-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა (ვიდეო, ENG)


ნუთუ ვინმეს არგუმენტები სჭირდება იმისთვის, რომ თუ მოსწავლეს პროგრამირება შეუძლია, ის წარმატებული მოქალაქე იქნება? ნეტავ რომელ სვეტია ამ სიტყვის ადგილი ბლუმის ტაქსონომიაში? დღეს ყველაფრის პროგრამირება არის შესაძლებელი. შრომის ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება ამ კადრების დეფიციტი...  საქართველოშიც კი პირველი კურსის სტუდენტს თავისუფლად შეუძლია საათში 40 ლარის გამომუშავება და ასეთი სამუშაოს შოვნა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოდგენს. ამ პოსტით წარმოგიდგენთ სამ ვიდეოს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება საიდან დაიწყოთ, 2016 წელს რომელი ენებია პოპულარული და ა.შ.

მასწებო, მოსწებო და მშობლებო, ყველას გადაეცით, რომ სწორედ ახლა 

კოდის წერის დროა  















რამდენიმე ვიდეო პროგრამირების მოტივაციისთვის (ინგ)

ხშირად ვამბობ და ფაქტია, სამყაროს განათლება გადაარჩენს. განათლება „უფასოდ, ყველასთვის და ყველგან“ (ს.ხ.) უნდა იყოს  მისაღწევი. ამ პოსტში თავი მოვუყარე რამდენიმე  ვიდეოს, სადაც საუბარია პროგრამირების შესწავლის თავისებურებებზე. გთხოვთ გამომეხმაუროთ კომენტარების დახმარებით, დაწეროთ და გამოხატეთ თქვენი აზრი....   

































რამდენიმე ვიდეო პროგრამირების მოტივაციისთვის (ინგ)

ხშირად ვამბობ და ფაქტია, სამყაროს განათლება გადაარჩენს. განათლება „უფასოდ, ყველასთვის და ყველგან“ (ს.ხ.) უნდა იყოს  მისაღწევი. ამ პოსტში თავი მოვუყარე რამდენიმე  ვიდეოს, სადაც საუბარია პროგრამირების შესწავლის თავისებურებებზე. გთხოვთ გამომეხმაუროთ კომენტარების დახმარებით, დაწეროთ და გამოხატეთ ტქვენი აზრი....   

































გრაფიკული გამოსახულებების გამოყენება სასწავლო პროცესში

მოდით, აბა სცადეთ ლექციური კურსით, ცარცით და დაფით აუხსენით თქვენს მოსწავლეებს ის რაც ვიდეოშია ნაჩვენები






ინტელის ტრენინგი აბაშა 06/2016 გრაფიკი

ტრენინგის გრაფიკი


20.06
23.06
27.06
30.06
04.07
06.07
08.07
11.07
14.07
ორშ
ხუთ
ორშ
ხუთ
ორშ
ოთხშ
პარ
ორშ
ხუთ

მპგეც ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=586


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ფიზიკის მასწავლებელებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო სკოლის მოქმედ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არის ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზეკანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზეგასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას.

კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფინენსებით 5 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

ინტერნეტის აბრევიატურები (არაა ბოლომდე)




* http (hyper text transfer protocol) ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი, სწორედ ეს პროტოკოლი მუშაობს ვებგვერდებთან.

* www (world wide web) მსოფლიოს გაფართოებული ობობას ქსელი, ანუ გლობალური სივრცე, ინტერნეტი.

* internet - ინტერნეტი, ანუ საერთაშორისო ქსელი international net (სიტყვა net - ქსელს ნიშნავს).

* ftp (file transfer protocol) - ფაილების სერვერზე გადაგზავნის პროტოკოლი (იყენებს ოცდამეერთე პორტს).

* server - სერვერი, ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით მძლავრი მანქანა, სადაც ინახება გარკვეული სახის ინფორმაცია და რომელიც მართავს ქსელს.

* ip (internet protocol) ინტერნეტ პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც ცნობენ ქსელში ჩართული კომპიუტერები ერთმანეთს.

* dns (domain name system) დომენური სახელების სისტემა, დომენი სახელია, რომელიც ip მისამართზეა მიბმული.

* hosting - ჰოსტინგი, ინტერნეტში ვებგვერდების განთავსება, ანუ ლოკალური საიტის გლობალურ სივრცეში გადატანა, ასევე სხვადასხვა ფაილების ინტერნეტში განთავსება.

* localhost - ლოკალური ჰოსტი (ჰოსტი ანუ კომპიუტერი, მომხმარებლი, რომელიც იმავე კომპიუტერზეა განთავსებული).

* error 404 - შეცდომა 404. გამოდის იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მოთხოვნილი მისამართი ვერ მოიძებნა, ანუ არ არსებობს.

* error 403 - შეცდომა 403, რომელიც გამოდის იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნილი მისამართი მოიძებნა, მაგრამ აკრძალულია მასზე შეღწევა.

* error 500 - შეცდომა 500, რომელიც გამოდის იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება სერვერის შიდა შეცდომა, სერვერის არასწორად მუშაობის გამო.

* error - ნიშნავს შეცდომას. ეს სიტყვა სულ 5 ასოსაგან შედგება და ამთგან კი 3 არის სიმბოლო r (იკითხება როგორც ერორი).

* index - www დირექტორიში, ანუ საქაღალდეში განთასებული ფაილი, რომელიც ჩაიტვრთება ამა თუ იმ ვებ გვერდზე მიმართვის დროს. (index.php ანდაც index.html არის ასევე default.html ანდაც default.php საწყისი ფაილები).

* url - Uniform Resource Locator (ვიკი, Eng.) რესურსების უნივერსალური ლოკატორი, გამოსახავს დოკუმენტის ან სხვა ობიექტების მისამართს.

* download - სიტყვა load ტვირთს ნიშნავს, down კი ქვემოთ, ძირს, მაშასე, download ჩამოტვირთვას ნიშნავს.

* upload - სიტყვა up ნიშნავს ზემოთ, მაღლა, ხოლო load როგორც უკვე განვიხილეთ ტვირთს, ანუ upload ნიშნავს ატვირთვას.

* ქეში - კეში, ანუ უჩინარი მეხსიერება. თქვენი ბრაუზერი სხვადასხვა საიტების კომპონენტებს იმახსოვრებს თავის კეშ-მეხსიერებაში, შედეგად კი, უკვე ერთხელ ჩამოტვირთული ვებგვერდი, მეორედ უფრო სწრაფად იტვირთება, რაც კეშ-მეხსიერების დამსახურებაა.

* დაპროგრამების ენა - პროგრამის შესადგენი ალგორითმის გამოსახვა სპეციალურ კოდირებულ ენაზე, რომელსაც ბრძანებები გადაჰყავს მანქანურ ენაზე. მანქანური ენის დროს პროცესორში ბრძანებები იწერება ორობით კოდში 0 -ით და 1 -ით (ასავე 0 -ის და 1-ების მიმდევრობით გადაცემით ხდება ქსელში პაკეტების გაცვლა, სადაც სიმბოლო 0 შეესაბამება დენის მაღალ ძაბვას ხოლო 1 შედარებით დაბალ ძაბვას, რომელსაც გამოიმუშავებს ქსელის ადაპტერი. მიღებული პაკატები შემდგომ გადაეგზავნება კაბელს შემდგომი მარშრუტიზაციისათვის. ასეთი ტიპის კოდირება გამოიყენება ქსელის Ethernet ტექნოლოგიაში, nrz ან მანჩესტერის კოდის გამოყენებისას. ხოლო უკაბელო შეერთებისას პაკეტები გადაიცემა რადიოარხით, სატელეფონო სიგნალებით ან თანამგზავრული ქსელით, wi-fi ტექნოლოგიით და სხვ).

* network - ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქსელში ინფორმაცია გადაიცემა პაკეტების სახით. კერძოდ, რაიმე ფაილის გადაცემისას, ფაილი იყოფა პაკეტებად, გადადის იგი ქსელისათვის გასაგებ ფორმატში და გაივლის კაბელს, შემდეგ მივა დანიშნულების ადგილამდე, მიმღები კომპიუტერი ააწყობს მიღებულ პაკეტებს და გადაიყვანს მას ქსელისათვის გასაგები ენიდან - ოპერაციული სისტემისათვის გასაგებ ენაზე. ამ ყოველივეს კოდირება-დეკოდირების პროცესი ჰქვია და მას ქსელი უზრუნველყოფს თავისი საქსელო მოწყობილობებით).

* პორტები - პორტი შეიძლება აღვიქვათ როგორც ვირტუალური კარი, სადაც შედის და გამოდის ინფორმაცია, ანუ ხორციელდება ტრაფიკი. პორტების რაოდენობა 1 -დან 65536 -მდე გრძელდება. გარკვეული წინასწარი შეტანხმების საფუძველზე 80-ე პორტს იკავებს ვებსერვერი (ანუ HTTP პროტოკოლი), 21 -ს ftp პროტოკოლი, 25 -ს smtp პროტოკოლი და სხვა.

* პროტოკოლები - პროტოკოლი (ზოგიერთ თარგმანში ოქმი) ეს წინასწარ გაწერილი სამუშაო ნაბიჯთა კრებულია, ანუ პროტოკოლში უკვე წინასწარაა გაწერილი, მისი დანიშნულება. არსებობს tcp, udp, ip, http, ftp, smtp და სხვა პროტოკოლები. პროტოკოლი tcp უზრუნველყოფს ქსელში პაკეტების დანიშნულების ადგილამდე მიტანას, იგივე მოვალეობა აკისრია udp პროტოკოლს, ოღონდ მისი გამოყენებისას პაკეტების შემოწმება არ ხდება, ანუ udp პროტოკოლი არ იძლევა გარანტიას, რომ პაკეტებს ბოლომდე მიიტანს და მათ დაუკარგავად გადასცემს დანიშნულების ჰოსტს. პროტოკოლი http კი მუშაობს ვებგვერდებთან. smtp პროტოკოლს იყენებს ელ-ფოსტა. ftp პროტოკოლი გამოიყენება ფაილების სერვერზე გადასაგზავნად.

* software - პროგრამული უზრუნველყოფა, ანუ როგორც ხშირად მას ეძახიან "სოფტი", რომელიც საჭიროა კომპიუტერის გასამართად.

* hardware - აპარატურული უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარე და როგორც მას ხშირად ეძახიან, იგივე "ჰარდი".

* admin - ადმინისტრატორი, ანუ სუპერმომხმარებელი, რომელიც სარგებლობს სისტემის ყველა ფუნქციით და განსაზღვრავს მართვის პოლიტიკას.

* user - მომხმარებელი და როგორც მას ხშირად ეძახიან "იუზერი".

* ტრაფიკი - დახარჯული (გამავალი და შემომავალი) ინტერნეტ ინფორმაციის მოცულობა. ტრაფიკს ასევე მოიხსენიებენ როგორც ქსელის ტრაფიკს.

* ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გეგაბაიტი, ტერაბაიტი - ინფორმაციის საზომი სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის მოცულობის განსაზღვრა 1 გბ = 1024 მბ, 1 მბ = 1024 კბ, 1 კბ = 1024 ბაიტი, 1 ბაიტი = 8 ბიტი.

* რეფრეში - დოკუმენტის, მონაცემის თავიდან ჩატვირთვა, ასეთ შემთხვევაში ბრაუზერები თავიდან მიმართავენ ვებგვერდებს და მათი კეშიდან ამოღება აღარ ხდება.

* ბრაუზერი - პროგრამული უზრუნველყოფა რომლის საშუალებითაც ხდება ინტერნეტში საიტების დათვალიერება.

* wap, web - ინტერნეტ სივრცე, wap განკუთვნილია მობილური ტელეფონებისათვის, ხოლო web კომპიუტერებისათვის.

* GPS - გლობალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიტემაა, ხოლო GPRS არის მობილურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა (GSM) რომელიც გამოიყენება ინტერნეტთან დასაკავშირებლად, ინფორმაციის გასაცვლელად ქსელში.

* ბლოგი - ეს არის ჩვეულებრივი ვებგვერდი, რომელსაც აქვს ქსელური დღიურის სახე და ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას.

* კონტენტი - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, გრაფიკული პოსტები რომელსაც შეიცავს ვებგვერდი.

* ვიკი - ინტერნეტ ენციკლოპედია, რომელიც იქმნება ენთუზიასტი მომხმარებლების მიერ.  ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია ინფორმაციის ნებისმიერი ფრაგმენტის შეცვლა. გვერდზე ინფორმაცია წარმოდგენილია ტექსტურ ფორმატშია. იშვიათად მასალაში დამატებულია სურათი.

* გუგლი

* ელ ფოსტა

* სკაიპი

* ტიმვიუვერი

* იუთუბი

* ფეისბუკი

* თვიტერი

* გმაილი

* HTML

* PHP

*MySQL

* CSS



* კუკი cookies - ფაილები სადაც ინახება ინფორმაცია მომხმარებლის ურთიერთობისა ვებგვერდთან, კუკი ფაილები ინახება მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე.

* ბანი - დაბლოკვა, მომხმარებლისათვის უფლებების შეზღუდვა გარკვეული დროით, მომხმარებლის მიერ დაუმორჩილებლობის დროს ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ საიტის მოდერატორები და ადმინისტრატორები.

* მოდერატორი - ადამიანი რომელსაც აქვს უფრო მეტი უფლებები საიტზე, ვიდრე ჩვეულებრივ მომხმარებლებს. მოდერატორები აკონტროლებენ მომხმარებლებს ჩატებში, სოციალური ქსელებში.

საინტერესო ფაქტები ინტერნეტზე


მსოფლიოს ინტერნეტ ქსელმა ადამიანის ყველა სფეროში ჰპოვა გავრცელება. აქ ადამიანები სწავლობენ, მუშაობენ, ისვენებენ, ეცნობიან, ურთიერთობენ. ალბათ, პლანეტაზე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელმაც ინტერნეტის შესახებ არაფერი არ იცის.  მილიონობით ადამიანი გაცილებით უფრო ხშირად სარგებლობს ინტერნეტით, ვიდრე ტელევიზორით ან რადიოთი. პრაქტიკულად ყველა დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში.
ინტერნეტის საშუალებით დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მარტივად, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა, მისი წყალობით გაადვილდა საქონლისა და
მომსახურების ბაზრის მოძიებაც. სწორედ ინტერნეტია კაცობრიობის ის ერთ-ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც ქვეყნებს შორის გეოგრაფიული საზღვრები მოიხსნა.
მოდით უფრო კარგად გავეცნოთ მსოფლიოს აბლაბუდას, გავიგოთ უფრო მეტი  ინტერნეტის წარმოშობასა და ცვლილებებზე, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა.
  • ტექნოლოგია, რომელიც ქსელს საფუძვლად უდევს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პირველი, ქსელით გაგზავნილი შეტყობინება იყო სიტყვა „LOG“. რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა? მომხმარებელი ცდილობდა დაეწერა „LOGIN“, თუმცა ასობგერა G-ზე კავშირი გაწყდა.
  • ქსელის დაბადების წლად შეიძლება ჩაითვალოს 1970 წელი, იმდენად რამდენადაც ამ წელს გადაწყდა მსოფლიოს ყველა ქსელის ერთ ქსელში გაერთიანება. მოცემული მომენტისათვის ინტერნეტი წარმოადგენს ყველაზე დიდ არქივს, მასში თითქმის ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი.
  • პირველი ინტერნეტ გვერდი, საიდანაც მისი ისტორია იწყება, ხელმისაწვდომი იყო შემდეგ მისამართზე «http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html» იგი შეიცავდა ინფორმაციას პროექტის შესახებ “WorldWideWeb” (www). სამწუხაროდ, აღნიშნული გვერდი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
  • მოცემული მომენტისათვის საშუალოსტატისტიკური სიახლეების საიტი იმდენ ინფორმაციას შეიცავს, რამდენის სწავლაც შეეძლო ერთ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მე-18 საუკუნეში.
  • რადიოს თავის დროზე თითქმის 40 წელი დასჭირდა, იმისათვის რომ 50 მილიონი მსმენელის ყურადღება მიეპყრო, ტელევიზიას – 13 წელი. საკვირველია, მაგრამ ინტერნეტს მხოლოდ 4 წელიწადი, იგივე რაოდენობის მომხმარებლის შესაძენად.
  • ყოველდღიურად ინტერნეტში დაახლოებით 250 მილიარდი წერილი იგზავნება, რომლის 81% სპამს წარმოადგენს.
  • ამერიკაში ყოველი მე-8 ქორწინება, მსოფლიო ქსელის, ინტერნეტის საშუალებით ხდება, სადაც მომავალი წყვილები ერთმანეთს იცნობენ, ხვდებიან და არც თუ ისე იშვიათად ქორწინებით აგვირგვინებენ ურთიერთობას.
  • ყველაზე საინტერესო, ამავდროულად, ყველაზე უცნაური გაჯეტი, რომელსავ ქსელი აქვს ეს გახლავთ მაცივარი აღჭურვილი wi-fi.
  • მსოფლიოში პირველმა საიტმა დღის სინათლე 1990 წელს იხილა, ეს იყო საიტი info.cern.ch, რომელიც ტიმ ბერნერსმა შექმნა და სადაც გამოქვეყნებული იყო www ტექნოლოგიის აღწერა.
  • მოცემული მომენტისათვის მსოფლიო ქსელის მომხმარებელთა რიცხვი 2 მილიარდს აჭარბებს, ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წელს 600 ათას მილიონს არ აჭარბებდა.
  • ყველაზე დაბალი პროცენტი ინტერნეტის მოხმარების მხრივ ფიქსირდება ჩრდილოეთ კორეაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – ისლანდიაში.
  • დღეს უფრო მეტი ინტერნეტ-მაღაზიაა რეგისტრირებული, ვიდრე ჩვეულებრივი. არაოფიციალური სტატისტიკით სწორედ ინტერნეტ-მაღაზიები შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრომაა.
  • ყველასათვის ცნობილი კომპანია Google-ს განცხადებით, ინტერნეტი დღეს დაახლოებით 5 მილიონ ტერაბაიტს იკავებს (1ტბ=1024გბ), ამასთან, დაინდექსირებულია მონაცემების მხოლოდ 0,04%.
  • პირველი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერად იწოდება გამოიგონა კონდარ ცუზემ 1936 წელს. მას Z1 უწოდეს. შემდეგი გამოგონება სახელით Z2 გახდა პირველი ელექტრომექანიკური კომპიუტერი, რომელიც სრულიად გამართულად ფუნქციონირებდა.
  • MP3 ფორმატი გამოგონებულ იქნა ახლო წარსულში 1991 წელს.
  • ღიმილაკები – ემოციების ერთადერთი გამოხატულება ინერნეტში. პირველად „სმაილი“ ინტერნეტში 1979 წელს გამოჩნდა, იგი ასე გამოიყურებოდა „-)“. თუმცა იგი ადამიანის სახეს ნაკლებად შეესაბამებოდა, ამიტომ მისი სტრანსფორმირება მოხდა შემდეგად „:-)“.
  • ყოველწუთას Youtube-ზე 20 საათამდე ვიოდეოჩანაწერი იტვირთება. პირველ ვიდეოს ეწოდებოდა შემდეგი ბანალური სახელი – „მე ზოოპარკში“. ვიდეოს შინაარსი ისეთივე ბანალური იყო როგორიც სახელწოდება.
  • ინტერნეტთან დაკავშირებული ყველაზე მსხვილი ჯარიმა 107,7 მილიონი დოლარი გახლავთ საიტის შემქმნელებისათვის დაკისრებული ჯარიმა. საიტზე განთავსებული იყო ექიმების სურათები, რომლებიც აბორტს აკეთებდნენ.
  • ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი დალტონიკი გახლავთ. სწორედ ამიტომ საიტის დიზაინი გადაწყვეტილია ლურჯ ფერებში, მარკ ცუკერბერგი ხომ ვერ არჩევს მწვანე და წითელ ფერებს.
  • 1995 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობილი საიტი – აუქციონი eBay. პირველი ნივთი, რომელიც აქ გაყიდეს, გახლდათ ლაზერით აღჭურვილი გატეხილი საჩვენებელი ჯოხი. საიტის დამაარსებელი სახელად ამიდიარი, იმდენად გაოცებული იყო, რომ ნივთის მყიდველს თავად ჰკითხა, ნამდვილად გატეხილი იყო თუ არა ლაზერული საჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ მყიდველი გატეხილი საჩვენებელი ჯოხების კოლექციონერი იყო. ნამდვილად, ინტერნეტი ამოუწურავი თემაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

როგორ მუშაობს ინტერნეტი, პროტოკოლი, სერვერი, კლიენტი სათარგმნია

წყარო: http://ucnauri.com. (მასალა არ არის შემოწმებული)


არასოდეს გიფიქრიათ იმ მოწყობილობების შესახებ რომლის მეშვეობითაც ამ გვერდს კითხულობთ? უდავოა რომ თქვენ ახლა კომპპიუტერთან ზიხართ და ამ გვერდს უყურებთ თქვენს ბრაუზერში… თქვენ ამ გვერდზე გადმოხვედით ლინკზე დააწკაპუნების ან მისამართის ჩაწერის მეშვეობით, მაგრამ რა მოქმედებები შესრულდა კულისებში იმისათვის რომ თქვენს ეკრანზე ეს გვერდი გამოჩენილიყო?
თუ ოდესმე დაინტერესებულხართ ამ პროცესით ან გინდათ რომ გაიგოთ ცოტა რამ იმ მექანიზმების შესახებ რომლებიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევენ მაშინ გააგრძელეთ კითხვა. ამ პოსტში შენ ისწავლი თუ როგორ გაჩვენებენ ვებ სერვერები ინტერნეტ გვერდებს სახლში, სკოლაში თუ სამსახურში. მოდი დავიწყოთ!

ძირითადი პროცესი

მოდით წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ზიხართ თქვენს კომპიუტერთან, სარგებლობთ ინტერნეტით და თქვენ დაგირეკათ თქვენმა მეგობარმა რომელმაც გითხრათ: „მე ახლახანს შესანიშნავი სტატია წავიკითხე! ჩაწერე მისამართი და შეამოწმე, სტატია ამ მისამართზეა: „http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/“ თქვენ ჩაწერთ ამ მისამართს თქვენს ბრაუზერში და დააწკაპუნებთ ღილაკს: „შესვლა“. და ჯადოსნურად, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობს ეს მისამართი, ვებ გვერდი გაჩნდება თქვენს ეკრანზე.
ძალიან ზედაპირულად, ამ სურათის საშუალებით ნახავთ იმ ნაბიჯებს რომლის მეშვეობითაც ვებ გვერდი თქვენს კომპიუტერში გაჩნდა:
თქვენმა ბრაუზერმა ვებ სერვერთან დაამყარა კავშირი, მოითხოვა გვერდი და მიიღო კიდეც. მოდით კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ პროცესს რადგან მთავარი მიზანი ხომ თქვენი გარკვევაა ამ საკითხში.

კულისებში

იმისათვის რომ უფრო ვრცლად გაიგოთ იმის შესახებ თუ რა პროცესები ჩატარდა ვებ გვერდის თქვენს ეკრანზე გამოსაჩენად, ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები რაც მოხდა კულისებში:
  • ბრაუზერმა გაყო URL სამ ნაწილად:
  1. პროტოკოლი (“http”)
  2. სერვერ სახელი (“www.ucnauri.com”)
  3. ფაილის სახელი (“18/05/2010/razor-1911-2”)
  • ბრაუზერი დაუკავშირდა სახელის სერვერს რათა გადაეთარგმნა სერვერ სახელი “www.ucnauri.com”IP მისამართად, რომლესაც ის სერვერ მანქანასთან დასაკავშირებლად იყენებს.
  • შემდეგ ბრაუზერმა დაამყარა კავშირი სერვერთან, ამ IP მისამართით პორტ 80-ზე. (პორტების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ.)
  • HTTP პროტოკოლის მიხედვით, ბრაუზერმა სერვერ გაუგზავნა GET თხოვნა, რომლითაც ითხოვდა ფაილს “http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/” (შენიშნვა: შესაძლებელია ბრაუზერმა სერვერს GET თხოვნასთან ერთად გაუგზავნოს ფუნთუშებიც)
  • შემდეგ სერვერმა ბრაუზერს გამოუგზავნა ვებ გვერდის HTML ტექსტი. (შესაძლებელია სერვერიდან გამოიგზავნოს ფუნთუშებიც.)
  • ბრაუზერმა წაიკითხა HTML ტეგები და გააფორმა  ვებ გვერდი თქვენს ეკრანზე.
თუ თქვენ ამ საკითხის შესახებ არაფერი გაგიგონიათ, მაშინ აქ არის ბევრი უცხო სიტყვა. იმისათვის რომ მთელი პროცესი დეტალებში გაიგოთ, თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა არის: IP მისამართები, პორტები, პროტოკოლები…

ინტერნეტი

რა არის „ინტერნეტი“? ინტერნეტი არის მილიონობით კომპიუტერის გიგანტური კოლექცია, აქედან ყველა ერთად არის დაკავშირებული კომპიუტერული ქსელთან. ქსელი ყველა კომპიუტერს აძლევს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას. სახლის კომპიუტერი ინტერნეტს შეიძლება უკავშირდებოდეს: სატელეფონო ხაზის მოდემით, DSL-ით ან კაბელური მოდემით რომლებიც ელაპარაკებიან ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერს (Internet service provider ანუ ISP). სამსახურის ან სკოლის კომპიუტერებს ჩვეულებრივ აქვთ ქსელის ინტერფეისის კარტა (network interface card ანუ NIC)  რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ლოკალურ ქსელს (local area network ანუ LAN). ბიზნესის ლქ შეიძლება უკავშირდებოდეს იმპ-ს ისეთი მაღალ-სიჩქარიანი სატელეფონო ხაზით როგორიცაა T1 ხაზი. T1 ხაზს წამში შეუძლია დაახლოებით 1.5 მილიონი ბიტის გატარება, ეს მაშინ როდესაც ნორმალურ სატელეფონო ხაზის მოდემს ჩვეულებრივ შეუძლია 30,000-დან 50,000-მდე ბიტის გატარება წამში.
იმპ-ები შემდეგ უკავშირდებიან უფრო დიდ იმპ-ებს, შემდეგ კი ყველაზე დიდ იმპ-ებს, რომელთაც აქვთ ბოჭკოვან-ოპტიკურ მაგისტრალები მთელი ქვეყნისათვის ან რეგიონისთვის. მსოფლიოს გარშემო მაგისტრალები ერთმანეთს უკავშირდებიან ბოჭკვან-ოტიკური ხაზებით, წყალქვეშა კაბელებით ან სატელიტებით. ამ გზით, ყველა ინტერნეტში ჩართული კომპიტერი დაკავშირებულია ყველა სხვა ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან.

კლიენტები და სერვერები

ყველა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის დაყოფა შეიძლება კატეგორიებად: სერვერები და კლიენტები. ის მანქანები რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებებს (როგორებიცაა ვებ სერვერები ან FTP სერვერები) სხვა კომპიტერებისათვის არიან სერვერები. ხოლო მანქანები რომელთა მეშვეობითაც ამ სერვისებს ვუკავშირდებით არიან კლიენტები. როდესაც თქვენ უკავშირდებით Yahoo!-ს მისამართზე www.yahoo.com იმისათვის რომ წაიკითხოთ ვებ გვერდი, Yahoo! იმ სერვისს რომელსაც თქვენ მოითხოვთ უზრუნველყოფს მანქანით (ალბათ, ძალიან ძლიერი მანქანათა ჯგუფით). ანუ Yahoo! წარმოადგენს სერვერს. ხოლო, თქვენი მანქანა ალბათ არ აწარმოებს არანაირ მომსახურებას სხვა ინტერნეტში მყოფი ადამიანისათვის. ამიტომ, ის არის მომხმარებლის მანქანა, ცნობილი როგორც კლიენტი. ასევე შესაძლებელია და ჩვეულებრივი მოვლენაა ის რომ ერთი კომპიუტერი იყოს ორივე, სერვერიც და კლიენტიც.
სერვერ მანქანას შეუძლია ერთი ან მეტი მომსახურებით უზრუნველყოფა ინტერნეტში. მაგალითად, სერვერ მანქანაზე შეიზლება დაყენებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც საშუალებას აძლევს რომ იმუშაოს როგორც: ვებ სერვერი, ელ-ფოსტის სერვერი და FTP სერვერი. თუ კლიენტს ამ სერვერზე რაიმე მომსახურების გამოყენება სურს, ის თავის მოთხოვნილებას აძლევს მიმართულებას სპეციალურ სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფისათვის რომელიც დაყენებულია მთლიან სერვერ მანქანაზე. მაგალითად: თუ თქვენს კომპიუტერზე ჩართული გაქვთ ვებ ბრაუზერი, მას უმეტესად გამოიყენებთ სერვერზე მანქანაზე მყოფ ვებ სერვერთან დასალაპარაკებლად. Telnet პროგრამას მოუნდება Telnet სერვერთან დალაპარაკება, თქვენს ელ-ფოსტის პროგრამას მოუნდება ელ-ფოსტის სერვერთან დალაპარაკება და ასე შემდეგ…

IP მისამართები

იმისათვის რომ ყველა ეს მანქანა იყოს მოწესრიგებული, ყველა ინტერნეტში ჩართულ მანქანას მინიჭებული აქვს უნიკალური მისამართი რომელსაც ქვია IP მისამართი (Internet protocol), ეს მისამართები არიან 32-ბიტიანი რიცხვები, რომლებიც დაყოფილნი არიან ოთხ „ოქტეტად“ რომლებიც ერთმანეთისგან წერტილებით გამოიყოფა. ტიპიური IP მისამართი გამოიყურება ესე:
212.58.116.74
IP მისამართის ოთხ ციფრს ქვია ოქტეტები რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ღირებულება 0-სა და 255-ს შორის, ანუ ეს ნიშნავს რომ ყოველი ოქტეტის ღირებულება შეიძლება იყოს მაქსიმუმ 28.
ყოველ ინტერნეტში ჩართულ მანქანას აქვს უნიკალური IP მისამართი. სერვერს აქვს სტატიკური IP მისამართი, რომელიც არ იცვლება ხშირად. სახლის მანქანა, რომელიც კავშირს ამყარებს მოდემის საშუალებით აქვს IP მისამართი რომელსაც აძლევს იმპ. IP მისამართი ყოველ სესიაზე არის უნიკალური – ის შეიძლება იყოს შეცვლილი მანქნის ახალი კავშირის დროს.
თუ თქვენ მუშაობთ Windows მანქანაზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტის შესახებ ინფორმაცია თქვენს კომპიუტერზე. IP მისამართის და საკვანძო სახელის გასაგებად XP-ს მომხმარებლებმა გამოიყენეთ  ბრძანება IPCONFIG.EXE. UNIX მანქანაზე, ბრძანებების სტრიქონში მანქანის სახელის წინ აკრიფეთ nslookup,(მაგალითად: www.ucnauri.com-ისთვის აკრიფეთ nslookup www.ucnauri.com”) რათა ნახოთ მანქანის IP მისამართი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება hostname რათა გაიგოთ თქვენი მანქანის სახელი.
IP მისამართით თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ სერვერს. მაგალითად თუ თქვენ ბრაუზერში ჩაწერთ http://212.58.116.74 სავარაუდოდ უნდა აღმოჩნდეთ იმ მანქანაზე რომელიც შეიცავს ვებ სერვერ www.ucnauri.com-ისთვის. გაითვალისწინეთ რომ რამდენიმე სერვერზე, მოხლოდ IP მისამართი არ არის საკმარის.

დომეინ სახელები

იმის გამო რომ ხალხს ძალიან უჭირს IP მისამართების დამახსოვრება, ასევე იმის გამო რომ ხანდახან საჭიროა IP მისამართის შეცვლა, ყველა სერვერს აქვს ისეთი სახელები რომელიც ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და დაიმახსოვროს. ამ სახელებს ქვიათ დომეინ სახელები. მაგალითად www.ucnauri.com არის მუდმივი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი. ალბათ დამეთანხმებით რომ ბევრად უფრო ადვილია დაიმახსოვრო www.ucnauri .com ვიდრე 212.58.116.74.
სახელს www.ucnauri.com შედგება სამი ნაწილისგან:
  1. საკვანძო სახელი (“www”)
  2. დომეინ სახელი (“ucnauri”)
  3. ზედა დონის დომეინ სახელი (“com”)
დომეინ სახელებს რომლებიც შეიცავენ “.com”-ს, აკონტროლებს რეგისტრატორი სახელად VeriSign. ასევეVeriSign აკონტროლებს “.net” დომეინ სახელებს. სხვა რეგისტრატორები (როგორებიცაა RegistryPro, NeuLevel და Public Interest Registry) აკონტროლებენ სხვა დომენებს (როგორებიცაა .pro, .biz და .org). VeriSign ქმნის ზედა დონის დომეინ სახელებს და გარანტიას გვაძლევს რომ ყველა ზედა დონის დომეინი არის უნიკალური. ამასთან ერთად VeriSign ინახავს ინფორმაციას ყველა საიტის შესახებ და აქვს „whois“ („ვინარის“) მონაცემთა ბაზა. საკვანძო სახელს ქმნის ის კომპანია რომელიც დომეინს უზრუნველყოფს ჰოსტინგით. “www” არის ყველაზე გავრცელებული საკვანძო სახელი, მაგრამ ახლა საიტების უმეტესობას საერთოდ არ აქვთ ის, ან  შეცვლილი აქვთ ისეთი სიტყვით რომელიც მიუთითებს საიტის კონკრეტულ სივრცეს. მაგალითად: ka.wikipedia.org არის ქართული ვიკიპედია, სადაც „www“-ს მაგივრად საკვანძო სახელად დანიშნული არის „ka“.

სახელის სერვერები

რამდენიმე სერვერს რომელთაც ქვიათ დომეინ სახელის სერვერები (domain name servers (DNS) განაწილებული აქვთ ადვილად წასაკითხი სახელები და IP მისამართები. ეს სერვერები არიან უბრალო მონაცემთა ბაზები რომლებსაც სახელები გადაყავთ IP მისამართებში და ისინი გავრცელებულნი არიან მთელს ინტერნეტში. კერძო კომპანიების, იმპ-ების და უნივერსიტეტების უმეტესობას აქვთ პატარა სახელის სერვერები რათა სახელი გადაიყვანონ  IP მისამართში. ასევე არსებობენ ცენტრალური სახელის სერვერები რომლებიც სახელების IP მისამართებში გადაყვანისთვის იყენებენ VeriSign-ის მიერ მიწოდებულ მონაცემებს.
თუ თქვენს ბრაუზერში აკრეფთ http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/, თქვენი ბრაუზერი ამოიღებს სახელს „www.ucnauri.com“ გაატარებს მას დომეინ სახელის სერვერში და დომეინ სახელის სერვერი მას  დაუბრუნებს www.ucnauri.com-ის ნამდვილ IP მისამართს.
UNIX მანქანებზე, თქვენ ამ მომსახურების ნახვა შეგიძლიათ nslookup ბრძანებით. უბრალოდ ბრძანების სტრიქონში ჩაწერეთ სახელი როგორიცაა www.ucnauri.comსტრიქონი შეეკითხება სახელის სერვერს და განახებთ შესაბამის IP მისამართს.
ესე იგი ჩვენ გავიგეთ: ინტერნეტი შედგება მილიონობით მანქანისაგან, თითოეულს აქვს უნიკალური IP მისამართი. ამ მანქანების გარკვეული რაოდენობა არის სერვერ მანქანა, რაც ნიშნავს რომ ის აწარმოებს მომსახურებას ინტერნეტში მყოფი სხვა მანქანებისთვის. თქვენ უკვე გსმენიათ ასეთი სერვერების შესახებ: ელ-ფოსტის სერვერი, ვებ სერვერი, FTP სერვერი, Gopher სერვერი და Telnet სერვერი და სხვა.

პორტები

ნებისმიერი სერვერ მანქანა თავის მომსახურებას ინტერნეტში შესაძლებელს ხდის დანომრილი პორტებით, თითო პორტი თითო მომსახურებისთვის რომელიც ხელმისაწვდომია სერვერზე. მაგალითად, თუ სერვერ მანქანაზე გაშვებულია ვებ სერვერი და FTP სერვერი, ვებ სერვერი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს პორტ 80-ზე, ხოლო FTP სერვერი ხელმისაწვდომი იქნება პორტ 21-ზე. კლიენტი მომსახურებას უკავშირდება სპეციფიკურ IP მისამართზე, სპეციფიკურ პორტზე.
თითოეული ყველაზე ცნობილი მომსახურება ხელმისაწვდომია, ცნობილ პორტ ნომერზე. ესენი არის ყველაზე ცნობილი პორტების ნომრები:
  • echo 7
  • daytime 13
  • qotd 17 (Quote of the Day) (დღის ციტატა)
  • ftp 21
  • telnet 23
  • smtp 25 (Simple Mail Transfer, ანუ ელ-ფოსტა)
  • time 37
  • nameserver 53
  • nicname 43 (Who Is)
  • gopher 70
  • finger 79
  • WWW 80
თუ სერვერ მანქანა პორტზე, მსოფლიოს გარშემოდან დაკავშირებას არ ზღუდავს, და თუკი პორტს ბრანდმაუერი არ იცავს, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეთ პორტს ნებისმიერი ადგილიდან და გამოიყენოთ მისი მომსახურება. თუ თქვენ გინდათ რომ თქვენს მანქანაზე დააყენოთ ვებ სერვერ პროგრამული უზრუნველყოფა, თქვენ ვებ სერვერი უნდა დასვათ პორტ 918, ან სხვა გამოუყენებელ პორტზე. თუ, თქვენი მანქანა ცნობილია როგორც xxx.yyy.com, ნებისმიერ ინტერნეტში ჩართულ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს სერვერს მისამართით: http://xxx.yyy.com:918. “:918” აღნიშნავს პორტის ნომერს. როდესაც პორტი არ არის მითითებული, ბრაუზერი ასკვნის რომ სერვერი იყენებს კარგად ცნობილ პორტ 80-ს.

პროტოკოლები

როდესაც კლიენტი მომსახურებას დაუკავშირდება კონკრეტულ პორტზე, მას მომსახურებას გამოსაყენებლად სჭირდება სპეციალური პროტოკოლის დახმარება. პროტოკოლი უმეტესად არის ტექსტი, და უბრალოდ აღწერს თუ როგორ წარიმართება კლიენტის და სერვერის საუბარი.
ალბათ, ყველაზე უბრალო პროტოკოლი არის დროის პროტოკოლი (daytime protocol). თუ თქვენ დაუკავშირდებით პორტ 13-ს მანქანაზე რომელელიც მხარს უჭერს დროის სერვერს, სერვერი თქვენ გამოგიგზავნით მის აღქმულ თარიღს და დროს შემდეგ კი გაწყვეტს კავშირს. პროტოკოლი არის, „თუ შენ მე დამიკავშირდები, მე გამოგიგზავნი თარიღს და დროს შემდეგ კი შევწყვეტ კავშირს.“ UNIX მანქანების უმეტესობა მხარს უჭერს ამ სერვერს. თუ ამის ცდა გსურთ, შეგიძლიათ ერთ-ერთს დაუკავშირდეთ Telnet გამოყენებითი პროგრამით. UNIX-ზე, სესიას ექნება ასეთი სახე:
%telnet web67.ntx.net 13
Trying 216.27.61.137…
Connected to web67.ntx.net.
Escape character is ‘^]’.
Fri Jun 11 20:51:06 2010
Connection closed by foreign host.
Windows მანქანაზე, თქვენ სერვერზე მოხვედრა შეგიძლიათ, MSDOS-ში ამ ბრძანების ჩაწერით “telnet web67.ntx.net 13”.
ამ მაგალითში, web67.ntx.net არის სერვერის UNIX მანქანა, და 13 არის პორტის ნომერი დროის მომსახურებისათვის. Telnet გამოყენებითი პროგრამა უკავშირდება პორტ 13-ს (telnet-ი ჩვეულებრივ უკავშირდება პორტ 23-ს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიმართულება მისცეთ ნებისმიერ პორტთან დასაკავშირებლად), შემდეგ სერვერი აგზავნის თარიღს და დროს და წყვეტს კავშირს. Telnet გაძლევთ საშუალებას რომ მიუთითოთ პორტის ნომერი, ასე რომ ამის ცდა თქვენს Telnet-ის ვერსიაზე არის დამოკიდებული.
პროტოკოლების უმეტესობა არის უფრო ჩახლართული, ვიდრე დროის პროტოკოლი. ყველა ვებ სერვერი ეწყობა HTTP პროტოკოლს. პროტოკოლის ყველაზე ძირითადი ფორმა რომელსაც HTTP სერვერი გაიგებს არის მხოლოდ ერთი ბრძანება: GET. თუ თქვენ დაუკავშირდებით სერვერს რომელსაც ესმის HTTP პროტოკოლი და მას ეტყვით “GET ფაილის სახელი,” სერვერი გიპასუხებთ დასახელებული ფაილის შიგთავსის გამოგზავნით და შემდეგ შეწყვეტს კავშირს: ეს არის ტიპიური სესია:
%telnet www.ucnauri.com 80
Trying 212.58.116.74...
Connected to ucnauri.com.
Escape character is '^]'.
GET http://www.ucnauri.com/
  ...
Connection closed by foreign host.

შეჯამება

ამ პოსტით თქვენ ინტერნეტის შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია მიიღეთ. თქვენ იცით რომ, როდესაც ბრაუზერში ჩაწერთ URL-ს, მოხდება შემდეგი რამ:
  • ბრაუზერი URL-ს გაყოფს სამ ნაწილად:
  1. პროტოკოლი (“http”)
  2. სერვერ სახელი (“www.ucnauri.com”)
  3. ფაილის სახელი (“18/05/2010/razor-1911-2/”)
  • ბრაუზერი დაუკავშირდება სახელის სერვერს რათა გადათარგმნოს სერვერ სახელი “www.ucnauri.com,” IP მისამართში, რომელსაც გამოიყენებს სერვერ მანქანასთან დასაკავშირებლად.
  • შემდეგ ბრაუზერი ვებ სერვერთან დაამყარებს კავშირს ამ IP მისამართით პორტ 80-ზე.
  • HTTP პროტოკოლის მიხედვით, ბრაუზერი სერვერ გაუგზავნის GET თხოვნას, რომლითაც ითხოვს ფაილს ” http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/.” (შენიშნვა: შესაძლებელია ბრაუზერმა სერვერს GET თხოვნასთან ერთად გაუგზავნოს ფუნთუშებიც)
  • შემდეგ სერვერი ბრაუზერს უგზავნის ვებ გვერდის HTML ტექსტს. (შესაძლებელია სერვერიდან გამოიგზავნოს ფუნთუშებიც.)
  • ბრაუზერი კითხულობს HTML ტეგებს და აფორმებს  ვებ საიტს თქვენს ეკრანზე.

დამატებითი: უსაფრთხოება

სერვერების უმეტესობა ამატებს გარკვეული დონის დაცვას. ალბათ გინახავთ ვებ გვერდი სადაც ნახავდით დიალოგის ფანჯარას რომელიც გთხოვთ თქვენს სახელს და პაროლს, ეს ნიშნავს რომ თქვენ მოხვდით პაროლით დაცულ გვერდზე. სერვერი საიტის მფლობელს საშუალებას აძლევს რომ, მართოს იმ ადამიანების სახელები და პაროლები რომელთაც შეუძლიათ საიტზე შესვლა; სერვერი უშვებს მხოლოდ იმ ხალხს რომლებმაც იციან შესაფერისი პაროლი. მოწინავე სერვერები ამატებენ დამატებით დაცვას რათა სერვერსა და ბრაუზერს შორის კავშირი იყოს დაშიფრული, რათა მოხდეს დაცული ინფორმაციის (საკრედიტო ბარათის ნომერი) ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნა. ეს არის ყველაფერი ვებ სერვერის შესახებ რომელსაც თქვენამდე სტანდარტული, სტატიკური საიტები მოაქვს. სტატიკური საიტები არიან ისინი, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება მანამდე, სანამ თვითონ მფლობელი არ შეცვლის მას.

დამატებითი: დინამიკური გვერდები

ასევე არსებობენ დინამიკური გვერდები. მაგალითად:
  • ნებისმიერი სტუმრების წიგნაკი გაძლევთ საშუალებას რომ ჩაწეროთ შეტყობინება HTML ფორმაში, ხოლო შემდეგ როდესაც ამ სტუმრების წიგნაკს ვინმე ნახავს, გვერდი უკვე შეიცავს ახალ ჩანაწერს.
  • „ვინ არის“ ძიება რომელიც გაშვებული აქვს Network Solutions-ს, საშუალებას გაძლევთ რომ შეიყვანოთ საკვანძო სახელი სპეციალურ ბლანკში, და გვერდი რომელიც თქვენ დაგიბრუნდებათ იქნება შეცვლილი თქვენს მიერ შეყვანილი საკვანძო სახელის მიხედვით.
  • ნებისმიერი საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას რომ საკვანძო სიტყვა ჩაწეროთ HTML ფორმაში, და ის დინამიკურად ქმნის გვერდს, თქვენს მიერ შეყვანილი საკვანძო სიტყვის მიხედვით.
ყველა ამ შემთხვევაში, ვებ სერვერი უბრალოდ “ფაილს არ ეძებს.” ეს არის ინფორმაციის გადამუშავება და გვერდის საკვანძო სიტყვის მიეხედვით შექმნა. ვებ სერვერი ასეთი დავალებების შესასრულებლად იყენებს რაღაცას, რასაც ჰქვია CGI სკრიპტები.
თქვენ გაიგეთ რომ ვებ სერვერი შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ძალიან პატარა ნაწილი. ის იღებს მისთვის გაგზავნილ ფაილის სახელს GET ბრძანებასთან ერთად, იპოვნის ამ ფაილს და უკან უგზავნის ბრაუზერს. თუ თქვენ გაერკვიეთ პორტებში და მათ კავშირებში, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შექმნათ C პროგრამა 500-ზე ნაკლები ხაზით, რომელსაც გამოიყენებთ უბრალო ვებ სერვერად. ცხადია, სრულმასშტაბიანი კორპორატიული დონის ვებ სერვერი მოითხოვს მეტ მოქმედებებს, მაგრამ საფუძველი არის ძალიან მარტივი.

ქართული დომენების რეგისტრაცია (.გე) დაიწყო


მართლაც, გილოცავთ!


საიტზე www.დომენი.გე დაიწყო ქართული სიმბოლოების გამოყენებით დომენების რეზერვაცია. ხოლო 2015 წლის 15 ივლისიდან დაიწყება ქართულენოვანი დომენების ღია რეგისტრაცია.


  •   დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები:
    • ა) მხედრული ანბანის ასოები;
    • ბ) ციფრები;
    • გ) დეფისი.
  • დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მხედრული ანბანის ასოთი ან ციფრით.
  • შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი.
  • დომენური სახელი უნდა შეიცავდეს ორ ან მეტ სიმბოლოს და არ აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.
  • stop list-ში შემავალ დომენურ სახელებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.) განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ICANN-თან კონსულტაციის შემდეგ.

ამწუთას მე ორი ქართულ სიმბოლოებიანი დომენი ვიცი:


www.დომენი.გე  და www. რეგისტრაცია.გე

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით