-->

bluetooth – ბლუთუზი და მისი საინტერესო ისტორია

დღეს ყველა პაწუკამ იცის რომ ეს ბლუთუზის ნიშანია და ამ ნიშნის დაჭერით შესაძლებელია სურათების, მუსიკის, თამაშების გაცვლა ტელეფონებს შორის. მაგრამ მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რომ ეს სახელი საკანდინავიური სიტყვა Blåtand-(ლურჯკბილა)-სგან წარმოსდგება. ოდესღაც ასე ეძახდნენ ჰერალდ I ბლუთუსს, რომელიც დანიაში  დაახლოებით ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ასეთი მეტსახელი მეფემ შავი წინა კბილის გამო მიიღო. ეს ადამიანი 1000 წლის წინ მეფობდა დანიასა და ნორვეგიის ნაწილში და ერთმანეთს დანასისხლად გადამტერებული პატარპატარა დანიური ტომები ერთ სამეფოდ გააერთიანა. იგულისხმება რომ ბლუთუსუც იგივეს უკეტებს კავშირის პროტოკოლებს (ოქმებს), როცა მათ აერთიანებს ერთ უნივერსალურ სტანდარტში. Blå თანამედროვე საკნდინავიურ ენებზე მართალია ლურჯს ნიშნავს, მაგრამ შესაძლებელია ვიკინგების ხანაში ეს სიტყვა „შავის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.  
ძველგერმანული დამწერლობის ნიმუში

   ლოგო წარმოადგენს ორი ნორდული (სკანდინავიური) რუნის (ძველგერმანული დამწერლობის) Hagall (ლათინური H) და  Berkanan – ლათინური B გაერთიანებას


დამატებითი მასალ შეგძლიათ ნახოთ აქ (ინგ)




0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით