![]() |
ჯაან მონდომებულებისთვის, სურათი საავტორო უფლების სრული დაცვითაა გამოქვეყნებული :) |
ეჰ, ისევ აქტუალურია, დავწერე კომენტარებში, ხალხებო, 21 საუკუნეა,
გაიგეთ, სამყაროს მალე არ დასჭირდება მთელი რიგი პროფესიები: არც მძღოლი (ორდიპლომიანი ტაქსისტიც)
არც ექიმი; არც ადვოკატი; არც .........; არც .........;
არც .........;
არც წერაკითხვის ცოდნა;
არც მასწავლებელი (თუ არ გჯერათ ეს ნახეთ)
და თქვენ კვლავ ჯიუტად ითხოვთ შავ-თეთრი და ნაცრისფერი ფომების ჩაცმას და ცხრასაათზე სკოლის გაყინულ მერხზე ხელების დაწყობას ცარცი-დაფა-რვეული-პერტორუჩკა გარემოში.
და რომ მაგ ფორმაში მოვიდე რამე ღირებულს მასწავლით? აი ისეთს, რაც 21 საუკუნეში გამომადგება? თუ არა, მაშინ ილაპარაკეთ იმაზე, რაც პრობლემაა და არა იმაზე რომ ამ საზიზღარ მოსწავლეებს ფორმა არ აცვიათ, თორემ..... (რავიცი რას იზამდით :) თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი სასკოლო გარემო რეალობაში დაემსგავსება იმ მეორე კვადრატს, რადგან დღეს თქვენს მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ მოისმინონ აი ვთქვათ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი CS50, რომელიც უფასოა, რომელსაც სადაც უნდათ იქ მოისმენენ
რომელსაც როცა უნდათ მაშინ მოისმენ
რომელზეც შორტებში ჩაცმული ივლიან
და როცა დაამთავრებენ 6 ციფრიანი ხელფასი გარანტირებული ექნებათ
იმიტომ რომ მათ უკვე კარგად იციან, სკოლას 2030 (ორი ათას ოცდაათ) წელს დაამთავრებენ, როცა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში იქნება
რა მოაქვს ფორმას? ფორმას მხოლოდ მორჩილება მოაქვს, ნაცისფერ ფორმაში ნაცრისფერი საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს. წარმოიდგინეთ რომ ყველა ისეთ ლექსს წერდეს, როგორსაც მე... 21-ე საუკუნეს არ სჭირდება ნაცრისფერი საზოგადოება. 21-ე საუკუნეს სჭირდება მოქალაქე, რომელსაც აქვს
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- კოალაბორაციის უნარი
- კრეატიული აზროვნების უნარი
ანუ 4C უნარები (ვიდეო ინგ. 4:00) ეს უნდა იყოს დღევანდელი სკოლის მისაღწევი შედეგი.
ეს არის განათლების სისტემის 6 მთავარი პრობლემა (ვიდ. 6:15).
ეს კი გირჩის ვიდეოა (ვიდ. 16:36) (შეიძლება ბევრ ნაწილში ვერ ვეთანხმებოდე)
ასეთი საზოგადოება კი არ იქნება ნახირი. აი ასეთი ნახირი