-->

კონკურსი „ყველაზე წიგნიერი“




ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს „ყველაზე წიგნიერი 2016-2017“ სკოლებისთვის. კონკურსი 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 აპრილამდე გრძელდება

კონკურსის მონაწილე I-VI კლასის (დაწყებითი საფეხურის) მოსწავლეებმა  უნდა წაიკითხონ გამომცემლობის მიერ მითითებული წიგნები და დახატონ ერთი პერსონაჟი. შესრულებული ნახატი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ უნდა მოიტანონ.

კონკურსის ბოლოს გაიმართება ნახატების გამოფენა და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასული ნახატის ავტორი დაჯილდოვდება „ყველაზე წიგნიერი მხატვრის“ სტატუსით და გადაეცემა წიგნების 100 ლარიანი ვაუჩერი. მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცემათ.


VII-XII კლასელებმა (საბაზო-საშუალო საფეხური) გამომცემლობის მიერ მითითებული წიგნებიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი წიგნი და გააკეთონ მისი 1-3 წუთიანი ვიდეომიმოხილვა.

კონკურსის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს. პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება „ყველაზე წიგნიერი მკითხველის“ სტატუსით და წიგნების 100 ლარიანი ვაუჩერით. მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცემათ. ვიდეოები ასევე გამოქვეყნდება პროექტის ფეიბუკ გვერდზე და იმ ვიდეოს ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, გადაეცემა 100 ლარიანი წიგნების ვაუჩერი.



VI-XII კლასელებს შეუძლიათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ნებისმიერი წიგნიდან აირჩიონ პერსონაჟი და მის შესახებ დაწერონ განსხვავებული ისტორია, ან შეცვალონ ნაწარმოების დასასრული.

კონკურსის ბოლოს ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულებს. პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება „ყველაზე წიგნიერი მწერლის“ სტატუსით და წიგნების 100 ლარიანი ვაუჩერით. მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცემათ. მოთხრობები განთავსდება პროექტის ფეისბუკ გვერდზე და წიგნების 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება ის მოსწავლე, რომლის მოთხრობაც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.


კონკურსი ასევე გაიმართება „ყველაზე წიგნიერი გუნდის“ ნომინაციაში. ეს ნომინაცია 3 ტურად და ორ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი რომლის სხვადასხვა ეტაპებზე გუნდებმა უნდა წაიკითხონ ათ-ათი წიგნი. გამარჯვებული გუნდის გამოვლენა მოხდება ინტელექტუალური თამაშების დახმარებით და გამარჯვებულ გუნდს წიგნების 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა


„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ მასწავლებელს, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე იქნება პროექტში ჩართული. ის გახდება „ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“, ხოლო ის სკოლა, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, გახდება „ყველაზე წიგნიერი სკოლა“ და საჩუქრად ბიბლიოთეკას მიიღებს.

2016 წლის 16 იანვარს გაიმართება „ყველაზე წიგნიერი კარნავალი“ სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს. აირჩიეთ გამომცემლობის რომელიმე წიგნის პერსონაჟი, მოირგეთ მისი ჩაცმულობა. კარნავალზე რეგისტრაცია 12 დეკემბრამდე უნდა დაასრულოთ. კარნავალის ბოლოს გამოვლინდება „ყველაზე წიგნიერი კოსტუმის“  მფლობელი.


სრული ინფორმაცია კი ნახეთ შემეგ ბმულზე  ან აქვე:





ტელ (032) 2-910-954
ელ-ფოსტა:nata@sulakauri.ge

გისურვებთ წარმატებას!
















1 კომენტარი :

ძალიან კარგი კონკურსია, მაგრამ ყველა ხომ ვერ შეძლებს გამარჯვებას? გული რომ არ დაწყდეთ იქნებ მონაწილეობისთვის რამე წამახალისებელი სერტიფიკატი მიიღონ?

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით