-->

გუგული და პერსონალური ინფორმაცია



გუგულმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა ჩემი დადასტურებული ეჭვები იმის შესახებ, რომ ის აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა რაღა ეჭვები, ხელშეკრულებაშიც უწერია (აუცილებლად ნახეთ ძველი პოსტი). უბრალოდ ახლა მადა გაეზარდა




და აი რა მომწერეს დღეს:

 თქვენი Google ანგარიშისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ახალი ფუნქცია
წარმოგიდგენთ რამდენიმე არასავალდებულო ვარიანტს თქვენი ანგარიშისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გააკონტროლოთ Google-ის მიერ შეგროვებული მონაცემები და მათი გამოყენება, რაც, პარალელურად, Google-ს თქვენთვის უფრო საინტერესო რეკლამის ჩვენებაში დაეხმარება.

რა შეიცვლება ახალი ფუნქციების გააქტიურებით?
1. თქვენს Google ანგარიშში დამატებითი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, რაც გადახედვასა და გაკონტროლებას გაგიმარტივებთ




თქვენ მიერ გამოყენებული აპებიდან და ვებსაიტებიდან მიღებული ინფორმაცია თქვენს Google ანგარიშში ინახება.
Google-ის ისეთი სერვისებით სარგებლობისას, როგორიცაა Search და YouTube, თქვენ გარკვეულ მონაცემებს ქმნით — მაგალითად, იმის შესახებ, თუ რა მოიძიეთ ან რომელ ვიდეოებს უყურეთ. ამ მონაცემების ნახვა და გაკონტროლება ვებსა და აპებში აქტივობის პარამეტრიდან არის შესაძლებელი, რომელიც ჩემი ანგარიშის ნაწილია.

ამ ცვლილებით, ზემოხსენებულ პარამეტრს შეიძლება ასევე დაემატოს Chrome-იდან მიღებული დათვალიერების მონაცემები და აქტივობა Google-ის პარტნიორ ვებსაიტებსა და აპებში, მათ შორის, ისეთებში, სადაც Google-ის რეკლამის ჩვენება ხდება.

თქვენს Google ანგარიშში Chrome-ის მეშვეობით დათვალიერებული გვერდების ისტორია ინახება. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს მოცემული პარამეტრის ჩართვა ამ მონაცემების პერსონალიზებისთვის გამოყენების პროცესზე.

ამ ინფორმაციის მეშვეობით, Google ვებში არსებულ რეკლამას თქვენთვის უფრო რელევანტურს გახდის 




სექციაში ჩემი ანგარიში არსებული რეკლამის პერსონალიზების პარამეტრი საშუალებას აძლევს Google-ს, გამოიყენოს თქვენს ანგარიშში შენახული მონაცემები, რათა საკუთარ პროდუქტებში თქვენზე მორგებული რეკლამა შემოგთავაზოთ.

ამ პარამეტრის ახალი ცვლილების წყალობით, თქვენს ანგარიშში შენახული მონაცემების მეშვეობით, Google თქვენზე იმ რეკლამის უკეთ მორგებასაც შეძლებს, რომელიც Google-ის პარტნიორ ვებსაიტებსა და აპებში გხვდებათ.

ეს პარამეტრები თქვენს სისტემაში შესულ ყველა მოწყობილობაზე და Google-ის ყველა სერვისზე გავრცელდება. მათი შეცვლა ნებისმიერ დროს, სექციიდან ჩემი ანგარიშიშეგიძლიათ. გაიგეთ მეტი  (ქართ) ამ ფუნქციების შესახებ. მათ შორის, თუ როგორი იქნება გაზიარებულ მოწყობილობებზე მათი გავლენა.


ის, რაც არ იცვლება


  • Google არ ყიდის თქვენს პირად ინფორმაციას
  • ჩვენ მიერ შეგროვებული და გამოყენებული ინფორმაციის ტიპები თქვენ მიერ, სექციიდან ჩემი ანგარიში (myaccount.google.com) იმართება


აირჩიეთ „ვეთანხმები“ ამ ფუნქციების ჩასართავად, ან „სხვა ვარიანტები“ ალტერნატივების სანახავად.




  • დიახ, გუგლი აგროვებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, 
  • დიახ გუგლი ახდენს თქვენი პერსონალური ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას
  • დიახ, გუგლი იყენებს ამ ინფორმაციის რანჟირებას და პროგრამულ დამუშავებას
და ბოლოს

  • დიახ, გუგლი ყიდის ამ ინფორმაციას 
  • დიახ, მე დავეთანხმე გუგლის პირობებს


იმიტომ, რომ გუგლის მიერ (ჩემი) პერსონალური ინფორმაციის შეგროვება (ჩემთვის) არ ქმნის საფრთხეს (ჯერჯერობით).

მაგრამ არის საფრთხეები

  • მნიშვნელოვანია რომ ეს შეგროვება არ რეგულირდება კანონმდებლობით და კვალიფიციურად. ანუ არც მე და არც თქვენ არ იცით, რა საფრთხეებს შეიცავს ინფორმაციის ეს შეგროვება. 
  • სად და რა მიზნით გამოიყენებს ამ ინფორმაციას თუნდაც გუგლი, ან სახელმწიფო ან თუნდაც რომელიმე ტერორიტ მანიაკი... ან თუნდაც მეზობელი....   
დარწმუნებული, ვარ, მალე გუგლს ჩემზე უკეთ ეცოდინება, თუ როდის გადავწყვეტ გოდერძზე სინორის საჭმელად წასვლას და ამ მომენტს კლავიატურაზე თითების კაკუნით დაელოდება, ტ-ნ-ნ-ნ.... რათა შემდეგ ნიშნისმოგებით სადმე რაიმე ბაზაში ჩუმად აღნიშნოს „ერთი თვის წინაც კი ვიცოდი რომ 14 საათსა და 56 წუთზე დაქოქავდა თავის ჯაბახანას , 78 ლარის ბენზინს ვისოლზე ჩაასხამდა ზუგდიდში (გუშინწინ ჩაასხა და სხვა ბენზინგასამართ სადგურამდე ვერ გაქაჩავს). 78 ლარი იმიტომ რომ ბაკში მეტი არ ჩადის და სულ გავსებამდე ასხამს, ახლანდელი კურსით კი ასე უწევს. გზად 54-ე კილომენტრზე გააჩერებს. უკვე 12 წელია აქ ჩერდება. დარწმუნებული არ ვარ, ბარათით არ იხდის და ვერ ვიცი რა ხდება, მაგრამ როგორც ჩანს სიმინდს ყიდულობს. რუკაზე აქ მხოლოდ სიმინდის გამყიდველის სელფები დევს....“ 

ხო კიდევ, ასე და ამგვარად, გუგლს ტავისუფლად შეუძლია გამოთვალოს როდის ავიღე ხელფასი, როდის გავცივდი, ან რამდენჯერ გამეხა პრეზერვატივი....

თითოეული დეტალი გუგლის ბომონდს შეწირული სტატისტიკის ხარკია... მე ვენდობი გუგლს და ვფიქრობ, ის ამ სტატისტიკას ბოროტად არ გამოიყენებს, ისევე როიგორც ეპლმა რა უღალატა მორალს და დემოკრატიას. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითა დიდი წნეხის ქვეშ..... 

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით