-->

რა მიზნით იყენებენ მოსწავლეები ინტერნეტს – კვლევის შედეგი


ორიგინალი

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო საერთაშორისო (ESPAD)  კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში 15 ოქტომბერს ჩატარდა, მაღალკლასელ სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ინტერნეტში დღის განმავლობაში 6 საათს და მეტ დროს სხვა ადამიანთან კომუნიკაციას უთმობს.
კვლევის პროცესში მოსწავლეებს დაესვათ კითხვა უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, კვირის რომელ დღეს ისარგებლეს მათ ინტერნეტით. ინტერნეტით სარგებლობა უფრო პოპულარულია შაბათ-კვირას. ინტერნეტით სარგებლობის დღეების საშუალო რაოდენობაა 3.8 დღე (3.9 დღე ბიჭებში და 3.7 დღე გოგონებში).
მოსწავლეებს დაესვათ კითხვა თუ ტიპიური დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენი საათი სარგებლობდნენ ინტერნეტით.
ყველაზე პოპულარული ინტერნეტ აქტივობებია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია (64%); მუსიკის, ვიდეოების, ფილმების გადმოწერა/ონლაინ ნახვა (48%) და კითხვა, გვერდების ნახვა, ინფორმაციის ძიება, ა.შ. (36%). 6% თამაშობს მომგებიან თამაშებს (პოკერი, სკრეჩი, კამათლები, სლოტები და ა.შ.). ბიჭებში უფრო პოპულარულია ონლაინ თამაშები (ბრძოლები, სტრატეგიული და საბრძოლო თამაშები, ვორკრაფტი, ქოლ ოფ დიუთი, სეფთ აუტო და ა.შ) და მომგებიანი თამაშები (პოკერი, სკრეჩი, კამათლები, სლოტების და ა.შ.).
დღის განმავლობაში ყველაზე პოპულარული აქტივობაა სხვა ადანიანებთან კომუნიკაცია – მოსწავლეთა 28% მას დაახლოებით 6 ან მეტ საათს უთმობს დღეში;
შემდეგ მუსიკის, ვიდეოების, ფილმებისგადმოწერა/ონლაინ ნახვა – 15% დღეში 6 ან მეტ საათს უთმობს;
მესამე ადგილზეა კითხვა, გვერდების ნახვა, ინფორმაციის ძიება, ა.შ. – 9% უთმობს დღეში 6 ან მეტ საათს. 3% მომგებიან თამაშებს (პოკერი, სკრეჩი, კამათლები, სლოტების და ა.შ.) უთმობს დღეში 6 ან მეტ საათს.
მოსწავლეებს ასევე დაესვათ შეკითხვა თუ რამდენად ეთანხმებიან/არ ეთანხმებიან ჩამოთვლილ განცხადებებს სოციალური მედიის (სხვებთან ინტერნეტით კონტაქტი, როგორიცაა: ვოტს-აპი, ტვიტერი, ფეისბუქი, სკაიპი, ბლოგები, სნეპჩეტი, ინსტაგრამი და ა.შ.) შესახებ. პასუხები შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა:
„ვეთანხმები“, „ნაწილობრივ ვეთანხმები“, „არც კი არც არა“, „ნაწილობრივ არ ვეთანხმები“ და „არ ვეთანხმები“.
მოსწავლეების მაჩვენებელი, რომლებმაც უპასუხეს „ვეთანხმები“ და „ნაწილობრივ ვეთანხმები“ ამ ნაწილში განიხილება, როგორც დადებითი პასუხი ანუ „ვეთანხმები“; მოსწავლეების მაჩვენებელი, რომლებმაც უპასუხეს „არ ვეთანხმები“ და „ნაწილობრივ არ ვეთანხმები“ ამ ნაწილში განიხილება, როგორც უარყოფითი პასუხი ანუ „არ ვეთანხმები“.
მოსწავლეების აზრით ისინი ძალინ დიდ დროს უთმობენ სოციალური მედიას ასე ფიქრობს 58%; აქედან ბიჭების 54% და გოგონების 63%. ამასთან, ისინი ეთანხმებიან მათი მშობლების აზრს, რომ ძალიან დიდ დროს უთმობენ სოციალური მედიას –49%; აქედან ბიჭების 48% და გოგონების 51%.





0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით