-->

xampp სერვერის გამართვა

 zampp


XAMP (იკითხება, ზემპ, ან ქსემპ) არის კროსპლატფორმული  ანაწყობი, რომელიც შეიცავს Apache, MySQL, PHP, Perl და კიდევს სხვა დამატებით უტილიტებს სრულფასოვანი ლოკალური სერვერის გასაშვებად. სახელი წარმოადგენს აბრევიატურას

X აღნიშნავს ნებისმიერ ოპერაციულ სისტემას
Apache   ვებ სერვერი
MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
PHP სერვერული სკრიპტების ინტერპრეტატორი
Perl პროგრამირების ენა

როგორც პაკეტის ინსტალაცია, ასევე მასში მუშაობა საკმაოდ მარტივია და მოსახერხებელი. ის ინტერენეტის გარეშე საიტის კოდის ტესტირების საშუალებას იძლევა. ამიტომაც ზოგიერთი უსაფრთხოების პარამეტრი გამარტივებულია. ამიტომაც მას ხშირად უწოდენებ ზარმაცებისთვის ანაწყობს


ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ XAMPP ლოკალური სერვერის ინსტალაციის ინსტრუქცია და პირველი ლოკალური დომენის რეგისტრაციის პროცედურები.(არ აგერიოთ ინერნეტ დომენის რეგისტრაციაში). ანუ ლოკალურ სერვერზე განთავსებულ ვებ გვერდებზე წვდომა გექნებათ მხოლოდ თქვენ



გამოიძახეთ გუგლ ქრომი და www.apachefriends.org საიტიდან ჩამოტვირთეთ  xampp საინსტალაციო




დაწიეთ UAC (User Account Control) სტატუსი. ამისთვის დააჭირეთ WIN  ღილაკს და აკრიფეთ UAC



ცოცია დააყენეთ ყველაზე დაბალ პოზიციაში.

დააინსტალირეთ ჩამოტვირთული პაკეტი



 დააჭირეთ ღილაკს Next >


ამ ფანჯარაში შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ სხვადასხვა კომპონენტები. MySQL და phpMyAdmin აუცილებლად დაგჭირდებათ PHP პროგრამირების დროს მონაცემთა ბაზებთან მუშაობისთვის. FileZila კი თქვენს კომპიუტერზე შექმნილი ფაილების სერვერზე გადასატანად. ამიტომ არ გირჩევთ მინიმუმ ამ სამი კომპონენტის გამორთვას. აირჩიოთ დააჭირეთ ღილაკს Next >



 ამ ფანჯარაში უნდა აირჩიოთ საქაღალდე, სადაც გინდათ რომ სერვერი განლაგდეს. მე D:\ დისკს ვირჩევ ხოლმე. დააჭირეთ ღილაკს Next >

  

  ამ ფანჯარაში უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს Next >



 აქაც უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს Next > და დაიწყება ინსტალაციის პროცესი




.

 ამ ფანჯარაში Windows Firewall აპაჩის სერვერისთვის უფლებას ითხოვს, რისი უფლებაც უნდა მისცეთ :)  დააჭირეთ ღილაკს Allow access >





ამით ინსტალაცია დასრულებეულია. არ გამორთოთ თოლია და Finish ღილაკზე დაჭერის შემდეგ  ჩაირთვება XAMPP მართვის პანელი, სადაც შეგიძლიათ გაუშვათ Apache სერვერი Start ღილაკზე დაჭერით




ასევე შესაძალებელია MySQL და დამატებითი უტილიტების გაშვება.


მართვის პანელის გამოძახება შესაძლებელია აგრეთვე  ვინდოუსის დავალებათა ზოლიდან  Tray ზონაში (საათთან). სადაც შეგიძლიათ Show/Hide  ღილაკის დახმარებით გაუშვათ მართვის პანელი (ნაჩვენებია ზედა სურათზე). აქვე შეგიძლიათ ჩართოთ და გამორთოთ Apache, MySQL, FileZila და სხვა







თუ ყველაფერი სწორად გააკეტეთ, ჩართეთ რომელიმე ბრაუზერი, მაგალითად Google Chrome და სამისამართო ზოლში აკრიფეთ localhost, დაასრულეთ კლავიშით Enter. თქვენ უნდა მიიღოთ შემდეგი გამოსახულება



ამით ინსტალაციის პროცესი დასრულებულია

ხდშ 1. (შირად აშვებული ეცდომა)  შესაძლებელია აპაჩის გაშვებისას გამოვიდეს შეცდომა:

„Error: Apache shutdown unexpectedly.
This may be due to a blocked port, missing dependencies,
improper privileges, a crash, or a shutdown by another method.
Check the “/xampp/apache/logs/error.log” file
and the Windows Event Viewer for more clues “

რის გასწორებაც შესაძლებელია 2 მეთოდით : ა:) აპაჩის პორტის შეცვლა.  ბ:) იმ პროგრამის მოძიება, რომელიც იყენებს პორტს 80 (მაგალითად სკაიპი).  ნახეთ ვიდეოც 



გამოყენებული პორტების დათვალიერება შეიძლება XAMPP კონტროლ პანელიდან Netsstat ღილაკის დახმარებით. ასევე ვინდოზას რესურსების მონიტორით. და ა.შ... (მაგ, გაუშვით cmd ადმინისტრატორის უფლებით და შეასრულეთ ბრძანება netstat -abno)


  
 ახლა ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ახალი დომენის დამატება ლოკალურ სერვერზე.  

ნაბიჯი 1



გადადით საქაღალდეზე  C:\Windows\System32\Drivers\etc\,




Notepad ან Notepad++ რედაქტორში გახსენით   ფაილი hosts და დაამატეთ შემდეგი ტექსტი





=============
127.0.0.1     [თქვენიდომენისსახელი.ge]
=============


მაგალითად:  127.0.0.1    www.cemidomeni.ge  

დაიმახსოვრეთ შეტანილი ცვლილებები და დახურეთ host ფაილი.



ნაბიჯი 2



გადადით [XAMPP-ის თქვენი საქაღალდე]/apache/conf/ საქაღალდეზე,





ნაბიჯი 3



გახსენით ფაილი httpd-xampp.conf 

ამავე ფაილის რედაქტირება შესაძლებელია XAMPP სამართავი პანელიდანაც, ისევე როგორც ეს ნაჩვენებია ქვედა სურათზე


და ბოლოში თითოეული დომენისთვის დაამატეთ შემდეგი ტექსტი:

       

ამავე კოდის კოპირება შეგიძლიათ  გითჰაბის ბმულიდან  (სურათზე ნაჩვენებია იგივე კოდი)







*   [საიტის_ფაილები_ს საქაღალდე] შეცვალეთ იმ საქაღალდის სრული დასახელებით, სადაც წერია თქვენი საიტის ფაილები.
მაგ c:/my/www/folder

*  ტექსტი თქვენიდომენისსახელი.ge ერთიდაიგივე უნდაიყოს  ნაბიჯი 1 და ნაბიჯი 3-ში


ხდშ 2. (შირად აშვებული ეცდომა)  ახალი ლოკალური სერვერის დამატების დროს საქაღალდეეების გამყოფი უნდა იყოს / (მარჯვნივ დახრილი ხაზი) და არა მარცხნივ დახრილი, როგორც ეს ვინდოუსშია მიღებული



ნაბიჯი 4


გააჩერეთ აპაჩი  XAMPP სერვერზე,





დაელოდეთ 5 წამი და დააჭირეთ Start ღილაკს აპაჩის თავიდან ჩასატვირთად. 








თუ ყველაფერი კარგად გააკეთეთ, მაშინ გამოიძახეთ გუგლ ქრომი, სამისამართო ზოლში აკრიფეთ

თქვენი_დომენის_სახელი_ge. და საიტიც უნდა ჩაირთოს.....





რედაქტორის შერჩევა

ახლა კი ისღა დაგვრჩენია გავმართოთ რედაქტორი. მოგეხსენებათ, რედაქტორი აუცილებელია და მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია კოდის გასამართად. არსებობს უამრავი რედაქტორი, მაგრამ Notepad++ დასაწყისისთვის ძალიან კარგი ვარიანტია მარტივი კოდების დასაწერად. შემდეგ უკვე ედობის Adobe Dreamweaver ან brackets.io ან რაიმე მსგავს რედაქტორს გირჩევთ.   









სრული ინსტალაცია















წყარო: გითჰაბი


გთხოვთ კომენტარებში გამოხატოთ თქვენი აზრი, შენიშვნები.

გაგვიზიარეთ გამოცდილება


0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით