ზეპირი მათემატიკური ანგარიში.

ამ პოსტით მინდა მოგითხროთ „მიკსიკე საქართველოს“ პროექტის შესახებ რომელსაც ახორციელებს კომპანია მიკსიკე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით http://vm.ee/en. ამ ეტაპზე მუშაობს ქართულენოვანი საიტი, სადაც დარტეგისტრირებულ მოსწავლეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს შეეჯიბრონ ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში. ამიტომაც ალბათ ამ კონკურსით მათემატიკის მასწავლებლები დაინტერესდებიან. დამიჯერეთ, საკმაოდ ხალისიანი გასართობია ბავშვებისათვის.  პრომო ვიდეოში ნაჩვენებია რომ მოსწავლე 

შეჯიბრება და მონაწილეობა უფასოა. ის წარიმართება ინტერნეტში და მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერ დროს ითამაშოს. თითოეული თამაში შემდეგ დგება რეიტინგი. კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად და საბოლოო ეტაპზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჯგუფებს მიიწვევენ დასწრებულ ფინალზე.


ამ პოსტის ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ შეხვიდეთ საიტზე  და დარეგისტრირდეთ. 





შეგიძლიათ ნახოთ რეგისტრაციის დამხმარე ვიდოინსტრუქცია.



რეგისტრაციის გავლის შემდეგ საჭიროა მიიღოთ პედაგოგის უფლებები. ამისთვის თქვენი მომხმარებლის სახელი უნდა აცნობოთ საიტის ადმინისტრაციას ელ-ფოსტის დახმარებით milla@miksike.ee მისამართზე. ხოლო შემდეგ დაარეგისტრიროთ და თამაშში ჩართოთ თქვენი მოსწავლეები.

მე ასეთი ტექსტი გავუგზავნე


Pls. add my user account to teachers account



my login ----------- (აქ თქვენი Username ჩაწერეთ)



BR, ------------ (აქ თქვენი სახელი)


ნახეთ საიტის გამოყენების ვიდეოინსტრუქცია




მასწავლებელს თავისი მოსწავლეებისთვის შეუძლია შექმნას კონკურსი




ასევე პედაგოგებს შეუძლიათ შემოუერთდნენ პროექტის მხარდამჭერ ჯგუფს ფეისბუკზე, სადაც შეუძლიათ გამოაქვეყნონ პოსტები მათ მიერ გაწეული აქტივობების შესახებ, ან დასვან კითხვები და კოლეგებს გაუზიარონ შთაბეჭდილებები

რეგისტრაცია და მონაწილეობა ყველა ეტაპზე უფასოა.


გისურვებთ წარმატებებს და ხალისიან თამაშს








შეაფასეთ:

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი