-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

რას ნიშნავს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს


ჩვენ ახლა ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვდგავართ, რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება. ეს ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური იქნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ახალ გამოწვევებს ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ, სახელმწიფო მეთაურებმა, საჯარო და კერძო სექტორებმა, აკადემიურმა და სამოქალაქო საზოგადოებებმა.

პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ მრეწველობის მექანიზაციისთვის წყალი და ორთქლი გამოიყენა. მეორემ — ელექტროენერგიის საშუალებით, მასობრივი წარმოება შექმნა. მესამე რევოლუციისას, ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, პროცესი ავტომატიზირებული გახდა. ახლა კი მეოთხე შენდება, მესამის ფუნდამენტზე, ციფრული რევოლუცია, რომელიც წინა საუკუნის შუიდან იღებს სათავეს. მის ფარგლებში ერთმანეთს რამდენიმე ტექნოლოგია ერწყმის და ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის საზღვრებს აქრობს.

    შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია




მომავალი ტრანსფორმაცია, არა მესამე რევოლუციის გახანგრძლივება ან გაზრდა, არამედ, თავისი სისწრაფით, გაქანებითა და სისტემური ეფექტით, მეოთხე და ყველაზე გამორჩეული გადატრიალებაა. ტექნოლოგიური გარღვევების ის ტემპი, რომელიც დღეს კაცობრიობას აქვს, უპრეცედენტოა. წინა ინდუსტრიულ რევოლუციებთან შედარებით, მეოთხე, წრფივის ნაცვლად ექსპონენციალური სიჩქარით ვითარდება. გარდა ამისა, იგი ყველა ქვეყანაში ცვლის აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიას. ამ ცვლილებების მოცულობა და სიღრმე, თავის მხრივ, გარდაქმნის წარმოების, მენეჯმენტისა და მმართველობის სისტემებს.

ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, როდესაც ისინი უპრეცედენტო გამოთვლითი სიმძლავრით, მეხსიერებითა და მარტივად ხელმისაწვდომი ინფორმაციით აღჭურვილი მობილური მოწყობილობებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც დაიხვეწება ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, ავტონომიური მანქანები, 3D-ბეჭდვა, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგია და სხვ.

ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება ჩვენს რეალობაში. ამის კარგი მაგალითებია თვითმავალი ავტომობილები, დრონები და ვირტუალური ასისტენტები. AI-ს (Artificial Intelligence — ხელოვნური ინტელექტი) სფეროში შთამბეჭდავი პროგრესია, კომპიუტერული სიმძლავრისა და მონაცემთა აურაცხელი ბაზების საშუალებით, პროგრამას შეუძლია შექმნას ახალი მედიკამენტი ან ალგორითმის საშუალებით დაადგინოს, რა კულტურული ტენდენციები დამკვიდრდება. ციფრული და ბიოლოგიური სამყაროები ერთად მუშაობენ. ინჟინერები, დიზაინერები და არქიტექტორები სინთეტიკური ბიოლოგიის, 3D-ბეჭდვითი ტექნოლოგიის, კომპიუტერული დიზაინისა და ნივთიერებათა ინჟინერიის კომბინირებით ცდილობენ შექმნან ახალი, სიმბიოზური პროდუქტები.

გამოწვევები და შესაძლებლობები

წინა რევოლუციების მსგავსად, მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას აქვს გლობალური დოვლათის გაზრდისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პოტენციალი. ტექნოლოგიების დახმარებით ახალი პროდუქტები შეიქმნა, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო სასიამოვნო და დინამიური გახადეს. ტაქსის გამოძახება, ავია-ბილეთის დაჯავშნა, პროდუქტის ყიდვა, გადასახადის გადახდა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა, თამაში — ამ ყველაფრის გაკეთება ახლა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია.

სოციალური მედია წარმოქმნის არარეალისტურ მოლოდინებსა და დეფინიციას პიროვნების წარმატებულობის შესახებ
ტექნოლოგიური ინოვაცია ეკონომიკურ ბარიერებსაც მოსპობს, რაც პროდუქტიულობასა და ხელმისაწვდომობას გაზრდის. ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის ღირებულებები შემცირდება, ლოგისტიკისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვები უფრო ეფექტიანი გახდება, რაც ვაჭრობის ღირებულებას შეამცირებს, გახსნის ახალ ბაზრებს და გლობალური ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

თუმცა, გარდა პოზიტიური გავლენისა, ეკონომისტების ერიკ ბრაინჯოლფსონისა და ენდრიუ მაკკაფის აზრით, ახალმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ, შრომითი ბაზრის გარდაქმნისას, შესაძლოა, უდიდესი ეკონომიკური უთანასწორობა წარმოშვას. ცოცხალი ძალის ავტომატიზირებული სისტემებით ჩანაცვლებამ, კაპიტალსა და მუშა ხელის შემოსავალს შორის, შესაძლოა დიდი უფსკრული გააჩინოს. მეორეს მხრივ კი, ასეთმა ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს უსაფრთხო და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების რაოდენობა.

ამჟამად სიტუაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ საბოლოოდ ამ ორი სცენარის ერთგვარ კომბინაციას მივიღებთ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომავალში წარმოების წარმატებისთვის კაპიტალზე მეტად ღირებული ადამიანის ნიჭი გახდეს. ეს ფაქტორი კი, თავისთავად გაზრდის სეგრეგაციას სამუშაო ბაზარზე — დაბალი კომპეტენციის ადამიანებს ექნებათ დაბალი შემოსავალი, ხოლო მაღალი კომპეტენციის პირებს, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია სოციალური დაძაბულობა.

ეკონომიკური ფაქტორების გარდა, სოციალური უთანასწორობა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი შემაშფოთებელი ნაწილია. ინოვაციებისგან სარგებელს ძირითადად ფიზიკური და ინტელექტუალური კაპიტალის პატრონები იღებენ — ინოვატორები, აქციონერები და ინვესტორები. ეს კი, მათსა და სამუშაო ბაზარზე დამოკიდებულ ფენას შორის ფინანსურ განსხვავებას ზრდის. მაშასადამე, სწორედ ტექნოლოგიის ბრალია, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლის რაოდენობა არ იზრდება და, ხანდახან, მცირდება კიდეც. გაიზარდა მოთხოვნა მაღალი კომპეტენციის მუშახელზე, ხოლო არასაკმარისი უნარებისა და განათლების მქონე პირები, სამსახურს და შემოსავალს კარგავენ. ამის მიზეზი სამუშაო ბაზრის მაღალ და დაბალ დონეებზე — გაზრდილი, ხოლო საშუალო დონეზე — შემცირებული ან გამქრალი მოთხოვნაა.

ამის გამო, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი და მათი შვილების ფინანსური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. ამითვე აიხსნება საშუალო ფენის გლობალური უკმაყოფილება და მათში გაჩენილი უსამართლობის გრძნობა. "გამარჯვებული იღებს ყველაფერს" პრინციპზე დაყრდნობილი ეკონომიკა, რომელშიც საშუალო კლასს ლიმიტირებული წვდომა აქვს დოვლათზე, დემოკრატიისთვის დისკომფორტისა და წარუმატებლობის მომტანი იქნება.

დაძაბულობის ზრდას ხელს ციფრული ტექნოლოგიები და ინფორმაციის მიმოცვლის სისწრაფეც შეუწყობს. პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მისაღებად და გასაცემად, ასევე, ერთმანეთთან კომუნიკაციის ძირითადად საშუალებად, სოციალურ მედიას იყენებს. იდეალურ სამყაროში ეს ფაქტორი კულტურათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას გამოიწვევს, მაგრამ ამავდროულად, წარმოქმნის არარეალისტურ მოლოდინებსა და დეფინიციას პიროვნების წარმატებულობის შესახებ, ასევე ხელს უწყობს ექსტრემისტული იდეებისა და იდეოლოგიების გავრცელებას.



ფოტო: Rawpixel.com / Shutterstock

გავლენა ბიზნესზე

ბიზნესმენები საუბრობენ იმაზე, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გარღვევების ტემპი ხანდახან ზედმეტად მაღალია, ყველაზე კარგად ინფორმირებული და ბევრი კავშირების მქონდე ადამიანებისთვისაც კი რთულია მისთვის ფეხის აწყობა. ცხადია, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემოთავაზებულ პირობებს დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე.

ახალი ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლიან სამომხმარებლო ბაზარს და ახლებური გზებით პასუხობენ ხალხის მოთხოვნას. რომელიმე ინდუსტრიის კარგად დამკვიდრებული და ბაზრის ლიდერი ბიზნესი შეიძლება უცებ დადგეს სწრაფად განვითარებად, მაღალხარისხიანი და დაბალფასიანი კონკურენტის წინაშე, რომელიც მას ტექნოლოგიური კვლევების, განვითარებისა და მარკეტინგის შეუზღუდავი პლატფორმების საშუალებით დაჯაბნის.

თავისთავად, იცვლება მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნაც. მზარდი გახსნილობა და კონსუმერთა ჩართულობა კომპანიებს დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა და სერვისის მყიდველამდე მიტანის ახალი ხერხების შემოღებას აიძულებს.

ამჟამად, ერთ-ერთი მთავარი ტრენდი მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული პლატფორმებია, რომლებმაც, სმარტფონების საშუალებით, ხალხს პროდუქტის მიღების უმარტივესი გზა შესთავაზეს. მუშახელისთვის პერსონალური და პროფესიული გარემოს ცვლილებით, ამავე პლატფორმებმა, ბიზნესებსა და კერძო პირებს დოვლათის შექმნისთვის გარკვეული ბარიერები მოუხსნა. ასეთი ბიზნესები ყველა სფეროში გაჩნდა, იქნება ეს სამრეცხაო თუ მაღაზია, პარკინგი თუ საყოფაცხოვრებო სერვისი, მასაჟი თუ მოგზაურობა.
ინოვაციებისა და ტენოლოგიური გარღვევების ტემპი ხანდახან ზედმეტად მაღალია

საერთო ჯამში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისას ბიზნესისთვის ოთხი ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი — მომხმარებლის მოლოდინები, პროდუქტის განვითარება-გაუმჯობესება, კოლაბორაციული ინოვაციები და ორგანიზაციული ფორმები. ეკონომიკის ეპიცენტრში ახლა მომხმარებლები არიან და შესაბამისად ბიზნესის განვითარება მათთვის დამაკმაყოფილებელი სერვისისა და პროდუქტის მიწოდებაზე იქნება დამოკიდებული. ფიზიკური პროდუქტები ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით უნდა გაუმჯობესდეს, რაც გაზრდის მათ მნიშვნელობას. გლობალური პლატფორმებისა და სხვა ახალი ბიზნეს მოდელების მომრავლება ნიშნავს იმას, რომ ნიჭი, ბიზნეს-კულტურა და ორგანიზაციული ფორმატები უნდა გადაიხედოს.

ეკონომიკის ეპიცენტრში ახლა მომხმარებლები არიან
კომპანიებს მოუწევთ შეცვალონ თავიანთი მეთოდები და ბიზნეს-მოდელი ახალ რეალობას მოარგონ, რომელშიც პროცესის მარტივი გაციფრულება საკმარისი აღარ არის და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობაა საჭირო. დასკვნა ერთია: ბიზნესის ლიდერებმა და მათმა მენეჯერებმა უნდა გაიაზრონ, რომ გარემო იცვლება, ანუ, გადარჩენისა და განვითარებისთვის მუდმივი ინოვაციაა საჭირო.




ფოტო: arosoft / Shutterstock

გავლენა სახელმწიფოზე

იგივე გამოწვევა დგას სახელმწიფოს წინაშეც. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოქალაქეები უფრო ჩართულები არიან სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ადვილად და ღიად გამოხატავენ თავიანთ აზრს, მოქმედებენ კოორდინირებულად და ცდილობენ მთავრობების აქტიურად გაკონტროლებას. ამავდროულად, თავად სახელმწიფო სტრუქტურებს უჩნდებათ მოქალაქეთა კონტროლის ახალი გზები, რაც თვალთვალისა და ციფრული მედიუმების ხელმისაწვდომობით მიიღწევა. თუმცა, საბოლოოდ, საზოგადოება უფრო აქტიურად შეუტევს მთავრობას და აიძულებს, შეცვალოს მიდგომები სამოქალაქო ჩართულობასა და ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. არსებული რეალობა გარდაუვალს გახდის ძალაუფლების დეცენტრალიზაციას.

სახელმწიფო სტრუქტურების გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხს მათი ადაპტირების უნარი განსაზღვრავს. თუ ისინი შეძლებენ ფეხი აუწყონ სწრაფად განვითარებად სამყაროს, გახადონ მათი სტრუქტურები უფრო გამჭვირვალე და სასარგებლო, მაშინ გადარჩებიან. თუ ვერ განვითარდებიან — დამარცხდებიან და ბევრ პრობლემას შეეჩეხებიან.

ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულაციების ნაწილი. დღევანდელი საჯარო სამსახურის სისტემა მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებზეა აწყობილი, როცა პოლიტიკოსებს ბევრი დრო ჰქონდათ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, გამოსაკვლევად და შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. ახლანდელი ტემპი კი მათ ყოველდღიურად ახალ გამოწვევას სთავაზობს და ჯერ-ჯერობთი სახელმწიფო ვერ ახერხებს აჰყვეს ამ პროცესს.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა — თუ იქნება სახელმწიფო რეგულაციები, როგორ დაიცავენ ისინი მოქალაქეთა ინტერესებს და როგორ შეუწყობენ ხელს ტექნოლოგიურ განვითარებას? სწორი პოლიტიკის წარმართვით. როდესაც სახელმწიფო აწესებს რეგულაციებს, მან უნდა იცოდეს, რას არეგულირებს. უნდა იყოს გარკვეული საზოგადოების მოთხოვნებში და ზუსტად ისე, როგორც ბიზნესი პასუხობს მომხმარებლისა და ბაზრის მოთხოვნას, მანაც უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობა.

მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უდიდესი გავლენა ექნება ნაციონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, რადგან შეიცვლება კონფლიქტების ხერხები და გზები. ომისა და სამხედრო დაპირისპირებების ისტორია ტექნოლოგიური განვითარების ისტორიაა და არც დღევანდელობაა გამონაკლისი. თანამედროვე კონფლიქტები ბრძოლის ველებს გასცდა. განსხვავება ომსა და მშვიდობას, სამხედრო მოქმედებასა და გაყინულ ომებს, ძალადობასა და არაძალადობას შორის უკვე ბუნდოვანია — ეს კიბერ-ომია.

დღევანდელი საჯარო სამსახურის სისტემა მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებზეა აწყობილი

ტექნოლოგიურ განვითარებას მოაქვს ის, რომ ავტომატურად მოქმედი, მასობრივი განადგურების ან ბიოლოგიური იარაღები ადვილად გამოყენებადი ხდება და სახელმწიფოს გარდა, მათზე პატარა ჯგუფებსა და კერძო პირებსაც კი შეიძლება მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ახალი საფრთხეები წარმოშობს ახალ შიშებს. თუმცა, ამავდროულად, იმავე ტექნოლოგიური წინსვლის საშუალებით, ძალადობის შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა უფრო მარტივი გახდება.



ფოტო: View Apart / Shutterstock

გავლენა ხალხზე
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია შეცვლის არა მარტო იმას, თუ რას ვაკეთებთ, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ. ის გავლენას იქონიებს ჩვენს იდენტობაზე. მაგალითად, პრივატულობის, საკუთრების, პროდუქტების მოხმარების აღქმაზე; იმაზე, თუ რამდენ დროს ვუთმობთ გართობას და რამდენს — მუშაობას, როგორ განვავითარებთ ჩვენს კარიერას, ავითვისებთ ახალ უნარებს, როგორ შევხვდებით და გავიცნობთ ახალ ადამიანებს, როგორი იქნება ჩვენი პირადი ურთიერთობები. ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება, რადგან ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რეალურია.

რამდენად შევძლებთ შეინარჩუნოთ ადამიანური თვისებები — ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. შეგვეძლება თუ არა თანამშრომლობა და გვექნება თუ არა ემპათიის უნარი. მუდმივმა კავშირმა, რომელიც ტექნოლოგიური მედიუმების საშუალებით გვაქვს, შეიძლება ჩაანაცვლოს და შეამციროს რეალურ სივრცეში ურთიერთობები.

ყველაზე დიდი გამოწვევა კი მაინც პრივატულობაა. ჩვენ ინსტინქტის დონეზე გვესმის, რომ ყველაფერი არ უნდა გავაზიაროთ და არ უნდა გამოვფინოთ საჯარო სივრცეებში. ამ თემაზე კამათი და დებატი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, რა რაოდენობის ინფორმაციის გაზიარებაა მისაღები ან ზედმეტი, როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი სივრცე და ა.შ.

ამავე დროს, ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, ფსიქიკა, თითქმის ყველაფერი იცვლება და შესაბამისად, ჩვენი ეთიკური და მორალური საზღვრების გადახედვაც მოგვიწევს.


მომავლის ფორმირება

ტექნოლოგიურ განვითარებასა და მის შედეგებს მთლიანად ადამიანები აკონტროლებენ. ჩვენი, როგორც მომხმარებლების, მოქალაქეებისა და ინვესტორების გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ევოლუციის მიმართულებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობითა და ძალით და წარვმართოთ ინდუსტრიული რევოლუცია ისე, როგორც ყველა ჩვენგანისთვის იქნება სასარგებლო.

ამისათვის კი, იმ პროცესების გლობალური და ერთიანი აღქმა გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ადამიანურ გარემოს აყალიბებს. შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მოცულობა არასოდეს ყოფილა ამხელა. თუმცა, პროცესების სათავეებთან მდგარი ადამიანები, ხშირად ხდებიან ტრადიციული, სწორხაზოვანი აზროვნების ტყვეები და უჭირთ სტრატეგიულად ფიქრი მომავალზე.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ადამიანებსა და ღირებულებებამდე დადის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება, ეს რომ მოხდეს, პრიორიტეტად ადამიანი და მისი სიძლიერე უნდა იქცეს. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ შეიძლება ადამიანის "რობოტიზების" საფრთხე წარმოქმნას, მაგრამ მას ასევე შეუძლია წინ ადამიანის საუკეთესო თვისებები წამოწიოს და კაცობრიობა ახალ, საერთო და მორალურ ცნობიერებაზე დაფუძნებულ ორგანიზმად აქციოს.


წყარო:  ონ.გე





ავტორი:
კლაუს შვაბი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
სტატიის ორიგინალი: Foreign Affairs


ამავე თემაზე: 11 ტექნიკური სამსახური, სადაც 6 ციფრიანი ხელფასი გარანტირებულია

What is the Fourth Industrial Revolution?  (ვიდ. 11:30, ინგლ.)

გუგლის გამოყენება სასწავლო პროცესში რა თქვა მინისტრმა?

ამ სტატიის წასაკითხად 12 წუთი დაგჭირდებათ

«

სკოლის დერეფნებში მოჩვენება დადის — Google მოჩვენება, სკოლის მასწავლებლები კოშმარულ სიზმრად აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ყოველი მოსწავლის ჯიბეში) და უკვე 10 წელია მაგიდაზეც) დევს ჯადოსნური ყუთი, რომელიც ამ მოსწავლეს ისეთ ადგილთან აერთებს, სადაც ყველა კითხვაზე პასუხები დევს.... და რაც მთავარია: რას გვასწავლიან უნიში? ეს აზროვნება და დაგუგვლის უნარია. დანარჩენი ნაკლებსასარგებლოა.
 

ოდნავ გადახვევა: მე როცა პირველ კლასში ვიყავი მეათეკლასელ ბადრის Зенит ფოტოპარატი ჩამოართვეს, ხოლო მე — X კლასში საათი Слава

ძველი ნაცნობი კითხვა რატომ ვისწავლო გეოგრაფია, როცა არის მეეტლე?  უცებ აქტუალური ხდება – მართლაც და რატომ? მართლაც რატომ უნდა დაიზეპიროთ რომელი ქვეყნის დედაქალაქია ანტანანარივუ ან რამდენია ნილოსის სიგრძე შენაკადებთან ერთად? არ გახსოვთ :) მოდით დავგუგლოთ.....

რამდენია კვადრატული ფესივი პი-დან? არაა პრობლემა! როდის იყო გიუნვალის ბრძოლა? ადვილია!
რიცხვების მთელი წყება რომელთა დამახსოვრება აქამდე აუცილებელი იყო ჰოპ-ჰოპით იგუგლება. ჰერონის ფორმულა? აიღეთ ვიკიპედიიდან. წაკვეთილი პირამიდის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა გინდათ? აგერაა, „ფორმულები და გამოთვლები ონლაინ“ ...  

დარწმუნებული ვარ სათვალიანი მასწები გააპროტესტებენ... ტელეფონში ცოდნა და თავში ცოდნა სხვადასხვა არისო

– ინტერნეტი თუ არ გექნება? ტელეფონი თუ გაფუჭდა?
– ინტერნეტი ყველგანაა. თუ არ არის იქნება. ტელეფონი თუ არ არის პლანშეტში ვნახავ. პლანშეტიც არა? რამეს მოვიფიქრებ...

ფორუმების თვალიერების დროს საინტერესო ციტატას გადავაწყდი:

«

„ჩემი რაიონის ექიმი ვიკიპედიით მმკურნალობდა, არც  კი რცხვენოდა და გუგლში ეძება წამლები ჩემი თანდასწრებით“  


თქვენ შეიძლება შეძრწუნდით სამყაროს მომავალი სურათით? კოსმიური ხომალდების შემქმნელი ინჟინრები გამალებით ეძებენ ჰუკის კანონს გუგლში. ნეიროქირურგი. გადადო რა სკალპელი, ინტერნეტში ხელისკანკალით ეძებს, თუ რა ადგილას გადაკეტოს არტერია...

ხოოო, მაგრამ შევჩერდეთ. საჭიროა ყველაფრის დამახსოვრება? ინჟინერმა ყველა ფორმულა უნდა იცოდეს? რათქმაუნდა არა. მას ყოველთვის შეუძლია მათი მოძებნა ცნობარში. ექიმისთვის „ვიდალის“ გადაშლა ახალი პრეპარატის უკუჩვენებების დასაზუსტებლად სამარცხვინო არაა. ინჟინერმა საჭირო კოეფიციენტები რომ სპციალურ ცნობარში ეძებოს, ეს გასაკვირი სულაც არ არის. მაშ მოსწავლეებისგან რატომ ვითხოვთ ასობით და ათასობით ფაქტების დაზუთხვას? ვეცდები სიწმინდეს შევეხო. გთხოვთ მითხარით, ალბათ სკოლის პერიოდიდან კარგად გახსოვთ რომ მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება... მაშ მოდით, პატიოსნად მიპასუხეთ, ბოლოს როდის გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების გადასაწყვეტად?. და ბოლოს, აბა გუგლის და დაფიქრების გარეშე სწრაფად მიპასუხეთ, რომელია რიონის ყველაზე დიდი შენაკადი?








«

„ოთხი წლის წინ ერთ-ერთ გიმნაზიაში  ქიმიის ახალგაზრდა პედაგოგის კაბინეტში გადავაწყდი პლაკატს, რომელზეც ეწერა „ამ კაბინეტში ინტერნეტში ძებნა ნებადართულია ყოველთვის, გამოცდის დროსაც კი.“

ბ. ტალიავინი




ვიზიარებ თქვენს პროტესტს. ადამიანი, რომელიც ავსტრიას და ავასტრალიას, ლიას და ლიას, სენაკს და სენაკს, ჯვარს და ჯვარს, ვერ ანსხვავებს ერთმნეთისაგან,  არ შეიძლება ერქვას კულტურული. და კასპიის ზღვაში ჩადინებული მტკვარიც — ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მარკერია. და ვთქვათ, ტრიგონომეტრია? შეიძლება თუა არა კულტურული ეწოდოს ადამიანს, რომელიც სინუსს კოსინუსისგან ვერ ანსხვავებს?

თვით ფაქტი, რომ მოსწავლე მასწავლებლის კითხვას გუგლავს, საშიში სულაც არ არის, პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. მაგალითად, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში მიღებულია აზრი, რომ პროგრამირების სწავლების დროს 70% (80%) პრობლემის უკეთესად გადასაწყვეტად და უკეთესი კოდის შესაქმნელად უნდა დაგუგლო. პროგრამირების კომპანიების HR მენეჯერებს ურჩევენ სამუშაოზე აიყვანონ ის კანდიდატი, რომელიც ტესტირების დროს არაფერს აკეთებდა, ელოდებოდა სხვების მიერ კოდის წერის დასრულებას და ბოლო 5 წუთში წარმოადგინა მათ მიერ შექმნილი კოდი....

მაშ რა არის გაკვეთილზე დაგუგვლის პრობლემა? რისი ეშინიათ პედაგოგებს?

ძალიან მარტივად. მათ ეშიანიათ ცოდნის ილუზიის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მივეჩვიეთ მოდელს, როცა ჯერ ცოდნის ათვისება, მოსწავლის თავში დალექვა ხდება, ხოლო მხოლოდ შემდეგ, როცა მომწიფდება საკმარისი ცოდნა, იწყება მისი გამოყენება. ეს ცოდნა პასიურ ტვირთად არის მოთავსებული მოსწავლეთა თავში მანამ სანამ არ გამოჩნდება ამოცანა, რომელიც ამ ტვირთს შენაჯღრევს. ეს კარგ შემთხვევაში, მაგრამ უარეს შემთხვევაში ეს ცოდნა დავიწყებული იქნება ლექციის მეორე დღესვე. და მხოლოდ ამ ამოცანის გადაწყვეტის მომენტში დაიწყება მისი გახსენება.

მაგრამ ეს სწორედაც ის სიტუაციაა, როცა მიიღეს რა დავალება, მოსწავლეები იწყებენ ამ ამოცანის ამოხსნის დაგუგვლას. მშვენიერია თუ მათ თავში აქვთ რაიმე ისეთი, რომელზეც როგორც ფუნდამენტი, ისე შესაძლებელი იქნება ძებნის ხის აშენება, მაგრამ თუ არ აქვთ, მაშინ სწავლების მომენტი მხოლოდ ახლა იწყება. და ამ მომენტში მნიშვნელოვანია, რომ ამოცანები არ იყოს დასმული ცოდნის შემოწმებაზე. არამედ ცოდნის გამოყენებაზე.

მარტივი მაგალითი, პოსტის დასაწყისში ნილოსის სიგრძე ვიკითხე. სპეციალურად არ მომიფიქრებია, მაგრამ როცა გადაწყვეტა ვცადე, მრავალ საინტერესო ფაქტს გადავაწყდი: მართლა ყველაზე გრძელია ნილოსი? ან რას ნიშნავს მდინარის სიგრძე? რა სიზუსტით შეიძლება მდინარის სიგრძის განსაზღვრა? მოდით აქ შევჩერდეთ, საინტერესო კითხვებია და თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ, აქ კი ამ საკითხებით თემიდან გადავუხვევთ...

მე შემთხვევით არ გამიკეთებია ეს გადახვევა. ის უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი ტრივიალური კითხვიდან აიგოს პრობლემური კვლევის ამოცანა, რომელიც მოსწავლეს მისცემს არა მარტო დაზეპირებულ ფრაზას, არამედ ცოდნას, რომელიც გაიფილტრა ათასგვარი ძიების გზით. შესაბამისად ეს ცოდნა მოსწავლეს გამოცდიდან მეორე დღეს არ გაუქრება.

დავუბრუნდეთ პოსტის ძირითად კითხვას: „რა უნდა ვიცოდეთ ზეპირად, და რა ნაწილი ვეძებოთ ინტერნეტში?“

და აღმოჩნდება, რომ უნდა ვიცოდეთ ბევრი რამ. ასეც ამბობენ, კითხვა სწორად რომ დასვა პასუხის ნახევრი მაინც უნდა იცოდეო. ხოლო იმისთვის რომ საძიებო სისტემის მიერ მოწოდებული ნაგვიდან სწორი პასუხი გამოარჩიო, კიდევ მეორე ნახევარი უნდა იცოდე.

ხუმრობა კია, მაგრამ...

განათლების მიზანი, როგორც ჩანს, ფუნდამენტის შექმნაა..., ისეთი ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწორად ვეძებოთ, შემდეგ კი მოძებნილიდან შევძლოთ სწორი გადაწყვეტილების შეფასება.

პატარა ისტორია: სადღაც თვალი მოვკარი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში მოსწავლეებს ნებას დართავენ ისარგებლონ ინტერნეტით გამოცდების დროსაც კი. ამ ინფორმაციას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სპეციალისტების მხრიდან, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდანაც.

აქ ერთი, ჩემი აზრით, სიმპტომატიური რეპლიკის ციტირებას მოვახდენ:


«

...სახალისო იქნება თუ გუგლის საძიებო სისტემაში პირველი გაყალბებული მონაცემები გამოვა. მთავარია კარგად გავაპიაროთ და შედეგად გლობალურად არასწორ პასუხებს მივიღებთ ისტორიაში ან სხვა თემაში...



მართალია გაყალბებულ მონაცემებზე ფიქრი საკმაოდ გადამეტებულია, მაგრამ, მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ყალბი მონაცემების გარჩევის უნარი და ნამდვილ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი დღევანდელი ციფრული ეპოქის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია.


«

...კლასში საჭიროების შემთხვევაში ყველა იყენებს ქსელში ძებნას. დღევანდელ სამყაროში აუცილებელი არ არის ყოველგვარი ცოდნის თავში შენახვა. არამედ მნიშვნელოვანია კითხვის სწორად დასმისა და მიღებული პასუხის გაგების უნარი

მარკ დოუ
ბრიატანეთის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი   



და ახლა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კითხვის დასმის ხელოვნება პასუხების მექანიკურ დამახსოვრებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. კითხვის დასმით მოსწავლე გახსნილი ხდება პასუხის მისაღებად. და ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ბავშვურ კითხვებთან? და შეგვიძლია კი, ჩვენი სასწავლო პროგრამა მოერგოს ამ ბავშვურ, მთავარ კითხვებს?

ორ ისტორიას გავხსენებ ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი ჩემს სკოლაში მოხდა, და ის მე მხოლოდ იმიტომ ვიცი რომ დედაჩემი მასწავლებელი იყო. მაშ ასე: 
«

ეს მოხდა გასული საუკუნის 80 იან წლებში,  მასწავლებელს ნელი ბარათელი ერქვა. თეთრბათიანი ლოყებღაჟღაჟა გოგონა უცებ ბოლო ხმაზე ატირდა შუა გაკვეთილზე. შეწუხებულმა მასწავლებელმა ვერაფრით ათქმევინა მიზეზი. ბავშვი არ მშვიდდებოდა, მაგრამ შიგადაშიგ რვეულს აფარებდა ხელს. გასაგები გახდა რომ რვეულის გამო ტიროდა. როცა მასწავლებელმა რევეული გადაშალა ვეებერთელა ასოებით დაჯღაბნილ ნაწერში გაარჩია ის სიტყვა, რომლის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება. მეგრულად ეწერა. ადვილი მისახვედრი იყო რომ გვერდით მჯდომი ანცი ბიჭუნა იზამდა. თქვენ რას იზამდით?

ნელიმ ბიჭუნა დაფასთან გამოიძახა  და სთხოვა ხმამაღლა ეთქვა ის სიტყვა რაც რვეულში ეწერა. ბიჭუნა დიდხანს უარობდა, მაგრამ მასწავლებელიც საკმაოდ ჯიუტი აღმოჩნდა, როცა დაფაზე გამოისახა ტექსტი, მასავლებელმა ახსნა მისი დანიშნულება, აუცილებლობა, კიდევ რამდენიმე დეტალი. სიტუაცია ცოტა განიმუხტა. შემდეგ სთხოვა დაემარცვლა, შემდეგ კი  გაარკვიეს არსებითი სახელი იყო თუ შემასმენელი. ბიჭუნაც ცოტა გათამამადა.... ბრუნებაც შეძლო, (ცოტას მასწავლებელიც დაეხმარა). შემდეგ კი დაფაზე დაწერაზე მიდგა საქმე  და ესეც მოხერხდა. 

ცოტა ხანში მოსწავლეები ფიქრობდენ რომ სასაცილო სულაც არ ყოფილა, არც გოგა ტიროდა. ბიჭსაც გადაუარა სიწითლემ

 

 მეორე ისტორიამკვდარი თაგვის თავის ქალაზეა

«

ეს კი 80-90 წლის წინ საფრანგეთის ალპებში მომხდა, მასწავლებელს სელესტენ ფრენე ერქვა...

მე მესმის თუ რას გააკეთებდა სკოლის ნორმალური მასწავლებელი, თუკი მისი მოსწავლე შუა გაკვეთილზე ჯიბიდან მკვდარი ცხოველის თავის ქალას ამოიღებდა.

ფრენემ კი,როგორც მისი მეგობრები წერენ, გაიხარა, მოსწავლეს სთხოვა თავის ქალა მთელი კლასისთვის ეჩვენებინა და მთელი გაკვეთილი ამ საგანს მიუძღვნა. რა ქვია ამ ცხოველს, რითი იკვებება, კიდევ რომელ მღრღნელს იცნობთ...

ამ თავსიქალით კლასში შემოიჭრა ქუჩა მთელი თავისი ბავშური თამაშებით, საქმეებით, ფანტაზიით .... ჩვეულებრივი სოფლელი ბავშვის ჩვეულებრივი სამყაროთი. 



თითქოს ეს ისტორია გუგლს სულაც არ ეხება. მაგრამ ეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კლასში შემოიჭრას ცოცხალი ყოველდღიურობა ჩვეულებრივ სკოლაში. გუგლი მოსწავლისთვის ისეთივე ცოცხალი ყოველდღიურობაა, როგორიც მკვდარი თაგვის თავისქალა – ისეთივე ეპატაჟური და ისეთივე ნაყოფიერი.

მკვდარი თაგვის თავისქალა უკვე დევს თქვენი მოსწავლეების ჩანთებში. მოსწავლე თუ რას უზამს მას – დასვენებაზე გოგონებს შეაშინებს, პატარებს გამოეკიდება თუ სასკოლო თვალსაჩინოების სახით შეისწავლის – დამოკიდებულია მასწავლებელზე.

თავისქალად, რათქმაუნდა მე სმარტფონს ან ინტერნეტს მოვიხსენიებ. თუნდაც იმიტომ რომ დღევანდელი ბავშვები ქუჩაში კი არა ქსელში, ან ინტერნეტში, ტელეფონში, თამაშებში გარბიან. ხშირად მათ იქ ჩვენ ვექაჩებით. აი რას ამბობს ერთერთი ყველაზე მცოდნე ადამიანი:

თუ ბავშვი შენამდე კითხვით მოვიდა, გუგლში კი არ გააგზავნო, შეეცადე უპასუხო. თუ პასუხი არ იცით, ბავშვთან ერთად ეძებეთ. ბავშვობის ასაკში უნდა მოხდეს ინფორმაციის მიღების უნარის ფორმირება და ბავშვობაშივე უნდა ისწავლოს მოსწავლემ ინფორმაციის მოხმარება.

დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანია მოძებნეთ ბავშვთან ერთად

მხოლოდ ერთად შეიძლება კითხვის დასმის კულტურის ფორმირება. და საერთოდ, ყველაფრის ერთად კეთება ძალიან კარგია.

და ბოლოს: გამოცდა სადაც „არაფრით არ ვსარგებლობთ, არაფერი ამოიღოთ, არაფერში ჩაერთოთ, ყველაფერი მხოლოდ თავიდან წამოიღეთ“ არის დღევანდელი განათლების ქვაკუთხედი. თუ ამ ქვას გამოვაცლით, მთელი სისტემა ხუხულასავით დაიშლება.

იქნებ ამიტომაც ასე ეშინით გულის მასწებს?



2016 წლის ზაფხულის გამოცდის შედეგები: მოსაზრებები და იდეები



მოგესალმებით, უკვე დამთავრდა 2016 წლის ზაფხულის გამოცდები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები. გთხოვთ გაგვიზაიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარების საახით. ეს საშუალებას მომცემს უკეთ დავგეგო ტრენინგები და კონსულტაციები...

მნიშვნელოვანია ვიცოდე,

  • რომელი ნაწილის ათვისება გაგიჭირდათ,
  • რა იყო ადვილი
  • რა მოგწონთ,
  • რას შეცვლიდით,
  • რა არ არის საჭირო ან
  • რის დამატებას ისურვებდით.


თქვენი აზრის გათვალისიწინებით ბლოგი კიდევ უფრო საინტერესო გახდება

გთხოვთ გამომეხმაუროთ... ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც თქვენთვის ან თქვენი კოლეგებისთვის!

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!




მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.
კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:
I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე:tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

2016 წლის ზაფხულის გამოცდის ვორდის დავალება



ჩემი აზრით, არასწორია ვორდის დავალების ინსტრუქცია

 მდებარეობა (დაჯგუფებული ფიგურის) _ გვერდის ზედა ცენტრალური მონაკვეთი (in front of text).

 ვინაიდან ეს არის წინადადება შეიცავს ორ ცალცალკე ინსტრუქციას,

პირველი მდებარეობა: მდებარეობა _ გვერდის ზედა ცენტრალური მონაკვეთი არის Position ->position in top center....

ხოლო ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი – (in front of text) არანაირად არ არის პირველი ნაწილის ინგლიური თარგმანი, არამედ არის ცალკე ინსტრუქცია Wrap text ინსტრუმენტებში.

 ამ ინსტრუქციის ბუკვალურად შესრულების შედეგად ფიგურა გადაეფარება სათაურის ფონს.  ნიმუშში კი მხოლოდ მეორე ნაწილია გამოყენებული



მონაცემთა დახარისხება ექსელში (2016 წლის ზაფხულის გამოცდა)






მარტივი გზა Giorgi Araviashvili-სგან 

მონიშნეთ მონაცემები სადაც გამოთვლები წერია,

 გააკეთეთ ასლი (Copy)

დააჭირეთ Paste ოპციებს (ქვევით მიმართული ისარი)

 ჩამონათვალში დააჭირეთ Paste Values (123)

შემდეგ დააჭირეთ Sort Filter ოპციებს (ქევით მიმართული ისარი)

დააჭირეთ Custom Sort

აირჩიეთ სვეტი

order მიუთითეთ კლების მიხედვით


 თუ ვერ გაიგეთ, მომწერეთ კომენტარებში

HTTP სტატუსის კოდები და არამარტო



სიმართლე გითხრათ, დღეს უკვე ის დროა, რომ ეკანზე გამოტანილი წარწერა Error 404 ინტერნეტის რიგითი მომხმარებლისთვისაც კი არ არის საშიში და ვერც ვერავის შეაშინებს. ასე რომ....













სტატუსის კოდი შედგება სამციფრიანი არაბული ციფრებისგან. აქედან პირველი ციფრი განსაზღვრავს ხუთი კლასიდან ერთერთის კუთვნილებას. ციფრების შემდეგ წარმოდგენილია ადამიანისთვის გასაგები ფრაზა ინგლისურ ენაზე.  ეს ფრაზა ადამიანს უხსნის მიზეზს, რატომ მოხდა მაინცდამიანც ასე.  მაგალითად,

510 Not Exstended გაფართოება მიუწვდომელია 
(ეს შეტყობინება ნიშნავს რომ სერვერზე არ არის გაფართოება, რომელსაც ითხოვს კლიენტი)  





პასუხის კოდით კლიენტი გებულობს მისი შეკითხვის შედეგს და განსაზღვრავს რა მოქმედებები უნდა შეასრულოს შემდგომში. კლიენტმა შეიძლება ყველა კოდი არ იცოდეს, მაგრამ მის რეაქცია კოდის კლასის შესაბამისი უნდა იყოს აუცილებლად.

ინტერნეტის სამისამართო სივრცის ადმინისტრაცია  (IANA) უზრუნველყოფს და მართავს ამ კოდების მნიშვნელობას და სტანდარტს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაიკროსოფტის  ვებ სერვერები (IIS) ამ სტანდარტისგან ოდნავ განსხვავებული სტატუსის კოდებით სარგებლობენ, მაგრამ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის ხოლმე...

მაშ ასე: სულ არის 5 კლასის სტატუს კოდები:

1xx: Informational — (ქართ. საინფორმაციო) — შეკითხვა მიღებულია და გასაგები, დამუშავება გრძელდება...
2xx: Success — (ქართ. წარმატებით) — შეკითხვა მიღებულია, გაგებულია და დამუშავებულია წარმატებით..
3xx: Redirection — (ქართ. გადამისამართება) — შეკითხვის შესასრულებლად დამატებითი მოქმედებებია შესასრულებელი.
4xx: Client Error — (ქართ. კლიენტის შეცდომა) — შეკითხვას ცუდი სინტაქსი აქვს ან შეუძლებელია შესრულება
5xx: Server Error — (ქართ. სერვერის შეცდომა) — სერვერს არ შეუძლია დაამუშაოს შეკითხვა

წყარო http://www.ascii-code.com/http-status-codes.php
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_HTTP_status_codes
https://www.w3.org/Protocols/rfc2616/rfc2616-sec10



შემდეგ ცხრილში მოცემულია IANA სტატუს კოდები და ფრაზები

1xx Informational Responses  ინფორმაციული პასუხი
HTTP status codes in the 1xx are typically informational. 1xx კოდები არის ჩვეულებრივი ინფორმაციული პასუხები.  

როგორც წესი, 1xx კოდები ინფორმაციის გადაცემის პროცესის აღწერას ახდენს. HTTP/1.0 ვერსიაში ასეთი შეტყობინებების იგნორირება ხდება. HTTP/1.1 ვერსიაში კლიენტი მზათ უნდა იყოს მიიღოს ამ კლასის შეტყობინება როგორც ჩვეულებრივი შეტყობინება, მაგრამ სერვერზე რაიმეს გაგზავნა საჭირო არ არის. სერვერიდან წამოსული შეტყობინება მხოლოდ პასუხის საწყის მწკრის შეიცავს, და თუ საჭიროა, სათაურის ზოლის პასუხისთვის დამახასიათებელ რამდენიმე ველს. პროქსი სერვერი ვალდებულია ეს შეტყობინება გაატაროს სერვერიდან კლიენტისკენ
       

100 Continue



აღნიშნავს „ჩვეულებრივ სამუშაო გრაფიკს“. ეს შეტყობინება ნიშნავს რომ მომხმარებელმა გააკეთა კარგი შეკითხვა, და სერვერი შეუდგა მის დამუშავებას. ეს პასუხის დროებითი კოდია, და ის გენერირდება მაშინ, როცა მომხმარებელი სერვერიდან ფინალურ პასუხს ელოდება. ხოლო ფინალური პასუხი მხოლოდ მონაცემთა ბოლო პაკეტის გაგზავნის შემდეგ დაგენერირდება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია შემოწმდეს, ახერხებს თუ არა საერთოდ სერვერი ამ ინფორმაციის მიღებას. კლიენტმა ჯერ უნდა გააგზავნოს Expect: 100 – Continue სათაური მოთხოვნასთან ერთად და დაელოდოს პასუხს, რომელიც შეიძლება იყოს 100 Continue, მაშინ, როცა სერვერი ახერხებს დანარჩენი მოთხოვნის მიღებას ან 417 Expection Faild წინააღმდეგ შემთხვევაში. ამ დროს კლიენტმა უნდა შეწყვიტოს მოთხოვნის გაგზავნა.
ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, რომ სერვერს გაეგზავნოს შეტყობინება, კავშირი წარმატებით დამყარდა, და კარები ღიაა. გამოაგზავნე მონაცემები, მაგრამ არ დაგავიწყდეს, გაიხურო კარები, როცა საქმეს მორჩები.     

101 Switching Protocols
ეს ალბათ სერვერის ყველაზე მარტივი კოდია და ის აღნიშნავს, რომ მომხმარებელმა გააკეთა განაცხადი ვებ-სერვერზე გამოყენებული პროტოკოლის ტიპის შეცვლაზე და სერვერი დაეთანხმა ამ განაცხადს.

ამ კოდის გამოყენება HTTP პროტოკოლის ძველი ვერსიიდან ახალ ვერსიაზე გადამისამართების შემთხვევაში შეიძლება.

102 Processing
იმდენად რამდენადაც WebDAV შეკითხვა (გადაცემის პროტოკოლო) შეიძლება შეიცავდეს არაერთ შეკითხვას ფაილებზე ოპერაციის ჩათვლით,  მის დასრულებას ხშირად ცვეულებრივზე მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ამ კოდის გენერაცია იმისთვის ხდება, რომ მომხმარებელს ვაცნობოთ, აუცილებელია თაიმერის განულება და შემდგომი ბრძანების დალოდება ჩვეულებრივ რეჟიმში, იმდენად რამდენაც, დამუშავების პროცესმა შეიძლება დიდი დრო დაიკავოს.    
103 Checkpoint

122 Request-URI too long


2xx Successful Responses წარმატებული პასუხი
Status codes in the 2xx range indicate that the transaction was received, understood, accepted and processed successfully. ამ კლასის პასუხები გვამცნობენ რომ კლიენტის შეკითხვა მიღებული, გასაგები, ნებადართული და დამუშავებულია წარმატებით

სტატუსიდან გამომდინარე სერვერმა ასევე შეიძლება გადასცეს შეტყობინების სათაური და შემადგენლობა.


200 OK
ეს ყველაზე სასურველი და პოპულარული კოდია, ამასთან ყველაზე შეუმჩნეველი თავის ხასიათიდან გამომდინარე. ის აღნიშნავს სიტუაციას, როცა კლიენტსა და სერვერს შორის გაცვლა დამთავრებულია, და ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გათვალისწინებული იყო.

როდის შეიძლება ამ კოდის გამოყენება? იდეალურ მდგომარეობაში ყოველთვის

201 Created
 ეს კოდი აღნიშნავს სიტუაციას, როცა შეკითხვის შედეგად წარმატებით შეიქმნა ახალი რესურსი. მაგალითად, მომხმარებლის შეკითხვამ გამოიწვია ისეთი ახალი რესურსის შექმნა, როგორიცაა ახალი ვებ გვერდი. სერვერ-წყარომ პირველ რიგში უნდა შექმნას რესურსი 201 კოდის გაგზავნამდე. თუ მოცემულ მომენტში შეუძლებელია რესურსის შექმნა, სერვერმა 201 კოდის მაგივრად უნდა დააგენერიროს 202  (accepted)    

202 Accepted
შეკითხვა მიღებულია დასამუშავებლად, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ის არაა დასრულებული. შეკითხვა საერთოდაც შეიძლება არ დასრულდეს წარმატებით, რადგანაც დამუშავების პროცესში შეიძლება მოხდეს მისი უარყოფა.

ამ კოდის გამოყენება შეიძლება მაშინ, როცა სერვერს არ შეუძლაი შეასრულოს შეკითხვა შეკითხვის შექმნის მომენტშივე. შეკითხვა თავიდანვე გათვლილი არ არის შესრულებაზე, და კლიენტს არ მოეთხოვება დაელოდოს შეტყობინების საბოლოო გადაცემას, იმდენად რამდენადაც, შესაძლებელია დაიწყოს ხანგრძლივი პროცესი. 
     
203 Non-Authoritative Information (since HTTP/1.1)
სერვერმა წარმატებით გადაამუშავა შეკითხვა, მაგრამ გადაცემული ინფორმაცია პირველადი წყაროდან არ ყოფილა აღებული (სარეზერვო ასლი, სხვა სერვერი და ა.შ.) და ამიტომაც შეიძლება აქტუალური არ იყოს. თავის არსით ეს კოდი ძალიან გავს 200, მაგრამ უთითებს რომ რომ ინფორმაცია პირველწყაროდან არ არის აღებული.

როდის შეიძლება ამ კოდის გამოყენება? მისი გამოყენება შესაძლებელია კოდი 200 მაგივრად, როცა გამომგზავნს აქვს მიზეზი ივარაუდოს, რომ უცხო წაროებიდან წამოსული პასუხების სათაურები შეიძლება განსხვავებული იყოს იმისგან, რასაც საწყისი სერვერი დააგენერირებდა. 

204 No Content
ეს კოდი სერვერის მიერ იგზავნება იმ შემთხვევაში, როცა შეკითხვა მიღებულია და გასაგები, მაგრამ არ არსებობს მონაცემები, რომელებიც შეიძლება გეგზავნოს კლიენტს. ის ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევებისთვის, როცა დოკუმენტის ცვლილების გარეშე სკრიპტების გაშვების ნებართვაა საჭირო. მოცემული კოდი არ უნდა შეიცავდეს მონაცემებს (body). ის განთავსდება პირველივე ცარიელ გრაფაში სათაურის შემდეგ (title)

ეს კოდი ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რომ შესაძლებელი იყოს მონაცემების შეყვანა ან რაიმე მოქმედებების განხორციელება დოკუმენტის (გვერდის) ცვლილების გარეშე.  

205 Reset Content
სერვერმა წარმატებით გადაამუშავა შეკითხვა, მაგრამ, ამასტან არ აბრუნებს რაიმე კონტენტს. 204-ისგან განსხვავებით ეს პასუხი გამომგზავნისგან დოკუმენტის(გვერდის) განახლებას (refresh) ითხოვს

ყველაზე ხშირად ის გამოიყენება მაშინ როცა მომხმარებელი ფორმას ავსებს, ხოლო სერვერი ბრაუზერს სთხოვს ფორმის გასუფთავებას. 

206 Partial Content



სერვერი აბრუნებს კლიენტის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის სათაურის შესაბამისი კონტენტის მხოლოდ ნაწილს. ის ყველაზე ხშირად ქეშირების გაფართოებული ინსტრუმენტების მიერ გამოიყენება მაშინ როცა მომხმარებელი ითხოვს მთელი კონტენტის მხოლოდ ნაწილის გამოტანას გვერდზე და სერვერიც თავის პასუხში ამ ნაწილის გამოტანას ახდენს გვერდზე.

ეს კოდი გამოიყენება if-range შეკითხვის გამოყენების შედეგად. ეს შეკითხვა კი ქეშის მძლავრ ვალიდატორებში გამოიყენება. შეკითხვა ასევე უნდა შეიცავდეს ნაწილის სათაურებს, რომელიც გამოიყენება დაბრუნებული ინფორმაციის დიაპაზონის პარამეტრებად

207 Multi-Status
(WebDAV) (RFC 4918)
სერვერი გადასცემს ერთდროულად შესრულებული ურთიერთდამოუკიდებელი ოპერაციების შედეგებს. ეს შედეგები მოთავსებულია შეტყობინებაში XML დოკუმენტის სახით
    
226 IM Used (RFC 3229)






3xx Redirection Responses გადამისამართების პასუხები
HTTP status codes in the 3xx range pertain to redirection. The client must take additional action to complete the request. ამ კლასი კოდები  მიუთითებენ იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა განახორციელოს მომხმარებლის აგენტმა, რათა დასრულდეს შეკითხვა. მოქმედებები შეიძლება მომხმარებელმა განახორციელოს, ან შეიძლება შეიცავდეს სერვერისთვის რაიმე მიმართვებს

300 Multiple Choices
მულტი არჩევანი

ძირითადად ეს კოდი მომხმარებელს ეუბნება, რომ რესურსი გადადგილდა, და სერვერი პასუხობს ალტერნატიული ვარიანტების სიით, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის უფრო შესაფერისი ვარიანტი. 

ამ კოდის ნახვა შესაძლებელია, როცა სერვერი თვლის, რომ მომხმარებლის (ბრაუზერის) მიერ შეთავაზებულ URL-ს არ აქვს საკმარისად ზუსტი მიმთითებელი და გვთავაზობს შემდეგ არჩევანს. ხშირად ეს ხდება მაშინ, როცა მომხმარებელი იყენებს ბოლო დონის დირექტორიის URL-ს, ხოლო სერვერი მას სთავაზობს ფაილებისა და შემდეგი საქაღალდეების არჩევანს 

301 Moved Permanently
გადატანილია მუდმივად

ეს საკმაოდ ხშირად გენერირებადი კოდია. ის აღნიშნავს რომ მოცემულ რესურზე მოთხოვნები (და ყველა შემდგომი მოთხოვნები) გადამისამართებული უნდა იყოს მოცემულ URL-ზე.

ეს კოდი გამოიყენება მაშინ, როცა გვერდი მეტად არ არასებობს, ან ბმული, რომელიც მიუთითებს გარე წყაროზე, უკვე არ მუშაობს. 301 კოდი მომხამრებელს აცნობებს რომ მოთხოვნილი რესურსი გადადგილებულია. (ჩვეულებრივ ეს .htaccess ფაილის დახმარებით ხდება აპაჩის სერვერებზე) 
    
302 Found
ნაპოვნი

ეს კოდი მომხამრებელს აცნობებს, რომ მოთხოვნილი რესურსის განლაგება დროებით შეცვლილია. 302 პასუხის კოდი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ახალი ადგილმდებარეობის შესახებ, (Location ველში) რათა მომხმარებელმა შეძლოს მისი ხელახალი სახით შეკითხვა

ამ კოდს რამდენიმე გამოყენება აქვს. ბევრი მათგანი გაცილებით სხვა მიზნებისთვის გამოიყენება, ვიდრე კოდის შექმნის მომენტში იყო გათვლილი. თავიდან ეს კოდი დროებით გადამიასამარტებისთვის შეიქმნა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის არსებობს მისი გამოყენების სხვა ზოგი ეთიკური და ზოგიც არაეთიკური პრეცედენტი (მაგ.ვირუსები)
  
303 See Other 
(since HTTP/1.1)
ნახე სხვა

ეს კოდი მომხმარებელს ამცნობს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტის პოვნა შესაძლებელია URL-ით რომელიც განსხვავებულია მოცემული შეკითხვისგან. ეს უცილობლად იმას როდი ნიშნავს, რომ დოკუმენტი გადატანილია უცილობლად გადატანილია, არამედ მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ შემოთავაზებულია მისამართი, სადაც შესაძლებელია მსგავსი პასუხის პოვნა.

მოთხოვნილი დოკუმენტის გამოძახება უნდა მოხდეს Location ველში მითითებული მისამართიდან, მხოლოდ აუცილებლად GET მეთოდით, მიუხედავად იმისა მანამდე რა მეთოდი იყო გამოყენებული.

ეს მეთოდი ძირითადად იმისთვის არსებობს, რომ შესაძლებელი იყოს POST-აქტიურმა სკრიპტებმა შეძლოან მომხმარებლის აგენტის გადამისამართება არჩეულ რესურსზე. 

304 Not Modified
არ შეცვლილა

ეს კოდი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არ შეცვლილა ბოლო მოთხოვნის შემდეგ. როგორც წესი კლიენტი აგზავნის If-Modified-Since დროით პარამეტრს (ან If-Match), რომელიც გამოიყენება ათვლის წერტილად იმის დასადგენად შეიცვალა თუ არა დოკუმენტი ამ დროის შემდეგ. გამოიყენება რათა დაიზოგოს ტრაფიკი და აღარ მოხდეს უცვლელი ფაილების ხელმეორედ ჩამოწერა სერვერიდან. 

305 Use Proxy 
(since HTTP/1.1)


გამოიყენე პროქსი

ამ კოდით მომხამრებელს ეცნობება, რომ მოთხოვნილ მისამართზე წვდომა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პასუხში მითითებული პროქსი სერვერის გამოყენებით.

ეს კოდი ხშირად გამოიყენება უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე

306 Switch Proxy

307 Temporary Redirect 
(since HTTP/1.1)

308 Resume Incomplete





4xx Client Error
HTTP status codes in the 4xx range indicate that a problem occurred with the request.

400 Bad Request




401 Unauthorized

402 Payment Required

403 Forbidden




404 Not Found




405 Method Not Allowed





406 Not Acceptable

407 Proxy Authentication Required

408 Request Timeout

409 Conflict

410 Gone

411 Length Required

412 Precondition Failed

413 Request Entity Too Large

414 Request-URI Too Long

415 Unsupported Media Type

416 Requested Range Not Satisfiable

417 Expectation Failed

418 I'm a teapot (RFC 2324)

422 Unprocessable Entity (WebDAV) (RFC 4918)

423 Locked (WebDAV) (RFC 4918)

424 Failed Dependency (WebDAV) (RFC 4918)

425 Unordered Collection (RFC 3648)

426 Upgrade Required (RFC 2817)

428 Precondition Required

429 Too Many Requests





431 Request Header Fields Too Large

444 No Response

449 Retry With

450 Blocked by Windows Parental Controls

499 Client Closed Request


5xx Server Error
Error codes in the 5xx range indicate that server is aware that it has encountered an error or is otherwise incapable of performing the request.

500 Internal Server Error

501 Not Implemented

502 Bad Gateway

503 Service Unavailable

504 Gateway Timeout

505 HTTP Version Not Supported





506 Variant Also Negotiates (RFC 2295)

507 Insufficient Storage (WebDAV) (RFC 4918)





509 Bandwidth Limit Exceeded (Apache bw/limited extension)

510 Not Extended (RFC 2774)

511 Network Authentication Required

598 (Informal convention) network read timeout error

599 (Informal convention) network connect timeout error





იუმ2 .

აუცილებლად ნახეთ ორუვე ბმული






კიდომ







იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით