-->

WIN კლავიშის 21 ფუნქცია




(ყველა) კლავიატურას აქვს ღილაკი ვინდოუსის ლოგოტიპით, რომელსაც ბევრი აბსოლუტურად ზედმეტად და უფუნქციოდ თვლის. სინამდვილეში კი ის შეუცვლელი დამხმარე შეიძლება აღმოჩნდეს.
აი, რისი გაკეთება შეიძლება მისი დახმარებით:

  1. "Start" მენიუს გამოძახება ან Metro რეჟიმში გადასვლა Windows 8 -ში (Win);
  2. ინსტრუმენტების პანელზე სასურველი პიქტოგრამის ამორჩევა და ერთმანეთზე  გადართვა (Win + B)
  3. სამუშაო მაგიდაზე გადართვა (Win + D)
  4. მეგზურის გამოძახება (Win + E);
  5. კომპიუტერის ბლოკირების ჩართვა (Win + L);
  6. ძიების ფანჯრის გამოძახება (Win + F);
  7. ყველა ფანჯრის ჩახურვა (Win + M);
  8. პროექტორზე, ან მეორე მონიტორზე გადართვა (Win + P);
  9. Run-ის გამოძახება (Win + R);
  10. ამოცანათა პანელის აქტივაცია: ყოველ ჯერზე მოხდება გადასვლა მომდევნო ღილაკზე (Win + T)
  11. Ease of Access Center - ფანჯრის გამოძახება (Win + U);
  12. Windows 7 -ში მობილური ჩანართების ცენტრის  ან Windows 8-ში დამალული მენიუს გამოძახება (Win + Х);
  13. სისტემის პარამეტრების ფანჯრის გამოძახება (Win + Pause);
  14. Windows დახმარება (Win + F1);
  15. კონკრეტული პიქტოგრამის აქტივაცია ამოცანათა პანელიდან (Win + 1/2/3…);
  16. ამოცანათა პანელის პიქტოგრამების ახალი ასლის გაშვება (Win + Shift + 1/2/3…);
  17. ფანჯრებს შორის გადართვა პროგრამაში (Win + Ctrl + 1/2/3…);
  18. პროგრამის ფანჯრის სრულად გახსნა (Win + ისარი მაღლა);
  19. პროგრამის ფანჯრის შემცირება (Win + ისარი დაბლა);
  20. ფანჯრის გადატანა ეკრანის მარჯვნივ/მარცხნივ (Win + ისარი მარჯვნივ/მარცხნივ);
  21. ფანჯრების გადატანა სხვა მონიტორზე  (Win + Shift + ისარი მარჯვნივ/მარცხნივ)


win+ tab

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით