-->

ტრენიგები და კრედიტქულები



ჩასწორება 02.10.2018. კონკრეტულ ტრენიგზე ინფორმაცია დააზუსტეთ მასწავლებლის სახლში. როგორც იცით დროდადრო ინფორმაციები იცვლება


მაშ ასე, მინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია მასწავლებელთა სახლის ისტ პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგების კრედიტქულების ოდენობების შესახებ. კრედიქტულები მიენიჭება 2015 წლის სექტემბრიდან (ჩასწორებულია, მადლობა ქ-ლ ლალის ინფორმაციისთვის) გაცემულ სერტიფიკატებს.

1. „ისტ საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“ - 24 საკონტაქტო სთ, 6 არასაკონტაქტო სთ, 1 კრედიტქულა

2. „ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 39 საკონტაქტო სთ, 11 არასაკონტაქტო სთ, კრედიტქულა

3. „ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრაცია“ - 36 საკონტაქტო სთ, 14 არასაკონტაქტო სთ, კრედიტქულა

4. „1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა“ - 35 საკონტაქტო სთ, 10 არასაკონტაქტო სთ, 1.5 კრედიტქულა

5. „შებრუნებული საკლასო ოთახი“ - 20 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 1 კრედიტქულა

6. „ტექნოლოგიების (მომავლის კაბინეტი, სმარტბორდი) გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 0.5 კრედიტქულა

7. „Edmodo - ვირტუალური საკლასო ოთახი“ - 8 საკონტაქტო სთ, 4,5 არასაკონტაქტო სთ, 0.5 კრედიტქულა

8. „HTML ენის სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ, 0.5 კრედიტქულა


ისტ პროგრამის ფარგლებში ასევე ტარდება ტრენინგები, რომელტა გავლა არ ფასდება უშუალო კრედიტქულებით, მაგრამ დაგეხმარებათ  კრედიტქულების მოსაპოვებელი რესურსების შექმნაში



  • „ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“ - 4 საკონტაქტო სთ, 1 არასაკონტაქტო სთ
  • „ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება ანიმოტოს გამოყენებით“ - 4 საკონტაქტო სთ, 1 არასაკონტაქტო სთ






ამ ბმულზე კი შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტი, თუ რა აქტივობაში რა კრედიტქულა ენიჭება პედაგოგს



კრედიტქულების მინიჭების პროცედურა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შემდეგნაირად ხდება: 

სერტიფიკატი უნდა წარადგიოთ სკოლის შეფასების ჯგუფში შემდეგ კი 16 ივნისამდე უნდა აიტვირთოთ თქვენს პორტფოლიოში. ამისთვის დამატებითი საქმიანობიდან აირჩიეთ მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგის გავლა
მიუთითეთ პერიოდი
ატვირთეთ სერტიფიკატის დასკანირებული ვერსია
არ გამოგრჩეთ მონიშნოთ გამოქვეყნება
დაელოდეთ შეფასების ჯგუფის მიერ კრედიტქულის მინიჭებას
კრედიტქულის მინიჭება უნდა აისახოს ოქმში
მინიჭებული კრედიტქულა გამოჩნდება თქვენს გვერდზე


ისტ მიმართულების ტრენინგების კრედიტქულები არ ჩაეთვლებათ პრაქქტიკოს პედაგოგებს.

ნახეთ აქტივობების ჩამონათვალი



გისურვებთ წარმატებებს!

4 კომენტარი :

ეს ქულები ავტომატურად აისახება eschool-ზე თუ სერტიფიკატები უნდა აიტვირთოს

სერტიფიკატის ასლი უნდა აიტვირთოს. ავტომატურად არ აისახება

ერთი კითხვა მაქვს HTML გავიარეთ და სერტიფიკატი არ მოუცია მასწავლებლის სახლს, ასევე „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“ ეს გავლილი ტრენინგები ბაზაში მაინც თუ იქნება და რა ვქნათ მოგვენიჭება ეს კრედიტქულები?

სერტიფიკატებზე ტრენერებს მიმართეთ. ტუ ტრენინგი 2015 წლის თებერვლის შემდეგ გაიარეთ, კრედუტქულაც უნდა მოგენიჭოთ.

საბოლოო სიტყვა კი მასწავლებელთა სახლზეა :)

წარმატებას გისურვებთ

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით