-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტრენინგი ვებ საიტის შექმნა {front end}

 

გთხოვთ ეს ინფორმაცია გააცნოთ მე-7 მე-12 კლასის მოსწავლეებს


📢 მათ, ვისაც ადრეული ასაკიდან უნდა კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლება  ინოვაციური განათლების აკადემია (iea.ge) გთვაზობთ უნიკალურ შანსს: 2019 წლის იანვარში სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას

ვებ საიტების შექმნის 

ტრენინგზე 🎅🏂🎿❄️ ზამთრის ბანაკში;
🌍 შეხვედრები ჩატარდება დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მითითებულ ქალაქებში

🕗  რეგისტრაცია მთავრდება 2018 წლის 27 დეკემბერს 24:00;
📚 მონაწილეები ტრენინგზე მიიღებენ სპეციალურად ამ კურსისთვის შექმნილ სატრენინგო მასალას (ტექსტი, ვიდეობს, ქვიზებს)

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
💡 მარტივი ვებ საიტის შექმნა HTML-ის გამოყენებით
💡 დიზაინის მორგება CSS-ის სტილებით
💡 სხვადასხვა მოწყობილობაზე საიტის მორგება (responcive)
💡 JavaScript-ის საწყისები
💡 ვებ სერვერის გამართვა და გვერდის ადმინისტრირება
💡 დომენის რეგისტრაცია

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
ერთადერთი ტრენინგი  საქართველოში, რომლის სილაბუსი გაწერილია პროექტული სწავლების და RAFT მეთოდოლოგიით. კურსი განკუთვნილია სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის რომელტაც ამ საქმეში გამოცილება არ აქვთ

კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე დაამზადებს მარტივ ვებსაიტს და განათავსებს ინტერნეტში

💲 კურსის ღირებულება შეადგენს 100₾. გადახდა შესაძლებელია 💳 ინტერნეტით

💻  ინოვაციური განათლების აკადემია პროფესიონალების 👨‍👩‍👧‍👦   გუნდია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს ტრენინგებს განათლებაში ინოვაციური 💻  ტექნოლოგიების გამოყენების თემებზე.

  📢🔖🌍📚



ევროპის ისტორია 10 წუთში




ამ ვიდეოში ნაჩვენებია მთელი ევროპის სახელმწიფოების საზღვრები და მოსახლეობა   ძვ.წ. 400 წლიდან. მოსახლეობაში ვასალი სახელმწიფოების მოსახლეობა არ ითვლება. აღსანიშნავია რომ თავიდანვე ჩანს კოლხეთის სამეგო, ჩვ.წ 144 წლიდნ კი საქართველოს სამეოს მოსახლეობა 0,1 მილიონი წერია. ძვ.წ 70 წლიდან პონტოს სამეფო 0,3 მილიონი მოსახლით და შემდეგ ლაზიკა. დააკვირდით, რა მყარად დგას ეს სამეფო მთელი საუკუნეების განმავლობაში მრავალმილიონიანი რომის იმერიით გარშემორტყმული  




ნახეთ აგრეთვე მსოფლიოს რუკა და მოსახლეობა წლების მიხედვით

მიულოცეთ თაგუნას დაბუდაბი

რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demos წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.

პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით  IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი მოწყობილობაა.

სურათები:









ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი




ათასწლეულის გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების ფინალისტების ინოვაციური პროექტების  გამოფენაც მოეწყო.

,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით,  კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით,  21-ე საუკუნის ნაწილად აქციოს.

კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

ნინო ხუნძაყიშვილმა, რომლის პროექტიც ,,რობოტი ლაბორანტი“ 2017-2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია,  აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობამ მის გუნდს დიდი გამოცდილება მისცა, NASA-ში წასვლა კი მისი ახდენილი ოცნებაა.

ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. წელს, კონკურსის პარტნიორია თიბისი.

მონაწილეობის მისაღებად შევსებული აპლიკაცია MS Word ფორმატში უნდა გადმოგზავნოთ ელ ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge
 
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2018.




წყარო:


გვერდი ფეისბუკზე

იმედის სიუჟეტი

ვიდეო








ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსი „გაცოცხლებული სურათები“.




განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.
კონკურსის პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

ვიდეორგოლი რესურსცენტრში უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 17 დეკემბრისა

წარმატებას გისურვებთ!


ახალი ვიდეოგაკვეთილები: CSS3 ქუდი



გთავაზობთ CSS3 ვიდეოგაკვეთილების ქუდს



ვინდოუს 10-ის ინსტალაცია







ამ ვიდეოში ნაჩვენებია ვინდოუს 10-ის ინსტალაციის პროცესი. ამჯერად მხოლოდ საწყისი ვერსიაა. მალე შემოგთავაზებთ საინსტალაცია დისკის მომზადების ვიდეოს და BIOS/UEFI დაკონფიგურებას. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, კომენტარებში მომწერეთ, კიდევ რა თემატიკაზე გსურთ ვიდეოს ჩაწერა.

რამდენიმე დღეში ოფისის 2019 წლის ვერსიას ველი. ინსტალაციასაც ჩავწერ და სიახლეებსაც შემოგთავაზებთ

ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2018



ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის!!! ცხადდება რეგისტრაცია ინფორმატიკის ოლიმპიადის (www.olyinfo.ge) 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის:
•საჭირო არაა სპეციალური მომზადება პროგრამირებასა და ალგორითმებში
•საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი
•საკმარისია ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი
•ოლიმპიადა მთლიანად ავტომატიზებულია და ტარდება ტესტირების წესით
ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.olyinfo.ge. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, ასევე წინა სეზონებზე გამოყენებულ ამოცანებსა და ფოტომასალას!!
პირველი, ინტერნეტ ტური ჩატარდება 8 დეკემბერს, ხოლო მეორე, დასკვნითი 23 დეკემბერს. ამ სეზონზე ტურები ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: V-VI, VII-VIII, IX-XII კლასებში.
სულ გაიმართება ერთი ინტერნეტ ტური და ერთი დასწრებული, დასკვნითი ტური. გისურვებთ წარმატებებს!!!



კონკურსი გადიღე ვიდეომიმოხილვა



ნახეთ ვიდეოკონკურსი წიგნების ჩასმა

📹 კონკურსი: გადაიღე ვიდეომიმოხილვა
ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან აირჩიე ერთ-ერთი და გადაიღე ვიდეომიმოხილვა (ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს). გამარჯვებულს გადაეცემა 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად, ნაჭრის ჩანთა გამომცემლობის ლოგოთი და
საკონკურსო წიგნების ჩამონათვალიდან შერჩეული ნებისმიერი (ერთი) წიგნი.
საკონკურსო ვიდეო გამოგზავნე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tatia@sulakarui.ge 25 აპრილის ჩათვლით, თან დაურთე შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი.
საკონკურსო წიგნების სია VII-VIII კლასებისთვის
1. რ.ჯ. პალაციო: საოცრება
2. ლინდა მალალი ჰანთი: თევზი ხეზე
3. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭო ბიჭი
4. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების ბრძოლა
5. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების დედოფალი
6. პიტერ ბანზლი: მექანიკური გული
7. ნილს სიმეონი: 14 კრისტალის თეორია
8. ინგუნ თონი: ულისი
9. როალდ დალი: მატილდა
საკონკურსო წიგნების სია IX-XII კლასებისთვი
1. სკოტ ფიცჯერალდი მახინჯები
2. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს მხრებზე
3. ჯერომ კ. ჯერომი: სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით
4. მარკ ჰედონი: რა შეემთხვა ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
5. ნანა ექვთიმიშვილი: მსხლების მინდორი
6. სტანისლავ ლემი: სოლარისი
7. ფილიპ პულმანი: ჩრდილოეთის ციალი
8. ფილიპ პულმანი: უჩვეულო დანა


 

ყველაზე წიგნიერი გუნდი (2019)




🔃ყველაზე წიგნიერი გუნდი
კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის
შექმენი 5-წევრიანი გუნდი, დაარქვი ორიგინალური სახელი და მიიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც შედგება სამი ტურისგან.
🎁 გამარჯვებული გუნდის ყოველ წევრს საჩუქრად გადაეცემა სასაჩუქრე კომპლექტი: ნაჭრის ჩანთა, წიგნი „ხელოვნება: მოსწავლის ენციკლოპედია“ და წიგნების 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
პირველი ტური გაიმართება 2019 წლის იანვარში.
მეორე ტური გაიმართება 2019 წლის მაისში.
მესამე ტური გაიმართება 2019 წლის ივნისში.
გუნდების რეგისტრაციისთვის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე tatia@sulakauri.ge მოგვწერე შემდეგი ინფორმაცია: გუნდის წევრების სახელები და
გვარები, ტელეფონის ნომრები, გუნდის სახელი, სკოლა, კლასი.
📚წასაკითხი წიგნების სია
1-ლი ტური
1. ფილიპ პულმანი: ჩრდილოეთის ციალი
2. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: პატარა პრინცი
3. სტანისლავ ლემი: სოლარისი
4. ჰარპერ ლი: ნუ მოკლავ ჯაფარას
5. სკოტ ვესტერფილდი: მახინჯები
6. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს მხრებზე
7. მარკ ჰედონი: რა შეემთხვა ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
8. ჯერომ კ. ჯერომი: სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით
მე-2 ტური
1. ფილიპ პულმანი: უჩვეულო დანა
2. მიხეილ ჯავახიშვილი: კურკას ქორწილი
3. კერენ მაკმანუსი: ერთი ჩვენგანი ცრუობს
4. ნანა ექვთიმიშვილი: მსხლების მინდორი
5. ჰარპერ ლი: მიდი, დააყენე დარაჯი
6. ნილ გეიმანი: კორალაინი
7. ჯენიფერ ნივენი: ყველა ნათელი ადგილი
8. იუსტაინ გორდერი: სოფის სამყარო

კონკურსი დახატე წიგნის პერსონაჟი (2019)




🖌დახატე წიგნის პერსონაჟი
კონკურსი I-III კლასის მოსწავლეებისათვის
გადმოიტანე შენი წარმოსახვა ფურცელზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან დახატე შენი რჩეული პერსონაჟი და მიიღე სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად.
I ადგილი: 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
II ადგილი: 70-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
III ადგილი: 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
📚 წიგნების სია:
1. დონალდ ბისეტი: ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი
2. თურბიორნ ეგნერი: ილის ქალაქი
3. თამრი ფხაკაძე: გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია
4. ასტრიდ ლინდგრენი: მადიკენი
5. ირმა მალაციძე: სატკბილეთის ქვეყანა
6. ტუვე იანსონი: კომეტა მუმინების ხეობაში
#ყველაზეწიგნიერი

შექმენი ახალი კომიქსი 2019



ფესიბუკ გვერდი ყველაზე წიგნიერი აცხადებს კომიქსების კონკურსს  

🗯შექმენი ახალი კომიქსი
კონკურსი IV- VI კლასების მოსწავლეებისათვის
ქართველი ავტორის, გია ლაფაურის კომიქსებიდან შეარჩიე
ერთ-ერთი, პერსონაჟებისთვის მოიფიქრე ახალი ისტორია, დახატე რამდენიმე ილუსტრაცია და შექმენი ახალი კომიქსი.
ნამუშევრები 25 აპრილის ჩათვლით, მოგვიტანეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში (დ. აღმასენებლის 150).
კომიქსებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და ტელეფონის ნომერი.
🎁I ადგილი: 100-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
II ადგილი: 70-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
III ადგილი: 50-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
კომიქსები
1. ბოცო და გვანცა
2. ბოლოკა და ყვანჩალა


დეეტალურად ნახეთ ზევით მითიტებულ ბმულზე

ინტელის ტრენინგები, შემოდგომა 2018





02 და 03  ნოემბერს წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში დაიწყება  ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება (პროგრამა).

სასურველია გქონდეთთქვენი კომპიუტერი და დამტენი

ნახეთ ჯგუფების სავარაუდო განაწილება საათების მიხედვით

(თუ არ გაწყობთ მითიტებილი დღეები და დრო, გთხოვთ შემეხმიანიოთ
::  I ჯგუფი
ირმა    აბშილავა
ელისო    მესხია




დღეები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
რიცხვი
02.1103.1104.1109.11
10.11
11.11
16.11
17.1118.11
დღე
პარშაბკვპარშაბკვპარშაბკვ
სთ
14:0009:3009:3014:0009:3009:3014:0009:3009:30




::  II ჯგუფი
მანონი    წურწუმია
მანანა    კალანდია





დღეები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
რიცხვი
03.1104.1105.1110.1111.1112.1117.1118.1119.11
დღე
შაბკვორშშაბკვორშშაბკვორშ
სთ
14:0014:0014:0014:0014:0014:0014:0014:0014:00



საკუთარი მონაცემები შეიტანეთ ცხრილში





აქტივობა 


დამოუკიდებლად შედით თქვენს ფოსტაზე და გამოგზავნეთ წერილი dato.malania@gmail.com მისამართზე. წერილის შინაარსში აღწერეთ თქვენი მოლოდინები.


საპასუხო წერილში თქვენ მიიღებთ სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვის ინსტრუქციას

როგორც ტრენინგზე გითხარით, მნიშვნელოვანია რომ თქვენ დამოუკიდებლად შედიოდეთ თქვენს პოსტაზე. არ ისარგებლოთ, სკოლის ფოსტით. სკოლის ფოსტაზე ვერ შევქმნით თქვენს ბლოგს

ნახეთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება.

მოიფიქრეთ  თემა, რომელზეც გააკეთებთ სასწავლო პროეტს (ვიდეო)


დავალება:

ბლოგიდან ჩამოტვირთეთ ტრენინგის სახელმძღვანელო და დააინსტალირეთ.
წაიკითხეთ პირველი მოდული


ყურადღება გაამახვილეთ დოკუმენეტებზე


  • 21-საუკუნის უნარ-ჩვევები
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი
  • პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
  • პროექტის გეგმის შაბლონი


პირველი დღე

ახელმძღვანელოს გაცნობა
საქაღალდის (პორტფოლიოს)  შექმნა

მნიშვნელოვანი დოკუმენტები


  • 21-საუკუნის უნარ-ჩვევები
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი
  • პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
  • პროექტის გეგმის შაბლონი



დავალება 

თუ ვერ მოხერხეთ სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა, გაეცანით ინტერნეტ  ვერსიას  

იფიქრეთ პროექტის თემაზე  


ნახეთ ვიდეო ბლოგში მუშაობა


მეორე დღე
ბლოგის შექმნა
პირადობის ასლი
ნახეთ ნიმუშები (.zip) 


ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია

დაწერეთ ტექსტი  ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში

დავალება წაიკითხეთ მეორე მოდულის  პირველი აქტივობა
ყურადღება გაამახვილეთ

  • 21-საუკუნის უნარჩვევები
  • ესგ 
  • ბლუმის ტაქსონომა 


თუ ვერ მოხერხეთ სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა, გაეცანით ინტერნეტ  ვერსიას  

იფიქრეთ პროექტის თემაზე  


  
მეორე მოდული 


მნიშვნელოვანია: პირველი აქტივობა 21-საუკუნის უნარჩვევების და სტანდარტის შერჩევა, ბლუმის ტაქსონომიით შეფასება (გადის თუ არა მაღალ სააზროვნო უნარებზე)


ამოცანების მისადაგება


გონებრივი იერიში კითხვების ფურცელების შევსება
მეორე აქტივობა პრეზენტაცია მიმართულების მიმცემ კითხვებაზე
17 გვერდიანი ნიმუშის ნახვა

რეფლექსია
ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მეორე მოდულის რეფლექსია

დაწერეთ ტექსტი „ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...“ 


პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა (ტემის შერჩევა, სტანდარტის მისადაგება, ამოცანები, მიმართულების მიმცემი კითხვების შერჩევა)  



დავალება გეგმის შაბლონში ჩაწერეთ შერჩეული თემის სტანდარტები. წაიკითხეთ მესამე მოდული, ყურადღება გაამახვილეთ მეორე აქტივობაზე და პრეზენტაციაზე საავტორო უფლებების ქაოსი


მეოთხე დღე  

მნიშვნელოვანია მეორე აქტივობა საავტორო უფლებების ქაოსი
საავტორო უფლებების ნიმუშები და შაბლონების ნახვა 

პრეზენტაციის სიმულაცია

რეფლექსია

გააკეთეთ პოსტი სათაურით მესამე მოდულის რეფლექსია


დაწერეთ ტექსტი 
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ… 



დავალება დამოუკიდებლად იმუშავეთ და შექმენით პროქტის თემის შესაბამისი  პრეზენტაციის მაკეტი, გაწერეთ სცენარი






მეხუთე დღე   



მეოთხე მოდულის გაცნობა


რეფლექსია

ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მეოთხე მოდულის რეფლექსია

დაწერეთ ტექსტი



როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?

დავალება: წაიკითხეთ მე-5 მოდული, ყურადღება გაამახვილეთ 
პრეზენტაცია, რომელიც კლავს


მეექვსე დღე  
პროექტების შეფასების გაცნობა
შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკა
პროექტის შეფასების 5 სტრატეგია
რეფლექსია
ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მეხუთე მოდულის რეფლექსია დაწერეთ ტექსტი
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით... 



დავალება
საქაღალდეში შეფასებები გადაიტანეთ პრეზენტაციის და ბუკლეტის შეფასების რუბრიკები
ნახეთ ვიდეოგაკვეთილი პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე
წაიკითხეთ მე-6 მოდული


მეშვიდე დღე    
დაწერეთ ტექსტი 
ნახეთ ვიდეოგაკვეთილი პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე

შექმენით პრეზენტაცია საქაღალდეში მოსწავლის ნიმუში

პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე
ბლოგზე კომენტარები  (საკუთარი მონაცემების შეტანა ცრილში)
კომენტარების შპარგალკა

ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მეექვსე მოდულის რეფლექსია


დავალება
დაასრულეთ და ატვირთეთ თქვენი პრეზენტაცია ბლოგზე 

მერვე დღე    

პროტფოლიოს გადახედვა, პორტფოლიოს დასრულება
თანამშრომელებთან გაზიარება
პორტფოლიოს ატვირთვა

ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დაწერეთ ტექსტი 

დავალება მომზადეთ ბუკლეტი
დაასრულეთ და ატვირთეთ პორტფილიო














  მეცხრე დღე


პრეზენტაციების წარდგენა



ბლოგზე გააკეთეთ პოსტი სათაურით მერვე მოდულის რეფლექსია

დაწერეთ ტექსტი 


გისურვეთ წარმატებას  :)

კითხვების შემთხვევაში მომწერეთ ან დამირეკეთ

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით