-->

კითხვების დასმა

წყარო:  ჟურნალი მასწავლებელი



ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ცხოვრება და კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ მას საინტერესო ადამიანები, რომლებიც ათასნაირ შეკითხვას სვამენ და პასუხის ძიებაში, ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგრამ ასე დიდები იქცევიან, ბავშვები კი უმეტესად უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო სვამენ შეკითხვებს. და როცა ასეთი ცნობისმოყვარე ბავშვები მოდიან გაკვეთილზე და აღმოვაჩენთ, რომ მათ ან ცოტა შეკითხვა აქვთ, ან საერთოდ არაფერი აინტერესებთ, დიდები ვიწყებთ ფიქრს და პასუხის ძიებას კითხვაზე – რატომ არის ან ასე, ან – ისე?

საიდან იბადება ზოგადად შეკითხვა?
  • ის იბადება ცნობისმოყვარეობიდან და გაოცებიდან.
რას ვიღებთ შედეგად?
·შედეგად ვიღებთ, ცოდნას და უნარს გამოვყოთ ტექსტიდან:
ა) გაუგებარი ინფორმაცია;
ბ) ძნელად ასახსნელი ინფორმაცია,
გ) ის, რამაც გაგვაოცა;
დ) არადამაჯერებელი არგუმენტები;
ე) არაერთმნიშვნელოვანი განმარტება;
ვ) არასაკმარისი მტკიცებულება.
·შემდეგ ეს ყველაფერი ყალიბდება კითხვებად, რომელიც გულისხმობს: ა) ვინმესთან საუბარს – ჭეშმარიტების ძიებას;
ბ) საკუთარ თავთან საუბარს/დიალოგს;
·და ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ პლატონისეულ დასკვნას: „ხშირი და სხვადასხვა მხრიდან დასმული შეკითხვა ნიშნავს – დავეუფლოთ ზუსტ ინფორმაციას (ცოდნას)”.
როგორ კითხვებს ვუსვამთ მოსწავლეს და ვასწავლით თუ არა მოსწავლეებს კითხვების სწორად დასმას?მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად გამომდინარეობს სასწავლო ტექსტებიდან და მეტწილად ასეთი ხასიათისაა: „ვინ?“, „რა?“, „სად?“, „როდის? – ანუ იმ ტიპისაა, რომლებიც მოითხოვენ ინფორმაციის დამახსოვრებას და წაკითხულის გამეორებას. რაც შეეხება შეკითხვებს: „როგორ?” „რაზე?” „ვის?” „როგორი?” „ვისკენ?” „რანაირი?”და ა.შ. ამ შემთხვევაში კითხვითი სიტყვა, მართალია, სხვაა, მაგრამშეკითხვაზე პასუხი კვლავ მხოლოდ ინფორმაციის გამეორებას მოითხოვს.
კითხვის დასმასა და სააზროვნო ოპერაციებზე საუბრისას არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ბ. ბლუმის ტაქსონომია, რომლის თანახმად შეკითხვა, რომელიც ცოდნის გადამოწმებას მოითხოვს, შეიძლება ისე შედგეს, რომ აზროვნების სტიმულაციაც გამოიწვიოს. ასეთი შეკითხვებია:
  1. ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები, რომლებიც ინფორმაციის დამახსოვრებასმოითხოვენ;
  2. გაგებისკენ მიმართული შეკითხვები, რომელიც საშუალებას აძლევენ მოსწავლეს, გაიგონ ინფორმაციის შინაარსი და მოიხმარონ კიდეც: შეადარონ ობიექტები, მოახერხონ რაიმე ისტორიის ილუსტრირება, გამოავლინონ და გაიაზრონ ძირითადი იდეა, მაგალითად: „რომელი სიტყვა ან წინადადება ასახავსმოვლენის ხასიათს?” და ა.შ.
  3. გამოყენებაზე ორიენტირებული შეკითხვები,რომელიც ემსახურება ინფორმაციის გააზრებას და მსგავს სიტუაციებში გამოყენებას. ამავე დროს ისინი მოსახერხებელია ფაქტების ამორჩევისთვის, განზოგადებისდა პრობლემის გადაჭრისთვის. მაგალითად: „რას გააკეთებდით, თუ ასეთივე მოვლენა განმეორდებოდა?” ან „როგორ მოიქცეოდით, თუ გზაზე თქვენთვის საინტერესო პერსონაჟი შემოგხვდებოდათ?” და ა.შ.
  4. ანალიზური შეკითხვები მოსწავლეს საშუალებას აძლევს ტექსტი პატარ-პატარა სტრუქტურულ ელემენტებად დაყოსსხვადასხვა მხრიდან შეხედოს და ისე განიხილოს ინფორმაცია;
  5. სინთეზური შეკითხვებით მოსწავლეები პატარა ნაწილებს ისე შეაერთებენ, რომ რაღაც ახალი შექმნან (სხვაგვარი დასასრული მიიღონ, სხვაგვარად გადაწყვიტონ პრობლემა) ან მოვლენათა განვითარება ივარაუდონ;
  6. შეფასება: მოსწავლეები ინფორმაციას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ან მიცემული კრიტერიუმების მიხედვითაფასებენ, ანუ მათ თვითონ უნდა გამოთქვან აზრი, შეძლონ პრობლემის გადაწყვეტის გზის შემოთავაზება, განიხილონ თემა, დაიცვან გარკვეული აზრი. ასეთი შეკითხვები მოითხოვენ პოზიციის გამოხატვას: „თქვენ როგორ მიგაჩნიათ? თქვენ როგორ ფიქრობთ?”
ბლუმს მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ გაკვეთილებზე და შესაბამისად მოსწავლეებს მუდმივად ვუსვამთ შეკითხვებსაც (რომლითაც გამოვლინდება მათი ცოდნა, გამოყენების, ანალიზის, ტექსტის გამოკვლევის უნარი და სხვ.) და ამას ხშირად ისე ვაკეთებთ, რომ არ ვფიქრობთ რაიმე მეთოდიკაზე, მაგრამ რამდენად შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს იმავეს გაკეთება?
პირველი სემესტრის ბოლოს, როდესაც ნახევარი წლის შედეგებს ვაჯამებთ, ვამოწმებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ ათვისებული უნარების დონესაც. ასეთი გაკვეთილი შეიძლება რამდნიმე ნაწილად დავყოთ:
I ეტაპი – ესაა საუბარი (რომელსაც პირად პრაქტიკაშიც ყველაზე ხშირად ვიყენებთ). ამ ეტაპზე მთავარიაშეკითხვა, მაგალითად, „რა ჰქონდა მხეველობაში ფილოსოფოს ბეკონს, როდესაც ამბობდა: „საზრიანი შეკითხვა ცოდნის ნახევარიაო”? შეკითხვის დასმას მოჰყვება ცნების – „საზრიანი შეკითხვა” – განხილვა, მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არის „საზრიანი შეკითხვა მხოლოდ ცოდნის ნახევარი?”
განხილვის პროცესში მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ „საზრიანი” შეკითხვა ისაა, რომელიც თავის თავში მოიცავს „მინიშნებას” პასუხზე და რომელ პასუხსაც ერთი სიტყვით ანდა ფრაზით ვერ გადმოსცემ, ხოლო „არასათანადოდ დასმული” შეკითხვა ისაა, რომელზეც შეიძლება მოლოდ ცალსახა პასუხი არსებობდეს.
II ეტაპზე ხდებამოსწავლის პირადი გამოცდილების და ახალი ცოდნის სინთეზი. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, რომელზე პასუხებიც ერთგვარად სქემატიზებულია. მაგალითად:
·რისგან იბადება შეკითხვა?
·როდესაც გააფუჭეთ ნივთი (საგანი.. სათამაშო), ვის ჰკითხეთ?
·ვის დაუსვამდით ისეთ შეკითხვას, როგორიცაა: „რა არის ტელევიზორი?” „რატომ დაფრინავენ ჩიტები?” „რატომ ყვითლდებიან ფოთლები?”
·რა ტიპის შეკითხვებია თქვენთვის საინტერესო? როგორი შეკითხვები გაინტერესებთ?
·ამ შეკითხვებიდან რომელი დაგეხმარებათ დაფიქრებაში? რომელი დაგეხმარებათ, რომ მხოლოდ შეკითხვას უპასუხოთ?
მასწავლებლმა აუცილებლად უნდა აუხსნას მოსწავლეს, რომ ამგვარი შეკითხვები შეიძლება თავადმასწავლებლებსაც დაუსვან (გაიგონ გაუგებარი, უცნობი..), ტექსტის ავტორსაც (ავტორთან დიალოგი) დასაკუთარ თავსაც (დიალოგი საკუთარ თავთან).
ზოგადად თანამედროვე სწავლებაში ძირითადად ორი ტიპის შეკითხვებსვიყენებთ: რეპროდუქტიულს – რომლებიც მხოლოდ ცოდნას გვაძლევენ და პროდუქტიულს – რომლებიც „გვაიძულებენ” ვიაზროვნოთ.
რეპროდუქტიულშეკითხვები იწყება შეკითხვით: ვინ? რა? როგორ? სად? საით?
პროდუქტიულ შეკითხვებია (სპეციალური):
  • შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ (რაღაც, რაიმე…) ჭეშმარიტებად?
  • რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ….. იქდან?
  • როგორი იყო ქმედების მოტივი?
  • შეკითხვა იწყება თეზისის ფორმულირებით.
პროდუქტიული შეკითხვები (გამოყოფა):
  • თუ ცნობილია…………, მაშინ……………?
  • თუ………………………, მაშინ რატომ……………..?
  • ანდა………………………………………………….?
რას შეეხება შეკითხვის კიდევ ერთ ტიპს – პრობლემური ხასიათის შეკითხვას: დამოუკიდებლად ასეთი შეკითხვის დასმა ძალიან რთულია, მოზრდილებსაც კი უჭირთ. ამიტომ გაკვეთილის მომზადებისას მასწავლებლები ასეთ კითხვებსწინასწარ ამზადებენ.პრობლემური შეკითხვის ძირითადი თავისებურებებია:
  • არ აქვს ცალსახა გადაწყვეტა;
  • მრავალმხრივია, გადაწყდება ეტაპობრივად;
  • მოითხოვს სინთეზურ ცოდნას.
სწვლის პირველ საფეხურზე ასეთი შეკითხვების დასმას მოსწავლეს ვერ ვასწავლით, მაგრამ მომდევნო საფეხურებზე ეს აუცილებელიც კია. ნებისმიერ სიტუაციაში პრობლემური შეკითხვის დასმის ალგორითმი ასეთია:
  • შეისწავლეთ ინფორმაცია და: გამოყავით მოვლენებიდან ძირითადი მომენტები, დავალებები, მოსაზრება, თეორია…;
  • გამოყავით მთავარი: აზრი, იდეა, თავისებურებ, პირობა..;
  • ხაზი გაუსვით წინააღმდეგობრივ, შეუთანხმებელ, არადამაჯერებელ არგუმენტებს;
  • ახსენით, რამ გამოიწვია წინააღმდეგობა (წინააღმდეგობის არსი);
  • ჩამოაყალიბეთ პრობლემური შეკითხვა.
როდესაც ტექსტზე ვმუშაობთ, მთავარია მოსწავლეებს ვასწავლოთ „აღმოაჩინონ” შეკითხვა ტექსტში და ამის შემდეგ ვასწავლოთ, როგორ „აწარმოოს” დიალოგი ავტორთან და საკუთარ თავთან. ასე მივიღებთ გაკვეთილის მესამე ეტაპს:
III ეტაპი: პატარა ნარატივის წაკითხვა და მოდელების მიხედვით შეკითხვების დასმა. მაგალითად,
IX კლასი, საგანი – ისტორია, თემა – „საქართველო VI საუკუნეში”
523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კეისრის დახმარების იმედი ჰქონდა. როგორც ხშირად მომხდარა საქართველოს ისტორიაში, გურგენმა დახმარება ვერ მიიღო და დამარცხდა. იგი იძულებული გახდა, ოჯახითურთ თავი ეგრისის სამეფოსთვის შეეფარებინა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელთა მმართველობადამყარდა. მაგრამ VI საუკუნის 70-იან წლებში, როცა ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო, ქართველები კვლავ აჯანყდნენ. რომაელებმაისარგებლეს სპარსეთში ატეხილიშინაური შფოთით და შაჰისაგან თითქმისმთელი ქართლიმიიღეს. სპარსელთა მეციხოვნეები თბილისშიღა დარჩნენ.
ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვეს. ბიზანტიელებთან შეთანხმებით მათ ქვეყნის მმართველად ერისმთავრად – ქართველი სეფეწული გუარამი (545-586) დასვეს. იგი ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი იყო. ქართლის ფეოდალების შუამდგომლობით კეისარმა გუარამს კურაპალატის წოდება მიანიჭა“.
რეპროდუქტიული ხასიათის შეკითხვები:
·რისთვის გადავიდა გურგენი ეგრისში?
·ვინ მიიღო ქართლი VI საუკუნის 70-იან წლებშირომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაწყებისას?
·რა იყო ქართლის მოსახლეობის ბრძოლის მთავარი შედეგი VI საუკუნის 70-იან წლებში?
·და ა.შ.
პროდუქტიულ შეკითხვები (სპეციალური):
·მოტანილი ინფორმაციიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება VI საუკუნის ქართლის მდგომარეობის შესახებ?
·რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია, რომ ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვესდაბიზანტიელებთან შეთანხმებით ქვეყნის მმართველერისმთავრად ქართველი სეფეწული გუარამი დასვეს?
·რატომ აჯანყდნენ ქართველები მაინდამაინც VI საუკუნის 70-იან წლებში?
·და ა.შ.
პროდუქტიულ შეკითხვები (გამოყოფა):
·თუ ქართლის დიდებულებს და ბიზანტიელებს ქართლში მეფობის აღდგენა არ უნდოდათ, რატომ დასვეს მმართველ ერისმთავრად ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი გურგენი და კეისარისგან კურაპალატის წოდებაც მიანიჭეს?
დასკვნა: ამ პატარა ნაწყვეტიდან სწორად დასმული შეკითხვების მეშვეობით აუცილებლად მივიღებთ პლატონისეულ ცოდნას VI საუკუნის ქართლის მდგომარეობის შესახებ.
ვასწავლოთ შეკითხვების სწორად დასმა მოსწავლეებს და მათი სახით ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, ჩვენი საქმიანობა კი – გაცილებით წარმატებული.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით