-->

გუგლის გამოყენება სასწავლო პროცესში რა თქვა მინისტრმა?

ამ სტატიის წასაკითხად 12 წუთი დაგჭირდებათ

«

სკოლის დერეფნებში მოჩვენება დადის — Google მოჩვენება, სკოლის მასწავლებლები კოშმარულ სიზმრად აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ყოველი მოსწავლის ჯიბეში) და უკვე 10 წელია მაგიდაზეც) დევს ჯადოსნური ყუთი, რომელიც ამ მოსწავლეს ისეთ ადგილთან აერთებს, სადაც ყველა კითხვაზე პასუხები დევს.... და რაც მთავარია: რას გვასწავლიან უნიში? ეს აზროვნება და დაგუგვლის უნარია. დანარჩენი ნაკლებსასარგებლოა.
 

ოდნავ გადახვევა: მე როცა პირველ კლასში ვიყავი მეათეკლასელ ბადრის Зенит ფოტოპარატი ჩამოართვეს, ხოლო მე — X კლასში საათი Слава

ძველი ნაცნობი კითხვა რატომ ვისწავლო გეოგრაფია, როცა არის მეეტლე?  უცებ აქტუალური ხდება – მართლაც და რატომ? მართლაც რატომ უნდა დაიზეპიროთ რომელი ქვეყნის დედაქალაქია ანტანანარივუ ან რამდენია ნილოსის სიგრძე შენაკადებთან ერთად? არ გახსოვთ :) მოდით დავგუგლოთ.....

რამდენია კვადრატული ფესივი პი-დან? არაა პრობლემა! როდის იყო გიუნვალის ბრძოლა? ადვილია!
რიცხვების მთელი წყება რომელთა დამახსოვრება აქამდე აუცილებელი იყო ჰოპ-ჰოპით იგუგლება. ჰერონის ფორმულა? აიღეთ ვიკიპედიიდან. წაკვეთილი პირამიდის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა გინდათ? აგერაა, „ფორმულები და გამოთვლები ონლაინ“ ...  

დარწმუნებული ვარ სათვალიანი მასწები გააპროტესტებენ... ტელეფონში ცოდნა და თავში ცოდნა სხვადასხვა არისო

– ინტერნეტი თუ არ გექნება? ტელეფონი თუ გაფუჭდა?
– ინტერნეტი ყველგანაა. თუ არ არის იქნება. ტელეფონი თუ არ არის პლანშეტში ვნახავ. პლანშეტიც არა? რამეს მოვიფიქრებ...

ფორუმების თვალიერების დროს საინტერესო ციტატას გადავაწყდი:

«

„ჩემი რაიონის ექიმი ვიკიპედიით მმკურნალობდა, არც  კი რცხვენოდა და გუგლში ეძება წამლები ჩემი თანდასწრებით“  


თქვენ შეიძლება შეძრწუნდით სამყაროს მომავალი სურათით? კოსმიური ხომალდების შემქმნელი ინჟინრები გამალებით ეძებენ ჰუკის კანონს გუგლში. ნეიროქირურგი. გადადო რა სკალპელი, ინტერნეტში ხელისკანკალით ეძებს, თუ რა ადგილას გადაკეტოს არტერია...

ხოოო, მაგრამ შევჩერდეთ. საჭიროა ყველაფრის დამახსოვრება? ინჟინერმა ყველა ფორმულა უნდა იცოდეს? რათქმაუნდა არა. მას ყოველთვის შეუძლია მათი მოძებნა ცნობარში. ექიმისთვის „ვიდალის“ გადაშლა ახალი პრეპარატის უკუჩვენებების დასაზუსტებლად სამარცხვინო არაა. ინჟინერმა საჭირო კოეფიციენტები რომ სპციალურ ცნობარში ეძებოს, ეს გასაკვირი სულაც არ არის. მაშ მოსწავლეებისგან რატომ ვითხოვთ ასობით და ათასობით ფაქტების დაზუთხვას? ვეცდები სიწმინდეს შევეხო. გთხოვთ მითხარით, ალბათ სკოლის პერიოდიდან კარგად გახსოვთ რომ მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება... მაშ მოდით, პატიოსნად მიპასუხეთ, ბოლოს როდის გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების გადასაწყვეტად?. და ბოლოს, აბა გუგლის და დაფიქრების გარეშე სწრაფად მიპასუხეთ, რომელია რიონის ყველაზე დიდი შენაკადი?








«

„ოთხი წლის წინ ერთ-ერთ გიმნაზიაში  ქიმიის ახალგაზრდა პედაგოგის კაბინეტში გადავაწყდი პლაკატს, რომელზეც ეწერა „ამ კაბინეტში ინტერნეტში ძებნა ნებადართულია ყოველთვის, გამოცდის დროსაც კი.“

ბ. ტალიავინი




ვიზიარებ თქვენს პროტესტს. ადამიანი, რომელიც ავსტრიას და ავასტრალიას, ლიას და ლიას, სენაკს და სენაკს, ჯვარს და ჯვარს, ვერ ანსხვავებს ერთმნეთისაგან,  არ შეიძლება ერქვას კულტურული. და კასპიის ზღვაში ჩადინებული მტკვარიც — ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მარკერია. და ვთქვათ, ტრიგონომეტრია? შეიძლება თუა არა კულტურული ეწოდოს ადამიანს, რომელიც სინუსს კოსინუსისგან ვერ ანსხვავებს?

თვით ფაქტი, რომ მოსწავლე მასწავლებლის კითხვას გუგლავს, საშიში სულაც არ არის, პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. მაგალითად, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში მიღებულია აზრი, რომ პროგრამირების სწავლების დროს 70% (80%) პრობლემის უკეთესად გადასაწყვეტად და უკეთესი კოდის შესაქმნელად უნდა დაგუგლო. პროგრამირების კომპანიების HR მენეჯერებს ურჩევენ სამუშაოზე აიყვანონ ის კანდიდატი, რომელიც ტესტირების დროს არაფერს აკეთებდა, ელოდებოდა სხვების მიერ კოდის წერის დასრულებას და ბოლო 5 წუთში წარმოადგინა მათ მიერ შექმნილი კოდი....

მაშ რა არის გაკვეთილზე დაგუგვლის პრობლემა? რისი ეშინიათ პედაგოგებს?

ძალიან მარტივად. მათ ეშიანიათ ცოდნის ილუზიის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მივეჩვიეთ მოდელს, როცა ჯერ ცოდნის ათვისება, მოსწავლის თავში დალექვა ხდება, ხოლო მხოლოდ შემდეგ, როცა მომწიფდება საკმარისი ცოდნა, იწყება მისი გამოყენება. ეს ცოდნა პასიურ ტვირთად არის მოთავსებული მოსწავლეთა თავში მანამ სანამ არ გამოჩნდება ამოცანა, რომელიც ამ ტვირთს შენაჯღრევს. ეს კარგ შემთხვევაში, მაგრამ უარეს შემთხვევაში ეს ცოდნა დავიწყებული იქნება ლექციის მეორე დღესვე. და მხოლოდ ამ ამოცანის გადაწყვეტის მომენტში დაიწყება მისი გახსენება.

მაგრამ ეს სწორედაც ის სიტუაციაა, როცა მიიღეს რა დავალება, მოსწავლეები იწყებენ ამ ამოცანის ამოხსნის დაგუგვლას. მშვენიერია თუ მათ თავში აქვთ რაიმე ისეთი, რომელზეც როგორც ფუნდამენტი, ისე შესაძლებელი იქნება ძებნის ხის აშენება, მაგრამ თუ არ აქვთ, მაშინ სწავლების მომენტი მხოლოდ ახლა იწყება. და ამ მომენტში მნიშვნელოვანია, რომ ამოცანები არ იყოს დასმული ცოდნის შემოწმებაზე. არამედ ცოდნის გამოყენებაზე.

მარტივი მაგალითი, პოსტის დასაწყისში ნილოსის სიგრძე ვიკითხე. სპეციალურად არ მომიფიქრებია, მაგრამ როცა გადაწყვეტა ვცადე, მრავალ საინტერესო ფაქტს გადავაწყდი: მართლა ყველაზე გრძელია ნილოსი? ან რას ნიშნავს მდინარის სიგრძე? რა სიზუსტით შეიძლება მდინარის სიგრძის განსაზღვრა? მოდით აქ შევჩერდეთ, საინტერესო კითხვებია და თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ, აქ კი ამ საკითხებით თემიდან გადავუხვევთ...

მე შემთხვევით არ გამიკეთებია ეს გადახვევა. ის უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი ტრივიალური კითხვიდან აიგოს პრობლემური კვლევის ამოცანა, რომელიც მოსწავლეს მისცემს არა მარტო დაზეპირებულ ფრაზას, არამედ ცოდნას, რომელიც გაიფილტრა ათასგვარი ძიების გზით. შესაბამისად ეს ცოდნა მოსწავლეს გამოცდიდან მეორე დღეს არ გაუქრება.

დავუბრუნდეთ პოსტის ძირითად კითხვას: „რა უნდა ვიცოდეთ ზეპირად, და რა ნაწილი ვეძებოთ ინტერნეტში?“

და აღმოჩნდება, რომ უნდა ვიცოდეთ ბევრი რამ. ასეც ამბობენ, კითხვა სწორად რომ დასვა პასუხის ნახევრი მაინც უნდა იცოდეო. ხოლო იმისთვის რომ საძიებო სისტემის მიერ მოწოდებული ნაგვიდან სწორი პასუხი გამოარჩიო, კიდევ მეორე ნახევარი უნდა იცოდე.

ხუმრობა კია, მაგრამ...

განათლების მიზანი, როგორც ჩანს, ფუნდამენტის შექმნაა..., ისეთი ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწორად ვეძებოთ, შემდეგ კი მოძებნილიდან შევძლოთ სწორი გადაწყვეტილების შეფასება.

პატარა ისტორია: სადღაც თვალი მოვკარი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში მოსწავლეებს ნებას დართავენ ისარგებლონ ინტერნეტით გამოცდების დროსაც კი. ამ ინფორმაციას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სპეციალისტების მხრიდან, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდანაც.

აქ ერთი, ჩემი აზრით, სიმპტომატიური რეპლიკის ციტირებას მოვახდენ:


«

...სახალისო იქნება თუ გუგლის საძიებო სისტემაში პირველი გაყალბებული მონაცემები გამოვა. მთავარია კარგად გავაპიაროთ და შედეგად გლობალურად არასწორ პასუხებს მივიღებთ ისტორიაში ან სხვა თემაში...



მართალია გაყალბებულ მონაცემებზე ფიქრი საკმაოდ გადამეტებულია, მაგრამ, მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ყალბი მონაცემების გარჩევის უნარი და ნამდვილ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი დღევანდელი ციფრული ეპოქის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია.


«

...კლასში საჭიროების შემთხვევაში ყველა იყენებს ქსელში ძებნას. დღევანდელ სამყაროში აუცილებელი არ არის ყოველგვარი ცოდნის თავში შენახვა. არამედ მნიშვნელოვანია კითხვის სწორად დასმისა და მიღებული პასუხის გაგების უნარი

მარკ დოუ
ბრიატანეთის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი   



და ახლა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კითხვის დასმის ხელოვნება პასუხების მექანიკურ დამახსოვრებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. კითხვის დასმით მოსწავლე გახსნილი ხდება პასუხის მისაღებად. და ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ბავშვურ კითხვებთან? და შეგვიძლია კი, ჩვენი სასწავლო პროგრამა მოერგოს ამ ბავშვურ, მთავარ კითხვებს?

ორ ისტორიას გავხსენებ ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი ჩემს სკოლაში მოხდა, და ის მე მხოლოდ იმიტომ ვიცი რომ დედაჩემი მასწავლებელი იყო. მაშ ასე: 
«

ეს მოხდა გასული საუკუნის 80 იან წლებში,  მასწავლებელს ნელი ბარათელი ერქვა. თეთრბათიანი ლოყებღაჟღაჟა გოგონა უცებ ბოლო ხმაზე ატირდა შუა გაკვეთილზე. შეწუხებულმა მასწავლებელმა ვერაფრით ათქმევინა მიზეზი. ბავშვი არ მშვიდდებოდა, მაგრამ შიგადაშიგ რვეულს აფარებდა ხელს. გასაგები გახდა რომ რვეულის გამო ტიროდა. როცა მასწავლებელმა რევეული გადაშალა ვეებერთელა ასოებით დაჯღაბნილ ნაწერში გაარჩია ის სიტყვა, რომლის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება. მეგრულად ეწერა. ადვილი მისახვედრი იყო რომ გვერდით მჯდომი ანცი ბიჭუნა იზამდა. თქვენ რას იზამდით?

ნელიმ ბიჭუნა დაფასთან გამოიძახა  და სთხოვა ხმამაღლა ეთქვა ის სიტყვა რაც რვეულში ეწერა. ბიჭუნა დიდხანს უარობდა, მაგრამ მასწავლებელიც საკმაოდ ჯიუტი აღმოჩნდა, როცა დაფაზე გამოისახა ტექსტი, მასავლებელმა ახსნა მისი დანიშნულება, აუცილებლობა, კიდევ რამდენიმე დეტალი. სიტუაცია ცოტა განიმუხტა. შემდეგ სთხოვა დაემარცვლა, შემდეგ კი  გაარკვიეს არსებითი სახელი იყო თუ შემასმენელი. ბიჭუნაც ცოტა გათამამადა.... ბრუნებაც შეძლო, (ცოტას მასწავლებელიც დაეხმარა). შემდეგ კი დაფაზე დაწერაზე მიდგა საქმე  და ესეც მოხერხდა. 

ცოტა ხანში მოსწავლეები ფიქრობდენ რომ სასაცილო სულაც არ ყოფილა, არც გოგა ტიროდა. ბიჭსაც გადაუარა სიწითლემ

 

 მეორე ისტორიამკვდარი თაგვის თავის ქალაზეა

«

ეს კი 80-90 წლის წინ საფრანგეთის ალპებში მომხდა, მასწავლებელს სელესტენ ფრენე ერქვა...

მე მესმის თუ რას გააკეთებდა სკოლის ნორმალური მასწავლებელი, თუკი მისი მოსწავლე შუა გაკვეთილზე ჯიბიდან მკვდარი ცხოველის თავის ქალას ამოიღებდა.

ფრენემ კი,როგორც მისი მეგობრები წერენ, გაიხარა, მოსწავლეს სთხოვა თავის ქალა მთელი კლასისთვის ეჩვენებინა და მთელი გაკვეთილი ამ საგანს მიუძღვნა. რა ქვია ამ ცხოველს, რითი იკვებება, კიდევ რომელ მღრღნელს იცნობთ...

ამ თავსიქალით კლასში შემოიჭრა ქუჩა მთელი თავისი ბავშური თამაშებით, საქმეებით, ფანტაზიით .... ჩვეულებრივი სოფლელი ბავშვის ჩვეულებრივი სამყაროთი. 



თითქოს ეს ისტორია გუგლს სულაც არ ეხება. მაგრამ ეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კლასში შემოიჭრას ცოცხალი ყოველდღიურობა ჩვეულებრივ სკოლაში. გუგლი მოსწავლისთვის ისეთივე ცოცხალი ყოველდღიურობაა, როგორიც მკვდარი თაგვის თავისქალა – ისეთივე ეპატაჟური და ისეთივე ნაყოფიერი.

მკვდარი თაგვის თავისქალა უკვე დევს თქვენი მოსწავლეების ჩანთებში. მოსწავლე თუ რას უზამს მას – დასვენებაზე გოგონებს შეაშინებს, პატარებს გამოეკიდება თუ სასკოლო თვალსაჩინოების სახით შეისწავლის – დამოკიდებულია მასწავლებელზე.

თავისქალად, რათქმაუნდა მე სმარტფონს ან ინტერნეტს მოვიხსენიებ. თუნდაც იმიტომ რომ დღევანდელი ბავშვები ქუჩაში კი არა ქსელში, ან ინტერნეტში, ტელეფონში, თამაშებში გარბიან. ხშირად მათ იქ ჩვენ ვექაჩებით. აი რას ამბობს ერთერთი ყველაზე მცოდნე ადამიანი:

თუ ბავშვი შენამდე კითხვით მოვიდა, გუგლში კი არ გააგზავნო, შეეცადე უპასუხო. თუ პასუხი არ იცით, ბავშვთან ერთად ეძებეთ. ბავშვობის ასაკში უნდა მოხდეს ინფორმაციის მიღების უნარის ფორმირება და ბავშვობაშივე უნდა ისწავლოს მოსწავლემ ინფორმაციის მოხმარება.

დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანია მოძებნეთ ბავშვთან ერთად

მხოლოდ ერთად შეიძლება კითხვის დასმის კულტურის ფორმირება. და საერთოდ, ყველაფრის ერთად კეთება ძალიან კარგია.

და ბოლოს: გამოცდა სადაც „არაფრით არ ვსარგებლობთ, არაფერი ამოიღოთ, არაფერში ჩაერთოთ, ყველაფერი მხოლოდ თავიდან წამოიღეთ“ არის დღევანდელი განათლების ქვაკუთხედი. თუ ამ ქვას გამოვაცლით, მთელი სისტემა ხუხულასავით დაიშლება.

იქნებ ამიტომაც ასე ეშინით გულის მასწებს?



3 კომენტარი :

მოკლედ და კონკრეტულად, ისწავლეთ და ასწავლეთ ბავსვებს ინტერნეტში მუშაობა. არა წკაპუნი, არა დალაიქება, არა თამაში და ა.შ. ,არამედ, მუშაობა და მხოლოდ მუშაობა.

მიუხედავად იმისა რომ სათვალიანი მასწი ვარ, აბსოლიტურად ვეთანხმები მინისტრის გამოთქმულ აზრს, და არა მარტო ვეთანხმები, ჩემს პრაქტიკაზეც აისახება. თუმცა, ამის პარალელურად (ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგოდ), მაინც მიწევს "კასპიის ზღვაში ჩადინებული მტკვრის" დაზუთხვაც ვაიძულო მოსწავლეებს. რატომ? იმიტომ რომ მოსწავლეს ელოდება გამოცდა,ოლიმპიადა სადაც ეტყვიან: „არაფრით არ ვსარგებლობთ, არაფერი ამოიღოთ, არაფერში ჩაერთოთ, ყველაფერი მხოლოდ თავიდან წამოიღეთ“...
ასე რომ, ხსენებულ "ქვაკუთხედს" მხოლოდ მასწავლებელი ვარ გამოაცლის ამ ქვას, თორემ დაშლილი ხუხულის ნანგრევებში თავის თავთან ერთად მოსწავლეებსაც ჩაიყოლებს.
პედაგოგები მოხარულნი ვიქნებით, თუ კი იარსებებს სისტემა, რომელიც ამ კუთხით მუშაობის საშუალებას მოგვცემს.

დიახ, ჩვენი განათლების სისტემა წლიდან წლამდე ჯიუტად შტამპავს მოსწავლეებს გამოცდების და ოლიმპიადების ტესტებისთვის. შეფასებაც შესაბამისი გვაქვს: იქს სკოლის ენ მოსწავლე ასპროცენტიანი გრანით ჩაირიცხა. პედაგოგი .....

შემდეგ გვყავს ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლები. რადგანაც, როგორც ჩანს, ცხოვრება სხვა ტესტებს უტარებს მათ...

დღეს 21-ე საუკუნეა და ტექნოლოგიების გარეშე სწავლება შეუძლებელია.

ცხოვრებას არ სჭირდება, მოქალაქე, რომელიც გუგლს ვერ გამოიყენებს. სად უნდა ისწავლოს მოსწავლემ გუგლის გამოყენება თუ არა სკოლაში?

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით