-->

არაჩვეულებრივი იდეა (სტარტაპისთვის)


არც თუ ხშირად და და არც თუ იშვიათად ამოცანათა მმართველს (Task Manager) ვსტუმრობ ხოლმე. სტუმრიანობას არ ვარ ჩვეული. ეს ბაყაყი კი სიურპრიზი იყო. არც ველოდი და სულ სხვა მიზეზით შემოვიჭყიტე. ეს კი გამომეგება 52 პროცენტი ანუ საკონტროლო პაკეტი მეო. გაყოფა ვიცი, მეტიც, არ მაქ პრობლემა, მაგრამ ეს მეტისმეტია. კოპები შევიკარი და ვკითხე, სად დაბინავდი, როდის მოხვედითქო.


მერე ვირუსტოტალს ვკითხე, ხომ არ იცნობთქო, კიო კაცო ეგაო 62 ჯერ დავპაიჟე და 42 ჯერ მესტუმრაო. მოკლედ ჯიგარიაო და ყველაფერი კაიო. აქო და ადიდა, როგორც იცის ხოლმე



ნუ, როგორც მოველოდი, კუდით არიან გადაბმულები. იასნია მე არ ვუთხარი ჩემი სათქმელი, აბა ძმაკაცს ხომ არ გამოვულანძღავდი....

მერე გზაში გუგლი შემხვდა, იმასაც ვკითხე, ვინ არის რა ტიპიათქო, ამან მოაღო პირი. ეგ ასეთიო, ეგ ისეთიო, 42 ჯერ გადამხტარიო თუ რაღაც, ლანძღა და ლანძღა როგორც იცის ხოლმე. ოღონდ ვინმეზე ცუდი ალაპარაკე და მეტი არაფერი უნდა


მოკლედ გუგული დეიდამ იმდენი იქაქანა, მოდი ჩამოვჯდეთ, კიდე მოგიყვები რაღაცებსო, 2 930 ამბავი მაქ მაგაზეო, მაგრამ ზრდილობიანად ვიუვარე, სხვა დროს იყოს, ახლა ბლოგზე პოსტი მაქვს დასადებითო, და  აგერ კი ხედავთ რაც დავწერე. გავედით ბოლოში:

ახალჩამოსული კია  ეგ ვაჟბატონი, მაგრამ 12 დღე ცოტა არაა და წასვლის დრო კია.  არაო. პატიოსნად ვარო, არც მესხიერებას, არც დისკს და არც ქსელს არ ვიყენებო. ეს მეგაბაიტები ჩემთვის მნიშვნელოვანია. (ალბათ თქვენთვისაც 30 ლარი 15გბ მაინც თემაა).

მოკლედ გამორთვა პრობლემა არაა. მერე სახელი გადავარქვი, (თქვენ თუ იპოვით, წაშალეთ რაც შეიძლება სწრაფად Shift+Del კლავიშით.) შევინახე დავაკვირდები, რაიცი რაში გამომადგება და არის ასე, თავისთვის ჩუმად მოყუჩებული. თუ ვისმეს გაინტერესებთ, მომწერეთ და გაგიზიარებთ, არ მენანება  :)

ვინც ვერაფერი გაიგო, მოკლედ ვიტყვი: დააჭირეთ Ctrl+Alt+Del კლავიშებს ერთდოულად, ჩამონათვალში აირჩიეთ ამოცანათა მმართველი (Task Manager) და თუ ისეთ სურათს ნახავთ, რაც პირველ სურათზეა ნაჩვენები, მაშინ წითელი ელიფსით მონიშნულ წარწერას დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას ფაილის მდებარეობის გახსნა (Open File Location). თქვენ გადახვალთ იმ საქაღალდეში სადაც ეს ფაილი წერია. (იხ. ზედა სურათი). შემდეგ ისევ დაუბრუნდით ამოცანათა მმართველს (Tack Manager), თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ისევ წითელი ელიფსით აღნიშნულ წარწერას და მიღებულ დაფაზე ამჯერად  დააჭირეთ დავალების დასრულება (End task). დახურეთ ამოცანათა მმართველი.

დაუბრუნდით საქაღალდეს სადაც სადაც არნიშნული ვირუსია წამოსკუპებული. გადით საქაღალდიდან ერთი დონით გარეთ. მონიშნეთ საქაღალდე IsMiner და Shift+Del კლავიშის გამოყენებით თქვენი კომპიუტერიდან სამუდამოდ წაშალეთ.


არ მოგერიდოთ გაზიარება ან კომენტარის დატოვება, არ გამოგრჩეთ მოწონება და ა.შ. გელოდებით მომავალ სასიამოვნო სიახლეებამდე:






0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით