-->

სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება




წყარო:

საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში მიმდინარეობს კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კომპანია Microsoft და საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში, კვირაში მინიმუმ ერთხელ ჩატარდება 1 საათიანი კლასგარეშე აქტივობები. საპილოტე კლუბებში მონაწილეობას მიიღებენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. პროგრამის ხანგრძლივობა არის 16 -18 საათი (ერთი სემესტრი).

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გახლავთ პირველი ტრეინინგის ორგანიზატორი მასწავლებლებისთვის, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 20 -22 იანვარს. შემდეგ ეტაპზე ჩამოყალიბდება მოსწავლეთა ჯგუფები და დაიწყება პროგრამის განხორციელება. სწავლების პროცესში მასწავლებლებს მუდმივად ექნებათ კონსულტირების საშუალება, მოხდება დაკვირვება სასწავლო პროცესსა და შედეგებზე და საბოლოოდ შემუშავდება რეკომენდაციები პროგრამირების უფრო ფართოდ დანერგვის მიმართულებით.



0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით