-->

ეს ნამდვილად კრიპტოვალუტაა? (ტესტი)

ქართულ განათლებაში ტესტები ფაქტობრივი ცოდნის გასაზომად გამოიყენება. თუმცა ტესტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. ტესტების სასწავლო მიზნებს გუგლ ფორმების ვიდეოინსტრუქციებშიც შევეხე გაკვრით. ამჯერად კი ასეთი ტესტის ნიმუშების სერია მინდა შემოგთავაზოთ დათოს ბლოგზე. ვფიქრობ კვირაში ერთი სასწავლო ტესტი დავდო ტექნოლოგიების თემებზე. დასაწყისისთვის მინდა შემოგთავაზოთ კრიპტოვალუტის და მიმების თემა.



მცირე ექსკურსი;

ბლოკჩეინი (ვიდეო, ქართ.)
ბითკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოდგენს ვირტუალურ კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ამ პროცესს მაინნგი ეწოდება. ეს ვალუტა ფიზიკურად არ არსებობს. ბიტკოინი საშუალებას იძლევა თანხა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს გავუგზავოთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ამ უფასო ოპერაციას რამდენიმე წამი სჭირდება. ბიტკოინის გაყალბება შეუძლებელია.

სატოში ბითკოინის ხურდა ფული. ის 100 ათასი სატოში უდრის 1 ბითკოინს.
ალტკოინი არის ბითკოინის შემდეგ შექმნილი ყველა სხვა ვირტუალური ვალუტა
მიმი (ინგ meme /miːm/) კულტურული ინფორმაციის ერთეული. მიმად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი იდეა, სიმბოლო, მანერა ან მოქმედების სახე, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გაუზრებლად ან გააზრებულად გადაეცემა მეტყველების, წერილის, ვიდეოს, რიტუალის, ჟესტის და სხვა სახით (იხილეთ ერთ-ერთი მაგალითი)

Yao Ming-ის სახე (ზოგჯერ უწოდებენ "Fuck That Guy" ან "Dumb Bitch") არის პროფესიონალი კალათბურთელის Yao Mingის გულღია სიცილის კომიქსური სტილის კონტურული ნახატი. გამოსახულება, როგორც წესი, გამოიყენება როგორც რეაქციის სახე ონლაინ დისკუსიებში მონაწილის მიმართ დისკუსური დამოკიდებულების გამოსახატავად


კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ სამყარო თავისი წესებით ცხოვრობს. ზოგჯერ ალტკოინები ინტერნეტ მიმებს გავს, ხოლო ზოგჯერ თვით მიმები ხდებიან კრიპტოვალუტები. ზოგჯერ გაიგებ ახალი ციფრული ვალუტის გამოსვლის შესახებ და ფიქრობ, არა, ეს შეუძლებელია. სამყარო გაგიჟდა, ან ეს უცნაურობები მართლა ჩვენი მომავალია?

გთხოვთ გაიაროთ ტესტი,  (აქაც იგივე ტესტია) არ დაგუგლოთ, და შეაფასეთ თქვენი ცოდნა კრიპტოვალუტების შესახებ. შეგიძლიათ თუ არა რეალურად არსებული კრიპტოვალუტის ქსელში არსებული მიმისგან გარჩევა?  (ტესტის პასუხების გრაფიკი ყოველ თვე გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)






აქ შეგიძლიათ ტესტის შეფასების სქემა დადოთ განმავითარებელი შეფასებით: მაგალითად თუ თქვენ 1-და 4 მდე შეფასება მიიღეთ, მაშინ თქვენ ამ თემაზე მეტი უნდა იმუშაოთ, გთხოვთ ნახოთ შემდეგი ბმულები... და აქ მიუთითებთ კონრეტულ  ბმულებს კრიპტოვალუტის და მიმების შესახებ. ეს ინფორმაცია თქვენ შეიძლება წინასწარ მოამზადოთ და ბლოგზე ან ინტერნეტში განათავსოთ. რესურსების მომზადებაში შეგიძლიათ მოსწავლეებიც დაიხმარიოთ. თუნდაც ტესტის მოზადება რომ სთხოვოთ მოსწავლეებს, წესით არ უნდა წარომადგენდეს პრობლემას.

მოდით აბა დაფიქრდით, თქვენ როცა ქაღალდზე ამზადებთ ტესტებს და შემდეგ კლასში ატარებთ ტესტირებას, რა შედეგზე გადიხართ? გინდათ მე გიპასუხებთ: თქვენ მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას აფასებთ. ხოლო როცა ტესტის შექმნას სთხოვთ მოსწავლეებს, თქვენ გადიხართ 21 საუკუნის შესაბამის მრავალ უნარზე, მინიმუმ კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, ტექნოლოგიური უნარჩვევები. ხოლო შესწავლილი მასალა, გაცილებით უკეთესად იქნება გააზრებული, ვიდრე ტრადიციული სწავლების შემთხვევაში, ვინაიდან ცნობილია, დასწავლის ხარისხი ყველაზე მეტია სხვისი სწავლების დროს...


ამ ბმულზე კი შეგიძლიათ ნახოთ სასწავლო ხასიათის ტესტების ნიმუშები რადიო თავისუფლების საიტიდან

Quiz: რამდენად იცნობთ 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებულ მოვლენებს?
     
Quiz: რამდენად იცნობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას?


და ბოლოს, გთხოვთ გამოიწეროთ ეს ბლოგი, გააკეთეთ კომენტარი, გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გაგვიზაირეთ თქვენი აზრი.... კიდევ რა თემაზე გინდატ ტესტის მომზადება?

გამოგვეხმაურეთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით