითხვაშია პასუხი და შესაბამისად დამატებითი კომენტარი არცაა საჭირო


კითხვა  15

სერტიფიკატის ვიდეო

სერტიფიკატი არის სპეციალური ფაილი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომ დაშიფრულ და უსაფრთხო კავშირს ისეთ ვებ გვერდებთან, სადაც მოითხოვება ავტორიზაცია. ყველა ასეთ საიტს საკუთარის სერტიფიკატი აქვს. ეს რაც დანამდვილებით ვიცი სერტიფიკატზე.

(ბოდიში ინგლისურ ტექსტზე)
When an SSL certificate is installed on a website, you can be sure that the information you enter (contact or credit card information), is secured and only seen by the organization that owns the website.

აქაც არის ბრაუზერზე საუბარი, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ იმაზე, რომ თავსებადია თუ არა ბრაუზერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის გადასაცემად. (ანუ აღიქვამს თუ არა ბრაუზერი დაშიფრული სახით მოწოდებულ ბრძანებებს და უზრუნველყოფს თუ არა მათ უსაფრთხოებას)

შესაძლებელია მოცემული კითხვა არაკორექტულად იყოს თარგმნილი. „ბრაუზერი სერტიფიცირებულია“ ჩემთვის ეს სიტყვათწყობა აღიქმება ვთქვათ ოფისი მაქვს, ნაყიდი და ლიცენზიებულია და ა.შ.

ვინაიდან ბრაუზერებს არანაირი ლიცენზია და სერტიფიცირება არ სწირდება, ეს პასუხი არასწორად ჩავთვალე

ნამდვილად არ ვიცი სერტიფიცირების მექანიზმი როგორ მუშაობს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბრაუზერი ვერ ჩაერევა ამათუიმ სერვერზე არსებული ინფორმაციის საიმედოობაში, დაცულობაში და უსაფრთხოებაში.

მეორე მხრივ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რატომაც, არა, აი ჩვენ გვაქვს, უსაფრთხო სერვერების სია....

დასკვნა: მე ჯერჯერჯობით ჩემს აზრზე ვრჩები და მას ვიცავ

მადონას კითხვა იყო:
შეიძლება საჭირო საიტზე შედიოდე მაგრამ სერთიფიკატი არ იყვეს შემოწმებული, ანუ ბრაუზერი გატყობინებს რომ ამ საიტთან დაშიფრული, ანუ უსაფრთხო კავშირი ვერ შედგება და ეხლა შენ ამოირჩიე შეხვალ მაინც თუ არაო

პასუხი ასეთია, ბრაუზერის დანიშნულებაა სერვერიდან წამოსული HTML კოდების ინტერპრეტირება მოახდინოს. მაგის საქმე არაა ბალი 10 შაური....




კითხვა  16

სისტემური ფაილის pagefile.sys დანიშნულებაა:
(ა) კომპიუტერის მუშაობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიული მეხსიერების შიგთავსის ჩაწერა. 
(ბ) კომპიუტერის Sleep რეჟიმში გადასვლისას ოპერატიულ მეხსიერებაში მოთავსებული მონაცემების შენახვა.
(გ) კომპიუტერის Hibernate რეჟიმში გადასვლისას ოპერატიულ მეხსიერებაში მოთავსებული მონაცემების ჩაწერა.
(დ) ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის დასაჩქარებლად გარკვეული სისტემური მონაცემებისა და დრაივერების შენახვა.

pagefile.sys ამის დანიშნულებააა დაეხმაროს ოპერატიულ მახსოვრობას და მისი გადავსების შემთხვევაში ინფორმაცია შეინახოს ამ ფაილში.

მაგალითი. ფოტოშოფს აქვს მა ფაილის კონფიგურირების საშუალება (ანუ ეს ფაილი C:\ დისკზე არ იყოს შენახული, და შეინახოთ იმ დისკზე სადაც მეტი ადგილია. მაგრამ ამას კონფიგურაციებში ძრომა უნდა).

როცა ფაილის დამუშავებას იწყებთ, ხსნით ახალ-ახალ შრეებს და ა.შ. უცებ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება, რომ C:\ დისკზე ადგილი არ გყოფნით.

თუ ჩვეულებრივი მეთოდით C:\ დისკზე არსებულ ყველა ფაილს და საქაღალდეს დააჯამებთ (ერთად მონიშნავთ და მარჯვენა კლავიშით Property დააწვებით, ნახავთ რომ c:\ დისკზე დაკავებული მეგაბაიტები არ ემთხვევა ფაილების და საქაღალდებების მონაცემებს. სწორედაც იმიტომ რომ ეს პეიჯფაილი c:\ ამ ადგილასაა განთავსებული, სისტემური ფაილია და არ ჩანს ეგ ორბიტიანი, ეგა...


კითხვა  17

FTP წარმოადგენს:
(ა) პროგრამის ავტომატური განახლების მეთოდს
(ბ) ფაილების გადაცემის პროტოკოლს
(გ) მონაცემთა დაშიფვრის მეთოდს
(დ) ელექტრონული ფოსტის გაგზავნა-მიღების პროტოკოლს

FTP წარმოადგენს:  (ბ) ფაილების გადაცემის პროტოკოლს. წარმოადგენს  ამ სიტყვების აბრევიატურას File Transfer Protocol.  კიდევ ცნობილია: HTTP, Telnet, (ეუფ, რა დრო გამახსენდა...), POP, SMTP, IMAP  და ა.შ.......



კითხვა  18

ვინდოუს ექსპლორერი (Windows Explorer) ერთ FAT32 ფაილური სისტემის ფოლდერში აჩვენებს ერთნაირი დასახელების ორ ფაილს. ეს შესაძლებელია თუ:
(ა) ფაილების სახელები განსხვავდება დიდ-პატარა ასოებით (მაგ.: file და fiLE).
(ბ) ერთნაირი დასახელების ფაილები შექმნილია სხვადასხვა დროს.
(გ) ამ ფაილების გაფართოება (extension) დაფარულია და ჩანს მხოლოდ მათი სახელები. 
(დ) ერთნაირი დასახელების ფაილები შექმნილია სხვადასხვა მომხმარებლის მიერ.


Windows Explorer) ერთ FAT32 ფაილური სისტემის ფოლდერში არ შეიძლება ერთიდაიგივე სახელით 2 სხვასასხვა ფაილი არსებობდეს. (დაახლოებით ისეთი აკრძალვაა, 2 დათო მალანია ერთ ოთახში არ შეიძლება იყოს). ფაილის სახელში შესაძლებელია გამოყენებული იყოს ლატინური ანბანის მთავრული და ნუსხური სიმბოლოები, მაგრამ მათი დარჩევა არა ხდება. ამიტომ თუ როიმელიმე საქაღალდეში არსებობს ფაილი eka.docx,  ყველა შემდეგიო კომბინაციით
EKA.docx,
eKA.docx
ekA.docx
eka.docx
Eka.docx
EKa.docx  (მედია რამე არ გამომრჩა,)

 ახალი ფაილის შექმნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდება. როგორც ცნობილია, ექსლორერს აქვს ფუნქცია არ უჩვენოს ამოცნობილი (ასოცირებული) ფაილების ტიპები. შესაბამისად როგორც ჩანს ართდაიგივე დასახელებიან ფაილებს სხვადასხვა გაფართოება აქვთ. მაგალითად ერთი არის ტექსტური ფაილი და ქვია saqartvelo.docx, მეორე არის პრეზენტაცია სქართველოზე და ქვია saqartvelo.pptx მესამე კი შეიძლება იყოს ექსელის სახრილები საქართველოზე. ფაილის სახელი კი saqartvelo.xlsx. თუ ამ ფაილებს გაფართოებას დავუმალავთ, აღმოჩნდება, რომ ყველა ფაილს saqartvelo ჰქვია....

კითხვა  19

NAS წარმოადგენს ქსელში ჩართულ მოწყობილობას, რომლის დანიშნულებაა:
(ა) შიდა ქსელში ჩართული კლიენტების დაცვა ინტერნეტიდან წვდომისაგან.
(ბ) კლიენტებისთვის ინტერნეტის წვდომის კვოტების დაყენება.
(გ) კლიენტების დაშვება თავის ფაილურ სისტემაზე. (დ) კლიენტების დაშვება საერთო პრინტერ(ებ)თან.

(გ) მგონია სახელიდან გამომდინარე


კითხვა  20

დავალება 20 ATX სტანდარტი განსაზღვრავს სტანდარტს:
 (ა) ლეპტოპისთვის
(ბ) სერვერული კომპიუტერისთვის
(გ) დედა-პლატისთვის 
(დ) პროცესორისთვის (CPU)

კვების წყაროს დედადაფასთან მიერთების ფორმ ფაქტორია -- ის განსაზღვრავს ფეხების რაოდენობას, სპეციალური ჭდეების ფორმას (რომ უკუღმა ვერ ჩასვა), განსაზღვრავს ძაბვის თანმიმდევრობას თითოეულ ფეხზე და ა.შ.

კითხვა  21

კომპიუტერის MAC მისამართს განსაზღვრავს:
 (ა) ქსელის ბარათი 
(ბ) კომპიუტერის გეოლოკაცია
(გ) პროცესორი (CPU)
(დ) ინტერნეტ-პროვაიდერი


მხოლოდდამხოლოდ ქსელის ბარათის ჩიპებს გააჩნიათ უნიკალური  MAC მისმართი. დღეისთვის ყველა მაზერი აღჭურვილია ქსელის ბარათის ბუდით  -- ანუ ქსელის ბარათი და შესაბამისად MAC მისამართიც ინტეგრირებულია მაზერში. გამოდის რომ მაზერი? მაინც ქსელის ბარათი უპასუხეტ, თორემ შეცდომად ჩაგითვლიან. არადა.....




დანარჩენი კითხვები ნახეთ აქ 

გუგული ახალი ლოგო

პირველი სექტემბრიდან გუგლს ახალი ლოგო აქვს. მოგეწონებათ, უფრო სადა და უფრო ფერადი

ჩემი თუ არ გჯერად ნახეთ ვიდეო

ეს კი ბლოგის ინფორმაცია (ინგლ)

2015 წელს გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები (პირველი დღე)

naec.ge დაიდო ისტ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის დროს გამოყენებული ტესტების ნიმუშები.
შეგიძლიათ იხილოთ


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი I ვარიანტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი II ვარიანტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - შეფასების სქემა




ნახეთ ჩემი ვარიანტები (ესენი მხოლოდ ჩემი ვარიანტებია და მოსაზრებები. ნუ მიიღებთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, უბრალოდ მე ვეცდები ცემი აზრი დავიცვა, თუმცა აბსოლუტურად ღია ვარ საპირისპირო მოსაზრების განსახილველად და შესაძლოა მისაღებადაც....  გთხოვთ კომენტარებში გამოხატოთ თქვენი პოზიციები




პირველი დღის დავალების სწორი პასუხები


ჩასწორება 2 :)





განმარტებები

კითხვა  1
 24 დუიმიანი მონიტორი ნიშნავს მონიტორს, რომლის:
(ა) ეკრანის სიგრძეა 24 დუიმი.
(ბ) ეკრანის სიმაღლეა 24 დუიმი.
(გ) ეკრანის დიაგონალია 24 დუიმი.  (განმარტება რაღათ უნდა?)
(დ) მაქსიმალური განზომილებაა 24 დუიმი


კითხვა  2
 
ოპერაციული სისტემა Windows-ის მქონე ერთ კომპიუტერზე ორ მომხმარებელს არ შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი:
(ა) აუთენტიფიკაციის სახელი   
(ბ) აუთენტიფიკაციის პაროლი
(გ) დაშვების/წვდომის არეალი
 (დ) ქსელის პარამეტრები

დედამიწაზე უამრავი ადამიანი შეიძლება იყენებდეს პაროლად შემდეგ კომბინაციას 12345678 . ნახეთ ჩემი პოსტი „უაზრო პაროლები“ და ნახავთ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს ამ პაროლს. ერთიდაიგივე ფაილზე შეიძლება წვდომა ჰქონდეს უამრავ ადამიანს და ერტ კომპიუტერზე შეიძლება ქსელიდან (ინტერნეტიდან) მონაცემებზე და მოწყობილობებზე იყოს წვდომა, მაგრამ ქსელის პარამეტრები ყველასთვის იქნება ერთნაირი, მაგალითად, გარე IP.


პს. ამ კითხვასთან მიმართებაში მგონია რომ განმარტებული უნდა იყოს დროის ერთდაიგივე მონაკვეთია ნაფგულისხმევი თუ არა და მომხმარებელში რა იგულისხმება (კითხვიდან გამომდინარე რატქმაუნდა ეს არის USER), მაგრამ.....


კითხვა  3

 
კომპიუტერის Shut down-ის გარეშე გამორთვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, რომელ კომპონენტზე იკარგება ინფორმაცია?

(ა) DVD დისკზე
(ბ) მყარ დისკზე
(გ) ფლეშ ბარათზე
(დ) ოპერატიულ მეხსიერებაზე

დარწმუნებული ვარ, ამ კითხვის სწორ პასუხად ნაგულისხმევია (დ) ვარიანტი, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა DVD დისკზე ვწერ ინფორმაციას და უიუპიესო კომპზე შუქი წავიდა რა მოხდება? ვფიქრობ ინფორმაცია „ჩვეულებრივად დაიკარგება“  :). აგრეთვე ნუთუ არაფერი იკარგება მყარ დისკზე? მაგალითად თუნდაც იგივე ცოტა ქვემოთ ნახსენებ pagefile.sys-ში? ვფიქრობ რომ იქცა რაღაც იკარგება. ვფიქრობ კი არა ძალიან მწარედ მახსენდება დასაბეჭდად გამზადებული ჟურნალ „ბომონდის“ პირველი გვერდი, რომელიც ზუსტად  Shut down-ის გარეშე გამორთვას ემსხვერპლა და კიდევ უამრავი რამ გაიყოლა თან....

მაგრამ ოპერატიული მეხსიერება მაინც ოპერატიული მეხსიერებააა და გთხოვთ ეს პასუხი მიიღოთ უალტერნატივოდ.....    

კითხვა  4
 რომელი არ წარმოადგენს ინტერნეტ ბრაუზერს?
(ა) Google Chrome  (რას ამბობთ, ჩემი საყვარელი ბრაუზერია, აბა ჩემი ავატარი ნახეთ)
(ბ) Dropbox (აზრზეც არააა, რა არის ბრაუზერი) ინტერნეტში ფაილების შენახვის სერვისია მხოლოდდამხოლოდ
(გ) Firefox დიდი თავადი, წმინდა სისხლის ბრაუზერი, თვით Netscape Navigator (ხსოვნა იყოს) პირდაპირი მემკვიდრე....
(დ) Opera ნუ ესეც ბრაუზერია....

(ფაქტია რომ ამ კითხვამ დიდად გამახალისა)



კითხვა  5
 რომელია პრინტერის გარჩევისუნარიანობის (resolution) საზომი ერთეული?
(ა) GHZ
(ბ) DPI (სხვების გაშიფრვა არ ვიცი, და ამაზე ვიცი რომ იშიფრება როგორც Dot Per Inch წერტილების რაოდენობა ერთ კვადრატულ ინჩზე (ამერიკული სიგრძის საზომი ერთეული). ადრე იყო 300dpi იანი პრინტერები, ახლანდელი ლაზერული პრინტერების უმეტესობას შეუძლია დაბეჭდოს 1200 dpi ხარისხით, მაგრამ ნაგულისხმევ რეჟიმში ბეჭდავენ 600dpi რეზოლუციით. ტექსტზე სხვაობა შეუიარარებელი თვალით შეუმჩნეველია, ხოლო გრაფიკაზე შესამჩნევი. ასევე 1200dpi -ით ბეჭდვას 600 წერტილთან შედარებით გაცილებით მეტი (დღეს ალაბათ რამდენიმე ათეული წამით) დრო სჭირდება....
(გ) HPI
(დ) FPI

კითხვა  6
 
ინტერნეტთან წვდომის რომელი ტექნოლოგია გამოირჩევა მაქსიმალური შესაძლო სიჩქარით?
(ა) 4G-LTE - მობილური მონაცემების გადაცემის ტექნოლოგია
(ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია 
(გ) DSL - ციფრული სააბონენტო ხაზი
(დ) თანამგზავრული (სატელიტური) კავშირი

(ა)
Fourth generation (4G) from 2006:
Speeds in Mbit/sdownup
HSPA+21–6725.8–168
Mobile WiMAX (802.16)37–36517–376
LTE100–30050–75
LTE-Advanced:
• moving at higher speeds100 Mbit/s
• not moving or moving at lower speedsup to 1000 Mbit/s
MBWA (802.20)80 Mbit/s
(გ) DSL არსებობს სხვადასხვა სახით. საქართველოში ფართოდ იყენებენ ADSL ტექნოლოგიას, მაგრამ ყველაზე უკეთეს ვარიანტში DSL პიკი არის 100მბ/წმ
(დ) მონაცემთა გადაცემა  2 kbit/s დან 1 Gbit/s მდე ჩამოტვირთვისას და 2 kbit/s-დან  10 Mbit/s-მდე ატვირთვისას.

რაც შეეხება ოპიკურ-ბოჭკოვან შეერთებას, ჭორაობენ, რომ ზღვარი არ არსებობსო  :)  ასეა თუ ისეა, სანდო წყაროდან მომისმენია, რომ 2009 წელს ბელის ლაბორატორიამ 155 არხის მულტიპლექსირებით 7 000 კილომეტრზე 15,5 ტ ე რ ა ბ ი ტ ი წ ა მ შ ი (ერთ წამში)  :) სიჩქარით მონაცემტა გადაგზავნა შეძლო.......

კითხვა  7
 რომელი წარმოადგენს IP მისამართს?
(ა) 192.168.0.15
(ბ) google.com
(გ) 128-17.36-5
(დ) info@gmail.com


IP-მისამართი წარმოადგენს 32-ბიტურ (IPv4 ვერსიით) ან 128-ბიტურ (IPv6 ვერსიით) ორნიშნა რიცხვს. IP-მისამართის ჩაწერის მოხერხებულ ფორმას წარმოადგენს ოთხი ათობითი რიცხვი (0-დან 255-მდე), დაყოფილი წერტილებით, მაგ. 192.168.0.1. (ან 128.10.2.30 — მისამართის წარმოდგენის ტრადიციული ათობითი ფორმა, ხოლო 10000000 00001010 00000010 00011110 — იგივე მისამართის ორობით ფორმაში წარმოდგენა).

მხოლოდ ასეთი მწირი ინფორმაცია მოვიპოვე IP მისამართის შესახებ ქართულ ინტ. სივრცეში. არა, რა აქ ჯაან ბნელა


კითხვა  8



მკვდარ პიქსელს უწოდებენ:
(ა) მყარი დისკის ადგილებს, რომლებზეც ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ვეღარ ხდება.
(ბ) წერტილებს მონიტორზე, რომლებიც დამახინჯებულად ასახავენ ფერს. 
(გ) ნაბეჭდის წერტილოვან ხარვეზებს.
(დ) არც ერთ ზემოთ მოყვანილს.

ნათქვამია თითო გიჟი ყველა სოფელს ჰყავსო, ამ გამოთქმის სხვადასხვა ინტერპრეტაციებიცაა... ასეა თხევადკრისტალური მონიტორების შემთხვევაშიც. მათ უამრავი კარგი რამ აქვთ. პირველ რიგში არ აქვთ რადიაციული გამოსხივება!!!! მაგრამ ერთი მოურჩენელი ჭირი სჭირთ მკვდარი პიქსელები (და ცხელი პიქსელები). აი დამახინჯებულად ასახავენ ფერს ცოტა მსუბუქად ნათქვამია. დამახინჯებულად კი არა საერთოდ ვერ ასახავენ ვერაფელს...   რაც შეეხება მყარი დისკის დაზიანება Bad Sectors ჰქვია და მისი მონიშვნა Checkdisk უტილიტის დახმარებით ხდება. მკვდარ პიქსელებს მონიტორზე ვერაფერი შველის. მტრისას თუ გამრავლება დაიწყო, ხოლო bad sectors-ებს აღნიშნული პროგრამით უმკურნალებთ....(აქაც თუ გამრავლება დაიწყო სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ ეგ ვინჩესტერი)


კითხვა  9


ქართული wikipedia-s ვებ-მისამართია:
(ა) wikipedia.ge
(ბ) ka.wikipedia.org
(გ) ge.wikipedia.org
(დ) wiki.ge
(ა) და (დ) ვარიანტები გამორიცხულია, ვინაიდან ვიკი კლასიკური  .org ტიპის რესურსია. ამას გარდა, .ge ზონაში რეგისტრაციას კიდევ თავისი წესები და რეგლამენტი აქვს.... მოკლედ ეს ორი ვარიანტი გამოვრიცხეთ. ge.wikipedia.org შეიძლება დაფიქრებად ღირდეს, მაგრამ გაიხსნეთ ვინდოუსზე კლავიატურის გადამრთველი მანდ არის წარწერა ka. ka ანუ კართული არ მეკერკება. ჩემსავით ამ საქართველოს უამრავი სახელი ჰქვია, გრუზია, ჯორგია, გეორგია, საქართველო....
ამ კითხვითაც ვერ გავიგე, რომლი უნარი შეფასდა...




კითხვა  10

FF წარმოადგენს:
(ა) რიცხვს ორობით სისტემაში 
(ბ) რიცხვს რვაობით სისტემაში 
(გ) რიცხვს ათობით სისტემაში 
(დ) რიცხვს თექვსმეტობით სისტემაში

ძალიან კატეგორიული ტონით ნათქვამი კითხვააა. ლაივში რომ ეკითხათ, ვიტყოდი ტონს დაუწიე გენაცვალე....  მე მსგავს სტიმულს ასე ცამოვაყალიბებდი FF შესაძლოა იყოს რიცხვი.... რაც შეეხება განმარტებას შემდეგ ბმულზე ნახეთ მთელი ამბები თვლის თექვსმეტობით სიტემაზე &nbsp





კითხვა  11

დისკიდან ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაციის დროს კომპიუტერი, პირველ რიგში, უნდა მიმართავდეს CD-ROM-ს. ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტია პასუხისმგებელი ამ ოპერაციაზე? 
(ა) BIOS 
(ბ) Control Panel 
(გ) My Computer 
(დ) C:\Windows\sys32\drivers

მკლავს ეს კატეგორიული იმპერატივის ტონი....  თითოს Windows ინსტალაცია სრულიად შეუძლებელია USB მოწყობილობიდან... ხო მაგრამ USB-ზე მიმართვაც BIOS ში უნდა ჩაირთოს, მომიგებენ მავანნი.
ჰმ
და ვინჩესტერიდან დაინსტალირებული ვინდოუსი ვერ ვინდოუსობს თუუუუუუ....
აი დანარჩენი დესკრიპტორები კი აშკარად ვერაფერი ხურმაა CD-ROM მოწყობილობაზე მიმართვის დროს,
ხო მართლა CD-ROM, CD-ROMMMMMM, ნეტაი, რომელ ვერსიას აინსტალირებდა ამ კითხვის ავტორი....




კითხვები 12-21 ნახეთ ამ პოსტში. ცაკლე გადავიტანე რომ 2ჯერ არ მოგიწიოთ კითხვა,
ჰეჰ, წევეი, წევეი, მზე ამოვიდა, და მეც გავამზეურო ჩემი ბებერი ძვლები..... საათზე 7:14 წუთია, მოგვიანებით გავაგრძელებ....
ჰმკითხვა  12



 

კითხვა  13
 

კითხვა  14
 

კითხვა  15
სერტიფიკატის ვიდეო


კითხვა  16
 


კითხვა  17
 


კითხვა  18
 


კითხვა  19
 


კითხვა  20
 


კითხვა  21
 



კითხვა  22


პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ფიგურების ამოცნობა-აღწერას სწავლობენ, მასწავლებელმა პროგრამაში Paint სამუშაოდ მოამზადა ოთხი სხვადასხვა დავალება. მოცემული დავალებებიდან რომელია ყველაზე მარტივი?



ყველაზე მარტივი რათქმა უნდა მაუსით მონიშვნაა. ვინც ამას ვერ ახერხებს, სხვა დავალებებს საერთოდ ვერ გაართმევს თავს (მიაქციეთ ყურადღება გამუქებულ კითხვას „ყველაზე მარტივი“ 


კითხვა  23

ერთ-ერთმა მოსწავლემ პეპელა და კოღო ფრინველების კატეგორიას მიაკუთვნა და ფრინველებისა და მწერების კატეგორიებში ცოცხალ არსებათა განსხვავებული რაოდენობები მიიღო.


ჩამოთვლილთაგან რომელშია წარმოდგენილი ამ შეცდომის ყველაზე ადეკვატური ახსნა?

(ა) ცნობილია, რომ 6-7 წლის ბავშვებს უჭირთ ისეთი ობიექტების დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ორი ან მეტი ნიშნით.

(ბ) ამ ასაკის ბავშვები დასკვნებს აკეთებენ თვალსაჩინო მახასიათებელზე დაყრდნობით, მათი აზროვნება კონკრეტულ-თვალსაჩინო ხასიათს ატარებს.

(გ) ამ ასაკის ბავშვებმა ჯერ კიდევ არ იციან კარგად თვლა, შეცდომებს უშვებენ საგანთა გადათვლის დროს.

(დ) ცნობილია, რომ 6-7 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ციფრსა და რაოდენობას შორის მიმართების დამყარების უნარი

(ა) არ არის სწორი პასუხი, იმიტომ  რომ მანქანას და ძროხას ამ ასაკის ბავშვები ასხვავებენ. (გ) პასუხიც არასწორია, რადგან თვლა იციან. (დ) ესც არასწორია, რადგან ბავშვებს ამ დავალების შესასრულებლად ციფრსა და რაოდენობას შორის მიმართების ცოდნა არ სჭირდებოდა

გამოდის  (ბ)


კითხვა  24

წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელმა მეექვსეკლასელებს უნდა აუხსნას საკითხი: „კომენტარები ტექსტურ რედაქტორში Microsoft Word“. ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედება შეუწყობს ხელს ყველაზე მეტად მოსწავლეების მიერ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერებას?

(ა) მასწავლებელმა მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვა: „იცით, რა არის კომენტარი და როდის არის ის საჭირო?“ ამასთან, სთხოვა მათ მოეყვანათ მაგალითები.

(ბ) მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა ტექსტი, რომელშიც უკვე ჩასმული იყო კომენტარები და ჰკითხა, თავად თუ შეძლებდნენ ასეთი მინიშნებების/ კომენტარების გაკეთებას.

(გ) მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგა ამობეჭდილი ტექსტი, რომელშიც დაშვებული იყო შეცდომები და სთხოვა აღმოჩენილი შეცდომების გასწორება განსხვავებული ფერის კალმით.

(დ) მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა ტექსტი, რომელშიც დაშვებული იყო შეცდომები და სთხოვა, ემსჯელათ აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ საკუთარი მოსაზრების იმავე დოკუმენტში დაფიქსირების ხერხებზე.





აქაც 22-ე კითვის მსგავსად კითხვა ბოლომდე უნდა წაიკითხოთ, ეს გამოცდაა, რაღაცას მზაკვრულად გეკითხებიან  :)

გამუქებულია ყველაზე მეტად! (დ)  პასუხში ბავშვები ყველაზე მეტ ვარიანტს განიხილავენ და ნახავენ... შემდეგ აღმოაჩენენ რომ აი ეს არის კომენტარი... ვაშააა!

პირველ ვარიანტში მასწავლებელმა კითხვა დასვა, და მაგალითად ვერცერთმა მოსწავლემ რომ ვერ თქვას, რა არის კომენტარი, ვერცერთმა ვერანაირი მაგალითი რომ ვერ მოიტანოს?




კითხვა  25
   
მასწავლებლის მიზანია მეხუთე კლასის მოსწავლეებს ასწავლოს გრაფიკულ რედაქტორში Paint ინტეგრირებული ფიგურების დახმარებით ფერადი ნახატების შექმნა. მიზნის მისაღწევად რა სახის წინასწარი ცოდნა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს? მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:

(ა) ფიგურისა და მისი კონტურის (outline) თავისებურებების შერჩევა/შეცვლა; ფონის ფერის შერჩევა.

(ბ) ნახატის და/ან სასურველი მონაკვეთის მონიშვნა, მისი ზომის შეცვლა, სასურველი მონაკვეთის ამოჭრა/წაშლა.

 (გ) სახატავი და გაფერადების ინსტრუმენტების (pencil; eraser; fill with color) გამოყენება; ასევე ფაილის გახსნა და შენახვა.

 (დ) ფიგურის/ნახატის მონიშვნა და სასურველი მიმართულებით გადანაცვლება/ შებრუნება


აქ ითხოვენ წინარე ცოდნას. ფაილის გახსნა და შენახვა თუ არ იცის, მითითებულ დავალებას, კერძოდ „ფერადი ნახატის შექმნას“ ვერანაირად ვერ შეძლებს. დანარჩენ დისტრაქტორებში მოცემული პასუხი ახლა უნდა ასწავლოს და ასეთი რაღაცები არ უნდა იცოდნენ...


კითხვა  26
   
შემეცნებით კომპიუტერულ თამაშში უკან დაბრუნების ფუნქციაზე მისანიშნებლად მასწავლებელმა პირველკლასელებს შემდეგი მითითება მისცა: ,,დააჭირეთ ისარს, რომელიც ეკრანზე მარჯვენა ზედა კუთხეშია მოთავსებული და მარცხნივაა მიმართული.“ მოსწავლეთა უმრავლესობამ ეს მითითება სწორად ვერ შეასრულა. ჩამოთვლილთაგან რომელშია წარმოდგენილი მოსწავლეთა შეცდომის ყველაზე ადეკვატური ახსნა? ამ ასაკში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული:

I. სივრცითი მიმართებების (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) ერთმანეთისგან გარჩევის უნარი.
II. ვიზუალური სიმბოლოების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი.
III. სიტყვიერი მითითებების გაგებისა და შესრულების უნარი.

(ა) მხოლოდ I

(ბ) მხოლოდ I და II

(გ) მხოლოდ II და III

(დ) მხოლოდ III

დავიწყოთ ბოლოდან: სიტყვიერ მითითებებს იგებენ, რა სისულელეა  :)  ამიტომ (გ) და (დ) გამოირიცხა)

ვნახოთ პასუხი (ბ) ვიზუალური სიმბოლოების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი.
აქ უნდა დავწერე ჩემს მასწავლებელზე 5 წლის ბუკაზე. 2000 წელს მჭირდებოდა ქაუნთერ სტრაიკის სერვერის გაშვება და სხვა მოთამაშეების დაკავშირება. მე ამას თავი ვერაფრით მოვაბი, რადგან წარწერების წაკითხვას და გააზრება/დამახსოვრებას ვცდილობდი. ბუკა კი რომელიც 5 წლის არ იყო და სკამზე რომ დამჯდარიყო, უნდა ამეწია, ათასიდან ათასივე შემთხვევაში უშეცდომოდ გადიოდა 5-7 დონის უამრავკითხვიან გამოსახულებას. თუმცა კითხვა არც ინგლისურად და არც ქართულად (მაშინ) არ იცოდა :)

როგორც ჩანს პირველკლასელებსაც ეშლებათ მარცხენა-მარჯვენა, ჯარისკაცებსაც, მასწებსაც და ამ ტექსტის ავტორსაც :)




კითხვა  27

ჩამოთვლილთაგან მასწავლებლის რომელი ქმედება იქნება ყველაზე ეფექტიანი მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად?

(ა) მასწავლებელმა ინდივიდუალურად ამ მოსწავლისთვის უნდა შეარჩიოს მსგავსი დავალებები და სთხოვოს მათი შესრულება შემდეგი გაკვეთილისთვის.

(ბ) მასწავლებელმა მოსწავლესთან ერთად უნდა გააკეთოს ერთეულებს შორის მიმართების ცხრილი და მიმანიშნებელი კითხვებით დაეხმაროს მოსწავლეს დავალების შერულებაში.

(გ) მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეს დამოუკიდებლად, გარშემომყოფთა დახმარების გარეშე მოიძიოს სახელმძღვანელოში საჭირო ინფორმაცია და შეასრულოს დავალებები.

(დ) მასწავლებელმა ხელახლა უნდა აუხსნას მოსწავლეს ერთეულებს შორის მიმართება და თვალსაჩინოებისთვის თავად ამოხსნას რამდენიმე მარტივი დავალება.

პედაგოგები იცნობენ მეთოდს „ინდივიდუალური დავალება“, ის ძალიან ხშირად გამოიყენება და მისასალმებელია. მაგრამ „ინდივიდუალური დავალება“ არ ნიშნავს ისეთი დავალების „მსგავს დავალებას“ რაც მოსწავლემ მოსინჯა და უკვე ვერ გააკეთა. აქ რომ „მსგავსი დავალება“ არ იყოს ნახსენები, მე ამ კითხვას დავუჭერდი მხარს. რადაგანაც ერთ კონკრეტულ მოსწავლეზეა საუბარი. უმეტეს სიტუაციაში შესაძლებელია მოსწავლეს ფანქრით მიანიშნო ამოსავალ წეტილზე და ის უცებ მიხვდეს გასაღებს.....

(გ) ვარიანტი საერთოდ მიუღებელია და მსჯელობად არც ღირს
(ბ) და (დ) ვარიანტებში ერთიდაიგევე მოქმედები მეორდება ოდნავი ცვლილებებით,  (ამიტომაც ვფიქრობ დიოდის თავი აქაა დამარხული) ორივეგან თავიდან ვუხსნით მოსწავლეს, ხოლო შემდეგ გაგრძელებაა სხვადასვა (გ) სიტუაციაში რამდენიმე სიმულაციურ მაგალითს მასწავლებელი თვითონ  აკეთებს. ამ ვარიანტში მოსწავლე ვერაა მკვლევარის როლში. ის აღმოჩენას ვერ აკეთებს, ყველა დახურული ზარდახშა (კარი) უკვე გახსნილია და ნაცნობი. აქ საინტერესო არაფერია....

ამიტომ მე (ბ) ვარიანტს ვარჩევდი.... (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი პასუხები აპრიორი არ არის, მაგრამ მე მათ კბილებით დავიცავ....)



კითხვა  28


მასწავლებელმა შეამჩნია, რომ დავალებაზე მუშაობის დროს მოსწავლეთა დიდი ნაწილი ტექსტის სასურველ ადგილას განთავსებისთვის მიმართავდა „მცდარ“ გზას _ პარაგრაფის ოფციების (indentation) ნაცვლად იყენებდა კლავიშს „გამოტოვება“ (space). ჩამოთვლილთაგან რომელია მასწავლებლის ყველაზე ეფექტიანი ქმედება მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეთა სწავლის ხელშესაწყობად?

(ა) დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილოს შეცდომაზე და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მუშაობის დროს პარაგრაფის ოფციები გამოიყენეს, უფრო რთული დავალება შესთავაზოს.
(ბ) დააკვირდეს მოსწავლეებს მუშაობის პროცესში და თითოეულს, ვინც „მცდარი“ გზა აირჩია, ინდივიდუალურად მიუთითოს ხარვეზზე, თავად აჩვენოს ტექსტის დაფორმატების ოპტიმალური გზა.
(გ) დროის ამოწურვის შემდეგ იმ მოსწავლეთაგან ერთ-ერთს, რომელმაც „მცდარ“ გზას მიმართა, სთხოვოს გადადგმული ნაბიჯების განმარტება და წარმატებულ თანაკლასელთა რჩევების გათვალისწინებით ახალი დოკუმენტის შექმნა. 
(დ) შეაჩეროს „მცდარი“ მეთოდით მომუშავე მოსწავლეები, გააერთიანოს მცირე ჯგუფებში და მისცეს მათ სათადარიგო დავალება, რომელსაც წარმატებით გაართმევენ თავს პრაქტიკული სამუშაოსათვის განკუთვნილ დროში.


აქაც გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურია

(ა) პასუხი მაინც არ მომწონს. ამ შემთხვევაში, მოსწავლები, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს, კიდევ უფრო ჩამორჩებიან იმ  მოსწავლლებს, ვინც დავალება უშეცდომოდ გადალახა და ახლა ახალი სირთულის გადასალახად იბრძვის..

(ბ) თუ კლასში 8 მოსწავლე მყავს და მითითებული „დიდი უმრავლესობა“ 5 მოსწავლეა, კონკრეტულად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიძლება (ბ) ვარიანტი ავირჩიო, მაგრამ მაინც სჯობია საკითხი თავიდან გავიაროთ რადგან უმრავლესობამ ვერ გაიგო... სულ რამდენიმე წუთი შევჩერდებით... რა ვქნა მაშინ თუ კლასში 24 მოსწავლეა და 20მა ვერ გაიგო? ამას გარდა, კითხვის მეორე ნაწილში საუბარია მასწავლებელმა თავად უჩვენა ოპტიმალური გზა. ამ მოქმედებით მოსწავლეებს ძიების ჟინი მოუკლა... არა, ეს ვარიანტი არ მომწონს.......

(დ) ვარიანტში არ ჩანს სხვა მოსწავლეები რას აკეთებენ, (ალბათ ისინი პირველ რთულ დავალებაზე მუშაობენ და მათ დარჩენილი დრო ამ ამოცანის გადასაწყვეტად სჭირდებათ? ხოლო სათადარიგო ამოცანა მარტივია და მორგებულია  დარჩენილი დროის მცირე მონაკვეთზე? რავი, არ მომწონს...  თავიდანვე სხვადასხვა სირთულის ამოცანები მიმეცა მოსწავლეებისთვის კიბატონო, მაგრამ მეიცა, ახლა იქნებ ეს დაიწყოთ არაა ლამაზი

ჩემი სიმპათია (გ) ვარიანტზეა, რადან მოსწავლემ ახსნა თავისი მოქმედების ლოგიკა, ხოლო სხვებმა მას სხვა ვარიანტი შესთავაზეს. ბავშვები თანამშრომლობენ. აქაც მოკლეს ჟინი?.....


საინტერესოა...


ნახეთ აგრეთვე მეორე დღის ტესტების სავარაუდო პასუხები