-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

„დღიურების კონკურსი“ 2015 პირველ ადილზე გასული ნამუშევარი


გაერთობა!...

ინგლისურის მასწავლებელთან მივდიოდი. კოკისპირულად წვიმდა. როგორც იქნა, სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა. ხელის აწევა ვერც მოვასწარი, ტაქსი ჩემ წინ გაჩერდა. იქიდან სქელი, წითური, დონდლო ბიჭი მოუხერხებლად ჩამოვიდა.იქვე მდგომს ფეხი დამაბიჯა. ბოდიშის მსგავსი რაღაც ჩაიბურტყუნა და წავიდა. ბედი არ გინდა?! გაბრაზებული ავედი ტრანსპორტში,თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი და ტალახით დასვრილ ახალ ბოტასებზე დავიხედე. ძირს რაღაც სქელი რვეული ეგდო. ალბათ იმ „სქელოს“ დაუვარდა. რვეული ავიღე . კონსპექტი იქნება,-გავიფიქრე და გადავშალე. ხელში  დღიური შემრჩა. რა ვქნა,წავიკითხო თუ არა?  წავიკითხავ, ალბათ სულ ჰამბურგერებზე წერს:

11 ოქტომბერი, კვირა

დასვენების დღეა, ესე იგი ნიკუშას დღის ცენტრში არ წაიყვანენ. მთელი დღე ოთახებში უნდა აჭრიალოს ეტლი და იღმუვლოს. იქნებ ეზოში ჩავიყვანო და ვასეირნო, მაგრამ რა გაუძლებს ეზოს ბიჭების დამცინავ ღიმილს და ნიკუშასათვის დორბლიანო, დორბლიანოს ძახილს?!  ეჰ, რა ქნას, ის ხომ ასეთი დაიბადა!  მგონი ჯობია, ის აბეზარი,გულცივი ბიჭები კარგად მივბეგვო , მერე ვეღარ გაბედავენ ხმის ამოღებას!
ნიკუშას გავასეირნებ...

გაერთობა!

12 ოქტომბერი, ორშაბათი

დღეს რუსულში საკონტროლო მაქვს. მეცადინეობა ვერ მოვასწარი,ნიკუშას გართობას მოვუნდი.ისეთი მოწყენილი იყო, გული მომიკვდა. რა უნდა მექნა? თუ ელენე არ გადამაწერინებს საკონტროლოს, ნაწნავებს დავაჭრი! დღეს ბუფეტშიც არ ჩავალ.
იმ ფულით ნიკუშას ჰელიუმით გაბერილ ბუშტს ვუყიდი...
გაერთობა!

13 ოქტომბერი, სამშაბათი

დღეს სკოლის ეზოში მაგარი ჩხუბი იყო. მეშვიდეკლასელებთან ვიჩხუბეთ. მიზეზი ხეირიანად არც ვიცი. ბიჭები სხვა დროს ახლოს არ მიკარებენ ,ჩხუბისას კი მეძახინ!  აბა, არ დავეხმარო? ძალინ მოვინდომე. გიორგაძეს თავზე რვა ნაკერი დაადეს, ტვინის შერყევაც  აქვსო,- ამბობენ. ყველამ მე დამადო ხელი, ხვალ მშობელს იბარებენ სკოლაში. საღამოს ალბათ იმდენი მომხვდება მამაჩემისგან, რომ გიორგაძის გვერდით მომიწევს საავადმყოფოში წოლა!
უი, ნიკუშას დღეს მატარებლის ლიანდაგი უნდა ავუწყო, გუშინ შევპირდი, ითამაშებს...
გაერთობა!

14 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დღეს სკოლაში არ მივდივარ. მამაჩემმა ქამრით მცემა. ეგ არაფერი, მიჩვეული ვარ, მაგრამ ნიკუშას ძალიან შეეშინდა და შეტევა დაეწყო. ღამით დედამ სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვდარდობ.ნიკუშა უჩემოდ მოიწყენს, ვინ გაართობს?

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს სპორტის მასწავლებელმა მოედნიდან გამაგდო, გადი ,შე ბოჩკა, ვინმე არ გასრისოო. მაგრად დავიბოღმე. ვიცი მანქანას სადაც აჩერებს, ერთი კენჭი და შინ უკანა შუშის გარეშე წავა,მაგრამ...

გაკვეთილების შემდეგ ნიკუშას სანახავად მივდივარ საავადმყოფოში. ძალიან მომენატრა...რომ მნახავს, გაუხარდება...გაერთობა!

დღიური დავხურე და ჩანთაში ჩავიდე და დავფიქრდი. ჩემს გაჩერებას დიდი ხანია გავცდი. მგონი, ვიცი,ის  წითური დონდლო ბიჭი რომელ სკოლაშიც სწავლობს. ისე, კაცმა რომ თქვას,   არც ისეთი წითური და დონდლოა , როგორც თავიდან მომეჩვენა.
შევეცადე, ბიჭის სახე აღმედგინა მეხსიერებაში. თვალწინ დამიდგა უნარშეზღუდული ძმის ეტლთაან  მზრუნველად დახრილი ოდნავ პუტკუნა, სახენათელი ბიჭი, სევდიანი თვალებით ... უნდა მოვძებნო!.. რატომ?... ჯერ არ ვიცი... ან შეიძლება ვიცი...  რა თქმა უნდა, ვიცი...ის კარგი ადამიანია! უნდა მოვძებნო!..დავმეგობრდებით..

ნიკუშასაც ერთად გავასეირნებთ ხოლმე...გაერთობა!

I ადგილი
ნუცა ბაგაშვილი
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა. VIII კლასი

წყარო -->




ონლაინ რეპეტიტორი

ქარტულ საგანმანათლებლო ვებ სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო რეური გაჩნდა ონლაინ რეპეტიტორის სახელწოდებით.  ამ გვერდზე განთავსებილია სასწავლო მასალები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკასა და უცხო ენებში. არის უამრავი ტესტი, ვიდეო და გრაფიკული მასალა.

შეგიძლიათ მოსინჯოთ ტესტები მატემატიკაში.

წარმატებას ვუსურვებ პროექტის ავტორებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს..... გთხოვთ თქვენი მოსაზრებები დატოვოთ კომენტარებში





როგორ იქმნებოდა კონსტიტუცია

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ელექტრონული რესურსი ისტორიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
თემა ეხება კონსტიტუციის ისტორიას. იცით როგორ და სად იქმნებოდა კონსტიტუციის ისტორია? რა არის MAGNA CARTA და რომელი ქვეყანა ითვლება კონსტიტუციის სამშობლოდ? გამოგვყევით და იმოგზაურეთ დროსა და სივრცეში კონსტიტუციის ისტორიასთან ერთად!


სწავლა წიგნით vs კომპიუტერით




საუბარია სწავლაზე, წიგნში არ იგულისხმება მხატვრული ლიტერატურა, თუმცა


ხელოვნებაშიც წიგნით სწავლით ბევრს ვკარგავთ.

ვთქვათ, ელემენტარულად, ბეჭდვის ყველაზე მაღალი ხარისხიც არ იძლევა ნახატის ფერთა გამის 70% გადმოცემის საშუალებას. ამ დროს ალტერნატივად შესაძლებელია რომელიმე მუზეუმში ვირტუალური ტურის მოწყობა

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“



რუსთაველის ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.< კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
“ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:

კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge .
საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.

კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                 
  • 14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

განმცხადებლებისათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები:
 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში;   მისამართი: მ. ალექსიძისN1, III სართული.

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge
გისურვებთ წარმატებებს!


1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის – იდეების კონკურსი გამოცხადდა



19 თებერვალს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა – ირაკლი ჟორჟოლიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ამავე სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე;
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე.
შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.
ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:
ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);
უპირატესობა მიენიჭება:
რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:
პროგრამა N1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება
ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
პროგრამა N2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი
ბერდია ჩანქსელიანი (პროგრამის ოფიცერი) – 598114141; b.chankseliani@fondi.gov.ge
პროგრამა N3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
ილია ჩხეიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577950057; i.chkheidze@fondi.gov.ge
სალომე ზიბზიბაძე 598932300; s.zibzibadze@fondi.gov.ge
პროგრამა N4. ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა
ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge

მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა


მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (The Teaching Excellence and Achievement (TEA) Program) საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

ექვსკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება და მოიცავს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სწავლების მეთოდოლოგიაკურიკულუმის შედგენასწავლების სტრატეგიებისგაუმჯობესება ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.

სამშობლოში დაბრუბნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავებას.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
  • მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას პროგრამის მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერიტეტამდე აშშ-ში და უკან;
  • უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებელს (უმეტესად პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) და თანხას წიგნების შესაძენად.

პროგრამაში მონაწილეობ შეუძლიათ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და აქვთ მასწავლებლად მუშაობის ხუთი ან მეტი წლის გამოცდილება შემდეგ დარგებში: ინგლისური, როგორც უცხო ენა, მათემატიკა, მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები, ან სპეციალური განათლება. პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ფლობდეს ინგლიურ ენას და ჰქონდეს პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლად მუშაობის სურვილი.

ევრაზიისა და სამხრეთ აზიის საშუალო სკოლების დაახლოებით 80 მასწავლებელი აშშ-ში ორ ჯგუფად 2017 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გაემგზავრება.

მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა ხელს უწყობს მრავალფეროვნებას სწავლის პროცესში, ამიტომ განსაკუთრებით წახალისებულია პროგრამაში იმ მასწავლებელთა მონაწილეობა, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვლომია შემდეგ ბმულზე:https://oas.irex.org/tea/Logon?ReturnUrl=%2ftea

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.

პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ აშშ-ის საელჩოს საქართველოში შემდეგ ელ. ფოსტაზე:tbilisiexchanges@state.gov
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/tea.html

ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

სტუდენტური კვირეული სერბეთში



აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადა: 29 თებერვალი, 2016 წელი.
ღიაა: 18-30 წლამდე სტუდენტებისთვის
ადგილმდებარეობა: 17-24 ივლისი, ბელგრადი, სერბეთი.
თუ შენ ხარ მოტივირებული, ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე საზოგადოებრივი პრობლემებით, გსურს წარდსგე საკუთარი ქვეყნის სახელით და გაუზიარო მსოფლოს ახალი იდეები და ასევე გინდა დაუვიწყარი ზაფხული გაატარო თანატოლებთან ერთად, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. ISWiB (International Student Week in Belgrade) საერთაშორისო საგანმანათლებლო კულტურული ფესტივალია, რომელიც სერბეთის დედაქალაქში ბელგრადში  გაიმართება. ივლისში, ერთი კვირის განმავლობაში გეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნო სერბულ კულტურას და ამასთან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებთან.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური:
120$ საერთაშორისო სტუდენტებისთვის
რეგისტრაცია მოიცავს ორ ძირითადად ეტაპს:
1. აპლიკაციის ელექტრონული ვერსიის შევსება
2. გასაუბრება სკაიპით
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

ბლოგერების კონკურსი სტუდენტებისთვის


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებსბლოგერების კონკურსს სტუდენტებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს კონკურსს ბლოგერების სამი გუნდის შესარჩევად. პროექტი ხორციელდება  მასობრივი კომუნიკაციების, ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების წამყვან ინსტიტუტებთან და სკოლებთან თანამშრომლობით. თითოეულ გუნდში გაერთიანდება  3 ბლოგერი  (სულ 9 ბლოგერი), რომლებიც იმუშავებენ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ბლოგების შექმნისა და ონლაინ პოსტების მომზადებისთვის.
პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული მეორე კომპაქტის შესახებ, გაეცნონ საქართველოს და აშშ-ის განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებს და დაამყარონ ახალი კავშირები, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.
ბლოგერების პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი.
ყველა ბლოგერი დაჯილდოვდება პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით. წლის ბოლოს დაჯილდოვდებიან ის ბლოგერები, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან პოსტების/ ბლოგების მნახველების უმაღლესი მაჩვენებლით.
ბლოგერების პროგრამის მიზანია:
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა ახალი მედიის მეშვეობით;
  • ბლოგერების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • მისცეს შესაძლებლობა სტუდენტებს საქართველოში, გამოიყენონ თავიანთი განათლება პრაქტიკაში.
განაცხადის წარმოდგენის პროცესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და ჟურნალისტური ნამუშევრის ორი ნიმუში (ერთი ქართულ და ერთი ინგლისურ ენაზე) გამოგვიგზავნოთ ელფოსტის მეშვეობით:info@mcageorgia.ge. კანდიდატები შეფასდებიან გამოცდილებისა და წერის უნარების მიხედვით.  ელ–ფოსტის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ: Communications Fellowship Application.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 4 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდის ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორს, გორგი კოპალეიშვილს, ტელ.: 595 298989; ელ–ფოსტა: gkopaleishvili@mcageorgia.ge.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • იყოს სტუდენტი (ნებისმიერი კურსის და პროგრამის);
  • ფლობდეს ინგლისურ და ქართულ ენებს მაღალ დონეზე და ჰქონდეს ძალიან კარგი წერითი უნარები;
  • მოახდინოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილებისა და აკადემიური წერითი უნარების დემონსტრირება გასაუბრების დროს და წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით.
ბლოგებსა და პოსტებზე მოთხოვნები:
  • ყველა პოსტი უნდა იყოს იმ გზავნილთან (მესიჯთან) თანხვედრაში, რომელიც დეტალურადაა გაწერილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს  კომუნიკაციის გეგმაში და წინასწარ მიეწოდება თითოეულ შერჩეულ კანდიდატს;
  • გამოქვეყნებამდე ყველა ნამუშევარი უნდა გაუზიაროთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს საზოგადოების ურთიერთობის დირექტორს;
  • ბლოგერებს უნდა შეეძლოთ პოსტის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე დაწერა;
  • სასურველია, ბლოგერებმა, საკუთარი პოსტების გარდა, გამოაქვეყნონ პროგრამაში მონაწილე კოლეგა ბლოგერების ნამუშევრებიც საკუთარ სოციალურ მედია არხებზე;
  •  საჭიროებისამებრ, ბლოგერებს ექნებათ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ფონდის პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესრულების ადგილებთან წვდომა;
  • ბლოგერები თავად გასწევენ  სამუშაოსთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოუხდებათ რეგიონში მგზავრობა;
  • ყველა ინტელექტუალური საკუთრება, რომელსაც ბლოგერები შექმნიან პროგრამის ფარგლებში, იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საკუთრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საავტორო უფლების შენარჩუნება წინასწარ, წერილობით იქნება შეთანხმებული ფონდთან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოში.
პროგრამები დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში. კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას. კომპაქტი არის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული  საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობის მიერ. კომპაქტი მიზნად ისახავს  საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელებით, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს განათლების ხარისხს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში.
კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროგრამები.  შესაბამისად,ბლოგები და სტატიები/პოსტები უნდა ფარავდნენ შემდეგ საკითხებს:
უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერება საბუნებისმეტყველო,საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში:  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი გულისხმობს 30  მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას უმაღლეს განათლებაში, რათა ხელი შეეწყოს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობის ჩამოყალიბებას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამების განხორციელებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.
მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება: კომპაქტი ითვალისწინებს 76 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ზოგადი განათლების მიმართულებით, რაც გულისხმობს საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მეშვეობით; მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების მხარდაჭერით.
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის: კომპაქტის ფარგლებში მოხდება 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება  ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
სოციალური და გენდერული ინტეგრაცია: სოციალური და გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის აღმოფხვრას. შესაბამისად, მეორე კომპაქტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირებას პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.

EdMob – ის გამოწვევა სტუდენტებისთვის Google – სგან



დედლაინი : 28 ივნისი 2016
ღიაა : სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან
პრიზი : ერთ კვირიანი ტური სან ფრანცისკოში, აპლიკაციის გამოქვეყნება google play store – ში, სტუმრობა Google -ის სათაო ოფისში.
აღწერა : თუ ხარ სტუდენტი და გაქვს კარგი იდეა მომბილური აპლიკაციის შესაქმნელად, გამოიყენე შანსი შექმენი შენი აპლიკაცია, ისწავლე როგორ გამოიმუშაო ამით ფული და მოიგე პრიზი.
დამატებითი ინფორმაცია პრიზების შესახებ იხილეთ აქ
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
წყარო: http://edulab.ge/archives/listings/99991945

ის რასაც სკოლაში ვერ ისწავლი

რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირება? ნუთუ ეს საკითხავია? დავიწყოთ ბოლოდან: იმიტომ რომ ბევრი ფული გქონდეთ. ვუი, ხოოოო დამავიწყდა, თქვენთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანი მორალია, ნუუუუუ მაშინ ილოცეთ, რომ ბეეეევრი ფული გქონდეთ.... 




მოკლე ვერსია:

რუსული ვერსია:






პ.ს. დამშვიდდით, ჩემი განცხადება მხოლოდ სარკაზმია.... გეიტსი არასდროს ყოფილა ჩემი კუმირი, მაგრამ დღევანდელი სამყარო გაძლევთ მშვენიერ შანსს, იყოთ მორალური მდიდარი წარმატებული მოქალაქე. დანარჩენში არჩევანი თქვენზეა 


დავალებები და სამუშაოები ინტელის ტრენინგი




ტრენინგის დაწყებამდე

დღე 1 პროექტებით სწავლება
ბლოგზე შექმენი პოსტი სათაურით მოლოდინი . შეავსეთ ტექსტით. გამოაქვეყნეთ პოსტი



დღე 2. პროექტებით სწავლება (გაგრძელება)

ბლოგზე შექმენით პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია. შინაარსი დაიწყეთ შემდეგი ტექსტით:
 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
გააგრძელეთ იმავე სტილში. დასრულების შემდეგ გამოაქვეყნეთ.
წაიკითხეთ პირველი, მეორე და მესამე მოდულის მასალები


ყურადღება გაამახვილეთ:

პირველი მოდული

  • 21-ს საუკუნის უნარჩვევები 
  • პროექტის გეგმის შაბლონი


მეორე მოდულში

  • აქტივობა 1.სტანდარტების გათვალისწინება
  • აქტივობა 2 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას
  • აქტივობა 4 ეფექტური პროექტების დაგეგმვა


(კვირას)
მესამე მოდული 

  • ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება


დღე 3

21-საუკუნის განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია



ძველი ინდური სიბრძნე
მითხარი და მე დავიწყებ, მაჩვენე და მე შევძლებ დამახსოვრებას, დამაინტერესეთ და მე გამოვიგონებ...



21-საუკუნის განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ეს ჩემი პოზიციაა, ხშირად მეუბნებით წიგნი სწავლების შეუცვლელი ინსტრუმენტია! უწიგნოდ დავიღუპებით. 

მოგყვებით, 
გისმენთ, 
მჯერა თქვენი.... 

სცადეთ ლექციით და წიგნით ამიხსნათ გასაღების მექანიზმის მუშაობის პრინციპი. შემდეგ კი შემაფასეთ ისე, როგორ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში მაფასებდით, ანუ 48 ფურცლიან რვეულში დამაწერინეთ, შინაარსი თუ რა გავიგე.... 

ახლა კი შეაფასეთ საკუთარი შრომა. როგორ ფიქრობთ, რა უნარი განმივითარდა? წერა? კითხვა? დამჭირდება კი მე ეს უნარი 21 საუკუნეში?...

ჰმ...

თუ დღეს თქვენ ვერ ახერხებთ ელემეტარული კარის გაღების მექნიზმი ამიხსნათ და გამაგებინოთ,  შეძლებთ კი, თქვენ, ჩემში განავითაროთ ის უნარები, რაც მე, 2030 წელს დამჭირდება?

დარწმუნებული ვარ, როცა სკოლას დავამთავრებ, ისეთი კარების გაღება მომიწევს, რომლებსაც გასაღები არც კი სჭირდება.... მიუხედავად ამისა მე თქვენ ამ ცარცის და დაფის ამარა წიგნთან დამტოვეთ მასწავლებელო და კარიც კი ვერ გაგვიღია 

დათოს რჩევაა, მოდით ერთად მოვარგოთ 21 საუკუნის კარს გასაღები



მსგავსი თემა


21-ე საუკუნის უნარჩვევები და წიგნი....

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი CS50 

რა აცვია მასწავლებელს


ოცნება ნაცრისფერფორმიან მოსწავლეებზე

გუგულის საჩუქარი 2გბ სივრცე



გუგული უსაფრთხოების საერთაშორისო დღესთან* დაკავშირებით მხოლოდ დღეს თავის მომხმარებლებს 2 გბ  სივრცეს სჩუქნის. ამისთვის აუცილებელია გაიაროთ უსაფრთხოების შემოწმება. თანაც ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ. 

პროცესი  3 4, 5 ეტაპისგან შედგება: (1)ანგარიშში შესვლა, შემდეგ უნდა (2) შეამოწმოთ ანგარიშის აღდგენის პარამეტრები (ტელეფონი და სათადარიგო ფოსტა), თუ რამე არასწორია, შეასწორეთ, თუ რომელიმე აკლია დაამატეთ




[შესრულედა] ღილაკზე დაჭერის შემდეგ, უნდა (3) გადახედოთ იმ მოწყობილობებს, რომლებსაც იყენებთ. ჩამოთვლილია ოპერაციული სისტემები და მოწყობილობები... თითოეულ მოწყობილობას შეგიძლიათ დეტალურად დააკვირდეთ და შეამოწმოთ, მართლაც თქვენ იყენებდით თუ არა თქვენს ანგარიშს მოცემულ დროს    



ეს ეტაპი უნდა დასრულოთ ღილაკით [ყველაფერი რიგზეა].

შემდეგ ეტაპზე კი თქვენს მიერ (4)გამოყენებული აპლიკაციებია ჩამოთვლი. თუ რომელიმე არ გეცნობათ, დააჭირეთ [ქვევით მიმართულ ისარს] და დამატით ინფორმაციას მიიღებთ მოცემული აპლიკაციის შესახებ, თუ ეჭვი შეგეპარებათ, ან არ გინდათ გამოიყენოთ, დააჭირეთ ღილაკს [წაშლა]. 



საბოლოოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს [შესრულდა]. (5) შედეგად დაგემატებათ 2  გბ უფასო სივრცე.




იჩქარეთ, აქცია ყოველწლიურია, მაგრამ ერთდღიანი :). იმ მომხმარებლებს, ვინც შარშან მიიღო მონაწილეობა წელსაც შეუძლიათ განაახლონ თავიანთი ანგარიშები. თუ ერთხელ არ გამოგივიდათ, სცადეთ მეორეთაც. თანაც ყურადღებით დაააკვირდით, გეცნობათ თუ არა ჩამოთვლილი აპლიკაციები....   








გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ, გამოგადგათ თუ არა ეს ინფორმაცია და რა შედეგით დასრულდა უსაფრთხოების პარამეტრების შემოწმება, 

გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას!

____________________________
ვისაც გაინტერესებს გუგლდრაივის გამოყენება, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები

საქაღალდის (პორტფოლიოს) ატვირთვა დრაივზე




პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე




-------------
* უსაფრთხოების საერთაშორისო დღე აღინიშნება EC პროექტის უსაფრთხო საზღვრები ფარგლებში 2004 წლიდან. დღეისთვის (2016) ის მსოფლიოს 100ზე მეტ ქვეყანაში 5 კონტინენტზე აღინიშნება.  საქართველოში პროექტის პარტნიორია  World Vision. (ამ ორგანიზაციის ლოგო ძალია გავს ისტ პოინტს  :)


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით