-->

Ctrl-Alt-Del

სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებში და ბიოსებში, ანუ ტექნიკურ და პროგრამულ პაკეტებში მოგეხსენებათ არსებობს ე.წ. ცხელი კლავიშები. ამ პოსტში ყურადღება მინდა გავამახვილო ე.წ. სამი თითის ყველაზე ცნობილ კომბინაციაზე Ctrl Alt და Del.

შეგიძლიათ მაჩუქოთ ასეთი ბალიშები  :)
თუ აღნიშნული კლავიშების კომბინაციას დააწვებით ვინდოსუსის ჩატვირთვამდე, მაშინ მოხდება სისტემის გადატვირთვა (Restart). ვინდოუსში კი როდესაც სისტემა ასევ ვთქვათ იჭედება, ეს კომბინაცია ყოველთვის გამოიწვევს ყველა პროცესის დაუყოვნებლივ უპირობო შეჩერებას. ყველა მუშა პროგრამას გადაეფარება ლურჯი ფანჯარა წარწერებით






ამ ფუნქციებიდან მე ყველაზე ხშირად დავალებათა მმართველს (Task Manager) ვიყენებ. (თუ სწორად მახსოვს წლევანდელ კომპიუტერის გამოცდაზე იყო კითხვა კლავიშების რომელი კომბინაციით შეიძლება დავალებათა მმართველის გამოძახებაო. და ახლა გპასუხობთ რომ Ctrl Alt Del კომბინაციით არა, არადა ეს პასუხი იყო სწორი). სწორი პასუხია Ctrl+Shift+Esc. 

ამ კომბინაციის შემქმნელი იყო პროფესორი დევიდ ბრედლი (David Bradley) რომელიც იყო IBM PC ერთერთი შემქმნელი ინჟინერი. ის სისტემის რბილი გადატვირთვისთვის თავიდან Ctrl+Alt+Esc კლავიშის კომპინაციას იყენებდა სისტემის თბილი გადატვირთვის. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩინა რომ ამ კომბინაციის შესრულება ერთი ხელითაც არის შესაძლებელია. ამიტომ ალტერნატივის ძიებაში როგორც პროექტის ხელმძღვანელმა საბოლოო ვერსიაში Ctrl Alt Del კომბინაცია დატოვა. ამით მინიმუმამდე შემცირდა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შემთხვევითობის რიცხვი.

თავიდან ეს კომბინაცია ჩაფიქრებული იყო როგორც სააღდგომო კვერცხი (სააღდგომო კვერცხებზე მე მაქვს რამდენიმე პოსტი, მაგალითად გუგლის ხრიკები) და არ იყო გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლებისთვის გამოსაყენებლად, რადგანაც ეს ფუნქცია იწვევს გაუფრთხილებელ გადატვირთვას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.  (მხოლოდ დღევანდელ პროგრამებშია გათვალისწინებული სისტემის დაუყოვნებლივ მოთხოვნაზე გამოირთოს, პასუხი, მაცადე, დოკუმენტი არ შემინახია). მაგრამ ვინაიდან ეს კომბინაცია ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღწერილი იყო, ის ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა. 

ბრედლი ამ სამუშაოს თავის ამოცანებიდან ერთ უმნიშვნელო ამოცანად მოიხსენიებს, „ამისთვის 5 წუთი დამჭირდა. 10 წუთი კიდევ აქტივობა და შემდეგ გადავედი დანარჩენ 100 საქმეზე, რომელიც უნდა მომესწრო“. 

ბრედლი ასევე ცნობილია ბილ გეიტსის მიმართ კეთილგანწყობილი გამონათქვამით, როცა IBM PC მოდელის 20 წლისთავთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „მე გამოვიგონე ის, მაგრამ ბილ გეიტსმა ვარსკვალავად აქცია“. მან უმალ დასძინა რომ ეს კომბინაცია გამოიყენებოდა Windows NT  სერვერებზე შესასველად





2013 წლის 21 სექტემბრის პრეზენტაციაზე ბილ გეიტსმა კი ვინდოუსში შესასვლელად ამ კომბინაციის გამოყენებას დიდი შეცდომა უწოდა. აღნიშნა რომ ამჯობინებდა რაიმე ერთი კლავიშა ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის IBM ინჟინრებს კლავიატურის განლაგებაში კიდევ ერთი კლავიშის დამატების სიამოვნებას ვერ მივანიჭებდიო.

და ბოლოს — მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეთ,  სხვადასხვა ოპერაციულ სიტემებში და პროგრამულ რეალიზაციებში ამ (და სხვა) კლავიშების კომბინაცია სხვადასხვანაირად გამოიყენება. დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე (ინგლ). ამ სამი კლავიშის შესახებ კი კიდევ ერთი საინტერესო სტატია ნახეთ lifewire.com საიტზე.


ასევ შეგიძლიათ ნახოთ პოსტი სხვა ცხელი კლავიშების შესახებ


პოსტის იდეა itexpress-ს ეკუთვნის

    

3 კომენტარი :

ძალიან სასარგებლო და საინტერესო მასალაა

მართლაც საინტერესო მასალა.გმადლობ დათო

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით