ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

Computer POST and beep codes

https://www.computerhope.com/beep.htm

არაჩვეულებრივი იდეა (სტარტაპისთვის)


არც თუ ხშირად და და არც თუ იშვიათად ამოცანათა მმართველს (Task Manager) ვსტუმრობ ხოლმე. სტუმრიანობას არ ვარ ჩვეული. ეს ბაყაყი კი სიურპრიზი იყო. არც ველოდი და სულ სხვა მიზეზით შემოვიჭყიტე. ეს კი გამომეგება 52 პროცენტი ანუ საკონტროლო პაკეტი მეო. გაყოფა ვიცი, მეტიც, არ მაქ პრობლემა, მაგრამ ეს მეტისმეტია. კოპები შევიკარი და ვკითხე, სად დაბინავდი, როდის მოხვედითქო.


მერე ვირუსტოტალს ვკითხე, ხომ არ იცნობთქო, კიო კაცო ეგაო 62 ჯერ დავპაიჟე და 42 ჯერ მესტუმრაო. მოკლედ ჯიგარიაო და ყველაფერი კაიო. აქო და ადიდა, როგორც იცის ხოლმე



ნუ, როგორც მოველოდი, კუდით არიან გადაბმულები. იასნია მე არ ვუთხარი ჩემი სათქმელი, აბა ძმაკაცს ხომ არ გამოვულანძღავდი....

მერე გზაში გუგლი შემხვდა, იმასაც ვკითხე, ვინ არის რა ტიპიათქო, ამან მოაღო პირი. ეგ ასეთიო, ეგ ისეთიო, 42 ჯერ გადამხტარიო თუ რაღაც, ლანძღა და ლანძღა როგორც იცის ხოლმე. ოღონდ ვინმეზე ცუდი ალაპარაკე და მეტი არაფერი უნდა


მოკლედ გუგული დეიდამ იმდენი იქაქანა, მოდი ჩამოვჯდეთ, კიდე მოგიყვები რაღაცებსო, 2 930 ამბავი მაქ მაგაზეო, მაგრამ ზრდილობიანად ვიუვარე, სხვა დროს იყოს, ახლა ბლოგზე პოსტი მაქვს დასადებითო, და  აგერ კი ხედავთ რაც დავწერე. გავედით ბოლოში:

ახალჩამოსული კია  ეგ ვაჟბატონი, მაგრამ 12 დღე ცოტა არაა და წასვლის დრო კია.  არაო. პატიოსნად ვარო, არც მესხიერებას, არც დისკს და არც ქსელს არ ვიყენებო. ეს მეგაბაიტები ჩემთვის მნიშვნელოვანია. (ალბათ თქვენთვისაც 30 ლარი 15გბ მაინც თემაა).

მოკლედ გამორთვა პრობლემა არაა. მერე სახელი გადავარქვი, (თქვენ თუ იპოვით, წაშალეთ რაც შეიძლება სწრაფად Shift+Del კლავიშით.) შევინახე დავაკვირდები, რაიცი რაში გამომადგება და არის ასე, თავისთვის ჩუმად მოყუჩებული. თუ ვისმეს გაინტერესებთ, მომწერეთ და გაგიზიარებთ, არ მენანება  :)

ვინც ვერაფერი გაიგო, მოკლედ ვიტყვი: დააჭირეთ Ctrl+Alt+Del კლავიშებს ერთდოულად, ჩამონათვალში აირჩიეთ ამოცანათა მმართველი (Task Manager) და თუ ისეთ სურათს ნახავთ, რაც პირველ სურათზეა ნაჩვენები, მაშინ წითელი ელიფსით მონიშნულ წარწერას დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას ფაილის მდებარეობის გახსნა (Open File Location). თქვენ გადახვალთ იმ საქაღალდეში სადაც ეს ფაილი წერია. (იხ. ზედა სურათი). შემდეგ ისევ დაუბრუნდით ამოცანათა მმართველს (Tack Manager), თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ისევ წითელი ელიფსით აღნიშნულ წარწერას და მიღებულ დაფაზე ამჯერად  დააჭირეთ დავალების დასრულება (End task). დახურეთ ამოცანათა მმართველი.

დაუბრუნდით საქაღალდეს სადაც სადაც არნიშნული ვირუსია წამოსკუპებული. გადით საქაღალდიდან ერთი დონით გარეთ. მონიშნეთ საქაღალდე IsMiner და Shift+Del კლავიშის გამოყენებით თქვენი კომპიუტერიდან სამუდამოდ წაშალეთ.


არ მოგერიდოთ გაზიარება ან კომენტარის დატოვება, არ გამოგრჩეთ მოწონება და ა.შ. გელოდებით მომავალ სასიამოვნო სიახლეებამდე:






ტრენინგები 2017 ჩხოროწყუ გაზაფხული-ზაფხული




პირველი ჯგუფი მეორე დონე


2017-02-22      2017-03-20
1. რუსუდან ბებია ნაკიანის  
2. ქეთევან ჭეჟია ნაკიანის  
3. ქეთევან ჯალაღონია ნაკიანის  
4. ეკატერინე ჯალაღონია ნაკიანის  
5. ეკა დარსალია ნაკიანის  
6. მაია მებონია მუხურის  
7. მაყვალა დემურია ხაბუმეს თემის №3  
8. ნატო ჩალიგავა მუხურის  
9. იზოლდა შამრაი ხაბუმეს თემის №3  
10. მირანდა წურწუმია ხაბუმეს თემის №3  
11. მზია შანავა მუხურის  
12. მედეა ლემონჯავა მუხურის  

მეორე ჯგუფი    2017-03-15       2017-04-13
1. გოგი მორგოშია სოფელ თაიას  
2. ინგა მორგოშია სოფელ თაიას  
3. მირანდა კვაშილავა ხაბუმეს N3  
4. ფატიმა ქარდავა ქვედაჩხოროწყუს  
5. ლამზირა გახარია მუხურის  
6. თეა აფხაზავა ხაბუმეს თემის №3  
7. ლაურა ქვარცხავა მუხურის  
8. ნონა გელანტია მუხურის  
9. გელა საჯაია სოფელ თაიას  
10. მაია აბშილავა სოფელ თაიას  
11. ქალთამზე საჯაია სოფელ თაიას  
12. ელისო ჯალაღონია სოფელ თაიას  არ არის ბაზაში
13. ციალა ახალაია ქვედაჩხოროწყუს  
14. ნონა ჯობავა ქვედაჩხოროწყუს  
15. ნარგიზა კვარაცხელია ხაბუმეს თემის №1  
 
მესამე ჯგუფი    2017-04-19       2017-05-15

1. ნანა ტურძელაძე ხაბუმეს თემის №1  
2. დავარ ნაჭყებია სოფელ ზუმის  
3. დათო ლემონჯავა სოფელ ზუმის  
4. ქეთევან მანჯგალაძე სოფელ ზუმის  
5. ვალერი მანჯგალაძე სოფელ ზუმის  
6. თეიმურაზ ფირცხელავა სოფელ ზუმის  
7. თეოდორა ლემონჯავა სოფელ ზუმის  
8. მედეა ურატაძე სოფელ ზუმის  
9. ნანა ჩიქოვანი ზუმის  
10. ნელი გელანტია სოფელ ზუმის  
11. ეკატერინე დარსალია ნაფიჩხოვოს  
12. იზა კალანდია ნაფიჩხოვოს  
13. იზა წახნაკია ნაფიჩხოვოს  
14. ემა დარსალია ნაფიჩხოვოს  
15. ნინელა ქარდავა ხაბუმეს თემის №1  



ინტელი  

პირველი
2017-02-11      2017-03-11

1. ჯილდა ლემონჯავა სოფელ თაიას  
2. მოგელი ყალიჩავა ნაკიანის  
3. ზაირა თოდუა კირცხის თემის №1  
4. გულნარა ლემონჯავა სოფელ ზუმის  
5. ლამარა ჯოლოხავა სოფელ ზუმის  
6. ფრიდონი საჯაია სოფელ თაიას  
7. ციცინო ჩიქოვანი მუხურის  
8. ზოია წურწუმია ხაბუმეს თემის №1  
9. ნუნუ წახნაკია ხაბუმეს თემის №1  
10. ინგა კვარაცხელია ხაბუმეს თემის №1  
11. ციცანა ნაჭყებია ხაბუმეს თემის №1  

მეორე ჯგუფი    2017-02-11   2017-03-11

1. ეკატერინე ჯალაღონია ხაბუმეს თემის №1  
2. მაია ხორავა ხაბუმეს თემის №1  
3. მანანა კაჭარავა სსიპ ჩხოროწყუს №1  
4. რუსიკო კვარაცხელია სსიპ ჩხოროწყუს №1  
5. ეკა სახურია ლესიჭინეს თემის №3  
6. ირმა თოდუა მუხურის  
7. ბელა ყალიჩავა სსიპ ჩხოროწყუს №1  
8. ნანული წიფურია სსიპ ჩხოროწყუს №1  
9. ეკა ჟვანია ხაბუმეს თემის №3  
10. ბაბილინა ბიჭიაშვილი ხაბუმეს თემის №3
11. ლამზირა კვირკველია ხაბუმეს თემის №3  
12. ნუნუ შოგირაძე ხაბუმეს თემის №1  

მესამე    2017-03-12      2017-04-30

თეა ხორავა ლესიჭინეს თემის №1  
შორენა ხუნტუა ლესიჭინეს თემის №1  
ნანა ჭითანავა ლესიჭინეს თემის №1  
ნაზიბროლა ხორავა ლესიჭინეს თემის №1  
ნაზი ნაჭყებია სოფელ ზუმის  
გოგი კაჭარავა ახუთის თემის №2  
ნონა ფირცხელავა სოფელ ზუმის  
ინდიანა შენგელია ქვედაჩხოროწყუს  
ირმა გახარია მუხურის  
ნინო ყალიჩავა ხაბუმეს თემის №3 ,
თეკლე პაპავა კირცხის თემის №1  




მეოთხე    2017-03-12       2017-04-30
გოგი დავითაია ლესიჭინეს თემის №2 ,
ნინო ფაცაცია ჭოღას  
სოფიკო ლაგვილავა ქვედაჩხოროწყუს  
მარინა პერტაია ჭოღას  
თეა ქობალია ჭოღას  
ინგა ფაცაცია ჭოღას  
თამარ პაპავა ქვედაჩხოროწყუს  
მაია გოგუა ჭოღას  
მარინა კვაშილავა სოფელ თაიას  
ირა ჯობავა ქვედაჩხოროწყუს  
ნინო სიჭინავა ლესიჭინეს თემის №2  
მედეა ხურცილავა ჭოღას  


მეხუთე   2017-04-22      2017-05-28
მორგოშია გოგი  თაია
მორგოშია ინგა  თაია
მირანდა კვაშილავა თაია
საჯაია გელა  თაია
აბშილავა მაია  თაია
საჯაია ქალთამზე  თაია
მურმან საჯაია  თაია
ქეთევან ჯალაღონია ნაკიანი
ეკატერინე ჯალაღონია ნაკიანი
მაია მებონია მუხური
ნატო ჩალიგავა მუხური
მაყვალა დემურია ხაბუმეს 3
იზოლდა შამრაი ხაბუმეს 3


მეექვსე   2017-04-22      2017-05-28

ინფორმაციის ზომის ერთეულები

ყველაფერი აქედან დაიწყო


ინფორმაციის საზომი ერთეული არის ბაიტი, რომელიც შედგება (8) ბიტებისგან. რაც შეეხება წინსართს „კილო“ ის SI (ერთეულთა საერთაშორისო სისტემა) გამოიყენება როგორც ათასის აღმნიშვნელი. მაგალითად, სიგრძის (უმცირესი) საზომი ერთეული არის მეტრი, ხოლო 1 000 (10 ხარისხად 3) მეტრი უდრის 1 კილომეტრს.

ასევეა გრამი და კილოგრამი.  1000 (10 ხარისხად 3) გრამი არის კილოგრამი

კომპიუტერული ინდუსტრიის დასაწყისიდან ისტორიულად გამოყენებული იყო ტერმინები კბ (კილობაიტი), მბ (მეგაბაიტი), გბ (გიგაბაიტი), რომელთა მნიშვნელობებიც ოდნავ განსხვავდებოდა აქამდე ცნობილი მეტრული სისტემების ერთეულებისგან. მაგალითად თუ მე ვამბობ რომ მაქვს 16 გიგაბაიტი მოცულობის ოპერატიული მახსოვრობა ეს ნიშნავს რომ მე მაქვს 17 179 869 184 ბაიტის მოცულობის ოპერატიული მახსოვრობა (16X1024X2014X1024). ცნობილი 1024 კი ყველამ ვიცით რომ არის 2-ის მე-10 ხარისხი. ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ თვლის ამ სისტემას ორობითი (binary measurement) სისტემა ეწოდება.

ასევე ინფორმაციის გასაზომად სხვა სიტუაციებში  იყენებენ მულტიპლიქსატორებს კილო, მეგა, გიგა და ა.შ. როგორც ეს მიღებულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI). ანუ 1 000 ის ჯერადებად. მაგალითად 500 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი აღნიშნავს 500 000 000 000 ბაიტის ტევადობის ვინჩესტერს. ან 1გბიტ/წმ ინტერნეტ შეერთება აღნიშნავს რომ თქვენ ინტერნეტი მოგეწოდებათ 1 000 000 000 ბიტი/წამში სიჩქარით. ორობითი წინსართისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში გიგა აღნიშნავს 1 000 (10 ხარისხად 3) და არა 1024.

ერთეულთა ერთიდა იგივე წინსართების სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებამ გაუგებრობა გამოიწვია. ამიტომ 1998 წლის მარტში IEC International Electrotechnical Commission მიიღო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრა წინსართების ფორმა ინფორმაციული და მონაცემთა გადაცემის სისტემებისთვის. ასევე NIST (US National Institute of Standards and Technology) სტანდარტი ითხოვს რომ SI წინსართები გამოყენებული იყოს მხოლოდ ათობითი მნიშვნელობით: კილობაიტი (kilobyte) და მეგაბაიტი (megabyte) აღნიშნავს ერთი ათას ბაიტს და ერთი მილიონ ბაიტს შესაბამისად (როგორც ამასი მოითხოვს SI).

ამას გარდა შემოღებულიქნა ახალი ტერმინები კიბიბაიტი, მებიბაიტი და გიბიბაიტი. ინგლისურად kibibyte, mebibite და gibibyte.  მათი შემოკლებული ჩანაწერი ასე გამოიყურება KiB, MiB და GiB. სწორედ ეს ჩანაწერები და დასახელებები აღნიშნავენ 1024 ბაიტს, 1 048 576 ბაიტს და 1 073 741 824 ბაიტს შესაბამისად.

2008 წელს IEC წინსართები უკვე ISO/IEC 8000 სტანდარტში იქნა გამოქვეყნებული და შესაბამისად დამტკიცებული.


ამრიგად 

საქართველოშიც, დროა რომ ვისწავლოთ





არავითარ წყაროს არ მოვიყვან, ზევით არის სტანდარტის ბმული და ჩაიხედეთ

ჭკიანი გუგული და უცნაური მზრუნველობა



დღეს გუგულიმ კიდევ ერთხელ გამახარა, ძალიან ზრუნავს ჩემზე (როგორც ჩანს), ფაილის მიბმა ხომ არ დაგავიწყდაო.

— ამჯერად არა, ძვირფასო, მადლობა რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ....

(ხალხებო ჩუმად გეტყვით, ყურში, იმედია არ გაიგებს  :) რიავი, მაინცდამაინც არ გამიხარდა რომ ჩემს წერილებს უცხო ადამიანი (თუ ვინცაა) კითხულობს, მაგრამ რა ვქნა. თუ შუსუსუ მაინც კითხულობს, ბარემ ამანაც წაიკითხოს, დიდი ამბავი, ერთით მეტი ერთით ნაკლები...

eTwinning აცხადებს კონკურსს




მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2017 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონული ფოსტაზე etwinningplusgeo@tpdc.ge გამოაგზავნეთ:

თქვენი ავტობიოგრაფია (CV)
პროექტის რეფლექსია - მასწავლებელი etwinning-ის პორტალზე მის მიერ გახორციელებული პროექტებიდან ირჩევს ერთ-ერთს და აქტივობების დამადასტურებლად უთითებს თვინსფეისის ლინკებს. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს ასევე, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე 


შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 5 ივლისის ჩათვლით.



ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში


ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გამოცხადებულია კონკურსი - ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში (Youth Essay Prize Competition).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესე ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.
წარმოდგენილი ესე უნდა იყოს კარგი ანალიტიკური და ენობრივი ხარისხის. სასურველია, მონაწილემ ესეს თემა შეარჩიოს ისე, რომ საშუალება ჰქონდეს ასახოს საკუთარი, გარკვეულწილად სიღრმისეული ცოდნა, რომლის საფუძველიც იქნება მიღებული აკადემიური ცოდნა, კვლევები ან პროფესიული გამოცდილება. ესეს ავტორი მკითხველს უნდა სთავაზობდეს საინტერესო არგუმენტს ან მიდგომას.
გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდზე:   www.3dcftas.eu
გათვალისწინებულია ექვსი ჯილდოს გადაცემა. პირველი კონკურსის შედეგად გაიმარჯვა მოლდოვის ორმა მოქალაქემ. დარჩენილია კიდევ ოთხი ჯილდო. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით 500 ევროს ოდენობით.
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2017 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე Hrant.Kostanyan@ceps.eu

ისტ კონსულტაციები 2017






კონსულტაციის ბმული (მხოლოდ დღეს)


2017 წლის ზაფხულის ისტ გამოცდის ონლაინ კონსულტაციები დათოს ბლოგზე 7 ივნისს 16:00 საათზე დაიწყება.

კონსულტაციებს დათო მალანია წარუძღვება
(რეგისტრაციები დასრულდა)

დეტალურად განხილული იქნება გასული წლების გამოცდების ტესტები და პრაქტიკული დავალებები, ასევე გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეაფასონ როგორც საკუთარი უნარები, ასევე მიიღონ უკუკავშირი მონაწილეებისგან როგორც კონსულტაციის მიმდინარეობისას, ასევე შესრულებულ დვალებებზე. კონსულტაციის მიმდინარეობისას საშუალება გექნებათ დასვათ კითხვები და გააკეთოთ კომენტარები.

ასევე გათვალისწინებულია გამოცდის შემდგომი კონსულტაციები აპელაციის შემთვევაში.


პ.ს. ონლაინ კონსულტაციის ფორმატი გულისხმობს, რომ თქვენ აღნიშნულ დროს უნდა გქონდეთ ინეტერნეტში ჩართული კომპიუტერი, რომელსაც იუთუბის არხიდან შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს შეუფერხებელი ჩვენება.

სასურველია გქონდეთ Microsft Windows 10 და Offie 2007 ვერსიები.


მასალებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.


რეგისტრირებულ პედაგოგებს უკვე დღეიდან შეუძლიათ გაეცნონ მომსახურების პირობებს და ტრენინგის პროგრამას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, © ყველა მასალა დაცულია საავტორო უფლებით



ტორენტ საიტები შეიზღუდება



როგორც ჩანს, რუსეთშიც  გააცნობიერეს ტორენტ საიტებიდან მომდინარე საფრთხეები და  გადაწყვიტეს მსგავსი საიტების დაბლოკვა. ამჯერად ამის გამო შავები არავის ჩაუცვია, (როგორც ეს ადრე ხდებოდა ვიკიპედიაზე და გუგლზე). საბოლოოდ გადაწყვეტილია — რუტრეკერის დაბლოკვა გარდაუვალია. (ყველაზე მცირე, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადმოწერის სიჩქარე, და ისიც ალბათ რაღაც პერიოდი).

მოგეხსენებათ, rutracker და nnmclub -მა დომენები და როგორც ჩანს ჰოსტებიც გაიტანეს რუსეთიდან. ამწუთას ორივე საიტზე არის ინსტრუქცია დაბლოკვის არიდების შესახებ. მაგრამ ესეც მხოლოდ რამდენიმე ხანი იმუშავებს (ალბათ).

ფაქტია, რომ არალიცენზირებული პროდუქტების გავრცელებას ნებისმიერი სახელმწიფო უნდა შეეწინააღმდეგოს. (სახელმწიფო კანონის დაცვაზე დგას). მეორე მხრივ ეს გაზრდის უფასო ლიცენზირებულ პროდუქტებზე (მაგ. ლინუქსის ტიპის) მოთხოვნას. რაც ასევე მისასალმებელია. უბრალოდ, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ფასიანი პროდუქტები მნიშვნელოვნად წინ არიან წასული მათ უფასო ანალოგებთან შედარებით. სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ უფასო პროდუქტების უკან გუგლი დგას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. (დავაზუსტებ, გუგლი არანაირად არ იზიარებ ვარეზის გავრცელებას)

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ამ კანონმდებლობას მშვენივრად იყენებს ერთადერთი ქართული ვარეზ საიტი და ის ფაქტიურად მონოპოლისტია ქართულ ვებ სივრცეში მისი უფროსი იანკი, (აწ უკვე ახალზელანდიელი) ძმის მსგავსად.

ასევე შეიძლება გახსოვთ, 2014 წელს როგორ შევიდა პოლიცია მაშინდელი კავკასუს ონლაინის სასერვეროში და იქიდან გარკვეული ხასიათის მასალა ამოიღო. (მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ფაქტი მოსმენების და ფარული ვიდეოთვალთვალის თემას უკავშირდებოდა).

ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუციები სულ უფრო ზღუდავენ ინტერნეტის თავისუფლებას და ეს უკვე სამგლოვიარო თემა არ არის....

კომპიუტერიდან ინტერნეტის გაზიარება






დღეს ვინ 10-ს ახალი ფუნქცია დაემატა, შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერის ვაი-ფაი (Wi-Fi) მიმღები გადამცემად გამოიყენოთ. (რა თქმა უნდა ვაი-ფაი მოწყობილობა უნდა გქონდეთ თქვენს კომპიუტერში). ლეპტოპების უმეტესობას აქვს ეს მოწყობილობა, ხოლო დესკტოპისთვის შეგიძლია ცალკე შეიძონოთ






შედეგად თქვენ შეძლებთ ინტერნეტი მიაწოდოთ კიდევ 8 მოწყობილობას. ძირითადად ეს მაშინ გჭირდებათ, როცა კომპიუტრეში ინტერნეტი სადენით მოგეწოდებათ, და გინდათ იგივე ინტერნეტი გქონდეთ ვთქვათ ტაბლეტში, ტელეფონში, ტელევიზორზე და ა.შ.

ვებინარი კიბერუსაფრთხოებაზე



26 მაისს თბილისი დროით 12:00 საათზე სისკოს უკრაინის წარმომადგენლობა ატარებს ერთსაათიან ვებინარს თემაზე „თავი არ დააშიფრინო...“. ვებინარი ერთსაათიანია. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ბმულს  

ვინდოუსის გაქართულება




26 მაისს 
18:00 საათზე 


გაიმართება ვებინარი სადაც ნაჩვენები იქნება 
ვინდოუს 10 და ოფის 2016 ინტერფეისის 
ქართულ ენაზე გადაყვანა



ბმული გააქტიურდება ამავე პოსტზე 17:30 საათზე



ვებინარის დასრულების შემდეგ გთხოვთ შეავსოთ უკუკავშირის ფორმა


ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში



ისტ მშობლიურ ენაზე სწავლება




გთხოვთ კითხვები და კომენტარები დაწეროთ აქვე







სატანა რომ პროგრამისტი იყოს









































წყარო

აქ კი მთელი კოდია

ქართულის ოლიმპიადა ცამდე ყოჩაღებისთვის



შენ ცამდე ყოჩაღი ხარ - გახდი ცამდე წარმატებული! 
დარეგისტრირდი ქართულის ოლიმპიადაზე და მიიღე:
💸 სტიპენდია;
🌲საგანმანათლებლო ბანაკი „შერვუდის“ საგზური;
💻 პლანშეტური კომპიუტერი;
📖 ელექტონული წიგნი;
📱 ჭკვიანი ტელეფონი;
🚲 ველოსიპედი;
🎒მოგზაურობა საქართველოში;
🌟 გონიერი პლატფორმა „ნებულას“ სრული კურსი;
📒 რეგიონული გამარჯვებულებისთვის სასკოლო კალმები და რვეულები;
😍 სულ 100-ზე მეტი პრიზი.

მომავლის ტექნოლოგიები

წყარო

დოქტორ რობერტ გოლდმანი, დაბრების საწინააღმდეგო მედიცინის მსოფლიო აკადემიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს მომავლის ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესახებ.

მომავლის წინასწარმეტყველებანი:1998 წელს კოდაკს 170 ათასი თანამშრომელი ჰყავდა და მსოფლიო ფოტოქაღალდის ბაზრის 85% ეკავა. სულ რამდენიმე წელიწადში მათი ბიზნესმოდელი უსარგებლო გახდა და კომპანია გაკოტრდა. ის, რაც კოდაკს დაემართა, ბევრ კომპანიას მოუვა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, თუმცა ამას ცოტა თუ ხვდება. 1998 წელს იფიქრებდით, რომ სამი წლის შემდეგ ფოტოფირზე უარს იტყოდით? მაგრამ ციფრული კამერები ხომ ჯერ კიდევ 1975 წელს გამოიგონეს. პირველი კამერები მხოლოდ 10 000 პიქსელით იღებდა, თუმცა ყველაფერი მურის კანონის მიხედვით განვითარდა: როგორც სხვა ექსპონენციალური ტექნოლოგიის შემთხვევაში, ციფრული კამერა წლების მანძილზე არავის აინტერესებდა, სანამ გაცილებით მაღალხარისხიანი არ გახდა და საყოველთაოდ არ გავრცელდა. ეს სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა. სწორედ ასე მოხდება ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვის, თვითმართვადი და ელექტრონული მანქანების, განათლების, სამგანზომილებიანი ბეჭდვის, სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, დასაქმების ბაზრის შემთხვევაში. შემოაბიჯეთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში. ეს ექსპონენციალური ეპოქაა. 

პროგრამული უზრუნველყოფა ყველა ტრადიციულ ინდუსტრიას გარდაქმნის მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. Uber მხოლოდ პროგრამაა, მას არ ეკუთვნის ავტომობილები, და მაინც ამჟამად ტაქსების ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. Airbnb მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სასტუმროსაც კი არ ფლობს.

ხელოვნური ინტელექტი: წელს კომპიუტერმა გო-ს მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, მოსალოდნელზე 10 წლით ადრე. აშშ-ში ახალგაზრდა ადვოკატებს უკვე უჭირთ სამსახურს პოვნა. IBM Watson-ს წამებში შეუძლია გაგიწიოთ სამართლებრივი კონსულტაცია (ჯერჯერობით მხოლოდ საბაზისო საკითხებზე) 90%-იანი სიზუსტით, როცა ადამიანების მიერ გაწეული ასეთივე კონსულტაციის სიზუსტე 70%-ია. მომავალში 90%-ით ნაკლები ადვოკატი გვეყოლება, მხოლოდ მაღალი რანგის სპეციალისტები დარჩებიან. IBM Watson უკვე ეხმარება ექიმებს სიმსივნის დიაგნოსტირებაში. ფეისბუქს უკვე აქვს შაბლონების ანალიზის პროგრამა, რომელიც ადამიანებზე უკეთ ამოიცნობს სახეებს. 2030 წლისთვის კომპიუტერები ადამიანებზე უფრო ჭკვიანები გახდებიან.  


თვითმართვადი მანქანები: 2018 წელს პირველი თვითმართვადი მანქანის რეალური გამოყენება დაიწყება. 2030 წლისთვის მთელი საავტომობილო ინდუსტრია შეიცვლება. აღარ გენდომებათ მანქანის ყოლა. უბრალოდ გამოიძახებთ მანქანას, ის მოვა და მძღოლის გარეშე წაგიყვანთ დანიშნულების ადგილას. არ დაგჭირდებათ მისი დაპარკინგება და მოვლა. ეს შეცვლის ქალაქების სტრუქტურას, რადგან 90-95%-ით ნაკლები მანქანები დაგვჭირდება. მანქანების ყოფილ სადგომებს საჯარო პარკებად გადავაკეთებთ. ყოველ წელს მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი  საგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება. ამჟამად ყოველ 100000 კმ-ზე ერთი საგზაო შემთხვევა ხდება. თვითმართვადი მანქანები ამ რაოდენობას ყოველ 10 მილიონ კმ-ზე 1 შემთხვევამდე დაიყვანენ. ეს ყოველ წელს მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს.
საავტომობილო კომპანიების უმეტესობა გაკოტრდება. ტრადიციული საავტომობილო კომპანიები ევოლუციურ მიდგომას აგრძელებენ და უბრალოდ მანქანების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, ხოლო მაღალტექნოლოგიური კომპანიები (ტესლა, ეფლი, გუგლი) რევოლუციურ კვლევებს მიმართავენ და, ფაქტობრივად, ბორბლებზე შემდგარ კომპიუტერს ქმნიან.

სადაზღვევო კომპანიებს სირთულეები შეექმნებათ, რადგან საგზაო შემთხვევების გარეშე დაზღვევა ასჯერ გაიაფდება. მანქანის დაზღვევის ამჟამინდელი მოდელი უსარგებლო გახდება.

უძრავი ქონების ბაზარი შეიცვლება. რადგან ახალი ტიპის მანქანებით მოძრაობისას მუშაობა იოლი და შესაძლებელი გახდება, ადამიანები საცხოვრებლად უფრო შორს გადავლენ, რომ უფრო გამწვანებულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.

ელექტრონული მანქანები 2020 წლისთვის საყოველთაოდ გავრცელდება. ქალაქებში ხმაური შემცირდება, რადგან მანქანები ძირითადად ელექტროენერგიაზე იმუშავებენ. ელექტროენერგია ძალიან იაფი და ეკოლოგიურად სუფთა გახდება: მზის ენერგიის წარმოება ექსპონენციალურად ვითარდებოდა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ახლა ჩანს შედეგი. შარშან მზის ენერგია წიაღისეულზე უფრო იაფი გახდა. მზის ენერგიის ფასი ისე დაიკლებს, რომ 2025 წლისთვის ნახშირის მოპოვება წამგებიანი გახდება. იაფ ელექტროენერგიას მოჰყვება იაფი და ჭარბი წყალი. ამჟამად ზღვის წყლისგან 1 ტონა სასმელი წყლის მიღებას მხოლოდ 2 კვტ/სთ სჭირდება. უმეტეს ადგილებში ზოგადად წყალი კი არა, მხოლოდ სასმელი წყალია დეფიციტური. წარმოიდგინეთ, როგორი შესაძლებლობები გაჩნდება, თუკი ნებისმიერი ადამიანი ძალიან იაფად იყიდის სასურველი რაოდენობის სუფთა წყალს.

ჯანდაცვა. შეიქმნება სამედიცინო მოწყობილობა („ვარსკვლავური გზის“ ტრიქორდერის მსგავსი), რომელიც მიემაგრება თქვენს ტელეფონს. ის დაასკანერებს  თვალის ბადურას, აიღებს სისხლის ანალიზს და მოგთხოვთ ჩასუნთქვას. შემდეგ  გააანალიზებს 54 ბიომარკერს, რომელთა საშუალებით თითქმის ყველა დაავადების დადგენაა შესაძლებელი. ეს მოწყობილობა იქნება იაფი, ანუ რამდენიმე წელიწადში თითოეული ადამიანი ძალიან იაფად შეძლებს საკუთარი თავის დიაგნოსტიკას.

სამგანზომილებიანი ბეჭდვა. იაფი სამგანზომილებიანი პრინტერის ფასი ბოლო ათ წელიწადში 18000 დოლარიდან 400 დოლარზე ჩამოვიდა. იმავე დროს, მისი სისწრაფე ასჯერ გაიზარდა. ფეხსაცმელების ყველა მსხვილმა მწარმოებელმა დაიწყო ფეხსაცმელების ბეჭდვა. შორეულ აეროპორტებში სპეციალური პრინტერებით იბეჭდება თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები. კოსმოსურ სადგურს უკვე აქვს პრინტერი და აღარ სჭირდება უამრავი სათადარიგო ნაწილის თან წაღება. სულ მალე ახალი თაობის ყველა მობილურ ტელეფონს ექნება სამგანზომილებიანი სკანირების შესაძლებლობა. ანუ რამდენიმე წელიწადში თქვენ შეძლებთ, დაასკანეროთ საკუთარი ტერფი და იდეალური ფეხსაცმელი დაბეჭდოთ სახლში. ჩინეთში უკვე შექმნეს 6-სართულიანი საოფისე შენობა სამგანზომილებიანი პრინტერით. 2027 წლისთვის, წარმოების 10% სამგანზომილებიანი ბეჭდვით შეიქმნება.

ბიზნესშესაძლებლობები. თუკი რაიმე ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას აპირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მომავალში ეს კიდევ იქნება საჭირო? და თუკი იქნება, შემიძლია ამ პროცესის დაჩქარება?“ თუკი ეს ბიზნესიდეა თქვენს სმარტფონთან არ იმუშავებს, დაივიწყეთ ის. ნებისმიერი იდეა, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმატებას მოიტანდა, უსარგებლო იქნება 21-ე საუკუნეში.

დასაქმება. შემდეგი 20 წლის განმავლობაში თანამედროვე ტიპის სამუშაო ადგილების 70-80% აღარ იარსებებს. შეიქმნება ახალი ტიპის სამსახურები, თუმცა მოსალოდნელია, რომ არასაკმარისი რაოდენობით.

სოფლის მეურნეობა: შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო რობოტები, რომლებიც სულ ასი დოლარი ეღირება და განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობა მთელი დღე ველზე მუშაობის ნაცვლად საკუთარი სავარგულების მენეჯერი იქნება. აგროპონიქსს (ინოვაციური ფერმები, სადაც პროდუქტი მიწის გარეშე, კომპაქტურად მოჰყავთ) გაცილებით ნაკლები წყალი დასჭირდება. უკვე არსებობს ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის ნაჭერი, რომლის წარმოება რამდენიმე წელიწადში უფრო იაფი გახდება, ვიდრე მესაქონლეობა. ამჟამად სასოფლო-სამეურნეო მიწების 30% მესაქონლეობისთვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ, რამდენი სივრცე გათავისუფლდება. უკვე რამდენიმე სტარტაპკომპანიას ბაზარზე მწერების პროტეინი შემოაქვს, რომელიც ძროხის ხორცზე მეტ პროტეინს შეიცავს.

პოლიტიკა. უკვე არსებობს აპლიკაცია „ხასიათი“, რომელიც ადგენს, რა განწყობაზე ხართ. 2020 წლამდე შეიქმნება აპლიკაციები, რომლებიც თქვენი მიმიკებით, სახის გამომეტყველებით დაადგენს, ცრუობთ თუ არა. წარმოიდგინეთ პოლიტიკური დებატები, სადაც მაშინვე გამოაშკარავდება ტყუილი.
ბიტკოინი მალე საყოველთაოდ გავრცელდება და შესაძლოა, სარეზერვო ვალუტაც კი გახდეს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამჟამად სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველ წელს სამი თვით იზრდება. ოთხი წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელი იყო, ახლა 80 წელია. ეს ზრდა გაგრძელდება და 2036 წელს გაორმაგდება. სავარაუდოდ, ყოველი ჩვენგანი ას წელზე მეტ ხანს ვიცხოვრებთ.
განათლება. ყველაზე იაფი სმარტფონები აზიაში უკვე 10 დოლარი ღირს. 2020 წლამდე ადამიანთა 70%-ს ექნება სმარტფონი. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანისთვის მაღალი დონის განათლება იქნება ხელმისაწვდომი.

შეფასების რუბრიკის შექმნის ძირითადი პრინციპები




შეფასების რუბრიკის სწორად შედგენა და მისი მართებული გამოყენება ბევრი მასწავლებლისთვის პრობლემას წარმოადგენს. ხშირად მასწავლებელი რუბრიკას მხოლოდ ნიშნის დასაწერად იყენებს და უგულებელყოფს ამ ინსტრუმენტის როგორც განმავითარებელი შეფასების მრავალმხრივ პოტენციალს, ყოველივე ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე.
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ რუბრიკის შექმნისა და მისი გამოყენების დროს?

ისტ გამოცდა 2017 ზაფხული




დამატება 31.05.2017

ცნობილია გამოცდის თარიღები


21 ივლისი:
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.
23 ივლისი:
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.


დასრულდა რეგისტრაცია 2017 წლის ისტ გამოცდის ტრენინგზე. ტრენინგის ბენეფიციციარები არიან გამოცდაზე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგები რომლებიც ისტ-ს ასწავლიან. ტრენინგები 5 დღიანია, თითო ტრენინგი გრძელდება 4 საათი. (შესაძლებელი იქნება 2 დამატებითი შეხვედრის ორგანიზება). ამ ეტაპზე ტრენიგცენტრის მოწყობა შესაძლებელია სენაკში და ზუგდიდში. სხვა რეგიონის მცხოვრებ პედაგოგებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რეგიონის ტრენერებს. ასევე შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რომელ რეგიონში გსურთ ტრენინგის გავლა.

სენაკში და ზუგდიდში ტრენინგები სავარუდოდ 15 მაისის შემდეგ დაიწყება. მაგრამ უკვე 5 მაისიდან ელ ფოსტაზე მოგაწვდით დავალებებს. ტრენინგები უფასოა და ატარებს მასწავლებელთა სახლი


ტრენერი: დათო მალანია
დამატებითი ინფორმაციისთვის მომმართეთ ტელეფონეზე, ელ ფოსტაზე ან აქვე დასვით კითხვები.


დაათვალიერეთ ტრენინგის რესურსები

გაეცანით ტრენინგის ბენეფიციარების სიას ტრენინგცენტრების  მიხედვით

ტრენინგები დაიწყება 14:00 საათზე, ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში (რკინიგზის :) სადგურთან)


ზუგდიდის ტრენინგცენტრი
შეხვედრა
I დღე
II დღე
III დღე
IV დღე
V დღე
VI დღე
რიცხვი
18.05
03.06
09.06
15.06
22.06
.06
კვირის დღე
ხუთშ
შაბ
პარ
ხუთ
ხუთ

მონაწილეები
ეკატერინე ჯინჯოლია
თეა აფხაზავა
შორენა ჭაფანძე
სოფიო ლაგვილავა
თამარი ჟვანია
ეკა კინწურაშვილი
ნათია კვარაცხელია
ნინო ქირია
თამარ კაკაჩია
ნათია კვარაცხელია
ეკატერინე ჭარაია
მოგელი ყალიჩავა
ეკა ზარანდია

  

გაეცანით ტრენინგის ბენეფიციარების სიას ტრენინგცენტრების  მიხედვით.

სენაკში ტრენინგი ჩატარდება N1 საჯარო სკოლაში. დასაწყისი 12:00 საათი 



სენაკის ტრენინგცენტრი
შეხვედრა
დღე
II დღე
III დღე
IV დღე
V დღე
VI დღე
რიცხვი
23.05
30.05
01.06
08.06
16.06
??.06
კვირის დღე
სამშ
სამშ
ხუთ
ხუთ
პარ
პარ
მონაწილეები
ნათია ზარქუა
თეა ეჯიბია
ელისო ტაბატაძე
ნესტან ხურცილავა
გიგლა კაკულია
ნუგზარ კვაშილავა
მაია ადამია
ეკა ზარანდია
გიზო ხორავა



თუ რომელი მსმენელს სურს ქალაქის შეცვლა, შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაგანაცვლებთ  :)






თემა 1


გამოცდის პროგრამა

კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება

2016 წლის ზაფხულის ტესტი

შეფასების სქემა

პრაქტიკული ნაწილი

პირველი ვარიანტი
მეორე ვარიანტი 
შეფასების სქემა


შესრულებული დავალებები აქ ატვირთეთ (დავალებების ასატვირთად სასურველია შექმნათ საქაღალდე ტქვენი სახელით და გვარით. ამ საქაღალდეში კი დავალებები ისევ დღეების მიხედვით ცალცალკე საქაღალდეებში განათავსეთ მაგალითად პირველი დავალება, მეორე დავალება  და ა.შ.



ტესტის სწორი პასუხები



2016 წლის ზამთრის გამოცდის ტესტი






თემა 2


თემა 3


თემა 4

 ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები

2016 წლის იანვარის

თემა 5

 ფაილების სიტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები



1 ივნისის დავალება

თემა 6

 ზოგადი ტექნიკური საკითხები

თემა 7

 გრაფიკული რედაქტორი

თემა 8

ტექსტური რედაქტორი

თემა 9

 ელექტრონული ცხრილები

თემა 10

 პრეზენტაცია

თემა 11

ინტერნეტი
თემა 12






გისურვებთ წარმატებას  :)