-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტრენინგების კრედიტები


კრედიტი გამოითვლება  საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათების ერთობლიობიდან.


1. „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“ - 24 საკონტაქტო სთ, 6 არასაკონტაქტო სთ, 1 კრედიტქულა

2. „ინფორმაციულ-საკომუნიკაცი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 39 საკონტაქტო სთ, 11 არასაკონტაქტო სთ, კრედიტქულა

3. „ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“ - 36 საკონტაქტო სთ, 14 არასაკონტაქტო სთ, კრედიტქულა

4. „1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა“ - 35 საკონტაქტო სთ, 10 არასაკონტაქტო სთ, 1.5 კრედიტქულა

5. „შებრუნებული საკლასო ოთახი“ - 20 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 1კრედიტქულა

6. „ტექნოლოგიების (მომავლის კაბინეტი, სმარტბორდი) გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 0.5 კრედიტქულა

7. „Edmodo - ვირტუალური საკლასო ოთახი“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 0.5კრედიტქულა

8. „ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“ - 4 საკონტაქტო სთ, 1 არასაკონტაქტო სთ

9. „ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება ანიმოტოს გამოყენებით“ - 4 საკონტაქტო სთ, 1 არასაკონტაქტო სთ

10. „HTML ენის სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 0.5 კრედიტქულა

11. „ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის“ - 24 საათი

12. ზოგადი კურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის - 20 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, კრედიტქულა


პ.ს  ეს არისჩვენი ტრენინგმოდულების კრედიტების რაოდენობა, თუმცა როგორ მოხდება შემდეგ ამ კრედიტის გადაცემა ამას სქემის სამსახური დაარეგულირებს.

HTML პირველი ვიდეოგაკვეთილი



ეს HTML-5 ის პირველი ვიდეოგაკვეთილია საგნმანათლებლო ტექნოლოგიების პორტალიდან. ამ დღეებში კიდევ ბევრი აიტვირთება




ნახეთ და აუცილებლად გამომეხმაურეთ. თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია...

ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში

ჩასწორება 12.12.2020



2019 ოფისის გაქართულების პაკეტები (საძებნი რომ არ გაგიხდეთ)


:: Office2019

 

გაქართულების პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)

 გაქართულების პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)


აქ ჩავსვამ ფეისბუკის ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის ასლს. ხოლო თვით პოსტის გამოცხობა დილის კომენტარებმა გადამაწყვეტინა რომელიც მაიკროსფტის პროდუქტების გაქართულებას შეეხებოდა. თემა ჩემთვის კვლავ აქტუალურია და ახლა ფაზში გადადის :)   ბარემ იმ ჯგუფში მინისტრასაც მოვნიშნავ, (ახლა მოდაშია მაინც),  კიდევ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს და კიდევ ჩემს მოწინააღმდეგე და მომხრე მეგობრებს. ცოტა მოგვიანებით ზაზასთან ერთად გავივლი თემას გამოკითხვის ჩატარებაზე  :)  



გაქართულება ჩემთვის პრიორიტეტული ამოცანაა და ვთვლი რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ქ-ნ Rusa Gonashvili და ყველა ამ ჯგუფის წევრს გთხოვთ თანადგომას ამ საკითხში.

ჩემთვის გაუგებარია და კატეგორიულად მიუღებელია სკოლაში გამოყენებული იყოს ინგლისურენოვანი პროგრამული პაკეტები.

მინდა ვთქვა, რომ ჩემს კოლეგებში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე.

იმედი მაქვს აქ ბევრი თანამოაზრე გამომიჩნდება და ამ თემას კიდევ უფრო გავშლით
ამ წუთიდან ვიწყებ კომპანიას სკოლაში მაიკროსოფტის ქართულენოვანი პაკეტების შემოღების შესახებ. ეს ძალიან ადვილია, უბრალოდ კეთილი ნება უნდა

ნახეთ ვიდეოინსტრუქცია ვინდოუს 10 ის გასაქართულებლად



ეს კი არის პრეზენტაცია






ვინდოუს 10-ში ქართული ინტერფეისის გაქართულება




ვინდოუს 10-ში ქართული ინტერფეისის ინგლისურზე გადაყვანა







ვინდოუს 10-ში ქართული კლავიატურის დამატება



ვინდოუს 10-ში ლოკაციის (საქართველო) მითითება  (შემდეგში საათის და ზომის ერთეულები იქნება მეტრულ სისტემაში)






ახლა კი ნახეთ ბმული მაიკროსოფტის პროდუქტების გაქართულების შესახებ


2016 ოფისის გაქართულების პაკეტები


Office 2016



ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)
ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)


(2016 წლის ოფისის საინსტალაციო პაკეტი რამდენიმე რედაქციით გამოდის. აქ არის   VLSC და Click-to-Run ვერსიები. ტუ თქვენ არ იციტ, რომელი ვერსია გაქვთ, სცადეთ სხვადასხვა ვარიანტები. 32 ან 64 ბიტიანი ვერსიის გარკვევა შესაძლებელია ოპერაციული სისტემის პარამეტრებიდან)





ამ ვიდეოში საუბარია WIN7 ვერსიაში ქართული კლავიატურის დამატებაზე





გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ თქვენი კომენტარები და მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით

ასევე ნახეთ პოსტი ოფისის 2013 წლის ვერსიის გაქართულების შესახებ


დამატებითი წყაროები: რომელი პაკეტი მჭირდება? (ინგლ)

ოფისის ყველა ვერსია ყველა ენაზე  (2010-2019)  ოდნავ ქვევით უნდა ნახოთ ისარი ქვევით და ჩამოიშლება ქვეყნების ჩამონათვალი








ამ პოსტის გაგრძლება შეგიძლიათ იხილოთ აქ

და ბოლოს ხუმრობა ვინდოუსის გაქართულებაზე



ტრენინგი მასწავლებლებისთვის






წყარო


ტრენინგი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაღრმავებენ ცოდნას ფიზიკურ გეოგრაფიაში და გამოიმუშავებენ სწავლებისათვის საჭირო უნარებს.

ტრენინგი მოიცავს 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით

ტრენინგი ისტორიის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ისტორიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „ისტორიის სწავლების მეთოდიკა - საქართველოს ისტორიის მაგალითზე უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“ რეგისტრაციას აცხადებს.

კურსის მიზანია საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის, კერძოდ, უძველესი დროიდან - XVIII საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიის შესწავლა სამამულო ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევათა საფუძველზე.

ტრენინგზე გათვალისწინებულია მსმენელთა ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერაქტიული მუშაობა. მსმენელები მოამზადებენ სადისკუსიო პრეზენტაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს.

ტრენინგი მოიცავს 20 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი ფიზიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: “მექანიკის საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან ამოცანის პირობის სწორად გააზრებას, შესაბამის ფიზიკური კანონების გამოყენებას, ამოცანის ამოხსნის ოპტიმალური გზის მონახვას და მიღებული პასუხების შემოწმებას და ანალიზს. .

ტრენინგი მოიცავს 15 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მათემატიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: “ალგებრა, გეომეტრია და მათი სწავლების მეთოდიკა“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის სწავლების საშუალებებს და დაეუფლებიან იმ ხერხებს რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას მოსწავლის მოტივაციის ამაღლების, მასალის უკეთ გააზრების და სხვადასხვა კონტექსტში მისი წარმოჩენის მიზნით.

ტრენინგი მოიცავს 26 საკონტაქტო და 14 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1,5 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორია და პრაქტიკა" რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან გაკვეთილის მომზადების, დაგეგმვის და ჩატარების ეტაპებს, გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებს, მიზნებთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შეფასების სქემებს.

ტრენინგი მოიცავს 43 საკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1,5 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი ქართული ენის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: "მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში" რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან მოსწავლის შეფასების კომპონენტებსა და შეფასების სახეებს; ისწავლიან შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენას, ასევე, შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.

ტრენინგი მოიცავს 15 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.







როგორ მუშაობს მყარი დისკი



HHD - Hard Disk Drive -კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება, სანამ არ წავშლით. არსებობს IDE, SATA, SATA II, SATA III ტიპის მყარი დისკები ისინი განსხვავდებიან ინფორმაციის გადაცემის სიჩქარით (150 mb/s, 300 mb/s, 600 mb/s) და არსებული დისკის ბრუნის მაჩვენებლით (RPM - ბრუნი/წუთში), გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნი/წ  

SSD - Solid State Drive — ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი, რომელიც ჩვეულებრივი HDD-ზე (მყარი დისკზე) უმჯობესია იმით, რომ არა აქვს დისკი, სადაც ინფორმაცია მაგნიტდება. ასევე იგი (SSD), უფრო საიმედო. მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს. ამ ტიპის დისკი გაცილებით სწრაფია ვიდრე HDD, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან (გაცილებით) ძვირიცაა.

და თანაც ხმა არ აქვს. ჩემს ვიდეოებს ხმაური რომ გასდევს ეს სწორედაც ვინჩესტერის ხმაა. SSD რომ მქონდეს, ეგ ხმა არ ექნება  :)


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით