-->

ტორენტ საიტები შეიზღუდება



როგორც ჩანს, რუსეთშიც  გააცნობიერეს ტორენტ საიტებიდან მომდინარე საფრთხეები და  გადაწყვიტეს მსგავსი საიტების დაბლოკვა. ამჯერად ამის გამო შავები არავის ჩაუცვია, (როგორც ეს ადრე ხდებოდა ვიკიპედიაზე და გუგლზე). საბოლოოდ გადაწყვეტილია — რუტრეკერის დაბლოკვა გარდაუვალია. (ყველაზე მცირე, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადმოწერის სიჩქარე, და ისიც ალბათ რაღაც პერიოდი).

მოგეხსენებათ, rutracker და nnmclub -მა დომენები და როგორც ჩანს ჰოსტებიც გაიტანეს რუსეთიდან. ამწუთას ორივე საიტზე არის ინსტრუქცია დაბლოკვის არიდების შესახებ. მაგრამ ესეც მხოლოდ რამდენიმე ხანი იმუშავებს (ალბათ).

ფაქტია, რომ არალიცენზირებული პროდუქტების გავრცელებას ნებისმიერი სახელმწიფო უნდა შეეწინააღმდეგოს. (სახელმწიფო კანონის დაცვაზე დგას). მეორე მხრივ ეს გაზრდის უფასო ლიცენზირებულ პროდუქტებზე (მაგ. ლინუქსის ტიპის) მოთხოვნას. რაც ასევე მისასალმებელია. უბრალოდ, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ფასიანი პროდუქტები მნიშვნელოვნად წინ არიან წასული მათ უფასო ანალოგებთან შედარებით. სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ უფასო პროდუქტების უკან გუგლი დგას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. (დავაზუსტებ, გუგლი არანაირად არ იზიარებ ვარეზის გავრცელებას)

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ამ კანონმდებლობას მშვენივრად იყენებს ერთადერთი ქართული ვარეზ საიტი და ის ფაქტიურად მონოპოლისტია ქართულ ვებ სივრცეში მისი უფროსი იანკი, (აწ უკვე ახალზელანდიელი) ძმის მსგავსად.

ასევე შეიძლება გახსოვთ, 2014 წელს როგორ შევიდა პოლიცია მაშინდელი კავკასუს ონლაინის სასერვეროში და იქიდან გარკვეული ხასიათის მასალა ამოიღო. (მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ფაქტი მოსმენების და ფარული ვიდეოთვალთვალის თემას უკავშირდებოდა).

ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუციები სულ უფრო ზღუდავენ ინტერნეტის თავისუფლებას და ეს უკვე სამგლოვიარო თემა არ არის....

1 კომენტარი :

მივესალმები არა სასურველი საიტებისა და არა ლიცენზირებული საიტების დაბლოკვას

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით