ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება. გაზაფხული 2016






ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინტელის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისთვის. (ზუგდიდში ყველა ადგილი დაკავებულია)

ტრენერი: გერმანე (დათო) მალანია

ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხობში. ასევე სვანეთის პედაგოგებს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტრენინგცენტრში შეუძლიათ გამოცხადება. შესაძლებელია ხაიშში ან მესტიაში მაის-ივნისში ჩატარდეს  ტრენინგი 4 ჯგუფისთვის.


"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
ერთი ჯგუფისთვის კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი. ტრენინგები დაგეგმილია მხოლოდ შაბათ-კვირას. დილის ჯგუფი იმუშავებს 10:00 დან 14:00 მდე. საღამოს ჯგუფები 14:00-დან, 18:00-მდე 

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ დასვენების პერიოდში შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე. საღამოს ჯგუფები 14:00-დან, 18:00-მდე 

პირველი შეხვედრები გაიმართება 6.02.2016-დან. ამ თარიღამდე  ტრენინგზე რეგისტრირებულ პედაგოგებს ფოსტაზე მიუვათ შეტყობინება ზუსტი თარიღის შესახებ.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება და შეთანხმდება ჯგუფებთან ერთად.  

კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ კრედიტქულას.  (კრედიტქულის მიღება დამოკიდებულია რიგ გრემოებებთან. მხოლოდ ტრენინგის გავლა არ იძლევა კრედიტქულის მიღების გარანტიას) 










შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები, რეფლექსია, კომენტარი, ტესტირება...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ პირად კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე). შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ვიდეონსტრუქციები



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღვანელო)

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინეტელის ტრენინგის რესურესებს  

გისურვებთ წარმატებებს!

bluetooth – ბლუთუზი და მისი საინტერესო ისტორია

დღეს ყველა პაწუკამ იცის რომ ეს ბლუთუზის ნიშანია და ამ ნიშნის დაჭერით შესაძლებელია სურათების, მუსიკის, თამაშების გაცვლა ტელეფონებს შორის. მაგრამ მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რომ ეს სახელი საკანდინავიური სიტყვა Blåtand-(ლურჯკბილა)-სგან წარმოსდგება. ოდესღაც ასე ეძახდნენ ჰერალდ I ბლუთუსს, რომელიც დანიაში  დაახლოებით ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ასეთი მეტსახელი მეფემ შავი წინა კბილის გამო მიიღო. ეს ადამიანი 1000 წლის წინ მეფობდა დანიასა და ნორვეგიის ნაწილში და ერთმანეთს დანასისხლად გადამტერებული პატარპატარა დანიური ტომები ერთ სამეფოდ გააერთიანა. იგულისხმება რომ ბლუთუსუც იგივეს უკეტებს კავშირის პროტოკოლებს (ოქმებს), როცა მათ აერთიანებს ერთ უნივერსალურ სტანდარტში. Blå თანამედროვე საკნდინავიურ ენებზე მართალია ლურჯს ნიშნავს, მაგრამ შესაძლებელია ვიკინგების ხანაში ეს სიტყვა „შავის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.  
ძველგერმანული დამწერლობის ნიმუში

   ლოგო წარმოადგენს ორი ნორდული (სკანდინავიური) რუნის (ძველგერმანული დამწერლობის) Hagall (ლათინური H) და  Berkanan – ლათინური B გაერთიანებას


დამატებითი მასალ შეგძლიათ ნახოთ აქ (ინგ)




როგორ მზადდება ინტელის პროცესორი




ამავე ტემაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მიერ მომზადებული მასალა, როგორ მზადდება ინტელის პროცესორები, რომელიც განთავსებულია ბლოგზე V-klasi.blogspot.com


რჩევები 2016 წლის ისტ ზამთრის გამოცდის მონაწილეებს





droebiT   ფანჯრის ნახევარ ეკრანზე გაშლა WIN+<–  და WIN + –> (ვინდოზას და მარცხენა/მარჯვენა) კლავიშების გამოყენება რომ ფანჯრები გვერდიგვერდ განლაგდეს. ეს ფუქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ წორდის და პრეზენტაციის ფაილების გვერდიგვერდ დასალაგებლად

ოფისში არის ფუნქცია VIEW-> View Side by Side (დოკუმენტების გვერდიგვერდ დალაგება). ეს ფუნქცია გამოგადგებათ როცა ვორდის დავალებას ასრულებთ


პრეზენტაციაში მუშაობისას შესაძლებელია ასევე მთელი ინსტრუქცია დააკოპიროთ რომელიმე სალიდზე. მაგრამ მერე სლაიდის წაშლა არ დაგავიწყდეთ :)


.  ინსტრუმენტების ლენტი თუ გაქრა, მენიუს ზოლში (ვთქვათ HOME წარწერას) დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფად


2015 წლის გამოცდაზე პირველი დავალება იყო ვოდის ფორმატში .DOCX მეორე დავალება ექსელის .XLSX ფორნატში და მესამე დავალება ისევ ვორდის ფორმატში .DOCX 


ასევე გამოყენებული იყო Windows 7 და MS Office 2007

. ექსელში ყურადღება მიაქციეთ რომ ათობითი (მათემატიკური)  მძიმე, სასვენი ნიშანი მძიმე და წერტილი სხვადასხვა სიმბოლოებია და სხადასხვანაირად გამოიყენება. ათობითი მძიმე ადვილად იკრიფება კლავიატურის ციფრობრივი ნაწილიდან. ციფრობრივი ნაწილის ჩასართავად გამოიყენეთ კლავიშა Num Lock.  როცა ციფრობრივი ნაწილი ჩართულია, ამ ღილაკის ზევით განთავსებული ნათურა ანთია. თუ ეს ნათურა ანტებულია, არ დააჭიროთ Num Lock ღილაკს.



. დოკუმენტი შეინახეთ ხშირად. მუშაობის დამთავრების შემდეგ მითუმეტეს. გაითვალისწინეთ, რომ ფაილი გაგზავნის წინ თუ არ არის შენახული, გაიგზავნება, მხოლოდ დამახსოვრებული ნაწილი. ამიტომ უმჯობესია ფაილი დახუროთ და შემდეგ გააგზავნოთ.  F12 კლავიში აგრეთვე არის შენახვა

. დარწმუნდით რომ ფაილი ნამდვილად მიაბით. (მეც ძალიან ხშარდ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ მე 
გამოსწორების საშუალება მაქვს თქვენგან განსხვავებით :)  დარწმუნდით, აიტვირთა თუ არა თქვენი ფაილი

გამოიყენეთ სპელჩეკერი. იგივე ფუნქცია აქვს კლავიშა F7 -ს
. კლავიატურის გადამრთველი თუ დაიკარგა, გადაამოწმეთ, ზედა მარჯვენა კუთხეში ხომ არ არის?


აუცილებლად გაითვალისწინეთ ტექსტის აკრეფის წესები, რომელზეც საუბარი მაქვს მეორე დღის დავალების შესრულების დროს 


ვორდში გირჩევთ ნახოთ სარჩევი, დინამიური ფორმები, სტილები, სხვადასხვა ფორმატებში შენახვა, დოკუმენტის დაცვა ფიგურების გაწორება, აბზაცის პარამეტრები, სქოლიო და კომნეტარი. დაგზავნა

ექსელში გრაფიკების გაება და ფორმულები, მაკროსები

პრეზენტაციაში ანიმაციის ეგექტები და დროის განსაზღვრა





ის დამავიწყდა მეტქვა, რომ ჩემი რჩევები იდეალური არ არის

შეიძლება რაიმე ზედმეტია, დაწერეთ თქვენი აზრიც.


ყველა სამსახურს, 
გამომცდელს თუ გამოსაცდელს, 
გისურვებთ წარმატებას!!!!















2016 წლის იანვრის ისტ-ის გამოცდის კონსულტაციების გრაფიკი



კონსულტაციები დამთავრებულია.  ამ პოსტში უკვე დასრულებული კონსულტაციების ჩანაწერებს შეგიძიათ გაეცნოთ.

ამ პოსტში მოცემული იქნება 2016 წლის ისტ-ის პედაგოგთა გამოცდის კონსულტაციების პროგრამა და გრაფიკი. პროგრამის თითოეულ პუნქტზე არის ცალცალკე ბმული, სადაც დეტალურადაა გაშლილი ყველა საკითხი. ყველა მასალას აქვს ბმული, რომელიც შეიძლება იყოს ან პოსტი, ან პრეზენტაცია, ან ვიდეოგაკვეთილი და ა.შ..

კონსულტაციის დაწყებამდე გთხოვთ გაეცნოთ კონსულტაციის დღის პროგრამას, შემოთავაზებულ ვიდეო თუ ტექსტურ მასალას. თუ რომელიმე საკითხზე გსურთ ყურადღების გამახვილება, გთხოვთ შესაბამის პოსტს დაურთოთ კომენტარი. ასევე კონსულტაციის მიმდინარეობის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმაც.





თუ მითითებულ დროს ბმული გაითიშება ან არ იმუშავებს დაარეფრეშეთ გვერდი და თავიდან სცადეთ. გვერდის დარეფრეშება შესაძლებელია კლავიატურაზე F5 კლავიშაზე დაჭერით


___________________________________

შემდეგი ბმულები მოგვიანებით ჩაირთვება


ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ 
Hangouts -ის ბმულს



(ჩაირთვება 2016 წლის 8 (დღეს) იანვარს 17:05 საათზე)
კონსულტაცია დაიწყება 17:05-ზე

___________________________________


კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიმართება იუთუბის არხზე მითითებულ რიცხვებში 17:00 საათზე. (ზოგიერთ სიტუაციაში მსმენელებთან შეთანხმებით შესაძლებელია სხვა დრო იყოს ჩანიშნული. ყველა ცვლილება ამ პოსტით გეცნობებათ. კონსულტაციების თემატიკა რიცხვების მიხედვით გადავანაწილე. კონსულტაციების ჩანაწერი მოგვიანებით ბლოგზე და იუთუბზე გამოქვეყნდება..

იუთუბის ლინკი გამოქვეყნდება ამავე პოსტში და სავარაუდოდ მხოლოდ კონსულტაციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გააქტიურდება. კითხვების დასმა ონლაინ რეჟიმში ჩატში შეგეძლებათ. გთხოვთ კითხვები არ გასცდეს კონსულტაციის დღისთვის ჩანიშნულ თემატიკას.

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის მანძილზე შეუძლებელია საგამოცდოდ მომზადება, ამიტომაც დავარქვი ამ შეხვედრებს კონსულტაციები. გთხოვთ ნუ დაელოდებით ჩემს ინიციატივას, თქვენ თვითონ ნახეთ და გაეცანით ბლოგზე მოცემულ მასალას. კონსულტაციაზე ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხზე, რაც თქვენთვის გაუგებარი იყო ან საჭიროებს დაზუსტებას.    



ძალიან გთხოვთ, თუ გამოცდაზე არ ხართ რეგისტრირებული, ამჯერად თავი შეიკავოთ კონულტაციებზე დასწრებისგან. აქ მხოლოდ საგამოცდო საკითხების განხილვას ვაპირებთ. ასევ არ იქნება განხილული ფოტოშოპი, პროგრამირება, თუ სხვა რამ....



2. პროფესიული ცოდნა


თემები
თარიღი


26 დეკემბერი





27 დეკემბერი





29 დეკემბერი



8 იანვარი




? იანვარი
შეხვედრის ვიდეო
12. მაგალითების და ნიმუშების განხილვა


.

ნებისმიერი მოსაზრება, კითხვები, შენიშვნა, რჩევა, პროტესტი ან ჩასწორება გინდათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. აუცილებლად გიპასუხებთ და ვეცდები გავითვალისწინო!


და ბოლოს გთხოვთ მისურვოთ წარმატებები!

ჩემთვის ეს ავანტიურული ექსპერიმენტია   :)


P.S. კონსულტაციები არ ტარდება არც გამოცდების ეროვნული ცენტრის ან მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არამედ წარმოადგენს მხოლადდამხოლოდ ჩემს ინიციატივას!


ყველა სამსახურს, 
გამომცდელს თუ გამოსაცდელს, 
გისურვებთ წარმატებას!!!!







მადლობები


მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა, მითანაგრძნობდა თუ მეხმარებოდა მთელი ამ კონსულტაციების განმავლობაში

მადლობა ყველა იმ ავტორს, ვისი მასალებიც ბლოგზე არის გამოყენებული და წინააღმდეგი არ არის მათი შემდგომი გამოყენების, თითოეულ ასეთ პოსტზე მითითებულია ავტორი და წყარო კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თუ ბლოგზე ძალაუნებურად აღმოჩნდება მასალა, რომელიც არღვევს რომელიმე ავტორის უფლებებს, გთხოვთ მომწეროთ ან მაცნობოთ ამის შესახებ.

გისურვებთ წარმატებებს!

4. ოპერაციული სიტემა და მისი ფუნქციები

droebiT,


გთხოვთ კონსულტაციის დაწყებამდე:

1. დაასრულეთ წინა პოსტის დავალებები

2. წაიკითხეთ კონსულტაციის დღის თემატიკა, ასევე მნიშვნელოვანია სრულად გაეცნოთ ბმულებზე არსებულ მასალას. გთხოვთ კომენტარებში აღნიშნოთ, კონსულტაცისას რომელ თემაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, ან რაიმე დეტალის დაზუსტება.

3. ჩამოტვირთეთ ამ თემაში გამოსაყენებელი ფაილები (დავალებები ჯერ არ არის)


თემა: ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები


1. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა; 


3.  ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის გრაფიკული ელემენტები და მათი დანიშნულება.  გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია თაგვის საშუალებით;

4.  მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება. მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორიზაცია (ავთენტიკაცია: მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში და მისი მონაცემების შემოწმება სისტემაში შესვლისას;  ავტორიზაცია: დარეგისტრირებული მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა სისტემის რესურსების წვდომისას). 

5. სისტემის სტანდარტული სამომხმარებლო პროგრამები;




დაკავშირებული თემები

2016 წლის იანვრის ისტ-ის გამოცდის კონსულტაციების გრაფიკი

2016 წლის იანვრის ისტ გამოცდის პროგრამა და სხვა რესურსები

ოპერაციული სისტემები, მათი სტრუქტურა, კონფიგურაციისა და რესურსების მართვის საშუალებები, სტანდარტული პროგრამები, მომხმარებლები, ფაილები და მათი გაზიარება, აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია (1:07) ავტ. ზაზა გიორგაძე © მპგეც

ვინდოზას რედაქციები

გამოგვეხმაურეთ კომენტარების დახმარებით, შეგვეკითხეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, დაუსვით კითხვები თქვენს კოლეგებს.



კონსულტაციის დასრულებისას

1. გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი ამავე პოსტზე

2. გაეცანით შემდეგი დღის თემატიკას და კონსულტაციის დაწყებამდე მოისმინეთ ვიდეომასალები, წაიკითხეთ ტექსტური მასალა, გაეცანით პრეზენტაციებს

3. კომენტარებში აღნიშნეთ თქვენთვის საინტერესო მასალა



გისურვებთ წარმატებას!