-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

გუგლის ახალი ლოგო v.2




როგორ მოხდა რომ გუგლის ახალი ლოგო მხოლოდ 305 ბაიტია ძველი  14 000 ბაიტის ნაცვლად



ძველ ლოგოტიპში გამოყენებული იყო ე.წ. წვერებიანი შრიფტი (ტიპოგრაფიული ტერმინი არ მახსენდება, ალბათ სერიფი, და არც ვიცი ვის შეიძლება ვკითხო), რომელიც ბეზეს წირებითაა (მხებებით)  აღწერილი. (ეს ტექნოლოგია მეოცე საუკუნის 60იან წლებში შეიმუშავეს რენოსა და სიტროენის კომპანიებში).  ასეთნაირად აღწერილ ლოგოს ტექსტში 100მდე საწყისი წერტილია, რის შედეგადაც მიიღება 6კბ (6 380 ბაიტი) ზომის ფაილი. მისი შეკუმშვით ფაილის ზომა მცირდება 2 კილობაიტამდე (2 145 ბაიტი).

ახალი ლოგოს გამარტივებული ვერსია თითქმის მთლიანად შეიძლება აიგოს წრეწირების და მართკუთხედების გამოყენებით. (ნუსხური „g“-ს გარდა.)



ამ სურათზეც კი ჩანს რომ მთელი ლოგო შეიძლება გამოისახოს:

  • 10 წრეწირისაგან ( ორ-ორი ცალი თითო მთავრული G და ნუსხური g-სთვის, ორ-ორი ცალი თითო o-სთვის და ორ ცალი  e-სთვის)

  • 5 მართკუთხედისაგან ( 2 ცალი მთავრული G-სთვის, 1 ცალი ნუსხური l-თვის და 2 ცალი e-სთვის)

  • 1 ფორმისგან, რომელიც აგებულია 7 საყრდენი წერტილისგან (ნუსხური g-ს ფეხისთვის)



მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არ გამოჩენილა ლოგოს 305 ბაიტიანი ოპტიმიზირებული ვერსია, მე მჯერ, რომ ის არსებობს, როგორც ამას გუგლის წარმომადგენლები აცხადებენ.

 ამაში რომ დავრწმუნებულვიყავი, მე SVG ფორმატში ვეცადე (ავტ:  Ilia Yakubovich - QUORA) შემექმნა  G სიმბოლო. შედეგად მივიღე 302 ბაიტიანი შეუკუმშავი ფაილი და 192 ბაიტიანი შეკუმშული ფაილის ვერსია.

აქ არის მთლიანი შეუკუმშავი გრაფიკა, რომელიც შეიცავს ორ წრეწირს და ორ ოთხკუთხედს
კოდი:

რაც აგენერირებს შემდეგ გამოსახულებას:




პატარა ზომის ლოგოს მისაღებად კიდევ არსებობს მეორე გზა ფერის ჩასხმის მაგივრად კონტურის რეტუში (Strokes არის ასეტი ეფექტი PhotoShopშიც კი). ეს ხერხიც ერთ-ერტია პატარა ზომის ფაილის მისაღებად, მაგრამ მისი გამოყენება ვერ ხერხდებოდა ძველ ლოგოზე. 

მთელი ლოგოს კოდი გამოქვეყნებული აქვს ვინმე  Jaume Sanchez Elias ტვიტერზე  და მხოლოდ 290 ბაიტია. ლოგოს სანახავად დააჭირეთ აქ. (ლოგოს ვერ ჩამოტვირთავთ, ნახეთ Source)

აი კოდიც:




ამ მეთოდით მთელი ლოგოტიპი შესაძლებელია აღიწეროს 2 წრეწირის (2 ცალი o) და 4 წირი (Paths) G, g, l და e სიმბოლოებისთვის.




ამ სურათზე ნაჩვენებია ლოგოს 2 პიქსელიანი (ზევით) და 16 პიქსელიანი (ქვევით) რეტუში.




იქნებ დაგაინტერესოთ 10 საინტერესო ფაქტი გუგლის ახალი ლოგოს შესახებ   (ინგლ. ენაზე) ვეცდები ვთარგმნო...

ამავე თემაზე ჩემს ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ პოსტი გუგლის ახალი ლოგო










როგორ შემომეპარა ვირუსი (Vol.2)



დამატება 16.02.2018: მავნე პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე არსებულ ვიდეოში. ამ ვიდეოში გაიგებთ რომ ტერმინი „ვირუსი“ მავნე პროგრამების მხოლოდ ნაწილს აღნიშნავს.


სამწუხაროდ, დღევანდელ ციფრულ სამყაროში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ვირუსების  კი არადა მავნე პროგრამების პრობლემას. ხან ფლეშკა ვირუსდება, ხან ფაილები იკარგება და ხანაც ფულები. (ეს უკანასკნელი უნდა გქონდეს ანგარიშზე, თანაც ბლომად, რომ დაიკარგოს :). ზოგჯერ ტვინს არქაული კითხვაც მიბურღავს: მავნე პროგრამა უფო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, კიარადა კომპიუტერი.

ამ პოსტში საკითხს დიდად არ მინდა ჩავუღრმავდე, უბრალოდ ვიტყვი, რომ დღეიდან ვეცდები ჩემს ბლოგზე ტეგით #Virus მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ მავნ პროგრამების შესახებ, რომლებიც ჩემს კომპიუტერს შეაწუხებს.

მნიშვნელოვანია ავღნიშნო, რომ მე არ ვიყენებ არავითარ ანტივირუსულ პროგრამას, არც ავირას, არც ნოდს, არც კასპერსკის და არც ნორტონს. რუსულ პროგრამებზე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ არიან მავნე პროგრამები. (თუ კომენტარებში კითხვას დასვამთ, სხვა პოსტში მოგიყვანთ არგუმენტებსაც). მხოლოდამხოლოდ მაიკროსფტის ანტივირუსი მიყენია და ვთვლი, რომ თავსი საქმეს ასრულებს. თუმცა დიდი სამუშაო არც აქვს (ალბათ), რადგან მე არ დავძვრები პორნო და ჰაკერულ საიტებზე. თუმცა არის დღეები, როცა სიურპრიზები მხვდება. დღესაც ასეთმა სიურპრიზმა განაპირობა ამ პოსტის დაწერა.

მავნე პროგრამის პირველადი ნიშნები:  (გარეგანი სიმტომები) ნებისმიერი საიტის ჩატვირთვის შემდეგ ბმულები არც თუ სწორად მუშაობდა. ჯერ ერთი, ბმულთან ახლოს მიყვანის შემთხვევაში კურსორი არ იცვლიდა ფორმას, ხოლო, დაჭერის შემთხვევაში  შესაბამის ბმულზე გადასვლის მაგივრად ახალ დაფაზე სამისამართო ზოლში იწერებოდა your########.com ან adnet#########.com გვერდების მისამართები კიდევ ათასი პარამეტრით. რამდენიმე ხანში კი alibaba.com საიტის ერთერთ დეპარტამენტში გადადიოდა. როგორც ახლა ვხედავ, ეს საიტიც დავირუსებულია და ყველა ბმული, აღნიშნულ ორ საიტზე გადადის. ალბათ alibaba.com ის ეს დეპარტამენტია სწორედაც მავნე პროგრამის მინიმუმ ერთერთი წყარო. აი მე საიდან მოვხვდი მაგ საიტზე, ცოტა უცნაურად მეჩვენება.  ხომ გეუბნებით, ღმერთი, რჯული......  :)  რავი, ფაქტია, რომ არა 

გარკვეული მიზეზების გამო მე ორივე საიტის მისამართი ჩავასწორე....

ახლა გარეგანი სიმტომები: 

1. პირველი მოქმედება. შევამოწმე ბრაუზერის პარამეტრები, სექცია პირველი გვერდი და საძიებო სიტემა. (ფუჭი შრომაა, მაგრამ როცა ზედმეტი გვერდები მსტუმრობს, აქედან ვიწყებ ხოლმე). ყველაფერი რიგზე იყო. 

2. გადავედი Exstentions სექციაში. აქაც ახალი სტუმარი არვინ მყავდა

3. პროგრამების ინსტალაცია. აქაც მხოლოდ ძველი მეგობრები დამხვდნენ

მივხვდი რომ უფრო მეტი შრომა დამჭირდებოდა
4. ამის შემდეგ რეგისტრები მოვსინჯე და ვერცერთი აღნიშნული საიტი ვერსად ვიპოვე. ორივე ბმულის პარამეტრში იყო ერთიდაიგვე რიცხვი. ეს ციფრებიც რეგისტრში არ აღმოჩნდა. ანუ რეგისტრიც ჯიგრულად მუშაობდა

5. აქ უკვე ამოცანათა მმართველი მოვიკითხე. თვალის ერთი გადავლებით მივხვდი სიახლეს. ჩემი სტუმარი პროგრამების თავში სათამადოდ იყო წამოსკუპებული. სახელიც არაჩვეულებრივი ერქვა ApplicationHosting.exe.  ყოველი შემთხვევისთვის, გასათიშად მოვემზადე, მაგრამ ვაშკაცი დაუყოვნებლივ არ შემირცხვენია. ვიფიქრე, ერთი ნახვით არ უნდა იმსჯელო პროგრამებზე-თქო.

მოვიკითხე მშობლები, ასე ვთქვათ, საქაღალდე, სადაც ცხოვრობდა სტუმარი. (ამოცანათა მმართველიდან) ესეც პომპეზური იყო C:\ProgramData\ApplicationHosting. (არადა ველოდი ვაკელი იქნებოდა, ანუ  Program Files მისამართზე იცხოვრებდა). ნუ, როგორც არის.  

ჩავათვალიერე დანარჩენი პროცესები და სერვისები, კიდევ ერთხელ გულში გავიფიქრე, ნეტა ვიცოდე ამდენ დოყლაპიას რატომ არჩენს ვინდოზათქო, და ანაზდად, აღნიშნული პროცესის გასათიშად მომზადებული მაუსი კვლავ სხვაგან გადავიყვანე. 

ზომა: 614 კბ (სხვა პარამეტრები დამავიწყდა მენახა)  

დიაგნოზი: არცთუ საშიში ვირუსი... მართლაც ვაშკაცი :)

მკურნალობა:

ამჯერად ისევ  ApplicationHosting.exe მივუბრუნდი. სიმართლე ითქვას, გამორთვაზე არ გამძალიანებია, (ამოცანათა მმართვლიდან) ექსპლორერს არც კი ადარდებდა.... შემდეგ კი საქაღალდეს სახელი შევუცვალე. გამოვრთე ბრაუზერი და ისევ ჩავრთე. მოვსინჯე ბმულები. ყველაფერი კარგად იყო...
ამავე წუთებში ვინდოზას ანტივირუსმა განახლება მოითხოვა, ვიფიქრე, ალბათ სუნი ეცა-თქო. შენც არ მომიკვდე, ის კი არა ხელით,  ვთხოვე შეამოწმეთქო და არაფერი, ჯანმრთელიაო.

ამის შემდეგ მთელი საქაღალდე Shift+Delete დახმარებით წავშალე. 

მეიცათ, ჩასწორება: მთელი პოსტი, შემდეგი აბზაცების ჩათვლით დაწერილი მქონდა, რომ ფაილის წაშლა მოვინდომე. და თავი გაიგიჟა, არაო, ასეთი ფაილი მაგ საქაღალდეში არ არსებობსო, შენ მე ის ხომ არა გგონივარ, გავიფიქრე გულში. გამოვიძახე ბრძანებების სტრიქონი (ვინ 8ში თურმე ასე ჰქვია CMD-ს :) და ავკრიფე [attrib -r -a -s -h -i -x   C:\ProgramData\ApplicationHosting /s /d]  მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ბატონი თამადა ჩემი კომპიდან...

ხომ ვივაჟკაცეეეეე?   (ეს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ დათომ არ იცის, როგორ იწერება ვაჟკაცი)...

ამ ბმულიდან კი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეს მავნე პროგრამა. მე ის სპეციალურად, ვირუსის სადემონსტრაციოდ შევინახე, თუმცა მისი პირდაპირი გამოყენება შეუძლებელია. ასე ვთქვათ, კასტრირებულია...

აქვე მინდა პატარა განცხადება გავაკეთო: (საზეპირო) 
მავნე პროგრამა (Malware (Malicious Software) არის ნებისმიერი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერის რესურსებზე ან ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის მოსაპოვებლად კომპიუტერის რესურსების ან ინფორმაცის არასანქცირებული გამოყენების ან მისი მფლობელისთვის ინფორმაციის ასლის შექმნის, შეცვლის, წაშლის ან გაცვლის გზით ზიანის მიყენების მიზნით.  (© დ.მ. )

მავნე პროგრამებს ახასიათებთ თვითგამრავლების ან/და სხვა პროგრამაში ჩანერგვის უნარი. ის შეიძლება არსებობდეს მახსოვრობის ნებისმიერ მატარებელზე ნებისმიერ ადგილას, boot სექტორშიც კი.... ასევე საინტერესოა, რომ მავნე პროგრამა შეიძლება გავრცელდეს კავშირის ნებისმიერი ფორმის საშუალებით....  

კომპიუტერული ვირუსის პირველი ეპიდემია 1986 წელს პაკისტანელი ძმების  Amjad Farooq Alvi და Basit Farooq Alvi დაწერილმა ვირუსმა გამოიწვია. ვირუსს ერქვა „Brain“ ტვინი (მაგარი უტვინო სახელი).  




ქვედა აბზაცებზე ჩამოთვლილია 30 ყველაზე საშიში კომპიუტერული ვირუსი 

30: Jerusalem
29: Solar Sunrise
28: Brain
27: Explorer.zip
26: Autorun
25: Fizzer
24: Sircam
23: Sobig
22: Magistr
21: Storm
20: Poisonlvy
19: Metropolitan Police Virus
18: Nimda
17: Sql Slammer
16: Alureon
15: Stuxnet
14: Klez
13: CIH
12: Blaster
11: Sasser
10: Morris
9: Agent.btz
8: Win32/FakeSysdef
7: MyDoom
6: Conficker
5: Zeus
4: CodeRed
3: Melissa
2: ILoveYou
1: ამ ვიდეოში კი ნახავთ ნომერ პირველ ყველაზე საშიშ კომპიუტერულ ვირუსს









მსგავსი პოსტები: 
როგორ შემომეპარა ვირუსი ორი საზიზღარი საქაღალდის ისტორია,  შეცდომა 0cx0000005 და განახლების გამორთვა
   

ცოცხალი მუსიკა




წინა პოსტებში ბევრი ვწერე, თუ საიდან მოვიდა ამ პოსტის დაწერის იდეა თუ აუცილებლობა. ახლა უკვე რაცაა, ისაა  :)
და მხოლოდ ამ პროგრამით შემოვიფარგლები, თითქოს არც არაფერი მომხდარა

მოკლედ VexTab Music Notation დამატება უნდა იპოვოთ და დაამატოთ ბლოგზე

ამ ბმულით გადახვალთ მწარმოებლის ვებგვერდზე, ხოლო ამ ბმულზე არის ნოტების წერის სახელმძღვანელო  (ინგ.)



დამატება 2020 ეს საიტი ნახეთ, მუსიკის მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია

ცოცხალი ნოტები, ანუ ვინ მითვალთვალებს

მინდა რომ ჯერ ეს კლიპი ჩართოთ და მერე წაიკითხოთ პოსტი 




ყველას რაღაცის სჯერა


ზოგს ფიცის, (მაგალითი: დედა მომიკვდეს თუ....), მე  —  არა

ზოგსაც გინების  (მაგალითი: ჩემი დედა....), მე  —  არა

ზოგს წეროსი (მაგალითი: ბავშვები წეროს მოყავს....), მე  —  არა

ზოგს კანტის (მაგალითი: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა....), მე  —  არა

ზოგს იმის, რომ იმის, რომ ყველას გვითვალთვალებენ (მაგალითი: დღევანდელი სტატუსი ჩემი მეგობრის კედელზე....), მე  —  არა

მაგრამ 




მეც აქ დავასტოპე, დიახ, სწრაფი სქროლინგის დროს ამ სტატუსს თვალი გადავავლე და ქვევით უნდა გამეგრძელებინა, რომ ისევ ზევით გადავახვიე კედელი. ძალაუნებურად ერთერთ ნახევრამდე წაკითხულ სტატუსს დავუბრუნდი. ყურადღებით რომ წავიკითხე, გავიაზრე რაც ხდებოდა და ახლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ: 

პოსტი ეხებოდა გუგლის ახალ შემოთავაზებას, დოკებში ახალი დამატების (addon) არსებობის შესახებ. მე ხშირად ვკითხულობ იმ ბლოგს, რომელიც მსგავს შემოთავაზებას მიკეთებდა. ანუ ფეისბუკის მხრიდან ესეც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გამახსენდა, მე გუშინ მთელი დღე ფეისბუკზე პრეზენტაციებს ვეცნობოდი მაიკროსოფტის ახალი პროდუქტების შესახებ. საღამოს ბლოგზე პოსტიც კი დავდე ნოტების დასაწერ პროგრამაზე

დღეს ისევ მთელი დღე აუდიოინჟინერიის ფეისბუკ გვერდზე სხვადასხვა პროგრამებს ვარჩევდი. 

ანუ გუშინ და დღეს ჩემი პრობლემა მართლაც ხმის დამუშავების პროგრამების განხილვა იყო და სწორედაც რომ ნებიმიერი შემოთავაზება ამ სფეროში სარფიანი მარკეტინგული სვლა შეიძლება ყოფილიყო.

ჩავწვდით?

რავი, „რეგისტრაცია უფასოა და ყოველთვის ასე იქნება“. განმცხადებლის მრავალი მილიარდი ადასტურებს, რომ არაჩვეულებრივიად მომუშავე რეკლამაა.  (ერთერთი უხელფასოდ მომუშავე მინისტრისა არ იყოს). მუშაობს რა გინდა....

ხო, რეკლამა მუშაობს... (მინისტრი არ მიგულისხმია)

აქამდე გუგლი მთხოვდა პერსონალურ ინფორმაციას და ჩემს თანხმობას არც კი ელოდებოდა, ისე მიაპროწიალებდა, ახლა კი ფეისბუკმა გამოიჩინა თავი. თან უნდა ითქვას ცხრიანში მოარტყა: 

მე ეგ დამატება  (Addons) დავამატე ჩემთან და მოვსინჯე კიდევაც. ბლოგზეც ჩავასწორე მაიკროსოფტის პოსტი.... მოკლედ რასაც ფაცე ელოდა მაგაზე მეტი გავაკეთე (მინიმუმ 3 პოსტი მივუძღვენი. ამ პოსტებით კიდევ უფრო გაიჯგიმება ეგ პროგრამა).  აი როგორი ეფექტური გამოდგა ფეიბუკის მარკეტინგი.... კიდევ ერთხელ ვაღიარებ, ცხრიანში მოარტყა.

და მე მაინც არ მჯერა რომ მითვალთვალებენ, ნატავ ვის რაში დავკარგვივარ.... ნეტავ მითვალთვალებდნენ

აბა,  კომენტარებში მომწერეთ, კიდევ ვინ ფიქრობს ისე როგორც მე...

რამდენიმე პროგრამა მუსიკის დასაწერად



2015 წლის 6 ოქტომბერს თბილისი დროით 18:00 საათზე მაიკროსოფტის ერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლაივი დაიწყო. სწორედ ამ დღეს მაიკროსოფტმა უამრავი ინოვაცია წარმოადგინა. ამ პოსტში მე მხოლოდ StuffPad შევეხები. ეს არის მუსიკის ნოტების არაჩვეულებრივი რედაქტორი. მისი გადმოწერა $69.99 არის შესაძლებელი მაიკროსოფტის მაღაზიიდან. აქვს ტაჩპედის და ფანქრის მხარდაჭერა, ვფიქობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტექნოლოგიების განვითარების სფეროში.

P.S. კალიგრაფიაო, ესაო ისაო....







ჩამატება  09.10.2015

აქ მეტი არც არაფერი უნდ აყოფილიყო, მაგრამ დღეს ფეისბუკმა მოახერხა წამეკითხა ერთი პოსტი, სადაც აღწერილია გუგლის პროდუქტი (უფრო სწორედ დამატება). რომელიც ასევე ნოტების წერის საშულებას იძლევა. უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პოსტში 


Microsoft, Lumia 950/950XL, Surface Pro 4, HoloLens

პოსტი მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ეს სახელები ნაცნობია და ელოდა


http://www.msinfo.ge/?p=18468

მაინც უკბიჩეს ვაშლს


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით