-->

გაცვლით პროგრამა მასწავლებლებისათვის 2017



ამერიკის საელჩო საქართველოში მასწავლებლებისთვის უფასო გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამა TEA (The Teaching Excellence and Achievement) 6 კვირიანია და მასში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა სემინარებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად.

პროგრამის თემატიკას წარმოადგენას სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების შესახებ სემინარები, სასწავლო კურიკულუმის განვითარება, გაკვეთილის დაგეგმვა და ინსტრუქციული მიდგომები. აღნიშნული პროგრამა არ გამოიმუშავებს კრედიტ-ქულებს. პროგრამის მონაწილეები, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ მათი მასპინძელი უნივერსიტეტის ახლოს მდებარე აშშ-ს საშუალო სკოლაში, სადაც ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ერთობლივად და დამოუკიდებლად ჩაატარებენ გაკვეთილს და სკოლის ამერიკელ მოსწავლეებს გააცნობენ პრეზენტაციას საკუთარი ქვეყნების შესახებ. 

პროგრამაში მონაწილე პირები 2018 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე სასწავლო კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან.

პროგრამის ფარგლები დაფინანსებული იქნება 


  • J-1 ვიზა
  • ყველა სატრანსპორტო ხარჯი
  • ბანკეტი ვაშინგტონში
  • აკადემიური ხარჯები
  • განთავსება და კვება
  • დაზღვევა



პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
საშუალო სკოლის მასწავლებლებს (რომლებიც ასწავლიან 12-18 წ. ასაკობრივ ჯგუფს)  სრულ განაკვეთზე 5 ან მეტი წლის განმავლობაში
უმაღლესი განათლება
TOEFL 450 ქულა


მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 15 აპრილამდე ონლაინ სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ ბმულზე: http://oas.irex.org/tea 



ეს ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის საელჩოს ვებ გვერდზე ინგლისურ ენაზე

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით