ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

გუგლის მე-18 დაბუდაბი












Google (ზოგჯერ ქართული ასოებით – გუგლი) არის ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია რომელიც სპეციალიზირდება ინტერნეტზე დაფუძნებული სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის ონალინ სარეკლამო ტექნოლოგიებზე ძებნა, ღრუბლოვანი სისტემები და პროგრამები. თავდაპირველად გუგლი ინგლისურენოვანი იყო, მაგრამ დღეისთვის მრავალ ენაზე თარგმნილი

გუგლი 1998 წლის 4 სექტემბერს — 18 წლის წინ დაარსდა სტენფორდის უნივერსიტეტის Ph.D. სტუდენტების მიერ კალიფორნიაში.

2015 წლის აგვისტოში გამოცხადდა გუგლის რეორგანიზაცია, რომელიც დასრულებულად 2 ოქტომბერს გამოცხადდა. რეორგანიზაციის დასრულების შედეგად გუგლი გახდა ჰოლდინგური კომპანია სახელწოდებით Alphabet Inc. ხოლო ამ კომპანიის წამყვანი შვილობილი კომპანია და გუგლის ინტერნეტ ინტერესების მშობელი კომპანია გახდა თვითონ გუგლი.

თავდაპირველად გუგლს BackRub ერქვა, ვინაიდან საიტის მნიშვნელობის შესაფასებლად სისტემა ამ საიტზე ბმულების რაოდენობას ითვლიდა. საბოლოოდ დამფუძნებლებმა შეცვალეს კომპანიის სახელწოდება და დაარქვეს Google, რომელიც წარმოდგება შეცდომით დაწერილი სიტყვა googol - დან. სახელის შეცვლა შემთხვევითობამ გამოიწვია: Sun Microsystems ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ. „ეს ძალიან საინტერესოა, – საუბარი გააწყვეტიანა ენდიმ სერგეის, რომელიც თავის საძიებო სისტემის დემონსტრირებას ცდილობდა, – მაგრამ მე ძალიან მეჩქარება. როგორ მითხარით, რა ქვია კომპანიას?" და ენდიმ ამოიღო ჩეკის წიგნაკი. ჩეკი 100 ათას დოლაზრე გამოწერა მაშინ ჯერ კიდევ არარსებულ Google Incorporated ფირმაზე. ბანკში ჩეკის განაღდებაზე პრობლემა შეიქმნა. ამიტომ მოგვიანებით მათ მოუწიათ ფირმის დარეგისტრირება ზუსტად ამ სახელით. ეს მოხდა მოგვიანებით 1998 წლის 7 სექტემბერს.


სიტყვა googol ინგლისურად აღნიშნავს რიცხვს რომელიც ერთიანისა და ასი ნულისგან შედგება.

გუგლის დომენი დარეგისტრირდა 1997 წლის 15 სექტემებერს. ხოლო კომპანია 1998 წლის 4 სექტემბერს... ის განთავსებული იყო დამარსებელების დაქალის სიუზენ ბოჯისკის ავტოფარეხში შატა კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში. კომპანიის პირველი თანამშრომელი იყო მათივე თანაკურსელი კრეიგ სილვერშტეინი.

ახლა კი რამდენიმე ფაქტი მინდა მოგიყვეთ რომელიც გუგლის მე-18 დაბუდაბთან დაკავშირებით ჟურნალ გარდიენში გამოქვეყნდა


1, გუგლს თავდაპირველად „BackRub” ერქვა. „BackRub” იყო საძიებო სისტემა, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.

2. 2010 წლის შემდეგ გუგლი კვირაში საშუალოდ ერთ კომპანიას ყიდულობდა.

3. პირველი Google Doodle იყო ცეცხლმოკიდებული ადამიანი (Burning Man).

4. გუგლმა პირველი შეფ–მზარეული 1999 წლის ნოემბერში დაიქირავა, კომპანიას მხოლოდ 40 თანამშრომელი ჰყავდა.

5 მას შემდეგ, რაც აიერსი კომპანიის შეფ–მზარეული გახდა, იგი 150 თანამშრომელს და 10 კაფეს კურირებდა გუგლის შტაბში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

6. თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით–Gmail 50–ზე მეტ ენაზე ისარგებლოთ, მათ შორისაა უელსური, ბასკური, ფილიპინური და მალაიალამი.

7. დაახლოებით გუგლის 1000–მდე თანამშრომელი მილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2004 წელს უოლსტრიტზე აქციები გაიტანა.

8. ერთ–ერთი მილიონერია მასაჟისტი ბონი ბრაუნი, რომელსაც 1999 წელს კომპანია კვირაში 450 დოლარს უხდიდა.

9. “იღბალს მივენდობი” (I’m Feeling Lucky) ღილაკი, რომელიც მომხმარებელს მისი ძიების პირველ შედეგთან აბრუნებს, დაკარგული რეკლამების გამო გუგლს 100 მილიონი უჯდება ყოველწლირად.

10. გუგლი თხებს ქირაობს. 2009 წელს კომპანიამ იქირავა დაახლოებით 200–მდე თხა ერთი კვირით, იმისათვის, რომ მათ კალიფორნიაში გუგლის ოფისში ბალახი შეეჭამათ და ნიადაგი გაენოყიერებინათ.

11. გუგლის პირველი ოფიციალური ტვიტი იყო “I’m Feeling Lucky”

12. კონკურენტ კომპანია Mozilla–ს თითქმის მთელი ფული გუგლიდან შესდის. ფირმა წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს იხდის იმისთვის, რომ Firefox–ის ძირითადი საძიებო სისტემა გუგლი იყოს.

13. გუგლის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კომპანიის წილის მხოლოდ 16 პროცენტს ფლობენ.

14. ეს 16 %, ჯამში, 46 მილიარდი აშშ დოლარია.

15. გუგლის ახალი თანამშრომელს Noogler–ს (N მომდინარეობს ინგლისური სიტყვა New-დან, რაც ახალს ნიშნავს) ეძახიან, ხოლო ყოფილს – Xoogler–ს (X – იგულისხმება ექს–თანამშრომელი).



გთხოვთ დაამატოთ კიდევ 3თქვენთვის ცნობილი ფაქტი, რომელიც თვლით რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება



ასევე შეიძლება საინტერესო იყოს ლარი პეიჯის ონტერვიუ




როდის შეიქმნა პირველი კომპიუტერი

Altair 8800


ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია რადგანაც არსებობს სხვადასხვა სახის კომპიუტერი რომელიც სხვადასხვა დროს იქნება გამოგონილი (შექმნილი).

- ავტომატური დათვლის საიჟინრო კონცეფცია ეკუთვნის ჩარლს ბებიჯს 1822 წ. 1837წ. მან მოახერხა შეექმნა პირველი მექანიკური კომპიუტერი Analytical Engine. დაფინანსების არქონის გამო მან სამწუხაროდ ვერ შეძლო თავის გამომთვლელ მანქანაზე მუშაობის გაგრძელება. 1910 წელს ჰენრი ბებიჯმა (ჩარლის უმცროსმა შვილმა) შეძლო პატარა მათემატიკური გამოთვლელი ოპერაციების ჩატარება კომპიუტერზე.

- პირველი დაპროგრამებული კომპიუტერის Z1 უკავშირდება გერმანელ კონრად ზუსეს. მან თავის მშობლების მისაღებ ოთახში 1936-1938 წლებში შეძლო პირველი ელექტრო-მექანიკური ბინარული (თანამედროვე) კომპიუტერის შექმნა და ალბათ პირველი ფუნქციონალური კომპუტერის.

- პირველი ელექტრო პროგრამული კომპიუტერი იყო "Colossus" რომლის შექმნაც უკავშირდება ტომი ფლოვერს და მისი დემონსტირება მოხდა 1943 წლის დეკემებრში. ამ კომპიუტერის მთავარი დანიშნულება იყო დახმარებოდა ბრიტანელ მშიფრავებს გერმანელთა დაშიფრული წერილების წაკითხვაში.

- პირველი ციფრული კომპიუტერი "Atanasoff-Berry Computer" შემოკლებით "ABC" შექმნა პროდესორმა ჯონ ვინსენტ ატანსოფმა და კლიფ ბერიმ 1937წ. და მისი შექმნა გრძელდებოდა 1942 წლამდე.

- პირველი პროგრამის შემნახაველ კომპიუტერს EDSAC ერქვა. სწორედ ამ კომპიუტერზე პირველად იქნა გაშვებული გრაფიკული კომპიუტერული თამაში სახელწოდებით "Baby". (1949 წ,)

- პირველი კომპიუტერული კომპანია იყო "Electronic Controls Company" რომელიც დაარსდა 1949წ. პრესპერ ეკერტის და ჯონ მაუჩის მიერ.

- აღსანიშნავია პირველი მიკროპროცესორის შექმნა Intel 4004 15 ნოებერს 1971წ.

- პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 შეიქმნა 1975წ. ედ რობეტსმა და მან პირველმა გამოიყენა სიტყვა "პერსონალური კომპიუტერი".

- IBM 5100 პირველი ლეპტოპი (პორტატული კომპიუტერი) შეიქმნა 1975წ. სექტემბერში. პირველი ნამდვილი ლეპტოპი Osborne იყო რომელიც გამოვიდა 1981 წლის აპრილში. მისი შემქმნელი იყო ადამ ოსბორნე და ლეტოპი იწონიდა 55 კილოს, 5 ინჩიანი ეკრანი, 64 კილობაიტიანი მეხსიერება, ორი 5 1/4" ფლოპი დრაივერი, მოდემი და ღირდა $179. 1994 წელს IBM-მა საბოლოოდ გამოუშვა IBM ThinkPad 775CD ნოუთბუქი CD-ROOM-ის მხარდაჭერით.

დასკვნა: მოკლედ ერთ რომელიმე პიროვნებას ვერ მივაწერთ კომპიუტერის შექმნას იგი სხვადასხვა დროს იქნა შექმნილი სხვადასხვა დეტალებით.



ასევე საინტერესო შეიძლება იყოს თაგვის ისტორია







ამ სურათზე კი პირველი ვაშლია  ;)




წყარო 

მეორე წაყარო

პკ აპარატურის ისტორია


გამომეხმაურეთ, შემხმიანეთ, დასვით კითხვები




ამ პოსტით მინდა შემოგთავაზოთ ict.tpdc.ge საიტზე განთავსებული ვიდეოგაკვეთილები. ეს ვიდეოგაკვეთილები წარმოადგენს მპგეც საკუთრებას



word 2013 ინტერფეისი


ფაილის შექმნა




ფაილთან მუშაობა


ფიგურები


მართლწერა და გრამატიკა


ასლი


დოკუმენტის სტრუქტურა


ფორმებიშაბლონებირედაქტირების შეზღუდვა


დიაგრამა


სქოლიო და კომენტარები
-

კოლონტიტული და გვერდის დანომრვა



ცხრილი


SmartArt


სურათთან მუშაობა

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით