-->

არგუმენტირებული ესსეი



წინა კვირას დავამთავრე ინტელის ტრენინგები, ბედის ირონიით ტრენინგის დამთავრება სვეტიცხოვლობას დაემთხვა. (ასე უნდა დავწერო?) ტრენინგის ბოლოს როგორც ვიცით, ფასდება თუ როგორ განვითარდა 21-საუკუნის უნარჩვევები მოსწავლეებში. ეტყობა რაღაცა მომენტი გამომრჩა ტრენინგის მსვლელობისას, რაღაცას ვერ მივადევნე თვალი. აღმოჩნდა რომ 7 პრეზენტაცია რელიგიას ეძღვნებოდა. დიახ, ვაღიარებ, რელიგია არაჩვეულებრივი თემაა 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებისთვის. თუმცა ამ პრეზენტაციებმა და ჩემმა შრომამ ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩინა. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მარილი დამემატებინა ამ თემებისთვის.

მაშ ასე:

ამ პოსტით მინდა შემოგთავაზოთ არგუმენტირებული ესსე-ს მეთოდის შესახებ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსები, რომლებიც ასე უხვად აღმოჩნდა ქართულ ინტერნეტში. კრიტიკული აზროვნების შესაფასებლად ეს მეთოდი, ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია და სიახლეა ქართული პედაგოგიკისთვის. პოსტში მოყვანილი მასალები სრულად ეკუთვნით მათ ავტორებს. მე მხოლოდ თავი მოვუყარე იმ რესურსებს, რომლებიც საინტერესოდ ჩავთვალე. შემდეგი ვიდეო ეკუთვნის იუთუბ არხს „ინგლისური ყველასთვის“, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არგუმენტირებული ესსეი-ს მეთოდი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საგნებში, ქართულში ან თუნდაც მათემატიკაში — ყველა საგანში.


ვიდეოს ბოლოს მოცემულია ნიმუში:



Modern technology has made our lives easier

One hundred years ago, no one could imagine how important technology would be to humans in the 21st century. Today, technology is all around us and, in my opinion, it makes our lives much easier.

To begin with, technology makes it easier to communicate. For example, mobile phones and the Internet make it possible for us to send messages to each other quickly and easily. As a result, we can be constantly connected with our friends, family members or business partners.

Secondly, technology allows us to access huge amounts of information. Through the Internet, in particular, we can find out about almost any topic immediately. Consequently, we can become better informed about the world.

However, some people claim that modern technology has made us less active. For instance, today we can shop and socialize online without the need to leave our homes. Therefore, we are less likely to get the exercise we need to stay healthy.

In conclusion, I strongly believe that despite making us less active technology helps us communicate and get informed very quickly. As Steve Ballmer said, “It empowers people to do what they want to do”.

Modern technology has made our lives easier





1. არგუმენტირებული ესე – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს

მასალა სრულად იხილეთ ვებ გვერდზე mastsavlebeli.ge
ავტორი: ნესტან რატიანი

ნაწყვეტი: „საწყის ეტაპზე მასწავლებლები ესეს სტრუქტურას ვუხსნით მოსწავლეებს და ვასწავლით, რომ მათ ესეს სამი ნაწილი უნდა ჰქონდეს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. მხოლოდ ამ მარტივი მითითების მიცემით ვერცერთი ჩვენი მოსწავლე საუკეთესო ესეს ვერ დაწერს.

 SEXI-დან SEXCI-მდე

თუკი ახსნის პროცესში ჩვენ ვისარგებლებთ ისეთი აბრევიატურით, რომელიც ასახავს ყველა იმ მოთხოვნას, მოსწავლემ რომ უნდა გაითვალისწინოს ესეს წერისას, ძალიან დაგვეხმარება საუკეთესო გამოგონება – აბრევიატურა SEXI და SEXCI. აბრევიატურები SEXI და SEXCI არცერთ მოსწავლეს არ დაავიწყდება, რადგან ეს სიტყვები მათ მოაგონებთ ინგლისურ სიტყვა sexy-ის, თუმცა სამივე მათგანი განსხვავებულად იწერება. ოქსფორდში დასტამბულ მასწავლებლის წიგნში (The Oxford Union Society Guide to Schools`Debating), ქვეთავში, რომელიც არგუმენტირებულ ესეებს შეეხება, აბრევიატურა SEXI გამოიყენება არგუმენტების ტექნიკის სასწავლებლად. ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: S – state; EX – explain; I – illustrate, ე.ი. წარმოადგინე, ახსენი, დაასურათე. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ, პირველი ზმნა გულისხმობს იმას, რომ ესეში პირველ რიგში დებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება ახსნა-განმარტება სათანადო მაგალითების მოხმობით, იქნება ეს მაგალითი საკუთარ თუ სხვის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული. წარმოდგენილი დებულება აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რისიც ავტორს სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ამ დებულების გააზრება ყველა მხრიდან. ახსნისას ავტორმა უნდა შეძლოს, ლოგიკური მსჯელობით დაასაბუთოს დებულების მართებულება. ამ დროს მან უნდა შეძლოს, თავიდან აირიდოს ლოგიკური ცთომილებანი, რაც ხშირად ახლავს ამგვარ მსჯელობას და საფრთხეს უქმნის მის ვალიდურობას (თუ რა არის ლოგიკური შეცდომა, იხილეთ ჩემი წერილი: ათი მომაკვდინებელი შეცდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ დებულების ახსნა ან, უკეთესი იქნება, თუკი ამ შემთხვევისთვის სიტყვა დაცვას ვიხმართ, ავტორს შეეძლება, რადგან ის მისთვის სხვის მიერ კი არაა თავს მოხვეული, არამედ ეფუძნება და გამომდინარეობს იმ ღირებულებათა სისტემიდან, რომელიც ავტორს გააჩნია. აი სწორედ ამ დროს ხდება აბრევიატურის მესამე ზმნის საჭიროება, რადგან ის მაგალითები, რომლებიც ახსნისას ამოტივტივდება, ხელოვნური კი არა, მართლაც ავტორის გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი ახსნას მიმზიდველს გახდის და არგუმენტს ინდივიდუალობას შესძენს, თანაც აჩვენებს, რომ ახსნა მხოლოდ თეორიულ დონეზე კი არაა მართებული, არამედ მას პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.

განხილული აბრევიატურა ნამდვილად ადვილად დასამახსოვრებელია და მას პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. თუმცა, კარგი იქნებოდა, მისთვის ერთი ასოც დაგვემატებინა. ასე მივიღებთ SEXI-დან SEXCI-ის, სადაც SEXCI ოდნავ განსხვავებულად იშიფრება: S – statement, E- example, eX – explanation, C – counter-argument, I – implication. ეს ხუთი სიტყვა ასე ითარგმნება და ასე უნდა გავიგოთ: თავდაპირველად ესეს ავტორი წამოაყენებს საწყის დებულებას (ამ დროს ის იმავე წესებს იცავს, რომელზედაც წინა აბზაცში ვსაუბრობდით). თუკი წინა აბზაცში ვისაუბრე დებულების ახსნაზე, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მაგალითით, უკვე შეცვლილია და ახლა უკვე დებულებას უნდა მოსდევდეს მაგალითი, რომელიც ამ დებულების საილუსტრაციოდ გამოდგება. განსხვავებით წინა აბზაცში წარმოდგენილი წესისა, ახლა უკვე მაგალითს სჭირდება ახსნა-განმარტება, რამდენად მოდის ის შესაბამისობაში დებულებასთან. ე.ი. განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პირველ შემთხვევაში ჯერ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობას მაგალითით ვამყარებთ, მეორე შემთხვევაში კი დებულებას თან ახლავს მაგალითი, რომელსაც ეს დებულება ეფუძნება და ხდება მოცემული მაგალითის ახსნა. შემდეგი ეტაპი უკვე კონტრ-არგუმენტის მოფიქრებაა, თუმცა, როგორც კი ესეს დასაწყისში ავტორის გამოთქმულ დებულებას საწინააღმდეგო მოსაზრება შეუპირისპირდება, ამ საწინააღმდეგო მოსაზრებასაც სათანადო მაგალითი და შესაბამისი ახსნა დასჭირდება. და ბოლოს აბრევიატურის ბოლო ასო აღნიშნავს სიტყვას (implication), რომლის არსის გაგებაც ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც დასკვნა, როლი, მნიშვნელობა, შედეგი. იმისთვის რომ კარგი ესეს დაწერისას აბრევიატურის ბოლო სიტყვის არსი შევასრულოთ, ესეს ავტორს უნდა ავუხსნათ, რომ მან, იმის ნაცვლად რომ ესეს ბოლო აბზაცში მანამდე გამოთქმული მოსაზრებები უბრალოდ შეაჯამოს, აჯობებს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვას და მიღებული პასუხები გადმოსცეს დასკვნაში. ეს კითხვები კი ასე გამოიყურება: და მერე რა? თუკი ზემოთქმული (ესეში გამოთქმული მსჯელობა) მისაღებია, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მთლიანი სურათიდან ან შემდგომ დასაფიქრებლად რა ტიპის შეკითხვები შეიძლება წამოეჭრას მკითხველს ესეს წაკითხვის შემდეგ?

თუკი ჩვენი მოსწავლე ხუთივე პუნქტს სწორად შეასრულებს, მაშინ მას საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მაღალი ქულა გარანტირებული ექნება, ხოლო, თუკი ის ამ ხუთი პუნქტიდან მხოლოდ პირველ სამს დააკმაყოფილებს, მაშინ მისი ქულა საშუალოს ვერ ასცდება.“

გამოსავალი

„დარწმუნებული ვარ, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, ზეპირად საუბარი უკეთ გამოსდით, ვიდრე – წერა. ამიტომაც ისინი, სანამ არგუმენტირებული ესეების წერაზე გადავიდოდნენ, ეგებ სოკრატული დიალოგების წერაში გავავარჯიშოთ. დიალოგი ძალიან წააგავს დრამას, რადგან პიესებიც ხომ დიალოგის პრინციპზეა აგებული. თუკი ფიქრობთ, სიტყვით „სოკრატული დიალოგი“, შეაშინებთ თქვენ მოსწავლეებს, მაშინ თხოვეთ, რომ მოკლე პიესა დაწერონ. წარმოიდგინონ სიტუაცია (კაფე, გაკვეთილი, სკოლის დერეფანი, ავტობუსის გაჩერება, ექსკურსია, სხდომათა დარბაზი…), პერსონაჟები (მოსწავლე, მასწავლებელი, რეპორტიორი, რესპონდენტი, მშობელი, მინისტრი…), გაათამაშონ, აკამათონ ერთმანეთში ეს პერსონაჟები და შემდეგ „ჩაიწერონ“ ამ წარმოსახვითი პერსონაჟების კამათი. დიალოგი ხომ ის ჟანრია, რომელშიც საშუალება გვეძლევა არაჩვეულებრივად დავაპირისპიროთ ერთმანეთთან მოსაზრებები, არ შეგვეშინდეს უკიდურესი აზრის გამოთქმის, რადგან საჭიროების შემთხვევაში თავს იმით დავიცავთ, რომ რადიკალურ აზრებს შესაბამის პერსონაჟს ვათქმევინებთ და ამ აზრებს ჩვენ ვერ მოგვაწერენ (თუკი გვეშინია რომელიმე შეხედულების ხმამაღლა დაფიქსირება). მესმის, რომ ეს ყველაფერი მასწავლებლის მსრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების შედეგი ნამდვილად უნდა გვიღირდეს ამად: სოკრატული დიალოგების წერაში გავარჯიშებული ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე უკვე არგუმენტირებულ ესეებსაც ადვილად დაწერენ. სოკრატული დიალოგები მეც ძალიან მიყვარს, მეც მიცდია ასე წერა და ახლა შევეცდები, დრო და ენერგია არ დავიშურო და ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნა, როგორ დაწერონ კარგი დიალოგები და შემდეგ უკვე როგორ აქციონ ეს დიალოგები კარგ ესეებად. ვისაც მაგალითი გაინტერესებთ, ამ ლინკზე წლების წინ დაწერილი ჩემი სოკრატული დიალოგის წაკითხვა შეგიძლიათ.“



დამატებითი წყაროები:  როგორ დავწეროთ კარგი ესე – 14 ნაბიჯი (edu.aris.ge პოსტი)

სოკრატესეული დიალოგი (ვიკი)

ფეისბუკის ჯგუფი (პირველი ვიდეოს ბმულისთვის)

Discuss : Deliberate : Debate

სსემა-ს ვიდეო არგუმენტირებული ესსეი. პრაქტიკული რჩევები



და ბოლოს ისევ დავუბრუნდები ინტელის რესურსებს და განათლებას, სწავლებას ზოგადად, ვთვლი რომ საუკეთესო პედაგოგებმა მათი თვალთახედვით საუკეთესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. პროექტების მიზანი იყო 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარების შეფასება. თემა — რელიგია.

ვფიქრობ რამდენი სივრცეა არგუმენტირებული ესეს-სთვის რელიგიურ თემებში, რამდენი ადგილია დაკვირვებისთვის, ანალიზისთვის, შეფასებისთვის, სინთეზისთვის.... რატომღაც ეს ყველაფერი დამაკლდა(სავით) ამ პრეზენტაციებში და ზოგადად ქართულ განათლებაში...

ველი თქვენს გამოხმაურებას. აქაც შესაძლებელია საუბრის გაგრძელება....


კიდევ ერთი წყარო



0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით